nirvāṇa. (პალიური. nibbāna; ტიბეტურად. mya ngan las ’das pa; ჩინურად. niepan; იაპონურად. nehan; კორეულად. yo˘lban 涅槃).
nirvāṇa სანსკრიტულად, „მილევა“, „ჩაქრობა“; უძველესი და ყველაზე გავრცელებული ტერმინი, რომელიც ბუდისტური სოტერიოლოგიური გზის (MĀRGA) მიზანს აღნიშნავს. მისი ეტიმოლოგია და მნიშვნელობა განხილვის ფართო საგანია როგორც ტრადიციულ ეგზეგეტიკაში, ისე თანამედროვე მკვლევრების მხრიდან. როგორც წესი, nirvāṇa-ს მნიშვნელობა გაგებულია როგორც „ჩაქრობა“ (სანსკრიტული ძირი √vā, “შებერვა” და პრეფიქსი nir- “უარყოფა”), AṬṬHAKAVAGGA-ში მოცემული მეტაფორის მიხედვით — როგორც „დაბერვით ჩამქრალი ალი“, ხოლო ხანდახან გადმოცემულია როგორც სურვილების (RĀGA) ალის ჩაქრობა ან თუ უფრო განვავრცობთ, „სამი შხამის“ (TRIVIṢA) ანუ ძირითადი მტანჯველის (KLEŚA) — სიხარბე ან ვნება (RĀGA ან LOBHA), სიძულვილი ან ზიზღი (DVEṢA) და უმეცრება ან უგუნურება (MOHA) — აღმოფხვრა. უფრო ტექნიკური თვალსაზრისით, nirvāṇa გაგებულია, როგორც ტანჯვის მომტანი ფაქტორების (kleśa), ამ ფაქტორებისგან წარმოქმნილი მოქმედებებისა (KARMAN) და, საბოლოოდ, ამ მოქმედებებისგან წარმოქმნილი გონებისა და სხეულის (NĀMARŪPA; SKANDHA) არსებობის შეწყვეტად, რაც შეწყვეტს განმეორებით დაბადებას (SAṂSĀRA) იმ პიროვნებისთვის, ვინც ამ გზას ბოლომდე მიაღწია.
გასხივოსნების შემდეგ, ბუდამ თავის პირველ ქადაგებაში, „მოძრაობაში მოიყვანა რა დჰარმის ბორბალი“ (P. DHAMMACAKKAPPAVATTANASUTTA; S. DHARMACAKRAPRAVARTANASŪTRA), „კეთილშობილთა ოთხი სიმართლე“ (catvāry āryasatyāni) დაასახელა, რომლის მესამე პუნქტსაც „შეწყვეტის სიმართლე“ (NIRODHASATYA) ეწოდება. ტანჯვისა (DUḤKHA) და მისი მიზეზის (SAMUDAYA) შეწყვეტის მდგომარეობა ნირვანად არის მოხსენიებული. ცნობილ აღწერაში, ბუდა განმარტავს, რომ „არსებობს სფერო (ĀYATANA), სადაც არ არის არც მიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ჰაერი [ოთხი MAHĀBHŪTA], არც უსასრულო სივრცის სფერო [ĀKĀŚĀNANTYĀYATANA]... არც აღქმისა და არ აღქმის სფერო [NAIVASAṂJÑĀNĀSAṂJÑĀYATANA], არც ეს სამყარო, არც სხვა, არც ორივე ერთად, არც მზე და არც მთვარე. აქ, ბერებო, მე ვადასტურებ, რომ არ არის არც წასვლა, არც მოსვლა, არც დარჩენა, არც წარმოშობა, არც გაუჩინარება. ეს არც უძრავია და არც მოძრავი და არც რამეს ეფუძნება. ეს, ჭეშმარიტად, არის ტანჯვის დასასრული“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნირვანას ნეგატიური აღწერაა, მაინც აღსანიშნავია, რომ „არსებობს სფერო...“ გარკვეული პოზიტიური მდგომარეობის წარმოდგენას გვაძლევს. ნიშნავს თუ არა შეწყვეტის ეს მდგომარეობა სრულ „განადგურებას“, ეს განხილვა ჯერ კიდევ ადრეულ ბუდიზმში არსებობდა. ბუდა ადამიანურ არსებობას მრავალგვარი ტანჯვის ფორმად აღწერდა, ეძებდა მდგომარეობას, რომელიც ტანჯვის მდგომარეობას აღემატებოდა და დაადგინა, რომ იმისთვის, რომ ტანჯვა შეწყდეს, უნდა აღმოიფხვრას მისი მიზეზი: საზიანო (AKUŚALA) მოქმედება (karman) და მისი გამომწვევი ტანჯვის მომტანი ფაქტორები (kleśa). თუკი ეს მიზეზები აღმოფხვრილია, მაშინ მათ უკვე აღარ აქვთ ზეგავლენა, რასაც ტანჯვის შეწყვეტა მოყვება და, მაშასადამე, nirvāṇa. შესაბამისად, nirvāṇa არ იყო განხილული, როგორც ადგილი ან არსებობის მდგომარეობა, ვინაიდან ასეთი განსაზღვრებით, ის saṃsāra-ას ნაწილი გამოვიდოდა, შესაბამისად, — წარმავალობასა და ტანჯვას დაქვემდებარებული. ამის ნაცვლად, nirvāṇa უარყოფაა და ამიტომ ხშირად მკაცრად აპოფატიკური გზით არის დახასიათებული, როგორც ზემოთ მოყვანილ პასაჟში, თითქოს, იმის გამორიცხვით, რა არ არის nirvāṇa, შესაძლებელია მისი მნიშვნელობის გადმოცემა. როდესაც ტრადიციაში nirvāṇa-ს პოზიტიური განმარტების მცდელობას ვაწყდებით, ხშირად შემდეგი დახასიათებები გვხვდება, რომ nirvāṇa არის უკვდავება (AMṚTA), წარუვალობა (acyuta), დაუსაბამობა (abhūta), სიმშვიდე (upaśama), ნეტარება (SUKHA) და ა.შ. nirvāṇa-ს კონცეფცია, შესაძლოა, შედარებით უფრო გასაგები გახდეს, თუ მას უფრო სოტერიოლოგიური თვალსაზრისით მივუდგებით, რაც ბუდისტური პრაქტიკული გზის (mārga) მწვერვალს წარმოადგენს. ამ გზის მწვერვალზე ადეპტმა „გათავისუფლების სამი კარიბჭე“ (VIMOKṢAMUKHA) უნდა გაიაროს, რომელიც აღნიშნავს saṃsāra-ს შედგენილი (SAṂSKṚTA) საუფლოდან nirvāṇa-ს შეუდგენელ (ASAṂSKṚTA) საუფლოში გადასვლას. nirvāṇa-სკენ გზაზე ადეპტი პირველ ეტაპზე სიცარიელის კარიბჭეში გადის (ŚŪNYATĀ), რაც ვლინდება იმაში, რომ nirvāṇa ცარიელია ყოველივე იმისგან, რაც მე-სთან არის ასოცირებული. შემდგომ მოდის უნიშნობის (ĀNIMITTA) კარიბჭე, რაც იმაში ვლინდება, რომ nirvāṇa-ს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რისი აღქმაც შესაძლებელია. დაბოლოს, მოდის უსურვილობის (APRAṆIHITA) კარიბჭე, რაც იმას გულისხმობს, რომ აღარ არსებობს nirvāṇa-ს სურვილიც კი ან მასზე მიჯაჭვულობა.
თუ რა რჩება nirvāṇa-ს შემდეგ, ეს ბუდისტური ტრადიციის ისტორიაში სერიოზული განხილვის საგანი იყო. როგორც ნათქვამია, ბუდამ nirvāṇa-ს მაშინ მიაღწია, როდესაც გასხივოსნდა ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, რითაც აღმოფხვრა მომავალი დაბადების საფუძვლები. თუმცაღა, ამ გამოცდილების შემდგომ მან განაგრძო ცხოვრება კიდევ ორმოცდახუთი წლის განმავლობაში თავის სიკვდილამდე, როდესაც იგი nirvāṇa-ში გადავიდა და აღარ დაბადებულა განმეორებით. ვინაიდან, დასაწყისში განცდილ nirvāṇa-სა და საბოლოო nirvāṇa-ს (PARINIRVĀṆA) შორის არის დიდი პერიოდი, ამიტომ სქოლასტიკოსები ორი სახის nirvāṇa-ს განასხვავებენ. პირველი სახის არის „nirvāṇa ნარჩენით“, ხანდახან მას განმარტავენ როგორც „kleśa-ებთან დაკავშირებულ nirvāṇa-ს“. ეს არის nirvāṇa-ს მდგომარეობა, რომელიც სიკვდილამდეა მიღწეული, სადაც „ნარჩენი“ ამ საბოლოო არსებობის გონებასა და სხეულს აღნიშნავს. ეს არის nirvāṇa, რომელიც ბუდამ BODHI-ის ხის ქვეშ მიაღწია. თუმცაღა, კარმის ინერცია, რომელმაც ეს ცხოვრება გამოიწვია, მიმდინარე ცხოვრებაში მაინც აგრძელებდა მოქმედებას მის სიკვდილამდე. შესაბამისად, მისი გონება და სხეული იყო ის ნარჩენი, რამაც განაგრძო არსებობა nirvāṇa-ს მიღწევის შემდეგ. მეორე სახეობა აღნიშნულია „nirvāṇa ნარჩენის გარეშედ“ (ANUPADHIŚEṢANIRVĀṆA ან NIRUPADHIŚEṢANIRVĀṆA), ხანდახან მას „skandha-ების ნირვანას უწოდებენ“. ეს არის სიკვდილისას მიღწეული nirvāṇa, რომელშიც ყოველგვარი საფუძველი მომავალი დაბადებისა განადგურებულია, სადაც მომავალი დაბადების მიზეზობრიობის ჯაჭვი, როგორც ფიზიკური ფორმის, ისე ცნობიერების, გარღვეულია და აღარაფერია დარჩენილი, რაც შესაძლოა დაიბადოს. ამას, აგრეთვე, „საბოლოო ნირვანასაც“ (parinirvāṇa) უწოდებენ და ეს არის ის, რასაც ბუდამ მიაღწია თავისი აღსასრულისას KUŚINAGARĪ-ში.
მიიჩნეოდა, რომ ეს მდგომარეობები მიღწევადია იმ ადეპტებისთვისაც, ვინც ბუდისტურ გზას ბლომდე მიყვებოდნენ. თავად ბუდას შემთხვევაში კი, ზოგიერთი ტრადიცია მას მესამე სახის nirvāṇa-საც მიაკუთვნებს, რომელსაც „რელიკვიათა საბოლოო ნირვანა ეწოდება“ (śarīraparinirvāṇa), მაშასადამე, ბუდას რელიკვიათა (ŚARĪRA) გაქრობა, რაც შორეულ მომავალში უნდა მოხდეს. ბუდისტური ესქატოლოგიის მიხედვით, შორეულ მომავალში მოვა დრო, როდესაც ŚĀKYAMUNI ბუდას მოძღვრება გაქრება სამყაროდან და მისი რელიკვიების თაყვანისცემაც შეწყდება. სწორედ ამ დროს, რელიკვიები, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ტაძარში (STŪPA) არიან დასვენებული, სასწაულებრივად აღდგებიან და BODHGAYĀ-ში გადაინაცვლებენ, სადაც ისინი შეერთდებიან და ბუდას ბრწყინვალე სხეულად გარდაისახებიან, იგი დაჯდება ლოტოსის პოზაში Bodhi-ის ხის ქვეშ და სინათლის სხივით ათი ათასი სამყაროს სისტემებს გაანათბს. რელიკვიებს უკანასკნელად სცემენ თაყვანს ღვთაებები (DEVA), რის შემდეგაც ისინი აალდებიან და ცაში გაუჩინარდებიან. ამ დრომდე რელიკვიები ბუდას ცოცხალ თანდასწრებას აღნიშნავს, რომელსაც თან ახლავს ყველა მისი სასწაულებრივი თვისება. MAHĀYĀNA-ს აღორძინებასთან ერთად, ზოგიერთ ტექსტში „ნარჩენის გარეშე nirvāṇa-ს“ უგულებელყოფა მოხდა, როგორც მეტისმეტი კვიეტიზმის, ხოლო ბუდას გადასვლა parinirvān-ში აღწერილია, როგორც მხოლოდ მოჩვენებითობა. ნაცვლად ამისა, ნათქვამია, რომ ბუდა მარადიულია და იმყოფება ადგილას, რომელიც არც saṃsāra-ა და არც nirvāṇa, ხოლო ეს მდგომარეობა განხილულია, როგორც „უმდგომარეობო nirvāṇa“ (APRATIṢṬHITANIRVĀṆA). MADHYAMAKA ფილოსოფოსი NĀGĀRJUNA განაცხადა, რომ saṃsāra-სა და nirvāṇa-ს შორის სრულიად არ არსებობს განსხვავება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ერთნაირად მოკლებულია შინაგან ბუნებას (NIḤSVABHĀVA). Madhyamaka ტექსტები აგრეთვე ნახსენებია nirvāṇa, რომელიც „შინაგანად ჩაქრა“ (PRAKṚTIPARINIRVṚTA); ეს სიმშვიდე, რომელიც ყველა ფენომენს ახასიათებს არის სიცარიელე (ŚŪNYATĀ).
The Princeton dictionary of Buddhism