ორგანიზმის მთელი ბობოქარი მოღვაწეობა დაფუძნებულია ნერვულ სისტემაზე, რომლის მუშაობაც აგებულია რეფლექსებზე. ზოგიერთი რეფლექსით ადამიანი ევლინება სამყაროს, ხოლო სხვებს იძენს სიცოცხლის განმავლობაში.
ნებისმიერი რეფლექსი იწყება აღგზნებით და მთავრდება საპასუხო რეაქციით და მიმართულია ორგანიზმის სისტემის ერთიანობის შენარჩუნებისა და სტაბილურობაზე.
ერთ-ერთ ასეთ დაცვით რეფლექსს წარმოადგენს მთქნარება-უნებლიე სუნთქვითი აქტი. იგი აღმოცენდება მაშინ, როცა ქვეითდება ნერვული უჯრების შრომის ნაყოფიერება და ისინი ვარდებიან დაცვითი დამუხრუჭების მდგომარეობაში, ან თუ უფრო მარტივად ვიტყვით, ხდება „გამოშტერება“.
თითქოსდა მარტივი აქტი, მაგრამ მასში მონაწილეობენ ორგანიზმის ძირითადი სისტემები: კუნთოვანი, სისხლძარღვოვანი, ძვლოვანი, სუნთქვითი, ნერვული და ა.შ. პირის ღრუს კუნთების დაძაბულობა ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაზრდას თავის სისხლძარღვებში. ამასთან უმჯობესდება ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგება. მას მიეწოდება უფრო მეტი საკვები ნივთიერება, ჟანგბადი და განიდევნება გადამუშავებული პროდუქტები-ნახშიროჟანგი. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მთქნარებას იწვევს უჟანგბადობა დახურულ ოთახში, მაგრამ რონალდ ბენიჯერმა, ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტიდან, რომელიც შეისწავლის მთქნარების მექანიზმს, ეს მტკიცებულება უარყო. იგი აწარმოებდა კვლევებს მოხალისეებთან ერთად ოთახში ჟანგბადის დეფიციტით, მაგრამ მთქნარების ინტენსივობა დარჩა უცვლელი. ბენიჯერი ამტკიცებს, რომ მთქნარების რეფლექსი საშუალებას იძლევა შეინარჩუნოს გაღვიძებული ტვინის აქტივობა.
მაშინ რას მივყავართ ნერვული უჯრების აქტივობის შემცირებისკენ და ამის გამო თავდაცვის სიგნალის ჩართვას? თურმე ეს განპირობებულია კონკრეტულობითა და მონოტონურობით. მთელი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რომლებიც ხელს უშლიან აზროვნებას. კონკრეტულობით-ვიციკლებით, ხოლო მონოტონურობით-ვითიშებით (ხდება „მიძინება“). ჯერ კიდევ ფროიდი წერდა, რომ ერთფეროვნება იწვევს დაღლილობას, მთქნარებას და შინაგან პროტესტს.
დღესდღეისობით უდიდეს პრობლემად ნერვული უჯრებისთვის წარმოადგენს ინფორმაციულ-აზრობრივი დაღლილობა. ინფორმაციის მიღება ითხოვს უზარმაზარ ენერგეტიკულ დანახარჯს, რომელსაც მივყავართ აღგზნებასთან, რასაც უცილობლად მოყვება დამუხრუჭება, ე.წ. ნოკაუტის მდგომარეობა. ასე რომ მთქნარება -ნიშანია, იმისა რომ ორგანიზმი მზადაა ჩაანაცვლოს აქტივობის ერთი სახეობა მეორეთი. სპეციალისტები თვლიან, რომ არ ღირს თავის შეკავება როცა გსურს დამთქნარება, ვინაიდან ეს რეფლექსი გვეხმარება მოვხსნათ დაღლილობა, ფსიქიური დატვირთვა, სტრესი და განვაახლოთ ჰაერი ფილტვებში.
საინტერესოა შევნიშნოთ, რომ ზოგჯერ მთქნარება ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საჯარო გამოსვლის წინ, გამოცდის წინ, ზოგიერთი ფიზიკური ვარჯიში შესრულებისას (მაგალითად წყალში ხტომისას ან/და გიმნასტიური სალტოს დროს და ა.შ.). ეს დაკავშირებულია თავდაცვის რეაქციის და შიშის გრძნობის დასათრგუნად, რაც მოითხოვს უძლიერესი თავდაცვითი პირობითი რეფლექსის დამუხრუჭებას.
რაც შეეხება მთქნარების გადამდებ თვისებას, ეს საკმაოდ პრიმიტიული პროცესია იმიტაციისა ან მიბაძვის. დოქტორი ჯეიმს ანდერსონი ამტკიცებს, რომ მთქნარება არის ატავიზმი ზოგიერთი ადრეული ქცევის ნიმუშებისა ვინაიდან მიბაძვა და იმიტაცია ევოლუციურად უძველესი რეფლექსია. კვლევებმა დაადგინეს, რომ ტვინის ქერქის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორთვისას გაუცნობიერებელი რეფლექსები, რომელთაც განეკუთვნებიან მიბაძვა და მთქნარება და სხვა-მკვეთრად გამოხატულია.
ღრმა ოლიგოფენები-იდიოტები და იმბეცილები-არაჩვეულებრივად იმიტატიურები ხდებიან ნორმალურ ადამიანთან შედარებით. ასე, რომ თუ მთქნარება აყოლილ კომპანიაში ყოფნისას თქვენც გეწყებათ მთქნარება, ჩათვალეთ, რომ ტვინის ქერქი გამოირთო. სხვათაშორის მთქნარებაც საფრთხილოა: ძალზედ ხშირია შემთხვევა, როცა არასწორი მთქნარების შედეგად ჩასასწორებელი ხდება ყბა!