ანტიდეპრესანტი
აღმოსავლეთი ჩემთვის, პირველ რიგში, არომატებს უკავშირდება. შემდეგ მახსენდება არის იოგა, სამზარეულო, მასაჟი, აკუპუნქტურა, ნარგილე, გეიშები, ტაილანდი და ჩემთვის საოცნებო კუნძული _ ბალი.
ამ რუბრიკას ხომ აღმოსავლეთი მიესადაგება.
დიდხანს ვფიქრობდი, ვისთვის ჩამეტარებინა აღმოსავლური ანტიდეპრესანტი, ცხადია, მოიაზრებოდა ადამიანი, რომელსაც დატვირთული გრაფიკი ექნებოდა. `გაგიკვირდებათ~ და ბევრ კანდიდატურას შორის, თიკო სადუნიშვილი შევარჩიე _ არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, არც იმიტომ, რომ მართლა ყველაფერი უხდება))) თიკოს არომატებისადმი დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილია და ალბათ ასოციაციურად (რადგან ჩემთვის აღმოსავლეთი ნელსურნელებასთან ასოცირდებოდა) თიკოსკენ გადავიხარე))
თიკოსთან ყოველთვის ძალზე კომფორტულად ვმუშაობ: ჯერ ერთი, ზედმეტ კითხვებს არ სვამს, მეორე, უყვარს ექსპერიმენტები... მოკლედ, აღმოსავლური ანტიდეპრესანტი თიკო სადუნიშვილთან _ ამ პროექტის ფოტოგრაფობა კი თი სქუირელს ვთხოვე, რომელიც ვიცი, რომ ზოგადად სუბკულტურებით არის დაინტერესებული და აღმოსავლეთიც ახლოა მასთან. ტანდემი მომეწონა...
იოგათი დავიწყეთ... იოგა ზოგს რელიგიური მიმდინარეობა ჰგონია, არადა ფილოფოსიაა. ახლა კი უკვე `მოდურიც~, იოგაზე თიკოს გარკვეული წარმოდგენა და გამოცდილებაც ჰქონია... თიკომ ისეთი იოგას პოზები გააკეთა, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება იოგათი გატაცებული ეგონებოდა, რაც მთავარია, უხდებაა... ხომ ვთქვი))). მოკლედ, ექსპერიმენტის პირველივე დღეს მივხვდი, რომ უკვე ექსპერიმენტი შედგა, იმიტომ, რომ თიკომ გადაწყვიტა იოგაზე სიარული. მეც შემომთავაზა, ერთად ვიაროთო. ოღონდ ყველაზე მთავარი ის არის, ვარჯიშივით ხომ არ მოექცევა იოგას. ვარჯიშს სულ აცდენს... არა მგონია, აშკარად აღფრთოვანებულია.