როდესმე დაფიქრებულხართ იმაზე თუ როგორ გრძნობს თქვენი ხერხემალი თავს ყოველდღიურად? არა იმ დროს როდესაც გაწუხებთ, არამედ ჩვეულებრივ შემთხვევაში როდესაც პრობლემებს ვერ გრძნობთ. არა? მაშინ ღირს ამაზე ყურადღების მიქცევა. როგორც ცნობილია ხერხემლის ბევრი დაავადება შეუმჩნევლად ვითარდება და ხშირად მისი აღმოჩენა ხდება მაშინ როდესაც დაავადება ჩამოყალიბებულია.
უსასრულოდ შეიძლება იმის გამეორება თუ რამდენად ცუდია ხერხემლისთვის არასწორი დატვირთვა ან უმოძრაობა ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ხალხის უმრავლესობა გარბის ფიტნეს კლუბებში მას შემდეგ რაც ოსტეოქონდროზის შეტევას იგრძნობს(თურმე ოსტეოქონდროზი მქონია?!) და არა დაავადების ჩამოყალიბებამდე.
თითქმის ყველამ იცის ხერხემლის აგებულება, რომ ის შედგფება მალებისაგან, რომელთა შორისაც არის განთავსებული მალთაშორისი დისკი. ხერხემალში მოთავსებულია ზურგის თვინი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ფუნქციონირებას, მათ შორის შინაგანი ორგანოებისა. ასე რომ, ხერხემლის პრობლემების შემთხვევაში პრობლემები ექმნება სხვა ორგანოებსაც.
ხერხემლის დაავადების ერთ-ერთი მიზეზია, მალთაშირის დიკის ხრტილოვანი ქსოვილის გალევა. ასაკის, გარეგანი ან შინაგანი უარყოფითი ზემოქმედების შედეგად, ხრტილოვანი ქსოვილი კარგავს სითხეს, რაც უზრუნველყოფს მათ ელასტიურობას. თუმცა იგივე პროცესი შეიძლება აღინიშნოს ორგანიზმის სხვა ქსოვილებშიც მაგალითად კანში. როდესაც ხრტილოვანი ქსოვილები კარგავენ სითხეს, შედეგად ელასტიურობას, ასევე კარგავან თავიანთ მნიშვნელოვან ამორტიზირების ფუნქციას, ხოლო მალებს შორის მანძილი კი მცირდება, ხდება მათი დეფორმაცია, რის შედეგადაც ჩნდება ტკივილები. გარდა ამისა ხრტილოვან ქსოვილებში წარმოიშვება ცარიელი ადგილები, რომლებშიც გროვდება კალციუმის მარილები, სწორედ ამიტომ გამოსცემენ „ხრაშუნს“ მოძრაობისას.
უშუალოდ სახსრების ამგვარი დაზიანების შემთხვევაში სახეზე გვაქვს ოსტეოართროზი, ხოლო მალთაშორისი ხრტილოვანი ქსოვილების დაზიანებისას კი ოსტეოქონდროზი. ეს მოვლენები იმდენად გავრცელებულია, რომ ახალგაზრდებიც კი იცნობენ, არაყურმოკრულით.
უნდა აღინიშნოს რომ ამგვარი ცვლილებები, ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს უკან შექცევისთვის, ხოლო თუ ხანგრძლივად მიმდინარეობს, მაშინ მკურნალობა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მკურნალობისას აქცენტი კეთდება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, მაგრამ ბოლო დროს უნიშნავენ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე ხერხემლის ქსოვილებში, მათ შორის ხრტილზე.
დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ აქტივობასაც რადგანაც, მხოლოდ წამლებით ვერაფერს გახდებით. ექიმები ასეთ შემთხვევებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიოთერაპიას და სამკურნალო ტანვარჯიშს. ყოველივე ამის საუკეთესო საშუალება კი არის იოგას ასანები.
ხერხემლისთვის უპირველეს ყოვლისა სასარგებლოა მდგომარე ასანები. მათი შესრულება საკმაოდ მარტივია საჭიროა მხოლოდ ყურადღების გამახვილება მათ თავისებურებებზე და თუ რომელი კუნთები უნდა მონაწილეობდნენ ვარჯიშისას. მაგალითად ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ზურგის კუნთების გარდა მონაწილეობდეს, მუცლის და ფეხების კუნთებიც.
საკმარისია დავანებოთ ვარჯიშს თავი, რომ 2-3 კვირში ხერხემალი კვლავ დაკარგავს ტონუსს და მიხვდებით რაოდენ დადებით ეფექტს ახდენენ ეს ვარჯიშები ხერხემალზე.