მცენარეული ცილები ცხოველურისაგან ძირითადად განსხვავდება შეუცვლელი ამინომჟავების, კერძოდ ლიზინის, თრეონინისა და მეთიონინის ნაკლები შემცველობით. ამ ამინომჟავების ნაკლებობის გამო ვეღარ ხორციელდება მცენარეული ცილების სრული გახარჯვა ორგანიზმში ცილების სინთეზის დროს. სწორედ დაუბალანსებელ ამინომჟავურ შემადგენლობაში მდგომარეობს ვეგეტერიანული კვების საფრთხე. ეს განსაკუთრებით აისახება მოზარდის ორგანიზმზე, ბავშვებში ცილების მოთხოვნილება აღწევს 2-4 გ-ს 1კგ სხეულის მასაზე დღე-ღამის განმავლობაში. ზრდასრული ადამიანისათვის აუცილებელია 1-1,5 გ ცილა 1კგ სხეულის მასაზე. მხედველობაში გვაქვს სრულფასოვანი ცხოველური ცილები, როგორებიცაა კვერცხის ალბუმინი, რძის კაზეინი და საქონლის ხორცის ცილები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური ღირებულებით. რეკომენდებულია ცხოველური და მცენარეული ცილების განსაზღვრული თანაფარდობა, კერძოდ ზრდასრული ადამიანისთვის: ცხოველური ცილები 5-10%, დანარჩენი მცენარეული. ამასთან, მთლიანად ცილების წილი კვების რაციონში უნდა შეადგენდეს 11-30%-ს, ამ წილის შემცირება ცხოველური ცილების ხარჯზე და მხოლოდ მცენარეულის მოხმარება არასასურველ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.
ლიპიდების ძირითად მასას საკვებში და ორგანიზმში შეადგენენ გლიცერინის და მაღალი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერები. გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები უჯრედის საშენ მასალას და ენერგიის წყაროს წარმოადგენენ. ცხიმების წვისას ორგანიზმში გამოიყოფა 37,6 კჯ/გ (9კკალ/გ). მათი მარაგი ტრიგლიცერიდების სახით განლაგებულია ცხიმოვან დეპოში (კანქვეშა ცხიმი, ქონი). ცხიმოვანი მჟავების ორი ჯგუფი (ომეგა-3-მჟავები და ომეგა-6-მჟავები) განეკუთვნება შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ომეგა-3 და ომეგა-6 - ით მდიდარ ყველაზე ტიპური ცხიმოვანი მჟავების, ლინოლევის და ლინოლენოვის განეკუთვნება მჟავები, რომლებიც გვხვდება მცენარეულ ცხიმებში (სოიო, რასპი, სელი) და ზღვის პროდუქტებში (სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია და ზღვის ცხოველების ცხიმები: მორჟი, სელაპი და ა.შ). ისინი შეიცავენ ეიკოზოპენტაენურ და დოკოზოჰექსაენურ მჟავებს, რომლებიც ასევე მდიდარია ომეგა 3-ით. ადამიანის რაციონში ომეგა-3 და ომეგა-6 -ის ოპტიმალური თანაფარდობაა- 1:10. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების წილი, უნდა შეადგენდეს ცხიმების საერთო წილის მინიმუმ 3-6%-ს. ცხიმების საერთო წილი საკვებში არ უნდა აჭარბებდეს 30%-ს. ცხოველური და მცენარეული ცხიმები ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობით. მცენარეული ცხიმები უფრო მდიდარია პოლიუჯერი მჟავებით. მცენარეული და ცხოველური ლიპიდები ცხიმოვანი მჟავების გარდა შეიცავენ ფოსფოლიპიდებს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმში ცხიმების შეთვისებისთვის.
საკვები ცხიმების მეშვეობით ორგანიზმში აღწევს ამინომჟავები. შედარებით გავრცელებული ამინომჟავებიდან 8 მათგანი ( ტრიპტოფანი, ეიცინი, იზოეიცინი, ვალინი, თრეონინი, ლიზინი, მეთიონინი და ფენილალანინი) შეუცვლელია ზრდასრული ადამიანისთვის. დანარჩენი ამინომჟავების სინთეზი ადამიანის ორგანიზმში ხორციელდება სხვა ამინომჟავებისაგან. ორგანიზმში ამინომჟავები გამოიყენება ცილების, ცილოვანი და პეპტიდური ჰორმონების, ნეირომედიატორების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზისას. როგორც ენერგიის წყარო, ცილა იძლევა 1გ-ზე 16,7კჯ(4კკალ) ენერგიას.
ორგანიზმში ცილების სინთეზისათვის მნიშვნელოვანია საკვები ცილის შემადგენლობა, კერძოდ მათში შეუცვლელი ამინომჟავების არსებობა. ამასთან საკვები ცილების ამინომჟავური შემადგენლობა მიახოვებული უნდა იყოს ორგანიზმის ცილების ამინომჟავურ შემადგენლობასთან.