«მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ იოგას ვარჯიშები წელის ქრონიკული ტკივილების (lower back pain) შემთხვევაში ეფექტიანია.» — წერს ჟურნალი Annals of Internal Medicine.

კვლევები ჩაატარეს მეცნიერებმა სიეტლის საერთაშორისო ჯანმრთელობის ცენტრიდან (Group Health Cooperative). 
ტკივილები ზურგის ქვედა არეებში, რომელიც ლოკალიზებულია წელის სარტყელში და მენჯში, შეიძლება ფეხებსაც გადაეცემოდეს.
წელის ტკივილები შესაძლოა იყოს სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული. თუმცაღა ყველაზე ხშირად ამის მიზეზი არის სპონდილოზი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშორის დისკების დისტროფიული ცვლილებებით).
წელის ტკივილები შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდეს ან ქრონიკული გახდეს. ამ პრობლემის ტრადიციული მკურნალობის მეთოდები გარკვეული დროით ამსუბუქებენ ტკივილებს, მაგრამ ხშირედ ვერ კურნავენ საფუძვლიანად.
ხშირად ასეთი პრობლემის შემთხვევაში იღებენ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს და კუნთურ რელაქსანტებს. გარდა ამისა წელის ტკივილისთვის ოდითგანვე იყო რეკომენდებული ფიზიოთერაპია, თუმცა რჩებოდა გაურკვეველი თუ როგორი ტიპის ვარჯიშები არის ამისთვის ყველაზე უფრო ეფექტიანი. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს იოგას ზემოქმედება ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილისას. 
ამ გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდა ამ დაავადების მქონე 100-ზე მეტი ადამიანი. ამ ჯგუფის გარკვეული ნაწილი კვირაში ერთჯერ ვარჯიშობდა იოგას 75 წუთის განმავლობაში, მათ აითვისეს იოგას 17 ვარჯიში, რომლებიც მათთვის სპეციალურად იყო შერჩეული და გამარტივებული. ხოლო ჯგუფის მეორე ნაწილი კი სხვა ტიპის ვარჯიშებს ასრულებდა.
აღმოჩნდა, რომ იოგას ვარჯიშები გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე სხვა ტიპის ვარჯიშები (ძალაზე და გაჭიმვაზე ორიენტირებული).
12 კვირიანი პროგრამის შედეგად პაციენტები, რომლებიც იოგას ვარჯიშობდნენ გაცილებით უკეთ უმკლავდებოდნენ ზურგის დატვირთვებს ყოველდღიური საქმიანობისას. 14 კვირის შემდგომ კი პაციენტები აღნიშნავდნენ ტკივილების საგრძნობ გაქრობას და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღების ნაკლებ საჭიროებას. მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფის წევრები ვარჯიშობდნენ სხვა ტიპის ვარჯიშებს და ვერ გრძნობდნენ ვერანაირ დადებით შედეგს.

«ნამდვილი ეფექტის მისაღწევად საჭიროა კვალიფიკაციური ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ვარჯიში» აღნიშნა კარენ შერმანმა (Karen Sherman) გამოკვლევების ერთ-ერთმა ავტორმა.
გარდა ამისა, სწორი მიდგომა და მუდმივი კონტროლი შემთხვევითი დაჭიმულობების და სხვა ტრამვების თავიდან აცილების  საშუალებას იძლევა — ამბობენ კვლევის ავტორები.
ეს დაავადება გახლავთ ყველაზე ხშირი მიზეზი 45 წლამდე პაციენტების შეზღუდული აქტივუნარიანობისა. ხოლო ასაკთან ერთად მატულობს ასეთი დაავადების მქონე პირთა რიცხვი, 60 წლამდე და მის ზემოთ ასაკში ეს დავადება აღენიშნება ადამიანთა თითქმის 50%-ზე მეტს.
იოგას ვარჯიშები ეხმარება ორგანიზმს შლაკებისაგან გათავისუფლებაში და აგრეთვე ხერხემლის გაჯანსაღებაში.

კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:

http://annals.org/article.aspx?articleid=1033130