ზოგიერთი მასწავლებელი გვირჩევს, რომ ასანები დაძაბულობის გარეშე უნდა შესრულდეს, ვინაიდან პრიორიტეტად კომფორტი და სტრესის გამორიცხვა მიაჩნიათ. ამგვარი მიდგომით ისინი საკუთარი შეხედულებების ჩარჩოებში რჩებიან საკუთარი შიშებით, მიჯაჭვულობითა და მეწვრილმანეობით. ამგვარ ოსტატებსა და მათ მიმდევრებს ჰგონიათ, რომ ჩემი პრაქტიკა მეტისმეტად «მტკინეულია». დიახ, მართლაც, ხანდახან ტკივილი თან ახლავს და საჭირო ხდება ძალთა დაძაბვა, ნებისყოფის მოკრება... მაგრამ იოგა ხომ სხეულის განწმენდისთვის, შემეცნებისთვის და გონების სრულყოფისთვის არის განკუთვნილი, ასე რომ, ძლიერი ნებისყოფა გვესაჭიროება არა მხოლოდ დაკვირვებისთვის, არამედ ტკივილის გადასატანად. სტრესს ვერ გაექცევით გარკვეული დოზით მაინც, მისი გადალახვის უნარის გარეშე გონება უმწეოა. ამგვარი გონებრივი მიდგომა უსუსური მდგომარეობაში გვამყოფებს და ჩვენს შიშებსა მხოლოდ აძლიერებს...
ბ.კ.ს აიანგარი