განვითარება, პროგრესი, ტექნოლოგიები _ ეს სიტყვები შეიძლება 21 საუკუნის სინონიმებად ჩაითვალოს. ეს არის პერიოდი, როდესც საოცრად სწრაფად ვითარდება ყველაფერი. 21-ე საუკუნის ადამიანიც ცდილობს დროს არ ჩამორჩეს, მუდამ ჩქარობს, უნდა, ყველაფერი მოასწროს. ეს ის საუკუნეა, როდესაც დრო ყველაზე ძვირად ფასობს. თუმცა სიჩქარეში ავიწყდება მთავარი, საკუთარი თავი.
მუდმივი გადაღლილობა იწვევს სტრესს, არასწორი კვება _ ჭარბ წონას და ჯანმრთელობის პრობლემებს. ადამიანების უმრავლესობა დროის უმეტესობას ატარებს ოთახში კომპიუტერთან, უმოძრაოდ, რაც ჭარბი წონის კიდევ ერთი მიზეზია. ნელ-ნელა მცირდება შრომისუნარიანობა და შესაბამისად შრომისნაყოფიერებაც.
იოგა საუკეთესო საშუალებაა 21-ე საუკუნეში აქტიური და ჯანსაღი სხეულის შესანარჩუნებლად. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც სპეციალურად შექმნილი პროგრამები უზრუნველყოფენ პიროვნების გაჯანსაღებას. იოგას მიმართავენ წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან დროის ფასი.
ბალანსირებულად შერჩეული, აქტიური და რელაქსაციური ასანები, სპეციალური სუნთქვის ტექნიკა საუკეთესოა მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. შედეგი რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ სახეზეა. მშვიდდება გონება, იზრდება სასიცოცხლო ძალები, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ საკეთესო საშუალებაა განტვირთვისათვის. ერთი გაკვეთილიც საკმარისია იმისათვის რომ მიხვდე რა ძალა აქვს სუნთქვას...