ნანკა კალატოზიშვილმა ფეისბუქ-ის საკუთარ გვერდზე ახალი ფოტო განათავსა შემდეგი წარწერით: „უმორჩილესად გთხოვთ ისე დამიგეგმოთ სამუშაო გრაფიკი, რომ აქ მისვლა არ გამაცდენინოთ“. მოგვიანებით მან ვიდეოც ატვირთა. როგორც გაირკვა ცნობილმა მსახიობმა სიარული იოგას სახლში დაიწყო. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ ოთხჯერ ვიყავი, საოცრად მომწონს“ - განაცხადა ნანკამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ნანკა კალატოზიშვილი: „ორსულობის მერე აღარ მივარჯიშია და რასტიჟკას ვსაჭიროებდი. თან ზურგში და მხრებში საერთოდ ვერ ვიშლებოდი. იოგა სახლს შემთხვვით ფეისბუქზე გადავაწყდი, საიტი დავათვალიერე თუ არა გავიფიქრე იოგა თუ მიშველის მეთქი. მეორე გაკვეთილზე უკვე მხრებში გავიშალე. ძალიან მიხაროდა. თან ძალიან მაგარი ტრენერი მყავს გიორგი ბერძენიშვილი, მოკლედ ძალიან მომწონს. ერთხელ გაცდენა მომიხდა გადაღების გამო და ძალიან განვიცადე“.



