ეს ქალბატონი ისეთი ხმით იცინოდა და ბჟირდებოდა, ამ აკრო იოგას ტრენინგზე, რომ მეც მაგრად მახალისებდა. როგორ გვაახლოვებს სიცილი, თავი სახლში ვიგრძენი. ვიფიქრე, "რა კარგია ასაკოვანი ხალხიც რომ ჩაერთო იოგას პრაქტიკაშითქო." მერე უცებ გამახსენდა, რომ ის ფრანგია და საფრანგეთში ვიმყოფები. ამიტომ, გადავწყვიტე გადაღება. 
არქივს რომ გადავხედე, მთელი ტრენინგის მანძილზე საკმაოდ ბევრი ფოტო გადამიღია. უბრალოდ აქამდე აკრო იოგასადმი ინტერესი ნაკლები მქონდა. ახლა კი ვადარებ, იქნებ ჩვენებმაც იხალისონ ასე. 100-150 ადამიანი, რომელთა ასაკი ალბათ, 20 დან - 70 წლამდე მერყეობდა, სპონტანურად დავწყვილდით. მათი უმეტესობა ფრანგი იყო. ეტყობოდათ, რომ ასაკის მიუხედავათ ჰქონდათ განსაკუთრებული ინტერესი სიახლისადმი და ექსპერიმენტებისადმი, რამაც პოზიტიურად შთამაგონა და მინდა იგივე განცდა თქვენც გაგიზიაროთ.
გიორგი ბერძენიშვილი