ჩვენ ყოველდღე სტრესული სიტუაციების გარემოცვაში ვიმყოფებით, რაც გარკვეულწილად ჩვენი ორგანიზმისთვის სიმტკიცის ტესტია. უმეტესობა ჩვენგანი მთელი დღე კომპიუტერთან ვატარებთ დროს, ჩახუთულ ოთახში და ზედმეტი კილოგრამები ასე ჩნდება, რომლის მოშორებაც ძალიან გვინდა. დამღლელი ფიზიკური ვარჯიშებისთვის ძალა კი არა გვყოფნის, არადა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ლამაზად გამოვიყურებოდეთ. როგორ მოვიქცეთ?
იოგა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ, რამეთუ მას ძალა შესწევს, ყველანაირი სასიკეთო ძვრები მოახდინოს ჩვენს ორგანიზმში. იოგა აღარც იქნებოდა იოგა, რომ ხალხს არ მიემართა მისთვის ზედმეტი წონის მოსაშორებლად, ვინაიდან ის ფიზიკურ ასპექტსაც მოიცავს.
ხშირ შემთხვევაში ზედმეტი წონა ჩნდება, როდესაც დიდი რაოდენობით საკვებს ვიღებთ, ცოტას ვმოძრაობთ ან ნივთიერებათა ცვლა გვაქვს დარღვეული. ცუდ შემთხვევაში სამივე მიზეზი ერთიანდება. ზედმეტი წონის მოსაშორებლად კი, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა მეთოდებს — დიეტებს, ფიზიკურ ვარჯიშებს, რომლებიც ცალკეულ კუნთებს ამკვრივებენ... მაგრამ, შედეგი ყოველთვის ერთია — რამდენიმე კილოგრამის დაკლების შემდგომ ჩვენ ისევ ვიმატებთ. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გვიუარესდება და საგონებელში ვვარდებით. ასე იოლი არ არის!
იოგა ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში დაგვეხმარება. ამისათვის საჭირო იქნება მხოლო გულისყური, ცოტაოდენი დრო და სურვილი დადებითი შედეგების მიღწევისა. თან უნდა გახსოვდეთ, რომ ლამაზი სხეული არ არის იოგას მთავარი მიზანი. ეს ერთ-ერთი დადებითი თანმხლები შედეგია სხვა სასიკეთო შედეგებთან ერთად.
ბალანსირებულად შერჩეული აქტიური და რელაქსაციური ასანები, სპეციალური სუნთქვის ტექნიკა — საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი წონის და ცელულიტების წინააღმდეგ. პირველი შედეგები კი, უკვე რამოდენიმე ვირჯიშის შემდეგაც შეგიძლიათ იგრძნოთ. მიზნის მიღწევის შემთხვევაში თავის დანებება არ ღირს, რადგანაც იოგა მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას აღადგენს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, რაც ასევე იოგური ღრმა რელაქსაციის შედეგია.
ძალიან ხშირად სვამენ კითხვას: როგორ უნდა დავიკლოთ იოგას მეშვეობით როდესაც მისი ვარჯიშები არ არის სწრაფი და დამღლელი?
მიუხედავად ამისა იოგას ვარჯიშები ისეთივე ეფექტიანია კალორიების დაწვის თვალსაწრისით როგორც, 20 წუთიანი სირბილი, მაგრამ მთავარი პრივილეგია ასანების მრავალფეროვნებაშია, რადგანაც ისინი არ ტოვებენ სხეულის არც ერთ დაუმუშავებელ პრობლემატურ ზონას. იოგა იმ შემთხვევაშიც კი იქნება ეფექტიანი თუ თქვენ ზედმეტი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად გაწუხებთ. რადგანაც ნივთიერებათა ცვლა თქვენს ფსიქიკურ მდომარეობაზეც არის დამოკიდებული. მისი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი ორგანიზმის ძალების!
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რამდენ ხანში შეიძლება დავიკლოთ წონაში და გავხდეთ მიმზიდველი გარეგნობის, იოგას მეშვეობით? რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის თავისებურებებზე, ფიზიკური განვითარების დონეზე და არსებულ დაავედებების მიზეზებზე. მთავარია, რომ სერიოზულად მოეკიდოთ ამ საკითხს გამოიჩინოთ ნებისყოფა და მოთმინება, შედეგს კი დღითი დღე იგრძნობთ. თუნდაც ერთი თვის შემდეგ შეიძლება თვალსაჩინო შედეგი გქონდეთ, ხოლო თუ ვარჯიშს სისტემატურად გააგრძელებთ, მაშინ ეს პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებს თქვენთვის. გახსოვდეთ, რომ იოგას ვარჯიშების შედეგად დაკლებულ წონას ორგანიზმი დიდხანს ინარჩუნებს.
გარდა ამისა, მეცნიერულად დადასტურებულია რომ, იოგას რეგულარული პრაქტიკა ეხმარება შეაფერხოს წონის მატება უფროსი თაობის ადამიანებში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 45 - 55 წლილ ასაკში ადამიანების უმრავლესობა იმატებს წონაში — წელიწადში 0,5 კილოგრამს, რაც ჩვეულებრივი პროცესია და ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკში საკვების მიღებას არ უთავსებენ ფიზიკურ აქტივობას.
რა განაპირობებს იოგას აშკარა პოტენციალს წონის კლებაში? იოგა გაძლევთ საშუალებას, ვარჯიშები შეასრულოთ ფრთხილად თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, რასაც ვერ მოგცემთ სხვა ტიპის აქტივობები. ვარჯიშის დროს დახარჯავთ საკმარის კალორიებს ზედმეტი წონის მოსაშორებლად. ასევე იოგა დაგეხმარებათ რომ, მოუსმინოთ საკუთარ თავს და განავითაროთ თქვენი შინაგანი შესაძლებლობები და უნარები, გამოიმუშავოთ ნებისყოფა, რის შედეგადაც თავისუფლად აარიდებთ თავს არასასურველ საკვებს.
დასკვნა შეიძლება ასეთი გამოვიტანოთ:
იოგა გახდომაში გვეხმარება! თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, იოგა საუკეთესო საშუალებაა. თუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გაწუხებთ, იოგა საუკეთესო საშუალებაა. ის გასწავლით, როგორ იცხოვროთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. ოღონდ არ დაიზაროთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის!
იოგა გახდომისთვის
ჩვენ ყოველდღე სტრესული სიტუაციების გარემოცვაში ვიმყოფებით, რაც გარკვეულწილად ჩვენი ორგანიზმისთვის სიმტკიცის ტესტია. უმეტესობა ჩვენგანი მთელი დღე კომპიუტერთან ვა