უდიდესი იოგას ოსტატი, ბკს აიანგარი, თავის წიგნში „იოგა დიპიკა“ ერთეული ასანების (პოზების) განსაკუთრებულ ეფექტზე საუბრობს. აგრეთვე მოცემული აქვს ასანების ნაკრები ამა თუ იმ დაავადების ან განსაკუთრებული მიზნის მისაღწევად. ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, გვიადვილებს მეთოდის არჩევს პროცესს და საშუალებას გვაძლევს, მივყვეთ ჩვენს განსაკუთებულ ინტერესებს, მაგრამ, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ არ გამოგვრჩეს მთლიანობა და ზოგადობა, რადგან ცოცხალი ორგანიზმი ერთი მთლიანობაა და კეთილდღეობასაც ერთად აღწევს.
ხშირად ისმის კითხვა, რა სარგებლობა აქვს იოგას სახეობებს? ან არის თუ არა გახდომისთვის, ან ხერხემლისთვის, ან სამკურნალოდ, ან ანტი-სტრესი.
საქმე იმაშია, რომ ხერხემლისთვის სიმსუქნე შეიძლება დიდი პრობლემა იყოს, ან წონის რეგულირება - თერაპიად განვიხილოთ.
შესაბამისად, ამგვარი დაყოფა არ იქნებოდა სწორი. ჰათჰა იოგას ნებისმიერ განვითარებულ სისტემას აქვს: ჯანმრთელობის, ხერხემლის (ზოგადად ტანდეგობის) და წონის გაუმჯობესების ეფექტი, აგრეთვე ანტი-სტრეს ეფექტი.
ამ ერთიანი მიდგომის გარეშე იოგას აზრი არ აქვს. ვინაიდან იოგა ადამიანს, როგორც ერთ მთლიანობას განიხილავს და მას ფსიქო-ფიზიკურ დისციპლინას უწოდებენ.
ჰათჰა იოგა ზოგადი სახელწოდებაა ყველა იოგას სისტემისთვის, რომელშიც ფიზიკური ვარჯიშებიც მოიაზრება.
მსოფლიოში გავცელებული სახეობებია უამრავი სახეობა, თუმცა, აშთანგა იოგა და ვინიასა იოგა ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულთა შორის მოიაზრება. რა თქმა უნდა, მათ შორის არის განსხვავება, მაგრამ არა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში.
ასანები ეფექტიანია ერთობლიობაში, სისტემაში, რადგან ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. ვარჯიშები ერთმანეთის მიმართ შემთხვევით არ არის შერჩეული, მათ გარკვეული ჰარმონია აკავშირებს. სწორედ ეს არის იოგას სისტემა, მეთოდი, რომლიც შეიძლება იცვლებოდეს და ვითარდებოდეს, მაგრამ ძირითადი პრინციპები უცვლელად რჩება.