10 დღეა იოგას ვერ ვვარჯიშობ და განცდა მაქვს, ჩემი ჯადოსნური ჯოხი დავკარგე, ჩემი თილისმა. როგორია ის?
მოქნილს რომ მხდის, ელასტიურს, წინზნექის და უკანზნექის ხარჯზე მობილურს, ასკინკსილას მოხტუნავესავით მსუბუქს. არადა, მახსოვს, თავიდან ხის პოზასაც ვერ ვაკეთებდი, წამებიც მიჭირდა გაჩერება. ვყანყალებდი და ვბარბაცებდი ზომაზე მეტად გაზრდილი ქინძივით, ეს 159სმ სიმაღლის გოგო. ჰმ, პოზები უთვალავი იყო, ვერ ვიტანდი კი არა, უფრო რომ მაკვირვებდა, ეს როგორ უნდა გავაკეთოთქო. მაგ. დიაფარგმით როგორ უნდა მესუნთქა? იჯდა წინ ინსტრუქტორი და სუნთქავდა დიაფარგმით, როგორც არაფერი. თავიდან იმით გავამართლე, რომ კაცები მუცლით სუნთქავენ ზოგადად, მერე ჩემს ღიპს დავაბრალე, ირიბად სარკეში რომ ვიყურებოდი, სულ რომ მაშინებდა თავისი ნესვის ფორმით. ვერაფრით ვერც იმას ვხვდებოდი, წინ სწორი ზურგით როგორ უნდა დავხრილიყავი ისე, რომ, მერე თან იდაყვითაც მივწვდომოდი ტერფს? სრული ფანტატსიკა იყო შპაგატში ჩაჯდომა, არც მიფიქრია, რომ ოდესმე გამომივიდოდა.
გაოცება-“კი, მაგარამ როგორ?” თანდათან სასიამოვნო სიურპრიზებმა და აღმოჩენებმა შეცვალეს, მაგრამ იქამდე, ალბათ იოგას დაწყებიდან 1-1,5 თვეში, მივხვდი, რომ დილას ვერ ვდგებოდი. აი, ასე, ძალიან მარტივად, ვერ ვდგებოდი! საკმარისი იყო წამოვწეულიყავი საწოლიდან, ზურგი მტკიოდა. ჯერ შემეშინდა, მერე მეწყინა, მერე გავბრაზდი და ბოლოს მივხვდი, ამ ზურგის ტკივილმა როგორ უნდა შემაშინოსთქო? 1 კვირა უბრალოდ ვერ ვიარე, არ მახსოვს, სამსახურის გაცდენა მომიწია თუ არა. და ეს იყო კრიტიკული ზღვარი, როცა ხვდები, რომ ან ახლა, ან არასდროს! იმის მერე ზუსტად ვიცი, მანამ, სანამ რამეს მიაღწევ, ხელის ჩაქნევამდე სულ ცოტა უნდა გიკლდეს, უნდა იფიქრო, რომ არაფერი გამოდის, სიზიფის ქვა უნდა წამოგეწიოს რომ იქ მიხვდე: ყველაზე ცუდი დაძლეულია, აქედან იწყება რაღაც ახალი.
თავიდან, მახსოვს, ხიდი გამომივიდა. ერთი უბადრუკი ხიდი იქნებოდა, მაგრამ, ჩემისთანა არასპორტული ადამიანისთის, ფიზკულტურაზეც რომ არასოდეს მივლია, ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. ზუსტად არ მახსოვს, რამ მიბიძგა გამეგრძელებიდა ვარჯიში, სირცხვილმა რომ როგორ თუ არ გამომდიოდა, თუ ინტუიციამ? სიამოვნების მომტანი ეს ვარჯიშები თავიდან არ ყოფილა, მაგრამ არ მოვეშვი. რაღაცები გამომდის, ყოველ შემთხვევაში მეორე-მესამე მეომრის პოზა არაქათს არ მაცლის, მეტიც, ვკაიფობ. თვითონაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ის დღეები, როცა ვარჯიშები მქონდა, უკვე დღის კარგი დასაწყისი იყო.
არის ერთი მომენტი, რომელიც შეიძლება მეჩვენება და დედაჩემმა რომ იცოდეს, მეტყოდა, ‘ფსიქიატრები პაციენტებს ემსგავსებითო”, მაგრამ მე მგონი, ასეა: ვარჯიშის მერე განსაკუთრებულად გამხდარი სახის ნაკვთები მაქვს და ჩემი ლოყები ოდნავ თხელდება. შეიძლება სასაცილოა, მაგრამ ამ აღმოჩენის მერე ერთხელ იაკობი რომ ვნახე, 1წლიანი პაუზის მერე გამხადარი სახის ქალით, ნამდვილად ვარჯიშის ბრალიათქო, ვიფიქრე. გადასარევი იოგია ფანტასტიური გამოცდილებით. იმის მერე შეგნებულად ვაკვირდები და იუთუბზე იოგები ასეთი თხელი სახის ნაკვთებით ამყარებენ ჩემს თეორიას. ყველაფრის თავი და თავი სისხლის ცირკულაციაა მთელი ვარჯიშის დროს რომ აქტიურდება.
ყველაზე ძალიან რაც მეზიზღებოდა, ეს პრესის ვარჯიშები იყო და ერთხელ გიორგისთანაც დავიწუწუნე, “ვერ ვიტანთქო”. მაშინ მკითხა, “დაფიქრდი, აბა, რატომ ვერ იტანო”? მეც დავფიქრდი და მივხვდი: 1. ცუდად გამომდიდოა-50 ჯერ თავქვეხელებამოდებული მუხლებამდე წამოვწეულიყავი, მარტო ფეხბურთელების ასოციაცაის თუ იწვევდა, შანსი არ იყო, გამეკეთებინა! 2. ვთვლიდი, რომ ჩემს ღიპს არაფერი ეშველობდა. ჰოდა, ნურას უკაცრავად, თურმე 35 წ ასაკშიც შეიძლება კუნთების ჭკუაზე მოყვანა!
ბასტიონი ბევრი მაქვს, ძლივს-ძლივს დავიწყე წეროს პოზა, მაგარმ ზუსტად ვიცი, წერო გავხდები.
ოღონდ იქამდე, სანამ ვარჯიშს განვაახლებ, უნდა ვისწავლო ჩემი თილისმის გარეშე ცხოვრება და ჯინის განცდის, რასაც იოგა მაძლევს, გამოზოგვა. მე ვარ ჯინი და ვესალმები მზეს-ნამასტე!