აიურვედა, კვების ძირითადი წესები
ყველასათვის ცნობილია რომ სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. არასწორი კვების გამო ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი ორგანიზმში, ჩნდება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში და ჩნდება ზედმეტი წონა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა: “ მიეცით საშუალება თქვენს საკვებს იყოს თქვენი მედიცინა.“
სწორი კვების რამდენიმე ძირითადი წესი აიურვედას მიხედვით:
1. ჭამეთ მშვიდ და წყნარ გარემოში.
ჭამის დროს თქვენ არ უნდა მუშაობდეთ, კითხულობდეთ, უყურებდეთ ტელევიზორს ან იჯდეთ კომპიუტერთან.
თუ ჭამისას თქვენი ყურადღება იქნება მიმართული საკვებზე, მაშინ საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. გახსოვდეთ რომ თქვენს ყურადღებაზე ბევრია დამოკიდებული. თუ ჭამთ მშვიდი და გაწონასწორებული ყურადღებით, მაშინ მომნელებელი „ცეცხლი“ თანაბარი და მშვიდია. თუკი თქვენი ყურაღება გადართულია სხვა რამეზე მაშინ საჭმლის მონელება ცუდად მიმდინარეობს.
2. მიიღეთ საკვები ერთდაიგივე დროს
თუ თქვენ ყოიველდღე იკვებებით ერთდაიმავე დროს, მაშინ თქვენი საჭჭმლის მომნელებელი სისტემა ეჩვევა მუშაობას ასეთ რეჟიმში და საკვებ ავტომატურად და საგულდაგულოდ ამუშავებს. არეული კვების განრიგი არასასურველად მოქმედებს ფსიქოფიზიკურ სისტემაზე რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.
3. ყოველთვის ჭამეთ დამჯდარმა.
რაც არ უნდა მსუბუქი იყოს კვება მაინც მაგიდას უნდა მიუჯდეთ და არ უნდა მიირთვათ ფეხზე დგომისას. ეს მოგეხმარებათ ყურადღების კვებაზე გადატანაში და შესაბამისად კარგად მონელებაში.
4. არ მიიღოდ საკვები როდესაც ცუდ გუნებაზე ხართ
როდესაც ჭამთ შფოთის ან სიბრაზის შემთხვევაში თქვენი ყურადღება გაფანტულია. ეს კი ასუსტებს საჭმლის მონელების პროცესს- საჭმლის მომნელებელ „ცეცხლს“ და შედეგად გროვდება „ამა“(ამა-სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს გადაუმუშავენბელი საკვების ნარჩენებს, რაც შემდგომ ტოქსინებში და შლაკებში გარდაიქმნება.) ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოიცადოთ რამოდენიმე წუთი სანამ არ იგრძნობთ რომ დამშვიდდით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით კვების პროცესს. გარდა ამისა კვების დროს უნდა მოერიდოთ კამათს და უსიამოვნო საუბარს, რამაც შეიძლება დაძაბულობა და გაღიზიანებულობა გამოიწვიოს.
5. ჭამეთ ზუსტად დანაყრების შეგრძნებამდე.
მიღებული საჭმლის რაოდენობა მნიშვნელოვანია მონელებისთვის. აიურვედა გვასწავლის რომ, უნდა ვჭამოდ იმდენი რომ ჭამის შემდეგ კიდევ შეგვეძლოს საკვების მიღებაა ანუ უნდა შეივსოს კუჭის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილი. მიღებული საკვების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნორმის გადაჭარბება ბენზინის დასხმით ცეცხლის ჩაქრობას ჰგავს . როდესაც კუჭი მაქსიმალურად არის შევსებული, მთლიანი საკვების მონელება ვერ ხერხდება, თითქოს მომნელებელ ცეცხლს აღარ რჩება ადგილი მონელებისთვის.ასე რომ უნდა დავამთავროთ კვება როგორც კი დანაყრებას ვიგრძნობთ და არა სიმძიმის ან გადავსებულობის შეგრძნებას. მაშინ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარჩება ადგილი , რაც ფერმენტებს საშუალებას აძლევს უკეთესი ფუნქციონირებისთვის.
6. მოერიდეთ ცივ საკვებს და სასმელებს.
ყველანაირი ცივი საკვები და სასმელი აქრობს მომნელებელ ცეცხლს. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა ჭამის შემდეგ ცივი სასმელების დაყოლება. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ ჩვევის მოშლა ძნელია, მაგრამ თუ 1-2 კვირის განმავლობაში ამ წესს დაიცავთ მაშინ ორგანიზმს აღარ ექნება ამის მოთხოვნილება და თავსაც გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
შენიშვნა: დიეტოლოგიაში ცივად ითვლება წყალი უკვე 20 გრადუს C-ის ქვემოთ. (ამის შესახებ იხილეთ თემა)
7. არ ისაუბროთ ჭამისას.
როდესაც ჭამთ თქვენი გრძნობები უნდა იყოს თქვენს შიგნით მიბყრობილი რათა დატკბეთ საკვების გემოთი, ფორმით და არომატით. არ ისაუბროთ საკვების ღეჭვისას.
8. ჭამეთ დინჯად.
სწრაფი ჭამა ხელს უშლის მონელების პროცესს, ამიტომ არ იჩქაროთ და ნელა მიირთვით. სიჩქარეში ჭამა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ სწრაფი ჭამით დროის ეკონომიას გააკეთებთ, მაგრამ არასწორი კვებით გამოწვეული დაღლილობის შეგრძნება გაცილებით მეტ დროს დაგაკარგვინებთ. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ კვების საკითხს.
9. არ ჭამოთ არაფერი მანამ სანამ თქვენი წინა საკვები არ იქნება მონელებული.
თუ თქვენ მიიღებთ საკვებს იმ დროს როდესაც წინა არ არის მონელებული, მაშინ ხელს შეუწყობთ ნარჩენების წარმოშობას.
10. ჭამის შემდეგ იჯექით მშვიდად რამდენიმე წუთი.
ამ შემთხვევაში საჭმლის მონელების პროცესი დაიწყება ადვილად და თავისუფლად.