Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 393 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ინეზა ბიბინიძე იოგამ ჩემი ცხოვრება, სხეული, ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სრულიად თავდაყირა დააყენა სასიკეთოდ, მადლობა ამ საოცარი შედეგისთვის მარის და იოგა ლაბს🙏❤️ ბევრი წარმატება მისურვებია მთელი გულით🌿
ანა ხაჩიძე ყველაზე თბილი ადგილი, სადაც სხეული და სული ერთნაირად ისვენებს. ჩემთვის ეს სტუდია მხოლოდ იოგას სივრცე არაა, ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიური ხმაური წყნარდება და საკუთარ თავთან ვბრუნდები. თითოეულ გაკვეთილზე იგრძნობა ყურადღება, სითბო და სიყვარული ❤️ გმადლობთ, რომ არსებობთ
ნინი იობაძე ეს ადგილი სავსეა სითბოთი, სიმშვიდითა და დადებითი ენერგიით. ყოველი სესია არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების დამშვიდებისა და გაწონასწორებისთვის საოცრად ეფექტურია. დიდი მადლობა ამ საოცარი სივრცისთვის და იმ შინაგან სიმშვიდისთვის, რასაც აქ ვპოულობ ყოველ ჯერზე.
თინათინ უნგიაძე თქვენთან გატარებული ყოველი წუთი და წამი არის ბედნიერება და თავისუფლება❤️❤️❤️
ნინო ჯახველაძე ეს არის ადგილი, რომელმაც შემაყვარა იოგა! ძალიან დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს — მარიამ ხელაძეს, რომელთანაც ორსულთა იოგის ჯგუფში დავდიოდი. ვფიქრობ, ორსულობის პერიოდში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ იოგაზე სიარული დავიწყე. ვარჯიშების შემდეგ ყოველთვის ვგრძნობდი სიმსუბუქეს და ენერგიას, და რაც მთავარია — მომეხსნა წელის ტკივილები. ❤️ მადლობა იოგის ფედერაციას, რომ გაქვთ ასეთი საოცარი გარემო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სულიერი სიმშვიდე იპოვონ და სხეულთან იყვნენ ჰარმონიაში!
თაკო ხუციშვილი მას შემდეგ, რაც იოგაზე აქტიურად დავდივარ , სხეულის გაჯანსაღება ვიგრძენი. ძალიან მეხმარება იოგა დაძაბულობის მოხსნაში, მახალისებს და ენერგიულს მხდის. სხეულს სხვანაირად ვგრძნობ. სისტემურობის მნიშვნელობა დავინახე ძალიან კარგად. თუ მუდმივობაში ხარ, სხეული მოგყვება და პროგრესირებ, ჩავარდნები თითქოს უკან გხევს, მაგრამ არ წყვეტ მოქმედებას და ისევ წინ მიდიხარ. ასეთი ქმედება ცხოვრების სხვა ასპექტებშიც გვჭირდება და ამის ასე ნათლად შეგრძნება მეტად დისციპლინირებულსა და მშვიდს მხდის♥️ იოგას სახლის გარემო დამატებითი ბონუსია. მადლობა გიორგის და მარიამს. მათი პროფესიონალიზმით, ყურადღებით და უშუალობით შემიყვარდა იოგა. ვარჯიშის დროს თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ♥️

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია