Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 377 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

სალომე ნიკოლაიშვილი პირველ რიგში მარიამი არის უსაყვარლესი გოგო❤️ ერთი თვეა დავდივარ და იოგამ ზუსტად ის მომცა რისი მოლოდინიც მქონდა. ჩემი ძალიან "აფორიაქებული" ცხოვრების სტილი დაამშვიდა, მასწავლა დეტალებზე დაკვირვება.! ბევრად კონცენტრირებული ვარ საკუთარ თავზე, ბევრად მშვიდად ვრეაგირებ მოვლენებზე. გარდა იმისა რომ ფიზიკურად ბევრად მოქნილი გავხდი, რაც მთავარია ვისწავლე საკუთარი სხეულის მიღება და დაფასება. პ.ს ცხოვრებაში პირველად არ მეზარება დილით გაღვიძება💐
ანა შონია იოგა ჩემთვის თერაპიაა. დაღლილი დღის ბოლოს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, გარდა ამისა ჯამრთელობის ელექსირია. მჯდომარე სამსახურის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემის წამალია. საუკეთესო ინსტრუქტორების ხელში საკუთარის სხეულის და სულის გამოწრთობისთვის იდეალური საშუალებაა.
salome gogilashvili იოგას სახლში მოსვლა ალბათ ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სულ რამდენიმე თვეა რაც დავდივარ და უკვე ვხედავ უკეთესობას, როგორც ფიზიკური ისე მენტალური კუთხით. დიდი მოქნილობით არ გამოვირჩეოდი და რომ დავიწყე, არც მეგონა, რომ ბევრი რამ გამომივიდოდა, თუმცა ცალკე ბედნიერების ზღვაა, როცა შენს პატარა პროგრესებს ხედავ ყოველი ვარჯიშისას. ამაში ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს უსაყვარლეს თამარას, საუკეთესო ინსტრუქტორს და ადამიანს. მის ჯგუფში მოსვლა ყოველთვის ცალკე სიამოვნებაა და ვისურვებდი კიდევ სხვა დღეებშიც დაემატოს თამარას ჯგუფები :))) თუმცა, მგონია რომ იოგას სახლში მნიშვენლობა არ აქვს ვის ჯგუფში მოხვდები, ყველა ინსტრუქტორი მაქსიმალურს გააკეთებს, რომ შენი იოგური გამოცდილება იყოს საუკეთესო. მადლობა იოგას სახლს, რომ წელი აღარ მტკივა და ყოველ დღე უფრო მოქნილი ვებრძვი ჩემს შიშებს :))))
Lazare Kavteli გამარჯობა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მხიარული ინსტრუქტორით (მარიამ ხელაძე), მომწონს მისი ინდვიდუალური მიდგომა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და კომუნიკაციის უნარი.
სალომე ვახანია ვფიქრობ, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის გავლა იოგას სახლში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. კურსის პრაქტიკული ნაწილი მთლიანად ორიენტირებულია ასანების სწორი შესრულების ტექნიკის გაგებასა და სწავლაზე, რათა ვარჯიში იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო. გონების პლასტიურობის შესანარჩუნებლად კი ძალიან სასარგებლოა იოგას ფილოსოფიური და თეორიული ნაწილი. აქ ხდება იოგას გარშემო არსებული მითების გაცამტვერება, იოგას ფილოსოფიის განხილვა და მასზე მსჯელობა. ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობაა საკუთარ თავში და აუცილებლად გირჩევთ დაინტერესდეთ, ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ :) მადლობა გიორგის, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს. ეს მის თითოეულ შეხვედრაზე იგრძნობა.
თამარ რაქვიაშვილი კურსი ნამდვილად საინტერესო და ღირებული გამოცდილება იყო. ბევრი ახალი ცოდნა და ხედვა მივიღე, რაც ჩემი პირადი და პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. პროცესმა ბევრი სასარგებლო უნარი და ინსპირაცია მომცა. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის!

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია