ფილიალები

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (279) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ანა კუხაშვილი კიდევ კარგი ჩემი მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მასთან ერთად იოგას სახლს მოვაკითხე. ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსე 2 თვე გავატარე აქ, ნინო მეტრეველის ჯგუფში. ძალიან დიდი მადლობა მას, იოგას სახლს და ჩემს მეგობარს ^^ ყველას ვურჩევ საკუთარ თავს ეს სიამოვნება არ დააკლოს. სხეული გამიჯანსაღდა, წონაშიც დავიკელი და მენტალური ჯანმრთელობაც ბევრად უკეთ მაქვს, შესაბამისად აუცილებლად ვგეგმავ გაგრძელებას.
თეონა მოხევიშვილი სწორი არჩევანი გავაკეთე და ვურჩებ ყველას გინდაც კვირაში 1 საათი
ანა შონია რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე იოგას სახლი და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია პანდემიამ შემაფერხა, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და იმედი მაქ აქტიურად გავყვები. მე ძალიან მეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის მიღწევაში. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს მთლიამად იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ფანტასტიური ინსტრუქტორები არიან 💜 იოგა- თანამედროვე აბი გლუკოზაა.
ანა უბილავა “აბა, შევიდეთ ემბრიონში ორი წამით” ~ ნ. ორჯონიკიძე. ნინოსთან ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვიზრებ რომ შემძლებია იმაზე მეტი, ვიდრე ვარჯიშის დაწყებამდე წარმომედგინა. ვარჯიშები არის ენერგიული და მრავალფეროვანი, გადამდები ენთუზიაზმით და მოტივაციით ❤️
ვანო ღონღაძე ყველაფერი, რაც გჭირდებათ, აქ არის. სხვაგვარად ამ გამოხმაურებას ვერ წაიკითხავდით, ანუ იმას, რასაც კითხულობთ ახლა, შემთხვევით არ კითხულობთ. რაც გჭირდებათ, სწორედ აქ არის და სხვაგან ჯერჯერობით არსად. უამრავი მიზეზის გამო. იოგას სახლს ჩემი ახალგაზრდული აქტივობის მოზრდილი ნაწილი პირველად ამ ხუთი წლის წინ დავუკავშირე. მართალია, თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა კიდეც მისი მიგნება, - დღისით, მზისით, ხელისცეცებით დავეძებდი მის შესასვლელს ჩემთვის პრაქტიკულად სრულიად უცნობ, შუაგულ ვაკეში, მაგრამ პირველივე გაკვეთილის შემდგომ დადებული შედეგი ამ ნახევარსაათიან "წვალებად" ნამდვილად ღირდა. რაც ყველაზე ცხადად მაგონდება, ის გახლდათ, რომ, სავარჯიშო დარბაზიდან გამოსულს, თავი სრულიად სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში მეგონა, ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნური ჩანდა და ეს წარმოდგენები თანდათან, პრაქტიკის პირველივე თვეებიდანვე, უმტკიცეს რეალობად მექცა. თვით უნივერსიტეტის სტუდენტობის წლებსაც არ მოუტანია მსგავსი რაოდენობის, ხარისხის, ინტენსივობისა და მრავალფეროვნების განცდები ჩემთვის. თქვენ აქ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, როგორც ინსტრუქტორებს, ისე მოწაფეებს შორის, მაგრამ საქმის არსი მხოლოდ პროფესიონალიზმში როდია. პროფესიონალები ბევრ სხვა ადგილასაც მოიძიებიან. საქმის ყველაზე არსებითი მომენტია ის, რომ აქ არავინ არავისზე "მეტი" {და არც "ნაკლები"} არ არის, რომ აქ, ვარჯიშების {იოგასა და მედიტაციის} მიმდინარეობის დროს, ყველა ყველას ეხმარება რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ისე სადად, ისე ბუნებრივად, ისე ლაღად და მიმზიდველად, ისე მომნუსხველად ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს კიდეც ყველა ჯანსაღ, შემდგარ და სანიმუშო ოჯახში, საზოგადოებაში, ხალხში, სახელმწიფოში. ეს, უპირატესად, რა თქმა უნდა, მასწავლებელთა დამსახურებაა, მაგრამ, ამავე დროს, მოწაფეებისაც, რომლებიც მზად აღმოჩნდნენ ამ ცოცხალი დაწესებულების "დაუწერელი" კანონმდებლობის დასაცავად, კანონმდებლობისა, რომელსაც, თავს უფლებას მივცემ და, "ცოცხალ სახარებას" ვუწოდებ. აქ ყველაფერი რეალობას ეფუძნება. არანაირი ტყუილი და ცრუ დაიმედება შესაძლო სამომავლო "დიადი" მიღწევებით, რომლებითაც არა ერთგან და ორგან გამასპინძლებიან და უმასპინძლდებიან და არც იმედგაცრუება, აქედან გამომდინარე. და რა შეიძლება, იყოს უფრო რეალური, ვიდრე თქვენი საწყისი მონაცემები პრაქტიკის დაწყების, პრაქტიკის პირველ დღეს? ვფიქრობ, არაფერი. აქ თქვენ გელოდებათ მშვიდი {როცა ამას საქმის ვითარება მოითხოვს} და დინამიური {როგორც ყოველთვის, ფიზიკური და გონებრივი გაანგარიშებით} გარემო. სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება პრაქტიკის საათებში {ბავშვობაში მოსმენილი და მარადიულად დამახსოვრებული კომპოზიციების ავტორები და დასახელებანი სწორედ აქ აღმოვაჩინე და ვიპოვე, სხვაგან ვერსად} და კიდევ უფრო სასიამოვნო განათება და გათბობა-გაგრილების სისტემა ბონუსია იმ ყველაფრისა, რაც ზემოთ აღვწერე. დიდ მადლობას ვუხდი სრულიად იოგას სახლის ხელმძღვანელობასა და ყველა წევრს იმისათვის, რაც მათთან შეხვედრამდე არ მესმოდა და არ ვიცოდი და ახლა სწორედ მათი დახმარებით მესმის და ვიცი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ბერძენიშვილს, იზას, მარიამს . . . არ ვიცი, ძალიან ბევრი ვწერე თუ ძალიან ცოტა, მაგრამ 5 წელი მცირედი დრო არ არის ყველაფრის თავმოსაყრელად. ასჯერ გაგონილს ერთხელ განცდილი ჯობს. ჩემი განცდილი უკვე ჩამოვწერე. განიცადეთ თქვენც. ეწვიეთ იოგას სახლს და ისიამოვნეთ პრაქტიკით!
მარიამ დევრისაშვილი გამარჯობა ნინა ორჯონიკიძეს,ჩემს ინსტრუქტორს მინდა მოვუხადო მადლობა.ორი თვეა რაც დავიწყე ვარჯიშები და გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს,როგორც ფიზიკურად ( ენერგიული და მეტად მოქნილი),ასევე სულიერად.მადლობა ნინა,რომ ასეთი ყურადღებიანი ხართ ყოველი დეტალების მიმართ.

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია