Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 391 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ნინი იობაძე ეს ადგილი სავსეა სითბოთი, სიმშვიდითა და დადებითი ენერგიით. ყოველი სესია არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების დამშვიდებისა და გაწონასწორებისთვის საოცრად ეფექტურია. დიდი მადლობა ამ საოცარი სივრცისთვის და იმ შინაგან სიმშვიდისთვის, რასაც აქ ვპოულობ ყოველ ჯერზე.
თინათინ უნგიაძე თქვენთან გატარებული ყოველი წუთი და წამი არის ბედნიერება და თავისუფლება❤️❤️❤️
ნინო ჯახველაძე ეს არის ადგილი, რომელმაც შემაყვარა იოგა! ძალიან დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს — მარიამ ხელაძეს, რომელთანაც ორსულთა იოგის ჯგუფში დავდიოდი. ვფიქრობ, ორსულობის პერიოდში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ იოგაზე სიარული დავიწყე. ვარჯიშების შემდეგ ყოველთვის ვგრძნობდი სიმსუბუქეს და ენერგიას, და რაც მთავარია — მომეხსნა წელის ტკივილები. ❤️ მადლობა იოგის ფედერაციას, რომ გაქვთ ასეთი საოცარი გარემო, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სულიერი სიმშვიდე იპოვონ და სხეულთან იყვნენ ჰარმონიაში!
თაკო ხუციშვილი მას შემდეგ, რაც იოგაზე აქტიურად დავდივარ , სხეულის გაჯანსაღება ვიგრძენი. ძალიან მეხმარება იოგა დაძაბულობის მოხსნაში, მახალისებს და ენერგიულს მხდის. სხეულს სხვანაირად ვგრძნობ. სისტემურობის მნიშვნელობა დავინახე ძალიან კარგად. თუ მუდმივობაში ხარ, სხეული მოგყვება და პროგრესირებ, ჩავარდნები თითქოს უკან გხევს, მაგრამ არ წყვეტ მოქმედებას და ისევ წინ მიდიხარ. ასეთი ქმედება ცხოვრების სხვა ასპექტებშიც გვჭირდება და ამის ასე ნათლად შეგრძნება მეტად დისციპლინირებულსა და მშვიდს მხდის♥️ იოგას სახლის გარემო დამატებითი ბონუსია. მადლობა გიორგის და მარიამს. მათი პროფესიონალიზმით, ყურადღებით და უშუალობით შემიყვარდა იოგა. ვარჯიშის დროს თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ♥️
ნათია ხიზანიშვილი მოგესალმებით, თითქმის შვიდი წელია რაც იოგაზე დავდივარ ჩემი შვილის რჩევით. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი, რომ იოგა ჩემი არ იყო, მაგრამ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. იოგამ მომიტანა სულიერი სიმშვიდე, გამხადა აქტიური, ფიზიკურად გამაჯანსაღა. იოგას სახლი არის ჩემთვის ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს ვუმკლავდები. იქ უბრალოდ ბედნიერი ვარ. მადლობა იოგას სახლს ჩემი თავის აღმოჩენისთვის. იოგას სახლი საუკეთესოა❤️ მადლობა მათ ყველას უკლებლივ❤️
Somlata Sagar If you’re looking for one of the most authentic yoga experiences in Georgia, this is the place. The only dedicated Ashtanga academy in Tbilisi, it welcomes all age groups and all levels, no matter your yoga or fitness background. I personally recommend it. After returning to regular Ashtanga practice following a long break, I can’t express enough my gratitude towards the incredible teachers — Giorgi Berdzenishvili, Salome, and Mariam. 🙏🏽

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია