ინსტრუქტორი და ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ტუტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (119) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

გვანცა კალანდაძე სამსახურის გარე აქტივობებს შორის იოგა არის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული. ყოველთვის როცა დრო და სხვა საშუალებები ხელს მაძლევს, მოვდივარ იოგაზე. მე აქ მავიწყდება , რომ მშია, რომ მწყურია, რომ დაღლილი ვარ. თავს მშვიდად და რეალიზებულად ვგრძნობ. უკვე წელიწადია თქვენთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ამ თვეში კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი ძვირფასია თქვენთვის თითოეული ჩვენგანი. თქვენ ნამდვილად გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ და ჩვენც ნამდვილად გვიყვარხართ თქვენ. გიორგი ბერძენიშვილი კი ის ადამიანი, რომელის პოსტებსაც ყველაზე მეტი გადაზიარება აქვს ჩემს გვერდზე :) დროებით გემშვიდობებით, მალე დავბრუნდები უკეთესი სურვილებით, გვანცა
სოფიკო ცეცხლაძე დავიწყებ იმით, რომ იოგა ასხივოსნებს და თქვენ ყველანი, იოგას სახლის წევრები, ამაში იღებთ მონაწილეობას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამდენი თავდაუზოგავი შრომისთვის. პროგრესი ნამდვილად მაქვს, ახლა იმაზე მეტად მჯერა საკუთარი სხეულის შესაძლებლობების, ვიდრე რამდენიმე ოდესმე. იოგას ვარჯიშის შემდეგ საოცარ შინაგან მუხტს განვიცდი, ძალა ერთიანად მემატება და ყველაფრის კეთების სურვილი მიჩნდება. იმდენად მივეჯაჭვე და შემიყვარდა იოგა რომ არამგონია ოდესმე მივატოვო, რაც უფრო მეტ პროგრესს ვგრძნობ, მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება დანარჩენი სხვა მოძრაობების კეთებაც შემეძლოს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც სხეულის მოძრაობებით სულს ავითარებს და, რა თქმა უნდა, მას არასდროს დავივიწყებ. ეს ყველაფერი კი თქვენი და თქვენი სტუდიის წყალობითაა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ყველაფრისთვის ❤️
ელენე გრიგოლია მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
ნინო რევიშვილი რამდენიმე თვეა რაც მივედი იოგას სახლში. მიზანი იყო ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სხეულის გაჯანსაღება. ვთვლი რომ სწორ არჩევანი გავაკეთე. დიდი მიღწევები ჯერ არ მაქვს მაგრამ პატარა შედეგებიც ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია. მადლობა გიორგი ბერძენიშვილს ყურადღებისა და პროფესიონალიზმისთვის.
მონიკა გუნია გამარჯობა საყვარელო ადამიანები. ბედნიერი ვარ რომ მოვხვდი იოგას სახლში. მე მადლობელი ვარ რომ ეს სახლი არსებობს. იმის გარდა რომ მე გამოვუსწორე ჯამრთელობა აქ და ხვდა სითბო და ადამიანობა რაც ჩვენ დროში იშვიათია. მე მიყვარს აქ სიარული და რაც არუნდა მოხდეს მე მაინც დავბრუნდები. რაც შეეხება ჯანმრთელობას. მე მაქვს ხერხემლის თიაქარი რომელიც ფაქტიურად აღარ მაწუხებს. თავს ვგრძნობ ახალგაზრდულმა. ვარ 56 წლის. ჩემი ინსტრუქტორი არის ნამდვილად პროფესიონალი, ხლერი პიროვნება. ის გახდა ჩემი ახლობელი. ვუსურვებ ყველას აქ მოსვლას. აქ სულიერად დავეხმარებიან. დიდი მადლობა რომ არსებობით.
საბა ინასარიძე მე ძლიან კმაყოფილი ვარ თქვენი ცენტრით <3

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია