წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
მაია დათუნაშვილი
რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️
სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ ზაფხულს... 🙈
მოკლედ, ყველაფერი ნაცრისფერია, უგემო, უსუნო (კორონა, მემგონი, მაშინ მე მქონდა😁) არაფერი არ მიხარია დედამიწის ზურგზე, არც მაწუხებს არაფერი, შეგრძნებები აღარ მაქვს. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ყველა და ყველაფერი მძულს. მოკლედ სიკვდილი მინდა, მაგრამ სად არის რო? 😁 ხოდა, ზამთარია, თებერვალი გადის და მე, ტელევიზორთან მიკნავებილი ვწევარ, იმ ზაფხულის მერე ჩვევად მექცა უყველაფრობა. გადის გადაცემა - “რა?სად?როდის?“, გამოვიდა გიორგი, ჩვენი, ახსენა იოგას ფედერაცია და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. 14 თებერვალი იყო, ეგეც მახსოვს. 15 -ში მივქროლდი „იოგას სახლში“ და დავიწყე იოგა. მაშინ ვფიქრობდი, ცოტა გულს გადავაყოლებ მეთქი. გავიდა თებერვალი, მაინც ცოტა მიჭირს სულიერად კონცეტრირება საქმეზე, რასაც ვაკეთებ. მარტის ბოლოა და დილით, სანამ სახლიდან გავალ ყავას ვსვამ ხოლმე ყოველთვის.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩიტების ჟღურტული მესმის, მსიამოვნებს და რაღაც მიხარია, მაგრამ რა — არვიცი. ცოტა მერე აღმოვაჩინე, რომ არც ფერებია სულ ნაცრისფერი, ქუჩაში რომ მივდივარ, უნებურად ვღიღინებ, ბალახის სუნი მცემს, აკაციის ყვავილის, — ფეხით რომ მივდიოდი ხოლმე იოგაზე იქვეა ბილიკზე. ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, მეგობრების ჭორაობის და წუწუნის, ისევ მომინდა სახლიდან გასვლის დროს რამოდენიმეჯერ გამომეცვალა და მომეხდინა კაბა, ტრადიციულად მაწუხებდა ეს თვისება. მოკლედ, ცხობრების სურვილი დამიბრუნდა. შემიყვარდა და გადამარჩინა ემოციურად. მანამდე სანამ იოგას დავიწყებდი, ვცადე ქარგვა, ხატვა, ცეკვა, ვერაფრს ვერ დავუდე გული.🎶🙏
კონკრეტულად, ახლაც არ ვიცი, რას შველის, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, ვფიქრობ თავიდან დაბადებაში დამეხმარა..
პ.ს. მეტად ვეღარ შევამოკლე .🙏😁💚
მე ❤️💙💚იოგა!
შორენა ზაქაშვილი
მოგესალმებით,მე ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული,რომ მოვხვდი იოგას სახლში, ერთი თვეა რაც დავდივარ და თავს ვგრძნობ ძალიან მსუბუქად , დამეხმარა ჩემი პრობლემების დაღწევაში.მადლობა ყურადღებისთვის რასაც იჩენთ თითიოეული ადამიანის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის.
ნინო როსთიაშვილი
გამარჯობა, მხოლოდ 1 გაკვეთილზე ვიყავი, ძალიან მომეწონა გარემოც, ტრენერიც, მაგრამ სამსახურის გრაფიკის გამო ვერ შევძელი გაგრძელება. როგორც კი გამომიჩნდება დრო აუცილებლად დაგიბრუნდებით.
მადლობა ყურადღებისთვის.
ნუცა გოგუაძე
სულ სხვა რამ მეგონა იოგა და სრულიად მოხიბლული ვარ იმით, რაც აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები, კეთილგანწყობილი გარემო და რაღაც უხილავი მოტივაცია, რომ არ დანებდე და მარტივი ვარიანტების შესრულებით არ სცადო "გამოძვრომა" :) ყველა ვარჯიში ერთდროულად ინტენსიურიც არის და გარელაქსებს კიდევ, რაც მთავარია, სრულიად შენს სხეულზე და შენს შეგრძნებებზე ხარ კონცენტრირებული და დიდი ფუფუნებაა ეს დღევანდელ დროში.
არასრული ერთი თვის მანძილზე დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება. ამიტომ ულიმიტო აბონემენტი შევიძინე, რომ მაქსიმალურად ხშირად გავინებივრო თავი იოგას სახლში ვიზიტით.
ყველას ვურჩევ, სცადოს იოგა და სწორედ იოგას სახლში სცადოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ვარჯიშით ხართ დაკავებული. ეს სულ სხვა გამოცდილება და განზომილებაა.
ხვთისო არაბული
ძალიან კარგი გარემო,საუკეთესო ინსტრუქტორი, ერთ თვეში წონაშიც დავიკელი და ჯამრთელობის მხრივაც უკეთესი მდგომარეობა იგრძნობა. ოღონდ წყლის გადავლების საშვალება რომ არაა ეს გვიქმნის პატარა დისკომფორტს
ნანუ მაცაბერიძე
"იოგას სახლი" ყოველთვის არის ის ადგილი,სადაც ვისვენებ შინაგანად,ფიზიკურად.. აქ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ჰქმნიად "შინაურულ" გარემოს,რაც გეხმარება მოაღწიო გარე და შინაგან სრულყოფილებას,რამდენადაც ეს შესაძლებელია💚 ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის ახალი ემოციებით ვბრუნდები. ეს არის საუცხოო გარემო რომელიც სავსეა იმ შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით,რის მწვავე ნაკლებობასაც განვიხდით ყველა შექმნილი რუტინებითა და სამსახურეობრივი მოვალეობებით.
გიორგი ბერძენიშვილი ერთადერთი ადამიანია,რომლის მიმართაც თვალდახუჭული გავცემ რეკომენდაციას.
მადლობა,რომ შეჰქმენით ადგილი,სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ🙏