წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
გვანცა მირზიაშვილი
ძალიან მაგარი ნინო და ორსულების იოგას საუკეთესო კლასი საქართველოში.
lika barabadze
ორსულობის დროს იოგაზე სიარული იყო, ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ამ ბოლო დროს მიმიგია:)) პირველ რიგში თავს გრძნობ მსუბუქად, აგარ გაწუხებს არც წელის ტკივილი, არც თავის! ვარჯიშის მერე ხარ უფრო მეტად ენერგიული, პოზიტიური! ყველას ვურჩევ იაროს ნინოსთან, She is the Best:) P.s. ნინოს დამსახურებით ეხლა სუხიშვილის მოცეკვავეზე მეტად გამართული დავდივარ:))
მარიამ სულხანიშვილი
ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰
ანანო გურჩიანი
ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა!
მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო.
ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა).
მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
ელენე გრიგოლია
მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
ნინო კიკნაველიძე
სუპერ გადაწყვეტილება იყო ორსულობის დროს იოგაზე სიარული ❤️ ძალიან დამეხმარა ბევრ საკითხში და ძალიან კმაყოფილი ვარ 🙏
უდიდესი მადლობა და რეკომენდაცია ნინო ბარბაქაძეს 🥰