იოგას ინსტრუქტორთა კურსი

პროფესიული განათლება იოგას სწავლებისთვის და პირადი პრაქტიკის გასაღრმავებლად

200 საათი · სტუდიაში ან ონლაინ დაწყება ყოველი თვის პირველ შაბათს

იოგას ინსტრუქტორთა კურსი
მოკლე აღწერა

რას მოიცავს კურსი?

იოგას ფედერაციის ინსტრუქტორთა კურსი აერთიანებს იოგას პრაქტიკას, ანატომიას, სწავლების მეთოდიკას, ისტორიასა და ფილოსოფიას. პროგრამა შექმნილია როგორც მომავალი ინსტრუქტორებისთვის, ისე მათთვის, ვისაც საკუთარი პრაქტიკისა და იოგას ცოდნის საფუძვლიანად გაღრმავება სურს.

  • 01

    იოგას პრაქტიკა

    ასანების ტექნიკა, პრაქტიკის პრინციპები და სხეულთან გააზრებული მუშაობა.

  • 02

    ანატომია და ბიომექანიკა

    მოძრაობის საფუძვლები, ხერხემალი, სახსრები, კუნთები და უსაფრთხო პრაქტიკა.

  • 03

    სწავლების მეთოდიკა

    ინსტრუქცია, დემონსტრირება, დაკვირვება და ჯგუფთან მუშაობის პრინციპები.

  • 04

    იოგას ისტორია და ფილოსოფია

    იოგას ტრადიციები, ძირითადი ტექსტები და ფილოსოფიური საფუძვლები.

  • 05

    კლასის დაგეგმვა

    გაკვეთილის სტრუქტურა, თანმიმდევრობის შექმნა და სხვადასხვა დონის პრაქტიკოსთან მუშაობა.

  • 06

    პრაქტიკული სწავლება

    საკუთარი კლასების ჩატარება, შეფასება და ინდივიდუალური უკუკავშირი.

სრული პროგრამის ნახვა
უპირატესობები

რატომ ირჩევენ ამ კურსს?

267+

კურსდამთავრებული

80–90%

დასაქმებულთა ბაზრის წილი

20 წელი

სწავლების გამოცდილება

ქართულად

სასწავლო მასალები ქართულ ენაზე

სინთეზი

იოგას ტრადიცია და თანამედროვე მეცნიერება

Yoga Alliance

საერთაშორისო აღიარება

ვისთვისაა

ვისთვისაა ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია როგორც მათთვის, ვისაც იოგას სწავლება პროფესიად სურს, ისე მათთვის, ვისაც საკუთარი პრაქტიკისა და იოგას ცოდნის საფუძვლიანად გაღრმავება უნდა.

01

მომავალი ინსტრუქტორებისთვის

გსურს იოგას სწავლება პროფესიად აქციო

მიიღებ სისტემურ საფუძველს კლასის დაგეგმვის, უსაფრთხოდ ჩატარებისა და დამოუკიდებლად სწავლებისთვის.

02

უკვე მოქმედი ინსტრუქტორებისთვის

გსურს ცოდნის გაღრმავება და სისტემატიზაცია

კურსი დაგეხმარება შეავსო ცოდნის ხარვეზები და უფრო ღრმად შეისწავლო პრაქტიკა, ანატომია, სწავლების მეთოდიკა და ფილოსოფია.

03

საკუთარი პრაქტიკის გასაღრმავებლად

არ გეგმავ სწავლებას, მაგრამ გინდა იოგას სიღრმისეულად შესწავლა

ინსტრუქტორად მუშაობა კურსის გავლის აუცილებელი მიზანი არ არის. პროგრამის გავლა შესაძლებელია პირადი განვითარებისა და საკუთარი პრაქტიკის გასაღრმავებლადაც.

04

დამწყებთათვის

გაინტერესებს იოგა, მაგრამ პროფესიული გამოცდილება ჯერ არ გაქვს

სწავლების გამოცდილება აუცილებელი არ არის. პროგრამა აგებულია საფუძვლებიდან და ეტაპობრივად გადადის უფრო ღრმა პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე.

სწავლის პროცესი

როგორ მიმდინარეობს სწავლება?

კურსის გავლა შესაძლებელია ორ ფორმატში — სტუდიაში ან ონლაინ. აირჩიე შენთვის სასურველი სწავლების ფორმატი.

სტუდიაში

ცოცხალი პრაქტიკა, უშუალო უკუკავშირი და მუშაობა მასწავლებელთან.

ონლაინ

30 პერსონალური ონლაინ გაკვეთილი, ვიდეოჩანაწერები და ტექსტური სასწავლო მასალები.

კურსის ავტორი და ხელმძღვანელი

გიორგი ბერძენიშვილი

გიორგი ბერძენიშვილი არის იოგას და მედიტაციის მასწავლებელი, ფილოსოფიის მაგისტრი, Yoga Alliance E-RYT 500, იოგას ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, ინდური ფილოსოფიის მკვლევარი და მთარგმნელი.

  1. 2026

    ჰეგელის 36-ე საერთაშორისო კონგრესი

    მომხსენებელი · რომი, 4 სექტემბერი 2026

    მოხსენება: The Problem of Indian Philosophy in Hegel’s System: The Case of Sāṃkhya

  2. 2025

    სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მიმართულების შექმნა

    ფიზიოთერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამა ხერხემლის, სახსრების, მენჯისა და ტანდეგობის დარღვევებისთვის.

  3. 2024

    ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი

    მოხსენება: Duty, Freedom, and Ethical Life: The Bhagavad Gītā and Hegel in Comparative Perspective

  4. 2020

    ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამის დაწყება

    შექმნა იოგას ინსტრუქტორთა მომზადების განახლებული პროგრამა.

  5. 2010

    „იოგას სახლი“

    დააფუძნა საქართველოში იოგას პირველი სპეციალიზებული ცენტრი.

  6. 2009

    საქართველოს იოგას ფედერაციის დაფუძნება

    ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

  7. 2006

    სწავლების დასაწყისი

    საქართველოში დაიწყო იოგასა და მედიტაციის სწავლება.

  8. 1996

    იოგას პრაქტიკის დასაწყისი

    იოგით 14 წლის ასაკში დაინტერესდა; მოგვიანებით სწავლობდა მანჯუ პატაბჰი ჯოისთან და დევიდ სვენსონთან.

კურსდამთავრებულები

რას ამბობენ კურსზე

ყველა გამოხმაურება

ვფიქრობ ერთადერთი სივრცეა სადაც იოგას აკადემიურ დონეზე ასწავლიან ამასთანავე გარემო არის ძალიან მყუდრო და მეგობრული ❤️მადლობა

ირინკა ფოჩხუა 2024

იოგას აკადემია — ადგილი, სადაც სწავლა შინაგან გზად იქცევა ?‍♀️
ზოგჯერ არის სივრცეები, სადაც უბრალოდ რაღაცას სწავლობ, და არის ადგილები, რომლებიც ნელ-ნელა გცვლიან. ჩემთვის ეს იოგას აკადემია სწორედ ასეთი სივრცეა.
აქ იოგა მხოლოდ ასანების სწორად შესრულება არ არის. ის ბევრად მეტია — სხეულის მოსმენა, სუნთქვასთან დაბრუნება, გონების დამშვიდება და საკუთარ თავთან უფრო გულწრფელი შეხვედრა. განსაკუთრებით მომწონს, რომ სწავლება აერთიანებს ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას — გვასწავლის არა მხოლოდ როგორ ვივარჯიშოთ, არამედ რატომ ვაკეთებთ ამას.
და ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ამ გზას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიან — ჩვენი მასწავლებლები. მათი პროფესიონალიზმი, სიღრმე, ყურადღება და სიყვარული საქმისადმი იგრძნობა თითოეულ გაკვეთილში. ისინი მხოლოდ ცოდნას არ გვაწვდიან — გვაჩვენებენ, როგორ შეიძლება იოგა ცხოვრების ნაწილად, შინაგანი ზრდისა და ცნობიერების გზად იქცეს.
იოგაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საბოლოო დანიშნულება თითქოს არ არსებობს — ყოველი პრაქტიკა ახალი აღმოჩენაა საკუთარ თავში.
“იოგა არის მოგზაურობა საკუთარი თავის გავლით, საკუთარი თავისკენ და საკუთარი თავის აღმოჩენამდე.“
მადლიერი ვარ ამ გზის, იმ ადამიანების და იმ სივრცის, სადაც ყოველდღე ვსწავლობ არა მხოლოდ იოგას, არამედ საკუთარ თავს. ?❣️

ეკა დალაქიშვილი 2026

ეს კურსი იძლევა სრულფასოვან შესაძლებლობას რომ განვითარდე, არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულად. ✨ გაიცნო საინტერესო ადამიანები, შეიძინო ცოდნა, საკუთარ სხეულს ახლიდან დაუმეგობრდე და მიიღო კიდევ უამრავი ბენეფიტი საოცარ სივრცეში, რომელსაც კიდევ უფრო საოცარი ადამიანები ქმნიან ? განსაკუთრებული მადლობა გიორგის, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ იოგაზე მეტს ასწავლის ?? მარიამს, დაუღალავი ჩართულობისთვის ?? იას და თამარს განსაკუთრებული პრაქტიკებისთვის ?? ეს კურსი აღმოჩნდა ჩემთვის საკუთარ თავთან დაბრუნების გზა, რომელსაც დიდი სიამოვნებით კიდევ არაერთხელ გავივლიდი?

ანი ჩხიტუნიძე 2026

ეს კურსი მხოლოდ ინსტრუქტორებისთვის არ არის — ის საკუთარ თავზე მუშაობისთვისაც ძალიან კარგი სივრცეა. თუ მომავალში პროფესიულ განვითარებაზეც ფიქრობ, მით უმეტეს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავისთვის ამ ახალი გამოცდილების მიცემა. იოგა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, საიდანაც ბევრი თანამედროვე მიდგომა იღებს ინსპირაციას, ამიტომ საინტერესო იყო საფუძვლების შესწავლა. როცა საფუძვლები იცი, შემდეგ მეტი თავისუფლება და მოქნილობა გაქვს, თავად აირჩიო, რომელი მიმართულებით გინდა წასვლა.

გიორგისთან მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად მის აკადემიურობას ვაფასებ. დღეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იოგა ასეთი პოპულარული გახდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია გვხვდება და სწორი, აკადემიურად დასაბუთებული ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია. გიორგის შემთხვევაში იცი, რასაც გიზიარებს, რას ეყრდნობა. ჩემთვის ეს დიდი ღირებულებაა.

კურსმა მომცა უფრო სიღრმისეული კავშირი საკუთარ თავთან, მეტი კონცენტრაცია და საკუთარი თავის სხვანაირად გაგების შესაძლებლობა. ვფიქრობ, რაც უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს, სხვებთან ურთიერთობაც უფრო მარტივი ხდება.

ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო სხეულის ანატომიური და კინეზიოლოგიური შესწავლა. როდესაც სხეულთან ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რა ხდება ანატომიური თვალსაზრისით.

ამ კურსში დროის ინვესტიცია ნამდვილად საჭიროა. ხშირად იოგაზე წარმოდგენა მხოლოდ ასანებსა და მოძრაობებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში ეს ბევრად უფრო სიღრმისეული მიმართულებაა და შესაბამისად დროსა და ჩართულობასაც მოითხოვს.

გვანცა ბარაბაძე 2026

ამ კურსმა ძალიან შემცვალა. დღეს ბევრი საუბრობს ტრანსფორმაციაზე და ჩემთვის ეს კურსი მართლაც ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ძველი წარმოდგენა დამემსხვრა და გადავაფასე, რაც შემდეგ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზეც აისახა.

შემეცვალა წარმოდგენა არა მხოლოდ იოგაზე. კურსზე სხვა თემებსაც ვეხებოდით და ეს მხოლოდ იოგით შემოსაზღვრული სწავლება არ ყოფილა.

ყოველთვის მიჭირდა დისციპლინა და კურსი ძალიან დამეხმარა, მეტი ყურადღება მიმექცია თანმიმდევრულობისა და ფოკუსისთვის.

არ მოველოდი, რომ ამხელა დრო დაეთმობოდა იოგას ფილოსოფიას და ეს ჩემთვის ძალიან კარგი და გამოსადეგი აღმოჩნდა.

გიორგის მიდგომა ალბათ ერთ-ერთი მთავარი რამ იყო, რამაც აქ გამაჩერა. ძალიან ინდივიდუალური დამოკიდებულება ჰქონდა და თავს ჯგუფის მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობდი. აინტერესებდა, როგორ ვგრძნობდით თავს, როგორ ვვითარდებოდით და ყოველთვის ცდილობდა ჩვენს კითხვებზე სიღრმისეული პასუხები გაეცა.

ვურჩევდი ადამიანებს, ბევრი არ იფიქრონ და უბრალოდ გადაეშვან ამ თავგადასავალში.

ნინი ასლანიშვილი 2026

ზოგადი წარმოდგენა მქონდა, რომ იოგა უბრალოდ ელასტიური და მოქნილი ადამიანებისთვის განკუთვნილი ვარჯიში იყო. კურსის განმავლობაში კი მივხვდი, რამდენად ღრმაა ეს ყველაფერი. ყოველი გაკვეთილის შემდეგ უფრო და უფრო მეტად ვეცნობოდი საკუთარ თავს — როგორც ფიზიკურ სხეულს, ისე შინაგან სამყაროს.

გიორგი, აკადემიის დამაარსებელი და ჩვენი ხელმძღვანელი, პირველივე დღეებიდან გაძლევს განცდას, რომ არის უაღრესად განათლებული ადამიანი, რომელიც თავადაც არასდროს წყვეტს სწავლას. ყოველდღიურად ვითარდება და ეს მის სწავლებაშიც იგრძნობა.

ის ძალიან მშვიდად, მარტივად და ზედმეტი პათოსის გარეშე ხსნის ყველა საკითხს. ვფიქრობ, კურსის არცერთ მონაწილეს არ დარჩენია უპასუხო კითხვა — ეს ეხებოდა როგორც პრაქტიკასა და თეორიას, ჯგუფურად დასმულ კითხვებს, ისე გიორგისთან ინდივიდუალურ ურთიერთობას.

ვისაც ახლა უჩნდება კითხვა — „დავრეგისტრირდე თუ არა?“ — ჩემი გამოცდილებიდან პირდაპირ გეტყვით: თუ ფიქრობთ, სცადეთ.

მე თვითონაც მქონდა პერიოდები, როდესაც მეგონა, რომ კურსის დასრულება გამიჭირდებოდა, მაგრამ შევძელი და, როგორც ხედავთ, დავასრულე. თუ ნამდვილად მონდომებული ხართ, ექვსი თვის განმავლობაში წარმოქმნილი სირთულეები გადალახვადია.

დახარჯული ენერგია აუცილებლად ფასდება და საბოლოოდ მიდიხარ იმ შედეგამდე, რომლისთვისაც დაიწყე. ფინიშის ხაზამდე მისვლა კი ჩემს შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.

ანა ისაშვილი 2026

იმ პერიოდში საკმაოდ რთული ეტაპი მქონდა — ძიებაში ვიყავი, ჩაკარგული, და ზუსტად მაშინ გამოჩნდა ინსტრუქტორის მოსამზადებელი კურსი.

იოგას აკადემიას ვხედავ, როგორც ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეტაპს. ეს იყო ადგილი, სადაც მივიღეთ ცოდნა, გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანი გააზრებები. ეს კურსი არა მხოლოდ ცოდნას გაძლევს, არამედ საკუთარი თავის გაცნობის შესაძლებლობასაც.

მახსენდება მთლიანად ის გარემო და სიმშვიდე, რომელსაც კურსის განმავლობაში ვგრძნობდი. კურსმა შემმატა თავდაჯერებულობა.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასანების სწორად შესრულების სწავლა, მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ის, რომ ინფორმაცია ობიექტურად მოგვეწოდებოდა. იოგას ფილოსოფიის ლექციები კი უსაზღვროდ საინტერესო და განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო.

ვფიქრობ, თუ სტუდენტი პროცესში ჩართულია, ნებისმიერი სირთულე დაძლევადია. აუცილებლად ვურჩევდი ამ კურსს ადამიანს, რომელიც გრძნობს, რომ იოგასთან უფრო ღრმა კავშირი სურს.

კურსს ვასრულებ მადლიერებითა და მოტივაციით. მომავალში მინდა იოგას ფილოსოფია უფრო სიღრმისეულად შევისწავლო და პროფესიულადაც განვაგრძო განვითარება ინსტრუქტორის გზაზე.

ნესტან ჯოჯუა 2025

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო როგორც ეგზისტენციალური, ისე სულიერი განვითარების თვალსაზრისით. კურსის პრაქტიკულმა ნაწილმა უფრო დისციპლინირებული გამხადა, გამიუმჯობესა კონცენტრაციის უნარი და მეტი თავდაჯერებულობაც შემძინა.

თითქმის ყველა ლექციაში იყო ერთი ან რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელიც საინტერესო დეტალებს მაჩვენებდა როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს შესახებ.

განსაკუთრებით მომწონს მიდგომა — მზადყოფნა სიახლეების გასაცნობად, განსხვავებული არგუმენტების მოსასმენად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდების დასანერგად. აქ მნიშვნელოვანია კრიტიკული მიდგომა და კრიტიკული აზროვნების წახალისება.

კურსის ფორმატი და დატვირთვა ადეკვატური და მოსწრებადი იყო. პირადად ჩემთვის მთელი პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

იოგას აკადემიას განსაკუთრებით გამოარჩევს განვითარებაზე ორიენტირებულობა: აქ ეცნობი წყაროებს, სწავლობ აზროვნებას და ეჩვევი, რომ თავად გააკეთო დასკვნები.

თუ გინდა ისწავლო ანატომია, სწორად ივარჯიშო და გაიგო, რა არის იოგა უფრო ფართო მნიშვნელობით, მათ შორის — იოგას ფილოსოფია, ეს კურსი იდეალურია.

კურსის შემდეგ იოგას ინსტრუქტორად უკვე დავიწყე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც.

გვანცა ვარდიშვილი 2026

და ეხლა 5 წლის შემდეგ რაც პირველად შემოვდგი ფეხი იოგას სამყაროში მზად ვარ მოგიყვეთ ჩემზე. როგორ შეიძლება ერთმა მიმართულებამ ერთმა მოძღვრებამ თუ სწავლებამ დაიტიოს თავის თავში ამდენი ჰარმონია, და გახდეს სხეულისა და სულის სახლი, გონების და ფიქრის საზრდო და შემოქმედებითობის წყარო.
ჩემთვის იოგა მუსიკაა, სიმღერაა, სამოთხეში ცეკვაა და ჩემი თავის აღმოჩენის დაუსრულებელი გზა.
ბედნიერი ვარ რომ ეს საოცარი მოგზაურობა სწორედ ამ სტუდიიდან, სწორედ ასეთი თანმიმდევრული, სწორი და ბალანსირებული სწავლებით დაიწყო. ჩემ მადლიერებას მხოლოდ იოგას სწავლების გაზიარებით და ამ დიდი იდეის გავრცელებით თუ შევძლებ, ეხლა სწორედ ამ გზას გავდივარ, სიყვარულით, ერთგულებით და მადლიერებით…

ია გიორგაძე 2025

ვფიქრობ, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის გავლა იოგას სახლში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. კურსის პრაქტიკული ნაწილი მთლიანად ორიენტირებულია ასანების სწორი შესრულების ტექნიკის გაგებასა და სწავლაზე, რათა ვარჯიში იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო. გონების პლასტიურობის შესანარჩუნებლად კი ძალიან სასარგებლოა იოგას ფილოსოფიური და თეორიული ნაწილი. აქ ხდება იოგას გარშემო არსებული მითების გაცამტვერება, იოგას ფილოსოფიის განხილვა და მასზე მსჯელობა. ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი მოგზაურობაა საკუთარ თავში და აუცილებლად გირჩევთ დაინტერესდეთ, ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ :) მადლობა გიორგის, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს. ეს მის თითოეულ შეხვედრაზე იგრძნობა.

სალომე ვახანია 2024
კურსის დასრულების შემდეგ

რას მიიღებს კურსდამთავრებული?

კურსის მიზანი მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემა არ არის — პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს იოგას დამოუკიდებლად სწავლებისთვის საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული საფუძველი.

01

200-საათიანი სერტიფიკატი

იოგას ინსტრუქტორთა 200-საათიანი პროგრამის სერტიფიკატი

პროგრამის ყველა მოთხოვნის წარმატებით შესრულების შემდეგ გაიცემა იოგას ინსტრუქტორთა 200-საათიანი სერტიფიკატი. ამ პროგრამის სერტიფიკატით 100-ზე მეტი კურსდამთავრებული მუშაობს წამყვან ფიტნეს-ცენტრებსა და იოგას სტუდიებში.

02

Yoga Alliance / RYT 200

RYT 200 რეგისტრაციის შესაძლებლობა

საქართველოს იოგას ფედერაცია არის Yoga Alliance Registered Yoga School (RYS 200). პროგრამის მოთხოვნების შესრულებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია Yoga Alliance-ში RYT 200 რეგისტრაციისთვის განაცხადის გაკეთება.

03

დამოუკიდებლად სწავლების საფუძველი

საკუთარი იოგას კლასის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი

კურსდამთავრებულს ექნება კლასის სტრუქტურის შექმნის, ასანების უსაფრთხოდ სწავლების, პრაქტიკის ადაპტაციისა და ჯგუფთან მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკული საფუძველი.

04

ცოდნა საკუთარი პრაქტიკისთვისაც

სიღრმისეული ცოდნა პროფესიული მიზნის გარეშეც

კურსის შედეგი ღირებულია მათთვისაც, ვინც ინსტრუქტორად მუშაობას არ გეგმავს — სტუდენტი სისტემურად შეისწავლის იოგას პრაქტიკას, ანატომიას, ისტორიას, ფილოსოფიასა და სწავლების პრინციპებს.

ღირებულება და დაჯავშნა

აირჩიე სწავლის ფორმატი

კურსზე ჩართვა შესაძლებელია ყოველი თვის პირველ შაბათს.

არჩეული ფორმატი: არ არის არჩეული

Yoga Alliance: არ არის არჩეული

სულ: —

ჯერ აირჩიე სწავლის ფორმატი

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები კურსის შესახებ

დიახ. კურსის ყველა მოთხოვნის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა იოგას ინსტრუქტორთა 200-საათიანი პროგრამის სერტიფიკატი.

საქართველოს იოგას ფედერაცია არის Yoga Alliance Registered Yoga School (RYS 200) და პროგრამის მოთხოვნების შესრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია Yoga Alliance-ში RYT 200 რეგისტრაციისთვის განაცხადის გაკეთება.

არა. კურსის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მიღების შემდეგ RYT 200 რეგისტრაცია სტუდენტმა თავად უნდა გაიაროს Yoga Alliance-ის სისტემაში და შეასრულოს მათი მოქმედი მოთხოვნები.

სკოლის სერტიფიკატი და Yoga Alliance-ის ინდივიდუალური RYT რეგისტრაცია ერთი და იგივე არ არის.

კურსი შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს იოგას კლასის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული საფუძველი.

პროგრამა მოიცავს იოგას პრაქტიკას, ანატომიასა და ბიომექანიკას, სწავლების მეთოდიკას, კლასის დაგეგმვას, იოგას ისტორიასა და ფილოსოფიას და პრაქტიკულ სწავლებას.

კონკრეტულ დამსაქმებელს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი მოთხოვნები, ამიტომ დასაქმების წინ მათი პირობებიც უნდა შემოწმდეს.

არა.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პროფესიული მომზადებისთვის, ისე საკუთარი იოგას პრაქტიკისა და ცოდნის გასაღრმავებლად.

ჩვენი კურსდამთავრებულების ნაწილი ინსტრუქტორად მუშაობას იწყებს, ნაწილი კი პროგრამას პირადი განვითარებისთვის გადის.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • სურს გახდეს იოგას ინსტრუქტორი;
  • უკვე ასწავლის და ცოდნის გაღრმავება ან სისტემატიზაცია უნდა;
  • სურს საკუთარი პრაქტიკის საფუძვლიანად შესწავლა;
  • აინტერესებს იოგას ანატომია, ისტორია და ფილოსოფია;
  • პროფესიული მიზნის გარეშე ეძებს სრულფასოვან იოგას განათლებას.

დიახ.

წინასწარი პროფესიული გამოცდილება აუცილებელი არ არის. პროგრამა აგებულია საფუძვლებიდან და ეტაპობრივად გადადის უფრო ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე.

იოგას პრაქტიკის გარკვეული გამოცდილება სასარგებლოა, მაგრამ სწავლების გამოცდილება სავალდებულო არ არის.

დიახ.

კურსი შეიძლება გამოიყენო წინა განათლების გასაღრმავებლად, ცოდნის სისტემატიზაციისთვის ან იმ მიმართულებების უკეთ შესასწავლად, რომლებსაც წინა პროგრამაში ნაკლები ყურადღება დაეთმო.

კურსზე ჩართვა შესაძლებელია ყოველი თვის პირველ შაბათს.

კურსის გავლა შესაძლებელია სტუდიაში ან ონლაინ.

ორივე ფორმატი 200-საათიანი პროგრამაა. სტუდიაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კურსის ხანგრძლივობა არის 6 თვე: აქედან 4 თვე თეორია და პრაქტიკა, ხოლო 2 თვე — მხოლოდ პრაქტიკა.

პროგრამა ციკლურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩართვა შესაძლებელია ყოველი თვის პირველ შაბათს.

სასწავლო მასალები ქართულ ენაზეა.

პროგრამაში შედის თეორიული რესურსები — ანატომია და ბიომექანიკა, სწავლების მეთოდიკა, იოგას ისტორია და ფილოსოფია — და პრაქტიკული მასალები: ასანების ტექნიკა, კლასის დაგეგმვა და პრაქტიკული სწავლება.

კურსზე ჩარიცხვის შემდეგ ხელმისაწვდომია ონლაინ სასწავლო სივრცეც.

გაცდენილი მეცადინეობის სანაცვლოდ ან დამატებითი პრაქტიკისთვის სტუდენტს თვეში 2 დამატებითი ვიზიტის გამოყენება შეუძლია.

დამატებითი ვიზიტი იმავე დღეს ფიქსირდება და მხოლოდ თავისუფალ დროზეა ხელმისაწვდომი. ერთ დღეს დასწრებად მხოლოდ ერთი ვიზიტი ითვლება.

ადგილის დასაჯავშნად ხდება 480 ₾ წინასწარი გადახდა, რომელიც კურსის სრული ღირებულების ნაწილია.

დარჩენილი თანხის გადახდა რეგისტრაციის შემდეგ ხდება.

თანხის დაბრუნების სრული პირობები ამ გვერდზე ცალკე policy-ის სახით გამოქვეყნებული არ არის.

რეგისტრაციამდე დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.

მზად ხარ შემდეგი ნაბიჯისთვის?

დაჯავშნე ადგილი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. კურსზე ჩართვა შესაძლებელია ყოველი თვის პირველ შაბათს.

დაჯავშნე ადგილი