ინსტრუქტორთა კურსი დიდუბის ფილიალი • აკ. წერეთლის გამზ.49/51

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
კურსი
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

გამოხმაურება

ნინო გიგუაშვილი არ შეიძლება იოგაზე დადიოდე და ვერ ხედავდე განსხვავებას იოგამდელ და იოგას შემდეგ ცხოვრებას შორის. ჩემს შემთხვევაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა 1 წლის წინ "იოგას სახლის" შეღებული კარი... ესაა ადგილი განვითარებისთვის, ინსპირაციისთვის, დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შენს ფიზიკურ თუ სულიერ სამყაროში და უბრალოდ კარგად ყოფნისთვის. "იოგას სახლის"მიერ გამოცხადებული იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი გიორგი ბერძენიშვილის ავტორობით, უნიკალურია თავისი არსით კომპლექსურობით და მრავალმხრივობით არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ თამამად ვიტყვი რომ გლობალურადაც, რამდენადაც ფიზიკური დატვირტვასთან ერთად მოიცავს ფილოსოფიას, ეთიკას,ანატომიას, სუნთქვის ხელოვნებას, კვების საკითხებს, ყველაფერს რაც საბოლოოდ იოგას აქცევს ცნობიერების მართვის მეთოდად, პროცესად რომელიც თავადაა მიზანი. აქ შექმნილი მეგობრული და პროფესიონალური გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და ძალისხმევა თავის გზას პოულობს და გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება მაძიებელს, დიახ, იოგა პირველ რიგში მაძიებლებისთვისაა, იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ "თავად გახდნენ ცვლილება, რომლის დანახვაც სურთ სამყაროში"
ანა ნანუაშვილი მეორე წელია რაც იოგას სახლი აღმოვაჩინე და სულ მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო და ჩემი ოცნებაც ახდა, დაიწყო ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი გაკვეთილებზე სიარულს, ყველა გაკვეთილი და ინფორმაცია იდებოდა ონლაინ რაც ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო. უამრავი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც ადეკვატურად, საინტერესოდ და გასაგებად იყო გიორგის მიერ მოწოდებული. არაფერს ვამბობ ჩვენი გიორგის პროფესიონალიზზმე, ყველა მისი ლექცია და პრაქტიკა ძალიან ინფორმატიული და სახალისო იყო. ასევე მინდა გითხრათ ჯგუფის წევრების შესახებ, მიახრია რომ ამ კურსის დახმარებით გავიცანი თითოეული მათგანი <3 აქაც კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ტვინში მაქვს ორი რამ ჩაბეჭდილი😂 1. ვინც იოგას პრაქტიკას მისდევს ყველა კარგია. 2. ხინკლის ჭამა არ ასუქებს. <3 მადლობა ყველაფრისთვის
მარიამ გამყრელიძე ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლექსურია და თითქმის არ რჩება არც ერთი დეტალი, რომელსაც არ Შეეხება, ეს კომპლექსურობა კი სწორედ Შესაძლებლობების სრულქმნის საწინდარია.. ამ ადგილას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ის, რაც ისედაც მჯეროდა და ვიცოდი, მაგრამ ამ კურსის Შემდეგ უკვე მყარად დარწმუნებული ვარ💙 მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ამ კურსს ქმნის და თუ თავიდან Ჩემი მოტივაცია იოგის საფუძვლიანი ათვისება იყო პირადი მოტივებისთვის, ახლა სურვილიც კი გამიჩნდა ეს უზღვავი პოზიტივი სხვა ხალხსაც გავუზიარო😇 იოგას მთავარი წესია "არასოდეს გაჩერდე იქ, სადაც სუნთქვა არ Შეგიძლია", „იოგას სახლი“ კი ის ადგილია, სადაც სუნთქვაში მუდამ ხელს გიწყობენ, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით ❤🧡💛💚💙 თქვენს თავს უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებთ 💙
მარიამ ხელაძე 200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, სივრცეებს მათ შორის :) ვეძებდით იდეებს, სასრულს და უსასრულოს, მცდარს და უფრო მცდარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს... :) და ამ უწყვეტ ტალღაში ყველამ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, და ეს რაღაც ყველასთვის განსხვავებული და მსგავსია თანადროულად ეს წინააღმდეგობებია, რომლებსაც მოვხსნით. ყველას წარმატებას გისურვებთ, არასდროს დამავიწყდებით! Giorgi Berdzenishvili ❤️
ანასტასია მჟავია საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასანებს და დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს.ის მისტიკა და ამოუცნობი რამ,რაც იოგას თავს ახვევია ნათელი ხდება გიორგის კურსის თეორიული ნაწილით. დამოუკიდებელ პრაქტიკოსი ვარ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდები ასანის სიზუსტეს. იოგას სახლში ჩემს შეკითხვებს დაუსმელად გაეცა პასუხები. კომპეტენტური მასწავლებლის დახმარებით უფრო მარტივად შემიძლია მივაღწიო მიზანს. მეგობრული გარემო, რომელიც სტუდიაშია,ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. უნდა აღვნიშნო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტისადმი.
ირინა ქომეთიანი იოგას სახლის კარი პირველად 6 წლის წინ შევაღე და მიხარია, რომ როგორც იტყვიან, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. თავდაპირველად ჩემი მიზანი ფიზიკური მდგომარეობის (ხერხემლის ტკივილი) გაუმჯობესება იყო, თანდათანობით კი, არა მხოლოდ სხეულმა, შინაგანმა სამყარომაც განიცადა სრული ტრანსფორმაცია. იოგას გაკვეთილს საკუთარ თავთან და შესაბამისად, მთელ სამყაროსთან ჰარმონიულად მყოფი ვტოვებდი. იოგა ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ასანების შესრულება და სუნთქვითი ვარჯიშები. გადავწყვიტე, უფრო საფუძვლიანად შემესწავლა და დიდი მადლობა გიორგის, რომ მომცა ამის საშუალება❤️ გიორგის საავტორო კურსი არის ზუსტად ის, რასაც ვეძებდი - პროფესიონალის მიერ მეთოდოლოგიურად შედგენილი თეორიული და პრაქტიკული პროგრამა, წლების გამოცდილებით გაჯერებული. ბედნიერი ვარ, რომ თამამად შევძლებ გავუზიარო სხვებს აქ მიღებული ცოდნა. სწავლების პროცესი და გარემოც არაჩვეულებრივია, საინტერესოსთან ერთად ლაღი და ხალასი. “იოგას სახლი” - სახლი ხომ ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, სიმშვიდე, სიმყუდროვე, სითბო, ნავსაყუდელი. აი, სწორედ ასეთი სახლური გარემო სუფევს აქ ❤️

იოგას დასაფენი თანხა
მაქვს საკუთარი
არ მაქვს, ვისარგებლებ სტუდიის დასაფენით
არ მაქვს, შევიეძენ
ეკოლოგიურად უსაფრთხო (თერმოპლასტიკური პოლიმერი - [საშლელი]) - eco friendly tpe yoga mat

გადახდის მეთოდი
BANK TRANSFER

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია