წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
სოფიო სილაგაძე
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინსტრუქტორს ნინო იაშვილს, რომელმაც იმ პერიოდის განმავლობაში რაც დავდივარ შემაყვარა იოგა, ვაპირებ მუდმივ რეჟიმში ვიარო თქვენთან და შესამისად ჩემი ცხორების წესად ვაქციო/ 😊
თამთა გელაშვილი
ორსულთა იოგაზე სიარული ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ჩემი პატარასთვის 🤍
მეორე ტრიმესტრიდან დავიწყე და ფაქტობრივად ბოლო დღემდე დავდიოდი.
იოგას დახმარებით შევინარჩუნე ენერგიულობა და აქტიურობა მშობიარობის დღემდე. ეს პროცესი ჩემთვის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც მხარდამჭერი იყო.
განსაკუთრებული მადლობა მარიამს, მთელი პერიოდის განმავლობაში ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მეხმარებოდა და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს ქმნიდა.
ჩემგან დიდი რეკომენდაცია როგორც გარემოს, ისე პროფესიონალ თანამშრომლებს 💛
თათული ხვედელიძე
გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!
ელენე გრიგოლია
მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
ეკო ჩუბინიძე
რამდენიმე წლის წინ ვცადე პირველად იოგათი დავკავებულიყავი, მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა "დამუღამება" და გულიც ამიცრუვდა:) ახლა რადგან ორსულობის პერიოდში ექიმმა მირჩია და თან სახლიდან გაუსვლელად შემეძლო მომესინჯა, კიდევ ერთი შანსი მივეცი ჩემს თავსაც და იოგასაც და ნამდვილად გაამართლა. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი ნინო და იზა არიან. მიუხედავად დისტანციისა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ახერხებენ ვარჯიშის მიმდინარეობისას სწორი რჩევები მოგვცენ ყველას. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვხვდები, რომ წინსვლა მაქვს, უფრო მეტად მოქნილი ვხდები, ვსწავლობ სწორად სუნთქვას და, თან რაც მთავარია, ვარჯიში ბევრ ისეთ პოზას მოიცავს, რომელიც სხეულისთვის ძალიან სასიამოვნოა.
ნათია ჭანკვეტაძე
პრენატალ იოგაზე სიარული დავიწყე ორსულობის 17კვირაზე და დავდიოდი 39 კვირის ჩათვლით უშუალოდ მშობიარობამდე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ჩემთვის და ჩემი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიმეღო და მიხარია რომ მივაკითხე იოგის ფედერაციას. ყველანაირ ზურგის და წელის ტკივილს დაივიწყებთ ვარჯიშის დროს, ეს არის საუკეთესო რელაქსი ორსულთათვის, გარდა იმისა რომ მშობიარობის პროცესი უფრო გამიიოლა, მთელი კურსის მანძილზე თავს ვგრძნობდი საოცრად ენერგიულად. არ შემიძლია ჩვენს ინსტრუქტორ ნინოზეც არ ვთქვა ორო სიტყვა, გარდა იმისა რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მისი სიმშვიდე განსაკუთრებით სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდიდა ვარჯიშის პროცესს. წარმატებები იოგის ფედერაციას <3 მოკლე დროში აუცილებლად გავაგრძელებ სიარულს <3