წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
თათული ხვედელიძე
გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!
მარიამ მერებაშვილი
„მიყვარს ეს ადგილი და მიყვარს ყველა ის შეგრძნება და ბენეფიტი რასაც აქ ვიღებ 🔆🤍 ორსულობის დროს განსაკუთრებით, ვთვლი, რომ იოგა საუკეთესო გადაწყვეტილებაა 🙌🏽 იმის გარდა რომ სტრესს მიხსნის და გუნება-განწყობას საოცრად მიმაღლებს ვარჯიში, ყველა იმ დისკომფორტსაც მიხსნის რაც ორსულობას ახლავს ხოლმე თან. რამდენიმე გაკვეთილმა ჩემ სუპერ ინსტრუქტორ იზასთან ხერხემლის და წელის ტკივილი გამიქრო 🙌🏽💗 ზუსტად იმ აქცენტებს აკეთებს რა საჭიროებებიც გამაჩნია და ეს დიდი კომფორტია ინსტრუქტორისგან 🌟 პლუს მთელი ორსულობის მანძილზე მოქნილობას არ ვკარგავ 🤸🏾♀️💚 და მშობიარობის პროცესიც და შემდგომ ფორმაში მალევე ჩადგომაც ბევრად მარტივდება იოგას პრაქტიკით 👌🏽 ამიტომ დიდ რეკომენდაციას ვუწევ ყველა ორსულს (და არაორსულსაც) „იოგას სახლის“ არჩევაში“. 🔆
ანანო გურჩიანი
ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა!
მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო.
ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა).
მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
ანა ქორიძე
ძალიან სასიამოვნო და ეფექტური ორსულთა იოგის კურსი უსაყვარლეს იზასთან ❤️
ნატალი ფონჯავიძე
ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლს და განსაკუთრებით იზას მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდამ პოზიტივით სავსე განწყობოსთვის, დადებითი მუხტისთვის რაც ყოველი ვიზიტის დროს იგრძნობოდა. ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ, თუმცა საკმაოდ დიდი ცვლილება განვიცადე ამ რამოდენიმე თვეში ❤️
სოფიო სილაგაძე
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინსტრუქტორს ნინო იაშვილს, რომელმაც იმ პერიოდის განმავლობაში რაც დავდივარ შემაყვარა იოგა, ვაპირებ მუდმივ რეჟიმში ვიარო თქვენთან და შესამისად ჩემი ცხორების წესად ვაქციო/ 😊