ღონისძიებები
7 სექტემბერს იოგას სახლში გაიმართება წვეულება!
ფედერაცია
Артур Ернджакян понедельник, 26 мая, 16:13 Армянские и грузинские йоги планируют провести международный фестиваль йоги в Батуми в августе этого года. Идея организации этого мероприятия была обсуждена на днях в ходе встречи в Грузии представителей двух федераций. Вице-президент Федерации йоги Армении Грант Дандуров сообщил корреспонденту АрмИнфо во время поездки в Грузию, что это будет первое подобное мероприятие, которое намерены провести федерации двух стран. Планируется, что в нем примут участие грузинские, армянские, турецкие и русские йоги для общения, обмена опытом, проведения совместных занятий и просто отдыха на берегу моря. "Йога всегда была без границ, это общечеловеческое достояние и каждый берет из нее то, что ему нужно. С развитием информационных технологий она стала активно развиваться как в Армении так и в Грузии", - сказал Дандуров. По его словам, с президентом Национальной федерации йоги Грузии Георгием Бердзенишвили он познакомился по социальной сети Facebook и, в результате общения, появилась идея реальной встречи и налаживания сотрудничества. 25-го мая Дандуров организовал первую рабочую встречу в Грузии армянских и грузинских йогов. Представители Армении посетили грузинский город влюбленных Сигнахи в Кахетии, а на следующий день в Тбилиси в офисе Национальной федерации йоги Грузии состоялись практические занятия и демонстрация. Грузины продемонстрировали довольно зрелищные элементы нового направления - акройоги, которая является высшей ступенью парной йоги и насыщена элементами акробатики. По словам Дандурова, в Армении акройогой практически никто пока не занимается, но в сотрудничестве с грузинскими коллегами эта практика будет развиваться. Президент Национальной федерации йоги Грузии Георгий Бердзенишвили в беседе с корреспондентом АрмИнфо сообщил, что фестиваль, впрочем, и как и любые другие совместные мероприятия проводятся с целью популяризации йоги. "Это была наша первая встреча, мы начинам сотрудничать. Считаю, что сотрудничество будет полезным и к нам присоединятя другие",-сказал он. По словам Бердзенишвили, впервые в Грузии планируется провести международный фестиваль йоги. В Грузии за последние годы йога стала очень популярной. Он отметил, что это очень рациональное решение для современного человека, который решил укрепить свое тело, дух или мысль. На вопрос корреспондента, не противоречит ли йога религии, особенно по части медитации, Бердзенишвили сказал:- "Религия это чисто индивидуальное восприятие человека, мы к этому не ведем, мы не проповедуем религию, мы проповедуем свободу, здравый смысл и здоровый образ жизни".
ფედერაცია
საფრანგეთში, პარიზში, გაიმართა 25-ე მსოფლიო ჩემპიონატი იოგა სპორტში, რომელშიც საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბერძენიშვილმა წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა პროფესიონალებს შორის. 26-ე მსოფლიო ჩემპიონატს, ინდოეთი მასპინძლობს. ყოველწლიურად ინდოთში ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც დაახლოებით 2000 ადამიანი მონაწილეობს, გამარჯვებული კი, მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე (ისევე, როგორც მოხდა წელს). იოგას სპორტს ინდოეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებით არის უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ინდოეთში ამ პროცესებს ინდოეთის იოგას ფედერაცია ხელმძღვანელობს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს იოგას ფედერაციასთან და მას საქართველოში ერთადერთ წარმომადგენლობით სტრუქტურად აღიარებს. ინდოეთში იოგა სპორტს დიდი ტრადიცია აქვს. იოგას ლეგენდა - ბალ მუკუნდ სინგჰი დღემდე სიამაყით იხსენებს, როგორ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 80-იან წლებში, არგენტინაში, პუენოს-აირესში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იოგა სპორტი, დღესდღეობით, საერთაშორისო მოვლენაა. ამის ნათელი მაგალითია, სხვა ქვეყნების წარმატება მსგავს ტურნირებზე, თუნდაც ჩვენი.
ფედერაცია
საერთაშორისო იოგას ფედერაცია, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა, ის, აერთიანებს, იოგას ყველა ღირებული ტრადიციის სწავლებას, მათ მრავალფეროვნებას და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს, როგორც ჰარმონიულ და ერთიან პრაქტიკას. მისი მისიაა, წარუძღვეს იოგას მსოფლიო საზოგადოებას (მასში გაწევრებულ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ პირებს), დაამკვიდროს სტანდარტები, მოახდინოს მათი ინტეგრაცია, უზრუნველყოს რესურსებით და ხელი შეუწყოს იოგას სწავლების გავრცელებას. საერთაშორისო იოგას ფედერაცია (IYF) არის უდიდესი იოგა-ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში და ღიაა ყველა იოგისა და იოგა-ორგანიზაციისათვის. 1987 წლიდან ის, ამკვიდრებს ძირითად სტანდარტებს იოგას მასწავლებლებისთვის. საქართველოს იოგას ფედერაცია, საერთაშორისო იოგას ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი და წარმომადგენელია.
ჯანმრთელობა
წლების მანძილზე ვებრძოდი ჭარბ წონას. რა სახის დიეტისთვის, შიმშილობისთვის, ვარჯიშისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, მასაჟებისთვის არ მიმიმართავს. მყისიერი შედეგი ყველგან და ყოველთვის იყო, ზოგან - უკეთესი, ზოგან - უარესი, მაგრამ გრძელვადიანი შედეგი მუდამ ერთი იყო - წონა ისევ უკან ბრუნდებოდა, და ხშირ შემთხვევაში გაორმაგებულიც. დაახლოებით 8 თვის წინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა შემეცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემს წონასთან. ან საბოლოოდ შევგუებოდი მას, ან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამომეცხადებინა. ამისათვის უნდა მეპოვა ისეთი მეთოდი, რომელიც არც ჩემს საკმაოდ დაძაბულ და გრძელ სამუშაო გრაფიკს შეუქმნიდა პრობლემას და არც ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედებდა უარყოფითად. გადავწყვიტე იოგასთვის მიმემართა და იოგას სახლს ვესტუმრე. ვარჯიშებთან ერთად მივიღე ძალიან სასარგებლო რჩევები ჩემი იოგას მასწავლებლისგან. მისგან გავიგე კვების რეჟიმის აუცილებლობის, განცალკევებული კვების სასიკეთო თვისებების, წყლის მიღების თავისებურებებისა და კალოერიების სიტემის შესახებ. ეს ინფორმაცია აგრეთვე დევს ვებ-გვერდზე www.yoga.ge. აგრეთვე სხვა საიტებზეც მოვიძიე დამატებით ინფორმაცია. ეს ყველაფერი შევაჯერე, და შევიმუშავე ჩემთვის მისაღები პრინციპი, რომელსაც ვიყენებ უკვე 7 თვეა და შედეგად 34 კილოგრამით შევმსუბუქდი. ჩემს იდეალურ წონაზე ვარ. რაც ეხება მეთოდს ეს არ არის დიეტა, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც პირველ ეტაპზე დაგეხმარება წონის დაგდებაში და შემდგომ მის მუდმივ შენარჩუნებაში. მთავარი კითხვა: რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი წუთიერი სიამოვნება გემრიელი საჭმლით, თუ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელობის გზაზე? წონას ინარჩუნებს მხოლოდ ის ორგანიზმი, რომელიც ზუსტად იმდენ ენერგიას ხარჯავს, რამდენ ენეგეტიკულ ღირებულებასაც იღებს საკვებიდან. შესაბამისად წონის დაგდების სურვილის შემთხვევაში უნდა მიიღო იმაზე ნაკლები ენერგია ვიდრე ხარჯავ. ენერგეტიკული ღირებულება გამოიხატება კალორიებში. ამიტომ წონის კორექციის პირველ ეტაპებზე მნიშვნელოვანია კალორიების დათვლა (კალორიების ცხრილი არის მბულში. თუ რომელიმე პროდუქტის კალორიულობა არ არის მითითებული ამ ცხრილში, მოიძიე ინტერნეტში), ჩვენ უნდა შევუქმნათ კალორიების დეფიციტი ორგანიზმს, ანუ მივიღოთ იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები კალორია, ვიდრე ჩვენი ორგანიზმი არის მიჩვეული. მაგრამ კალორიებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანაირ პროდუქტს, იქნება ეს ხილი თუ ბოსტნეული, გააჩნია უნარი ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ცხიმების წვას ორგანიზმში, ამიტომ კალორიებთან ერთად იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა სახის საკვებს ვიღებთ მათი ცხიმთან დამოკიდებულების გათვალისწინებით. პროდუქტების დაყოფა მათი ცხიმების წვასთან მიმართებაში ზოგი პროდუქტი აძლიერებს ცხიმების წვას და მათი მიღებისას შეგვიძლია მხოლოდ კალორიულობა გავითვალისწინოთ. მაგალითად: ხილი ბოსტნეული მწვანე ვაშლი კომბოსტო ანანასი ყვავილოვანი კომბოსტო ნიახური ნიახურის ძირები ისპანახი მომჟავო ხილი იმბირი (ჯინჯერი) ***ცოცხალი სახით მიღებული ეს პროდუქტი ორმაგად უფრო გააძლიერებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს (გადამუშავების უნარს). ** ხილის წვენის შესახებ: ხილის მიღება ყოველთვის სჯობს არა წვენის სახით, არამედ ცოცხლად, კანიანად და დაუჭრელად. ამისათვის რამდენიმე საფუძველი არსებობს: წვენში არ არის უჯრედისი ნაწილაკები, რომელიბიც ეხმარება ორგანიზმს დაძლიოს ცხიმი; ყველა დანის მიკარებაზე ხილის და ბოსტნეულის ის ადგილები, რომელსაც რკინა მოხვდა თითმის 50%-ით კარგავს თავის პირვანდელ საკვებ ღირებულებას; კანში და კანთან ახლოს მდებარეობს ყველაზე მეტი ვიტამინი და უჯრედისი ფენა. * თუ მაინცდამაინც ფრეში გინდა რომ დალიო, მოითხოვე გაუწურავი ფრეში, ხილის ჩენჩოც (პულპ) რომ იყოს ჩატოვებული. დაბალკალორიული პროდუქტები, რომლებიც მხოლოდ კალორიულობით შეგვიძლია განვსაზღვროთ და მივიღოთ. მაგალითად: ხილი ბოსტნეული გარგარი სოკო ფორთოხალი ბადრიჯანი ვაშლი ბროკოლი ატამი მწვანე ბულგარული წიწაკა ქლიავი ხახვი ალუბალი კიტრი მარწყვი პომიდორი ჟოლო სალათის ფურცლები გრეიფრუტი ნიორი ალუჩა ბოლოკი მსხალი მწვავე ლობიო სხვა კენკროვანი ხილი პრასი ჭარხლის ფოთოლი ფხალი მაღალკალორიული პროდუქტი, რომლებიც ასევე მხოლოდ კალორიულობით შეგვიძლია განვსაზღვროთ და მივიღოთ, განეკუთვნებიან ცილების კატეგორიას: თხილეული (100 გრამში ~ 700 კალორიაა, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი პროდუქტია) მჭლე ხორცეული მწვადის უქონო ნაჭრები (იმიტომ რომ მისი შეწვის დროს არ გამოიყენება ცხიმი) ქათამი კანის გარეშე კვერცხი ყველეული თევზეული (ცხიმიანი თევზის გარდა) ხაჭო (უცხიმო) არა ცილების კატეგორია: მაწონი (სოფლის არა, მაღაზიის დაბალ ცხიმიანი) ჰერკულესი წიწიბურა ბრინჯი ჭვავის პური (თუ მაინცდამაინც მოგინდება პური) იოგურტი თაფლი პროდუქტების დაყოფა მცირე დოზებით მისაღებ და მიუღებელ საკვებად: კატეგორიულად არ იკრძალება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოერიდო ბოსტნეულს კარტოფილი სტაფილო ჭარხალი ნებისმიერი სახის ფქვილეული მაკარონი სიმინდი ჩირები ხმელი ლობიო ყაბაყი გოგრა ხილს (ზოგადად ტკბილ ხილს) ლეღვი ყურძენი თუთა ბალი ბანანი საზამთრო კივი მანგო კატეგორიულად იკრძალება მაიონეზი კონსერვირებული პროდუქტები ღორის ხორცი ვიჩინები სოსისები და ძეხვეული შებოლილი ხორცეული უხვმარილიანი პროდუქტი, რომელიც უზომო რაოდენობით წყალს მიგაღებინებს კარაქი მარგარინი და ზეთები (ზეითუნის ზეთის გარდა) ცხიმიანი თევზი (სათალი, ორაგული..) ლუდი!!! დაივიწყე ლუდის არსებობა!!!! ტკბილი ღვინოები შამპანიური ლიქიორები ტკბილი ჩიფსები მარიალიანი თხილი (ცოცხალი მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში დიდი ხნით) პოპკორნი გაზიანი ტკბილი და მინერალური სასმელები (პირდაპირ მიმართულია ცხიმების კარგად შენახვაზე) ხილის წვენები დაფასოებული (არ აქვს მნიშვნელობა რა აწერია ყუთს და რამდენად ძვირადღირებულია!! ) სასარგებლო რჩევები: ** იფიქრე იმაზე, რომ ასეთი მიდგომა შენი კვების მიმართ წონის დაკლებაზე კი არ არის კონცენტრირებული, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე და ჯანმრთელი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რისი შედეგიც აუცილებლად წონის კლება იქნება! ** არ აიწონო ყოველ დღე!!! მხოლოდ კვირაში ერთხელ. წონის პატარა + - ცვლილებამ შეიძლება უფრო დაგძაბოს. მოეშვი. კვირაში ერთხელ ნახავ რომ წარმატება გაქვს! ** არ მიიღო არანაირი საკვები საღამოს 6 საათის შემდეგ, თუ შეძლებ 4-5 საათის შემდეგ; ** არ მიიღო არანაირი ხილი 4-5 საათის შემდეგ; ** ყოველდღიურად შემწვარ-მოხრაკულის მაგივრად ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის და მოხარშული ხორცეულის მიღება სჯობს; ** გრილზე და მწვადის შეწვის მეთოდით, უცხიმოდ, შემწვარი ყველაფერი შეიძლება, გარდა კატეგორიულად აკრძალული პროდუქტების; ** ეცადე საკვები არ იყოს ძალიან მრავალფეროვანი ერთ მიღებაზე. მაგალითად თუ ჭამ თევზს, აღარ შეჭამო ხორცი იმავე სადილის დროს. ** რაც უფრო კალორიული და ცხიმიანია საკვები მით უფრო ადრე უნდა მიიღო ის დღის განმავლობაში! ეს არის ოქროს წესი! საღამოს საათებში ყველაზე ოპტიმალურია ცილების მიღება. ** ეცადე, რაც შეიძლება ცოტა მარილი მიიღო, არ ჭამო ძალიან მლაშე ყველი და თევზი. ** დილა დაიწყე ხილით. უმჯობესია ერთი სახის ხილი ჭამო ერთ ჭამაზე, და არა მაგალითად ხილის სალათი. თუმცა დილით მაინც აიტანს ორგანიზმი J ; ** კიდევ ერთი ოქროს წესი: ჭამე ხილი საკვების მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე, და არავითარ შემთხვევაში არ დააყოლო “დესერტად” ხილი საჭმელს. Mმხოლოდ ჭამის დასრულებიდან 2 საათის მერე მიიღე ხილი; ** ზუსტად იგივე წესი მოქმედებს წყალზე. ძალიან ცუდია წყლის დალევა საკვების მიღებისას; სხვა შემთხვევაში დალიე მაშინ როცა გწყურია, და არ არის აუცილებელი 2 ლიტრით გამოჭყეპვა, ეგ არის სისულელე!!! საკვებში საკმარისზე მეტი წყალი შედის! ** კარგია წყლის დალევა დილით უზმოზე; არ დალიო გაყინული, მაცივრის წყალი!!! სტრესში აგდებს ორგანიზმს, და დიდხანს ვეღარ მოდის აზრზე, ამიტომ ყველა სხვა პროცესი ნელდება. ** თუ ძალიან მოგინდა ტკბილი, იყიდე მოხალული თხილი ან ნუში და თაფლთან ერთად ჭამე, გექნება გოზინაყი წლის ნებისმიერ დროს. თხილი სჯობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნიგოზში უფრო მეტი კალორიაა და მეტი ცხიმი; მაგრამ ნუ მიეძალები თაფლს გახსოვდეს, რომ ერთ ჩაის კოვზში 61 კალორიაა და ცხიმებთან მიმართებაში მაღალი ინდექსი 90 აქვს! მაგრამ რადგან ორგანულია, მაიც ნებისმიერ სხვა ტკბილეულს ჯობია! ** ტკბილეული რომ ერთიდაიგივე არ იყოს ყოველთვის, ჩაანაცვლე თხილი თაფლიანი ხაჭოთი; ** დაწვი მაქსიმალური რაოდენობის კალორია დღეში, ლიფტის მაგივრად ჩადი და ადი ფეხით, ივარჯიშე, იარე. პატარა ცვლილებაც კი კარგია საწყის ეტაპზე; ** სუფრასთან: - ეცადე ჩამოყალიბდე რის მიღებას აპრებ. თუ იღებ თევზეულს, ნუ მიეძალები ასევე ხორცეულს, შემოიფარგლე თევზით, ბოსტნეულით. - ღვინო თუ უნდა დალიო, დალიე მშრალი ღვინო, მაგრამ უმჯობესია არაყი. თუკი რაიმე სახის ალკოჰოლი უნდა მიიღო, ისევ არაყი ჯობია. - თუ მაინც ჭამე ის “რაც არ უნდა გეჭამა”, ეცადე 3 საათი მაინც არ დაიძინო და მაქსიმალურად იმოძრავო, იმის მაგივრად, რომ ტელევიზორის წინ წამოწვე და ჩაგთვლიმოს J ეცადე მეორე დღეს გააკეთო განტვირთვის დღე მაწვნით, ვაშლით ან გამოხდილი წყლით; ** კალორიების დათვლა: აირჩიე რა წონაზე გინდა დახვიდე, გაამრავლე 2-ზე და დაუმატე ერთი ნული. ეს იქნება შენი დღიური კალორიების ნორმა. არ არის აუცილებელი თავიდანვე საბოლოო წონის შესაბამისი კალორიების ნორმა მიიღო. შეიძლება და უმჯობესიც არის ეს ეტაპობრივად გააკეთო, მიაღწევ სასურველ წონას და შემდეგ ახალი მიზანი დაისახო, კალორიების ახალი, უფრო შემცირებული ნორმით. ** არაფერი არ გააკეთო ძალით!! თუ არ გინდა რაღაცის გაკეთება, ვარჯიშია ეს თუ წყლის დალევა, ნუ გააკეთებ!! თუ მაინცდამაინც მოგინდა “ის რაც არ შეიძლება” არ დაიტანჯო თავი! შეჭამე, ოღონდ ცოტა. რამდენი ნერვიც უნდა მოგიკვდეს თავშეკავების დროს (სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, როცა უყურებ რაღაცას რაც გინდა და არ ჭამ, იმიტომ რომ არ შეიძლება!!!! კვდება უამრავი ნერვული უჯრედი, რომელიც აღარ აღდგება!!) არ ღირს იმ 1 კილოგრამად, რომელიც შეიძლება მოიმატო. მაგ 1 კილოგრამს მოგვიანებით მიხედე, ვარჯიშზე! მოუსმინე შენს ორგანიზმს! ამას არ ვხუმრობ, და ნელ-ნელა ნახავ თვითონ . ჭამე ის, რასაც მოგთხოვს ორგანიზმი, თვალი კი არა, ორგანიზმი. პირველი კვება დღის ადრე საათებში: ხილი მეორე კვება შუადღისას: ბოსტნეული (შეიძლება მაღალინდექსიანი ბოსტნეულიც კალორიების გათვალისწინებით) და ცილები მესამე კვება შუადღის შემდეგ 4-6 საათებში: მინიმალურად ბოსტნეული და მაქსიმალურად ცილები თუ 6-ის მერე მოგიწევს ჭამა, სასურველია მხოლოდ ცილები მიიღო (ყველი, ქათმის ხორცი, მჭლე საქონლის ხორცი, კვერცხი, ხაჭო...)
ფედერაცია
საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გიორგი ბერძენიშვილს ბატონო გიორგი, მოხარული ვიქნებით(საერთაშორისო იოგა სპორტის ფედერაცია), თუ მე-11 იოგა ასანა სპორტის საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ლოს-ანჟელესში 2013-ში, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია მიიღებს მონაწილეობას და წარმოადგენს საქართველოს იოგა სპორტის ნაკრებ გუნდს. გიწვევთ მონაწილეობისა და სპორტული სულისკვეთების წარმოჩენისათვის. ველით თქვენს დადებით გამოხმაურებას. უმანგ დაონ (საერთაშორისო იოგა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის - ქალბატონი რაჯაშრი ჩაუდჰარის სახელით) Mr. George Berdzenishvili, President, Georgian National Yoga Federation, In reference to said subject matter, its matter of Pleasure for us (On Behalf of President - IYSF), to Invite Georgian National Yoga Federation to Represent Team of Georgian Yoga Sports at 11th International Yoga Asana Championship 2013 to be held at Los Angeles USA. We Invite your Active participation and Representation with Spirit of Sports. Waiting for your positive Response. Umang Dawn (On Behalf of, Mrs. Rajashree Choudhary, President - IYSF)
მასმედია
საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია გიორგი ბერძენიშვილი გთავაზობთ ფრაგმენტებს გადაცემიდან ვახო სანაიას "რეპორტაჟი"
ფედერაცია
საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია - ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელმაც გაიარა YTTC-100; -200; - 500 სტანდარტის (საერთაშორისო სტანდარტის იოგას ინსტრუქტორთა კურსი) სერტიფიკაცია და რეგისტრირებულია Yoga Alliance International Worldwide (საერთაშორისო იოგა ალიანსი), European Union of Yoga Association (ევრობული კავშირი იოგას ასოციაციების) და International Yoga Federation (საერთაშორისო იოგას ფედერაციაში), რაც იძლევა საშუალებას კურსის დამთავრების შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი გამოცდის გარეშე მიიღოთ მსოფლიოში ამ უდიდესი იოგა ორგანიზაციების დიპლომი. საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია, რომელიც 2009 წლის 07 სექტემბერს დაფუძნდა, არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომლის მიზანს წარმოადგენს: იოგას სიღრმისეული შესწავლა; „იოგას დეკოლონიზაცია" (გათავისუფლება სრულიად ზედმეტი მარწუხებისგან, რაც იოგას ვიწრო კულტურულ ბადეში ტოვებს); იოგას სწავლება და ხელშეწყობა პრაქტიკული ათვისების მიზნით: ა) სამოყვარულო დონე; ბ) პროფესიული დონე. საერთაშორისო კავშირების გაძლიერება. ფედერაციის წესდება წევრები
მასმედია
სტუმრები: საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი ბერძენიშვილი; ფედერაციის ინსტრუქტორები: ირინა ბუჯიაშვილი და იაკობ გოგოტიშვილი; ფედერაციის წევრები: ნეკა ბაღდავაძე, ნინო გოგოლაძე, თათია გელანტია, ქეთი ბეროშვილი, თათია თვალაძე. წამყვანები: სესილი ბოჭოიძე, ლევან ხურცია, სალომე დავითაშვილი. თემა: იოგას ფედერაციის საქმიანობა; იოგა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი. სვამი დჰირენდრა ბრაჰმაჩარი არის მაჰარიში კარტიკეის მოწაფე. ამ უკანასკნელმა იოგა ჰიმალაიში შეისწავლა და ჰყავდა ბევრი მოწაფე. დჰირენდრამ მე მასწავლა, მე შენ გასწავლი და ამგვარად ხდება ტრადიციის ფორმირება, ჩამოყალიბება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მივლენ სასწავლებელში, რაღაცას ასწავლიან და ამგვარად გახდებიან გურუები. არამც და არა!! მხოლოდ მაშინ, თუ შენ მიიღებ რაღაც ტრადიციას, რაღაც ძველებურ სისტემას, შესძლებ რაღაცას მიაღწიო. ამგვარად გექნება შენი მაწავლებლის ენერგია და შესაძლებლობა ასწავლო ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი - განუსაზღვრელი დროით. შენ თუ მიაქციე ყურადღება პლიაჟზე იოგების ჯგუფს რომელიღაც ქალის ხელმძღვანელობით. ისინი უსუსურად და გაუგებრად ვარჯიშობდნენ ნახევარი საათის განმავლობაში და ასე დაასრულეს. შეკითხვა: ვინ ასწავლის მათ? საერთოდ, მე სხვა ტრადიციებს გაგებით ვეკიდები, მაგრამ ვცდილობ შევინარჩუნო მხოლოდ ჩვენი ტრადიცია. მინდა ვაჩვენო ამ ტრადიციისადმი სწორი მიდგომა, თუ რა სარგებლის მომტანია იგი და რით განსხვავდება სხვისგან (ამ დროს მოვიდა ოფიციანდი და იკითხა: -„თქვენ დაასრულეთ, შეიძლება ავალაგო?“ ამაზე გურუჯიმ უპასუხა: -„დიახ დავამთავრეთ, ყველაფერი დასრულდება. ოდესღაც ყველაფერი სრულდება და პირველ რიგში ეს მოუვა თქვენს სხეულს. ასე რომ დატკბი, დატკბი ყველაფრით, რაც არის ბუნებაში, შენს ბუნებაში, ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე, თუ რა მოხდება ხვალ. დატკბი!!!“). - რით განსხვავდება დჰირენრა ბრაჰმაჩარის სისტემა ანალოგიური სისტემებისგან? - ეს გახლავთ ძალიან ლამაზი, კლასიკური იოგა, ძლიერი ასანების დიდი რაოდენობით. მის უნიკალურ თავისებურებას შეადგენს სუკშმა - ვიაიამას კომპლექსი. „სუკშმა“ - მიშნავს ძალიან უბრალოს, ფაქიზს, „ვია იამა“ - კი ნიშნავს ვარჯიშს. ბევრი ადამიანი, გარკვეულ ასანებს მოთელვის გარეშე იწყებს. ზოგი - პრანაიამით იწყებს, ზოგი - შავასანებით, ზოგიც - სურია - ნამასკარით, მაგრამ, დჰირენდრა ბრაჰმაჩარი ამბობდა - არა. თუ ძლიერი სხეული გაქვს, შეგიძლია დაიწყო ისე, როგორც გსურს, მაგრამ თუ კი სხეული ჯერ კიდევ სუსტია და არ არის მომძლავრებული რთული ფორმების შესასრულებლად, საჭიროა ვარჯიშში ფრთხილად და ნელა შესვლა სუკშმა ვიაიამის მეშვეობით, რომელიც იწყება ყურებით, თვალებით, თავით, კისრით და ა.შ. შენ ჯერ ახდენ ნერვული სისტემის აქტივაციას, შემდეგ თანდათან ახურებ ნაწილ-ნაწილ მთელ სხეულს. ამის შემდეგ, როდესაც გადახვალ ასანებზე, იგრძნობ თუ როგორ გახურდა და აქტიური გახდა შენი სხეული. თუ შენ მოხვედი გაკვეთილზე და თავს გრძნობ სუსტად, ძნელად თუ წარმოგიდგენია, როგორ გააკეთო დგომის პოზები და ბალანსები. სუკშმა-ვიაიამის შემდეგ ყოველივე ეს მარტივად გესახება. რაც შეეხება ასანების სიტუაციებს, აქ ყველაფერი ტრადიციულად ხდება. ამ სისტემაში ზოგიერთი ასანა (პადმასანა, სიდჰასანა) გამოიყენება მედიტაციისათვის, ზოგს გააჩნია თერაპიული ეფექტი, ზოგი კი - ძლიერი და ენერგიის მომგვრელია. ამ სისტემაში, როგორც აღინიშნა, გამოიყენება ძალიან ბევრი სხვადასხვა ასანა. მათ შესახებ მოთხრობილია იოგა შასტრებში. - დჰირანდრის წიგნებში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა სხვადასხვა კრიების გაკეთება, მაგალითად კიჩალი, კუნჯალა და სხვა. ტრადიციის ყველა მიმდევრისთვის არის ეს აუცილებელი? - ეს სასურველია, ჯანმრთელობისა და განწმენდისთვის ძალიან კარგია, მაგრამ უმეტესად გამოიყენება თერაპიისათვის და არ მიიჩნევა პრაქტიკის აუცილებელ ნაწილად. თუ თქვენ არ გაწუხებთ რაიმე პრობლემა, შეგიძლიათ არ გააკეთოთ ისეთი კრიები, როგორიცაა ძაფით გაწმენდა და ენის ჩაჭრა. - გამიგია, რომ თქვენს ინსტიტუტში არის სამხედროთა მომზადების სპეციალური კლასები. გთხოვთ, გვიამბოთ მათ შესახებ. - ჩემი ინსტიტუტი დაინტერესებულია საზოგადოებაში იოგას დანერგვით, რათა საზოგადოება გახდეს უფრო ჰარმონიული და ჯანმრთელი. ჩვენი სამხედროები მოშორებულნი არიან თავიანთ ოჯახებს, აქვთ მძიმე დღის წესრიგი და მათი გონება მეტად აფორიაქებულია. ამის გამო, ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა მათი დახმარებისათვის დაენერგათ იოგა. ვთვლით, რომ იოგას შეუძლია ჩვენი არმია გახადოს უფრო ძლიერი. პირველადი ექსპერიმენტები ამ მხრივ, ჩატარდა 60 სამხედროზე, რამაც დადებითი შედეგი მოგვცა. ამის შემდეგ, დაიწყეს ინსტიტუტში სამხედროების მიწვევა. 4-6 თვიანი იოგა კურსის შემდეგ მათგან იბარებენ გამოცდებს და მათ ეძლევათ შესაბამისი სერთიფიკატი. დროთა განმავლობაში, ჩვენი ინსტიტუტი აწყობს ტრეინინგებს ექიმებისთვისაც. ჩვენი მასწავლებლები მუშაობენ საადმყოფოებში და ეხმარებიან პაციენტებს გამოჯანმრთელებაში, ზოგჯერ ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც მედიცინა უძლურია. - მოგვითხრეთ თქვენი ოჯახის შესახებ. - ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს - ინდოეთში ეს ძალიან პოპულარულია. მე მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი მუშაობს სამედიცინო ქარხანაში, მეორე - არმიაში. ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი და შვილიშვილი ცხოვრობენ ჩემთან დელიში. მე მყავს კიდევ ორი ძმა, ერთი ცხოვრობს ვარანასში, სადაც ასწავლის იოგას, ხოლო მეორე ძმა - კითხულობს ლექციებს. მათ ორ-ორი ვაჟი ჰყავთ. მამაჩემიც მათთან ცხოვრობს. მე მყავს ასევე ორი და, რომელთა ვაჟებიც იოგას სფეროში მუშაობენ. არცერთი მათგანი არ არის დჰირენდრა ბრაჰმაჩარის ტრადიციის გამგრძელებელი. - თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან გიყვართ უმცროსი შვილიშვილი - ჩოტო. - დიახ, ის ჩემი დიდი იმედია. ჩემი ვაჟი არც ისე დაინტერესებულია იოგათი. ის ვარჯიშობს, მაგრამ არ სურს მასწავლებლობა, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი საქმის გამგრძელებელი იქნება ჩემი საოცარი შვილიშვილი - ჩოტო. ის ჯერ 3 წლისაა, მაგრამ ძალიან უყვარს სხვადასხვა ასანის კეთება. როგორც მე ვხედავ, ჩემი თვისებები მას გადაეცემა. ვფიქრობ, როცა ის გაიზრდება გახდება იოგას მასწავლებელი. - როგორია თქვენი მეუღლის დამოკიდებულება იოგასადმი? - იგი არ გამოხატავს თავის აზრს, არ მზღუდავს არაფერში. ინდოელი ქალები ძალზე ლოიალურები არიან თავიანთი ქმრების მიმართ და სჯერათ მათი. იგი ჩემით ამაყობს, რადგან მე პოპულარული იოგა-მასწავლებელი ვარ. ის ხედავს, თუ როგორ მაფასებენ და მას უხარია ჩემი ყველა წარმატება. - თქვენი ოჯახი რომელ რელიგიას მისდევს? - ჩვენ მივეკუთვნებით რაჯპუტებს. ჩვენი კულტურის შესაბამისად, უნდა დავქორწინდეთ მხოლოდ ჩვენივე რელიგიისა და კასტის ადამიანებზე. ჩვენ გვწამს ბევრი ღმერთის - ვიშნუსი, კრიშნასი, ბუდასი. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერია ღმერთი. რა საკვირველია, ყველაზე მეტად პატივს შივას მივაგებთ. ინდუიზმში იგი ძალზე პოპულარულია, რადგან მას დიდი ძალა გააჩნია და აქვს მესამე თვალი. ინდოეთში ბევრი ეთაყვანება მას და უშენებენ ტაძრებს. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა ვიწამოთ მარტო შივა, ვიშნუ, რამა ან კრიშნა. ჩვენ გვწამს ყველასი. ჩვენი დიდი თაყვანისცემა მრავალი ღმერთისადმი ყველგანაა შესამჩნევი - სახლებში, აეროპორტებში, ქუჩებში. - გურუჯი, როგორია თქვენი უახლოესი და სამომავლო გეგმები? - მე ისეთივე ოცნებები მაქვს, როგორც ჩემს გურუს - იოგას პოპულარიზაცია ინდოეთსა და მთელს ინდოეთში. მას სურდა ესწავლებინა ყველასთვის - ღარიბებისთვის, მდიდრებისთივს, ავადმყოფებისთვის, ჯანმრთელებისთვის. როცა პენსიაზე გავალ, გვინდა ჩემი აშრამის გახსნა, სადაც შეეძლება ნებისმიერი ოჯახის, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს მოსვლა. მე მინდა, რომ ამ აშრამში იოგა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. იქ ვარჯიში უნდა შეძლონ ღარიბებმაც. თუ ეს შევძელი, მე მოვახდენ ჩემი ყველა ჩანაფიქრის რეალიზებას. მე ძალიან მომწონს ერთ ისტორია. ერთი ინდოელი გოგონა იყო ინვალიდი, მას არ ქონდა ხელის მტევანი და ამასთან, ისეთი ღარიბი იყო, რომ არ შეეძლო სკოლაში სწავლაც. მან გადაწყვიტა და ობამასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა თუ როგორ სურდა კარგი განათლების მიღება. ობამამ, საპასუხო წერილით დახმარება აღუთქვა გოგონას და კითხვით მიმართა თუ რამდენი თანხა სჭირდებოდა სწავლის მისაღებად. ამაზე გოგონამ უპასუხა: „მე ფული არ მჭირდება, მე უბრალოდ მინდა ცოდნის მიღება, მომეცით მე სწავლის საშუალება, რითაც ბედნიერი გავხდები“. - როგორ გესმით თავისუფლება? - თავისუფლება - ეს არის სისტემა იმისა, თუ როგორ გრძნობ თავს ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად. თუ ჩემი აზროვნების დონე მაღალია, მე თავისუფალი ვარ. თავისუფლება არის სამყაროს ყველა ქმნილებაში. ამასთან, ადამიანური თავისუფლება ეს არის დისციპლინა. მაგალითად, ადამიანის გონებას მიაჩნია, რომ თავისუფალია და თავს უფელბას აძლევს დალიოს, მოწიოს და ნარკოტიკი მიიღოს. ამგვარად, იყენებ, რა „თავისუფლებას“, აკეთებ ყველაფერ ამას. ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი,რომ შენი გონება არ არის თავისუფალი, რომ გონება ცდება, რომ მასზეა დაკიდებული არასწორ გაგებათა ბადე. თავისუფლება დისციპლინაშია. იგი გამოიხატება, როდესაც თავისულებას აძლევ მეუღლეს, ქმარს. თუ შენ მუდმივად აკონტროლებ მეუღლეს, ადევნებ თვალყურს, რომ დროზე მოვიდეს სახლში და ა.შ. შენ არ ხარ თავისუფალი. - როგორია თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია? - საჭიროა ადამიანებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ქვეყნისთვის რაღაც კარგის კეთება, რომ ადამიანებმა ეს დაიმახსოვრონ. თუ შენ ადამიანებისთვის არაფერს აკეთებ - შენ არ ცხოვრობ. თუ შენ იოგას მასწავლებელი ხარ - შენ შეგიძლია ყველასათვის, სტატუსის მიუხედავად, გააკეთო რაღაც სასარგებლო, იმიტომ რომ, იოგა ყველასათვის არსებობს. უბრალოდ, მათ ჩუქნი ჯანმრთელობას. ჩემი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი ცხოვრება მივუძღვნა სხვა ადამიანებს. ყველას სურს იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. ადამიანები მიისწაფვიან ფულისკენ. ბევრს გააჩნია ფული, მაგრამ არ არიან ბედნიერები, ჯანმრთელები, მათ არ უყვართ თავიანთი ოჯახები და ვერც ვერაფერს აკეთებენ მათთვის. რას გააკეთებ შენ შენი ფულით, თუ შენი ცნობიერება სუსტია, თუ შენ არ ხარ ბედნიერი და ხარ დეპრესიაში? - ვერაფერს. ბჰაგავაგიტაში საუბარია ცხოვრებაში გასათვალისწინებელ ოთხ პირობაზე. პირველი - ეს არის საკვები. იგი უნდა იყოს მარგებელი და სუფთა. მეორე - თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი ცხოვრება, თქვენ უნდა გიყვარდეთ თითოეული მოქმედება, რომელსაც ასრულებთ. გიყვარდეთ წიგნების კითხვა, ტელევიზორის ყურება, სეირნობა, ცეკვა და ა.შ. ეს იმის გამო, რომ თქვენი სხეული სავსეა ენერგიით. გამოიყენეთ იგი. შეგიძლიათ ცეკვა - იცეკვეთ. გამოიყენეთ მთელი ენრეგია, რომ ცეკვა იყოს ნამდვილად ლამაზი. თუ თქვენ ავად ხართ, თქვენ არ იცეკვებთ. თუ თქვენ ცეკვავთ - ესეიგი ჯანმრთელი ხართ. დატკბი! დატკბი და გიხაროდეს ყველაფრის. ბევრ ადამიანს აღიზიანებს ის რაც მათ გარშემოა. ზოგჯერ მათ არ მოწონთ თავიანთი სამუშაო, ზოგჯერ - მუსიკა რომელსაც უსმენენ, ზოგჯერ - სუნი, ზოგჯერ - მათი გარემომცველი ადამიანები. ისინი ხშირად გაურბიან ამ ყოველივეს, დალევენ ჭიქა ღვინოს და იძინებენ. ნუ გაურბიხარ ცხოვრებას, მიიღე იგი და დატკბი! მესამე მნიშვნელოვანი პირობა არის სამუშაო. შეასრულე შენი სამუშაო კარგად, სადაც არ უნდა იყო. იმუშავე სხვების კეთიდღეობისათვის და შენი საქმე აკეთე კეთილსინდისიერად. მეოთხე პირობა - იძინე ღამით, დაიცავი დღის რეჟიმი, დროზე დაწექი და დროზე ადექი. დღის რეჟიმის დარღვევა იწვევს სხეულის რღვევას. თუ შენ არ ვარჯიშობ იოგას, მაგრამ ამ ოთხივე პირობას იცავ, იოგა ავტომატურად შემოდის შენს ცხოვრებაში. არჯუნამ ჰკითხა კრიშნას თუ რას წარმოადგენდა იოგა. მან მიუგო: „მითხარი როგორ უნდა ისაუბრო, იმოძრაო და იფიქრო მართებულად“. კრიშნამ ურჩია მას ამ ოთხი პირობის შესრულება და უთხრა, რომ მეტი არაფერია საჭირო იმისათვის რომ გახდე იოგა. - რა რჩევას მისცემდით რუს იოგებს? - მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყველაზე მთავარია ჯანმრთელობა. თქვენ მუშაობთ, კითხულობთ, მოგზაურობთ - ეს კარგია. მაგრამ, თუ არ გაქვთ ჯანმრთელობა ყველაფერი ინგრევა. თუ თქვენ ბევრი ფული გაქვთ და არ გაქვთ ჯანმრთელობა, თუნდაც მენტალური - ყველაფერი იშლება. ჩემი რჩევა ამგვარი იქნება. სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ გჯეროდეთ იოგასი. შეასრულეთ ასანები, განახორციელეთ ასანები, განამტკიცეთ თქვენი სხეული და სული და ამგვარად თქვენ გახდებით საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეთ საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს. ნუ მიეჩვევით მავნე ჩვევებს, იყავით მათზე სუფთები. მუდამ გახსოვდეთ თქვენი მენტალური განვითარების შესახებ. თუ თქვენ უბრალოდ სპორტულ დარბაზში დადიხართ, ამით თქვენი სხეული გახდება ძლიერი, მაგრამ არა თქვენი ცნობიერება. ნუ გახდები მაიკლ ტაისონი, იგი სუპერმენია, მაგრამ მისი ცნობიერება არაა დაბალანსებული. ივარჯიშეთ იოგა, რომ თქვენი სხეული და ცნობიერება დაბალანსდეს და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - დატკბით! ესაუბრებოდა ოლგა გრიშკოვა

© 2016 იოგას ფედერაცია