იოგას აკადემია

იოგას ინსტრუქტორთა კურსი

სიღრმისეული პროგრამა მათთვის, ვისაც სურს იოგას სწავლება, პირადი პრაქტიკის გაღრმავება და თანამედროვე ანატომიისა და ტრადიციული ცოდნის გაერთიანება.

იოგას ინსტრუქტორთა კურსი

იოგას 6 თვიანი სრული კურსი (TTC 200 Hours)

'იოგას აკადემია' არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამზადებს იოგას ინსტრუქტორებს თანამედროვე იოგა-ანატომიის და ტრადიციული სწავლების საფუძვლების მიხედვით, შესაბამისი ლიტერატურით ქართულ ენაზე, თეორიული და პრაქტიკული განხორციელებისთვის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედი ინსტრუქტორების დიდ უმრავლესობას გავლილი აქვს სწორედ ეს კურსი (TTC200) (თუმცა, არსებობს შემდეგი საფეხურებიც TTC300 და TTC500).

ჩვენ მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ვრცლად

კურსის ავტორი და ხელმძღვანელი — გიორგი ბერძენიშვილი

გიორგი ბერძენიშვილი არის იოგას მასწავლებელი, ფილოსოფიის მაგისტრი, ინდური ფილოსოფიის მკვლევარი და მთარგმნელი.

იოგით იგი 14 წლის ასაკში დაინტერესდა. ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გასაღრმავებლად იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სწავლობდა იოგას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მასწავლებლებთან. მის გამორჩეულ მასწავლებლებს შორის არიან მანჯუ პატაბჰი ჯოისი და დევიდ სვენსონი.

2006 წლიდან გიორგი ბერძენიშვილი საქართველოში ასწავლის იოგას და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა თაობის პრაქტიკოსებსა და მომავალ ინსტრუქტორებს უზიარებს.

2009 წელს იგი გახდა საქართველოს იოგას ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2010 წელს კი დააფუძნა საქართველოში იოგას პირველი სპეციალიზებული ცენტრი — „იოგას სახლი“, რომელიც დღეს რამდენიმე ფილიალს აერთიანებს.

წლების განმავლობაში გიორგი ბერძენიშვილმა მოამზადა მრავალი იოგას ინსტრუქტორი, რომლებიც მუშაობენ როგორც „იოგას სახლში“, ისე საქართველოს სხვა იოგას ცენტრებში, ფიტნესკლუბებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში.

2020 წელს მან შექმნა იოგას ინსტრუქტორთა მომზადების განახლებული და ერთიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად არის აგებული და იოგას პრაქტიკულ, თეორიულ და სამეცნიერო მიმართულებებს აერთიანებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად დისციპლინებს:

  • ასანა;
  • პრანაიამა;
  • მედიტაცია;
  • ანატომია;
  • ფიზიოლოგია;
  • ბიომექანიკა;
  • იოგას ისტორია;
  • ეთიკა;
  • ფილოსოფია;
  • სწავლების მეთოდოლოგია.

გიორგი ბერძენიშვილის აკადემიური ინტერესების ძირითადი სფეროებია ინდური ფილოსოფია, იოგას ისტორია და ფილოსოფია, სანქჰიასა და იოგას სისტემები და მათი ინტერპრეტაცია დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში.

მისი სამაგისტრო კვლევა ჰეგელის მიერ ინდური ფილოსოფიის ინტერპრეტაციასა და სანქჰიას პრობლემატიკას ეძღვნება.

გიორგი ბერძენიშვილი არის იოგასა და ინდურ ფილოსოფიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ტექსტების ქართული თარგმანების ავტორი. მის თარგმანებს შორისაა:

  • „იოგასუტრა“;
  • „ჰათჰაიოგაპრადიპიკა“;
  • „იოგა-მალა“;
  • „იოგას ანატომია“.

იგი ასევე არის ბუდიზმისა და ინდური რელიგიების ცნობილი ამერიკელი მკვლევრის, დონალდ ს. ლოპესის ბუდისტურ მედიტაციასთან დაკავშირებული ტექსტების ქართული მთარგმნელი. კრებული, სახელწოდებით „ბუდისტური მედიტაცია“.

კურსდამთავრებულები

რას ამბობენ TTC კურსზე

ვიდეო ისტორიები და ტექსტური გამოხმაურებები სტუდენტებისგან, რომლებმაც კურსი უკვე გაიარეს.

ვიდეო კომენტარები

ძველი ვიდეოები ერთ სუფთა ბლოკში

პირველი ვიდეო

საწყისი YouTube ვიდეო, რომელიც ადრე გვერდის ზედა ნაწილში იყო.

TTC ვიდეო

კურსის ძველი ვიდეო ცალკე ვიდეო კომენტარების ბლოკში.

TTC გამოცდილება

ვიდეო კომენტარი კურსის შესახებ.

კურსდამთავრებულის შეფასება

სტუდენტის გამოცდილება და შთაბეჭდილება.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ვიდეო გამოხმაურება

Facebook ვიდეო კომენტარი.

ტექსტური კომენტარები

ნაპოვნია 55

ვერა სხირტლაძე

დადასტურებული მოსწავლე

?თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! ? თავიდან მეშინოდა, რომ გამო...

სრულად ნახვა

ნინო ბარბაქაძე

დადასტურებული მოსწავლე

თითქმის 2 წელი ველოდებოდი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებობას. ბედნიერი ვარ, რომ გავხდი პროგრამის მონაწილე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა იოგას სახლს და გიორგი ბერძენიშვილს.გიორგისგან და იოგასგან მხოლოდ საინტერესოს და სასარგებლოს ველოდები, მაგრამ კურსის შინაარსმა გადააჭარბა სასიამ...

სრულად ნახვა

ნინო გიგუაშვილი

დადასტურებული მოსწავლე

არ შეიძლება იოგაზე დადიოდე და ვერ ხედავდე განსხვავებას იოგამდელ და იოგას შემდეგ ცხოვრებას შორის. ჩემს შემთხვევაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა 1 წლის წინ "იოგას სახლის" შეღებული კარი... ესაა ადგილი განვითარებისთვის, ინსპირაციისთვის, დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შენს ფიზიკურ თუ სულიერ სამყაროში და უბრალოდ კარგად ყოფნისთვის. "იოგა...

სრულად ნახვა

ანასტასია მჟავია

დადასტურებული მოსწავლე

საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასა...

სრულად ნახვა

ნელი სააკიანი

დადასტურებული მოსწავლე

როცა პირველად მომიწია ფიდბეკის მიცემა, თუ რამდენად მომწონს ის რაც დავიწყე, ვუპასუხე, რომ თავს ვგრძნობ სასწაულ პლანეტაზე, და ვცდილობ იმ უცხო, მაგრამ სასწაულად ლამაზი ენის შესწავლას, რომელზეც იქ საუბრობენ . ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი თქვენთან! ამ კურსის განმავლობაში მე სასწაულად განვითარდი როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერ...

სრულად ნახვა

თეა ცინცაძე

დადასტურებული მოსწავლე

ნამასკარ ? მე და იოგა უკვე მეორე ათწლეულია რაც ვმეგობრობთ და მთელი ამ დროის განმავლობაში რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი,მით მეტის გაგებისა და შეცნობის სურვილი მკლავდა - აი მიზეზი,რისთვისაც მივმართე იოგას ფედერაციას და დავრეგისტრირდი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ბ-ნ გ.ბერძენიშვილს,ვისი პროფ...

სრულად ნახვა

თეა გვიმრაძე

დადასტურებული მოსწავლე

მე ხერხემლის პრობლემები მქონდა , ვიყავი საოპერაციო,თითქმის პარალიზებული მარჯვენა მხარეს,მე იოგით ვარ დღეს ჯანმრთელი და ბედნიერი,დავამთავრე ამის შემდეგ თქვენი კურსი მე-7 ნაკადზე ვიყავი,კი გამიჭირდა ჯანმრთელი გოგონების გვერდით ვარჯიში ,მაგრამ მე ეს შევძელი ?და თქვენი სწავლების შემდეგ ვცდილობ სხვების დახმარებას, გადაურჩნე...

სრულად ნახვა