ბუდისტური მედიტაცია კონტექსტში — დონალდ ს. ლოპესი, წიგნის ყდა
მარაგშია
გაზიარება:
იოგას აკადემიის გამოცემა

ბუდისტური მედიტაცია კონტექსტში

ავტორი: დონალდ ს. ლოპესი

25
თარგმანი და წინასიტყვაობა გიორგი ბერძენიშვილი
რედაქტორი მარიამ ხოხონიშვილი
გამომცემელი იოგას აკადემია
ორიგინალის ენა ინგლისური
ფორმატი A5
გვერდები 200

წიგნის ანოტაცია

დონალდ ს. ლოპესის წიგნი „ბუდისტური მედიტაცია კონტექსტში“ მკითხველს ბუდისტური მედიტაციის ისტორიულ, რელიგიურ და ინტელექტუალურ საფუძვლებს აცნობს. ავტორი მედიტაციას განიხილავს არა როგორც კულტურული გარემოსგან მოწყვეტილ უნივერსალურ ტექნიკას, არამედ როგორც სხვადასხვა ბუდისტურ ტრადიციაში ჩამოყალიბებულ პრაქტიკათა კომპლექსს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოძღვრებებთან, ეთიკურ მოთხოვნებთან და გათავისუფლების განსხვავებულ მოდელებთან.

წიგნი შესაძლებლობას იძლევა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბუდისტური მედიტაციის ისტორიულად დასაბუთებული ფორმები და თანამედროვე კულტურაში გავრცელებული ინტერპრეტაციები, რომლებიც ხშირად ბუდისტურ პრაქტიკებს მათი თავდაპირველი კონტექსტისგან განცალკევებით წარმოაჩენს. მედიტაციასთან ერთად განხილულია ბუდიზმის შესახებ გავრცელებული მცდარი წარმოდგენები და ის ინტელექტუალური პროცესები, რომელთა შედეგადაც დასავლურ სამყაროში შეიქმნა „ბუდისტური მედიტაციის“ თანამედროვე სახე.

ქართული გამოცემა შევსებულია მთარგმნელის წინასიტყვაობითა და განმარტებითი კომენტარებით, რომლებიც მკითხველს ეხმარება ტექსტში გამოყენებული ძირითადი ბუდისტური ცნებების, სკოლებისა და ისტორიული გარემოებების გაგებაში. ამიტომ წიგნი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბუდისტური მედიტაციის კვლევის შესავალი, ასევე ბუდიზმის ისტორიისა და ფილოსოფიის ზოგადი გზამკვლევი.

გამოცემას ერთვის ავტორის, პროფესორ დონალდ ს. ლოპესის, სპეციალური მიმართვა ქართველი მკითხველისადმი. წიგნის თარგმნასა და გამოცემაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სრული პრეზენტაცია ჟურნალში

ონლაინ შეძენა

25 / ცალი

არ ხართ რეგისტრირებული? გაიარეთ რეგისტრაცია

მიწოდების ხერხი
ჯამი (წიგნი + მიწოდება) 25 ₾
უსაფრთხო გადახდა VISA mastercard
გამოხმაურებები

რას წერენ მკითხველები

მადლობა გიორგი ბერძენიშვილს შრომისა და საკუთარი წვლილისთვის.
მოზარდობის რთულ წლებში ნამდვილი საყრდენი იყო ჩემთვის ბუდიზმი და აღმოსავლური ფილოსოფია ჩემს მასწავლებელთან ერთად აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, რომლის მადლიერიც მთელი ცხოვრება ვიქნები. მაშინაც, როგორც დღეს ამ ურთულეს სისტემებში ძნელი იყო ნამდვილი ავტორების გარჩევა შარლატანებისა და სექტანტებისაგან.
მადლობა გიორგი ბერძენიშვილს კიდევ ერთხელ.

გიგა მამინაშვილი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსი. პარიზის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის („Espace Analytique de Paris“) წევრი

დიდი ინტერესით წავიკითხე ეს წიგნი, რომელიც შესრულებულია შინაარსობრივად და ენობრივად გამართული ქართულით, რისთვისაც ვმადლობთ მთარგმნელს - გიორგი ბერძენიშვილს.
ეს არის საინტერესო და საჭირო წიგნი. ერთი მხრივ, ცდილობს გააშუქოს ბუდიზმთან , განსაკუთრებით მედიტაციასთან დაკავშირებული თემები ისე, როგორც იგი ესმით თავად ამ სწავლების მიმდევრებს და გაფანტოს ის არა სწორი ინტერპრეტაციები,რაც აღმოცენდება, როცა მედიტაციას იმ მსოფლმხედველობრივი კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხალავენ, სადაც ის გაჩნდა და მეორე მხრივ, საჭირო წიგნია, რადგან ცდილობს შეავსოს ის უდიდესი დეფიციტი, რაც დაკავშირებულია ბუდისტური ან ბუდიზმის შესახებ ქართულად ლიტერატურის არ არსებობსთან.
არადა, როგორ შეიძლება ქართულად არ არსებობდეს ლიტერატურა ასეთი თითქმის მეზობლად არსებული უდიდესი კულტურისა და მსოფლმხედველობის შესახებ?!

გიორგი ფანცულაია ლექტორი, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი

მიწოდება და საკურიერო

თბილისი 5 ₾ მიწოდება — შემდეგი სამუშაო დღე
რეგიონები 10 ₾ მიწოდება — 3-4 სამუშაო დღე
  • საკურიერო თანხა ონლაინ გადახდისას ემატება წიგნის ღირებულებას.
  • გადახდის შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მისამართის დასაზუსტებლად.
ადგილზე გატანა — უფასო იოგას აკადემია. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №51