Our Group

მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 176 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

365 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი
ეფექტი
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ხერხემალი
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ONLINE CLASS
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
ფილოსოფია
ორსულთა იოგა
დეპრესია
სქოლიოზი
სახსრები
მარიამ ხელაძე
თავის ტკივილები
კმაყოფილება
თამარ მიდელაური
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
თამთა კამლაძე
ნინა ორჯონიკიძე
ხატია ნაჭყებია
თეო გაბეჩავა
ელისაბედ რურუა
ისე მომწონს თქვენთან,საოცარი გარემოა სიმშვიდე,მეგონა ვერ შევძლებდი,წარმოუდგენლად მიმაჩნდა მევლო იოგაზე, რატომღაც🤷🏻‍♀️ვცდებოდი აშკარად😊თქვენი დამსახურებაა რომ სიხარულით მოვიჩქარი თქვენსკენ,კვირაში სამჯერ დავდიოდი და მეოთხე დღეც დავიმატე😇🙆‍♀️აღარც წელი მტკივა,სწორედ ამ მიზეზით მოვედი თქვენთან,კიდეკაი თორე ვერ აღმოგაჩენდით😀🙈მადლობა სულიერი სიმშვიდისთვის❤️
სულიერი სიმშვიდე

ანა ყაველაშვილი
კარგი და სასიამოვნო , პროფისიანალების გუნდი და გარემო. პირადად ჩემთვის კომფორტული პირობები და ვარჯიშების კომპლექსი ( წელის, თავის და სახსრების ტკივილები) . აგრეთვე ემოციური ბალანსი, სულიერი სიმშვიდე. ჯერ ჯერობით პროცესში ღრმა ჩართულობა არ მაქვს , მაგრამ მომავალში სურვილი მაქვს შევისწავლო და შევირგო როგორც ფილოსოფია, მედიტაცია ასევე საჭირო კვება და დიეტა. დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს ამ შრომისთვის და საუკეთესო გუნდის და გარემოს შქმნაში.
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
სახსრები
თავის ტკივილები
თამარ მიდელაური
თამთა კამლაძე

ნინი გოგოძე
ბედნიერი ვარ, რომ 7 თვის წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს პატარა ქალაქ ფოთში, ყველაზე მყუდრო და ნათელი კარი შევაღე, სადაც სულ ღიმილიანი გოგონები მხვდებიან. მადლობა მინდა გადავუხადო მარიკა გაბელიას, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ამ პატარა ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. იოგას საშუალებით თითქმის სრულად დავამარცხე მუდმივი თავის ტკივილები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ცხოვრება გახდა ბევრად უფრო საინტერესო, ფერადი და მშვენიერი. მადლიერების გრძნობა გამიჩნდა სამყაროსადმი, იმ მიზეზთა გამო, რასაც ადრე საერთოდ არ ვამჩნევდი. არვიცი რამდენად სრულფასოვანი იქნება ჩემი კვალი ამ უდიდეს თავგადასავალში, თუმცა ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. მადლობა მარის, იმისთვის, რომ ყოველი პრაქტიკის შემდეგ იმაზე უკეთესი გამოვდივარ, ვიდრე ვიყავი ❤️
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
იოგას სახლი

ნატალი ფონჯავიძე
ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლს და განსაკუთრებით იზას მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუდამ პოზიტივით სავსე განწყობოსთვის, დადებითი მუხტისთვის რაც ყოველი ვიზიტის დროს იგრძნობოდა. ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ, თუმცა საკმაოდ დიდი ცვლილება განვიცადე ამ რამოდენიმე თვეში ❤️
იზა ვაშაკიძე
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი

ხატია ცხვედაძე
მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩემი არ არის, იოგა მომწონს და უფრო ხალისით დავდივარ. ძალიან მომწონს ინსტრუქტორები, თამარა არის ჩემი აღმოჩენა , საოცარი გოგოა და მასთან ერთად ვარჯიში არ მეზარება.
თამარ მიდელაური

ხატია ვასაძე
ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აშთანგა იოგას კურსით. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, საუკეთესო სავარჯიშო გარემო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი უმაგრეს და უმაღლესი პროფესიონალიზმის მქონე ტრენერს, ბატონ გიორგის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისთვის
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი
კმაყოფილება

თამარ გვაგვალია
იოგა არის ცხოვრების სტილი, ჩვენი და თქვენი სწორი არჩევანი. ყოველი ვარჯიში სხეულის შეცნობის ხელოვნებაა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საკუთარ თავს აჩუქო 💙
გიორგი ბერძენიშვილი
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი
თავის ტკივილები
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური

ნონა გიგაური
უდიდესი განტვირთვაა თქვენთან სიარული..თითქმის ყველა ინსტრუქტორთან მომიწია შეხვედრა და ყველა ერთმანეთზე უკეთესია❤️

თათული ხვედელიძე
გამარჯობა, დავდიოდი ორსულებისთვის იოგაზე მარიამთან და იზასთან. ეს იყო ერთერთი საუკეთესო და სასიამოვნო გამოცდილება ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში. გარდა ფიზიკური სიმსუბუქისა, ჩემთვის იოგას სახლში მისვლა განტვირთვასა და სულიერ სიმშვიდესთანაც ასოცირდებოდა. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის!
გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
მარიამ ხელაძე

ქეთი დადიანი
გამარჯობა გიორგი, ძალიან, ძალიან გამიხარდა თქვენი ერთად დანახვა 😊 პოდკასტს მოვუსმინე თავიდან-ბოლომდე, ძალიან საინტერესო იყო, ბევრ თემას შეეხეთ. მეც თქვენს აკადემიაში იოსების რჩევით მოვედი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ მისი. და შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა იოგას პრაქტიკამ. ვაგრძელებ აქაც ჰოლანდიაში. მხოლოდ თქვენნაირი დახვეწილი აკადემია ჯერ ვერ ვიპოვე და სახლში ვვარჯიშობ. ვისურვებდი გააგრძელოთ თქვენ და იოსებმა თანამშრომლობა, ძალიან კარგ შედეგი გექნებათ. წარმატებები თქვენ სიყვარულით ქეთი
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი

ანუკი გაბინაშვილი
უდიდესი განტვირთვაა თქვენთან სიარული.🫶🏻

ეკატერინე ჯაგოდნიშვილი
პირველად ვცადე ამ ტიპის ვარჯიში, არ მეგონა თუ ასე მალე ვიგრძნობდი შედეგს. არაჩვეულებრივი, თავის საქმის პროფესიონალი და უბრალოდ უსაყვარლესი ადამიანის თეო გაბეჩავას დახმარებით შეუძლებელი შევძელი. მანამდე წარმოუდგენელი იყო ამ პოზების შესრულება, რასაც დღეს თავისუფლად ვაკეთებ და რაც მთავარია ეს ყველაფერი აისახება, როგორც სხეულზე, ისე ჩემს ემოციურ მდგომარებოზეც. ყოველ გაკვეთილზე უფროდაუფრო დიდ შედეგს ვიღებ.
თეო გაბეჩავა

მაია ბოლქვაძე
ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ იოგას ცენტრით. პირველ რიგში ძალიან კარგი გარემოა დიდუბის ფილიალში. დავდიოდი 3 სხვადასხვა ინსტრუქტორთან, და სამივეს რეკომენდაციას ვუწევ.
გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური
კმაყოფილება

მარიამ თოქმაზიშვილი
იოგას აკადემიაში გავიარე ინსტრუქტორის საბაზისო კურსი 2024 წლის ივნისში. კურსის მთელი პერიოდი იყო ერთგვარი მოგზაურობა თვითშემეცნების კუთხით. ამ მოგზაურობაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა პირველმა Yoga Guru-მ, გიორგი ბერძენიშვილმა, რომელმაც მომცა შეუდარებელი მაგალითი სიმშვიდის, შინაგანი წონასწორობის, თვით ჩაღრმავებისა და ცოდნის გაზიარების. იოგას ფილოსოფიასთან დაახლოებამ მაზიარა თვითწვდომის, საკუთარი შინაგანი "მეს" მოსმენის ბედნიერებას. მახსენდება ერთი კითხვა, რომელიც დამისვა ჩემმა ახლო მეგობარმა "რაზე ფიქრობ იოგას ასანების კეთების დროსო"? პასუხი: "თითქოს ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე". ვკონცენტრირდები საკუთარ თავზე, ვეძიებ საყრდენს ჩემში. ვცდილობ მოვუსმინო სხეულს და გავაცნობიერო თუ რას გავდივარ თითოეული პოზის შესრულების დროს. ეს ურთულესი პროცესია და ამავე დროს დამამშვიდებელი". იოგას სახლის შეუდარებელი გუნდი არის მაგალითი პროფესიონალიზმის, ადამიანურობის, სიკეთისა და სიყვარულის. ჩემი დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ. თქვენ აკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე გვასწავლით თუ როგორ დავეუფლოთ იოგას სხვადასხვა პოზებს. თქვენ გვასწავლით ჰუმანურობას და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ.

თამუნა ბეჟანიძე
მოგესალმებით ❤️ ძალიან მიხარია, რომ ვარ იოგა აკადემიის 200 საათიანი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების მე-11 კურსის კურსდამთავრებული სტუდენტი 🌱 ბოლო სამი თვე და მასთან დაკავშირებული ყველა ემოცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის სივრცე,რომელიც გაძლევს იმ ცოდნას და პრაქტიკას, რაც სჭირდება ყველა იოგას ინსტრუქტორს და ასევე ნებისმიერ იოგას პრაქტიკოსს - ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის 🌱 ძალიან დიდი სიყვარული,შრომა და ცოდნა დევს კურსში - ერთი დიდი ბედნიერებაა აქ ყოფნა ❤️ მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ამ სივრცის შექმნისთვის და გაზიარებისთვის ❤️ ასევე დიდი მადლობა იოგას სახლის თითოეულ წევრს ❤️

ნათია გულისაშვილი
იოგას აკდემიაში გავიარე იოგას ინსტრუქტორთა კურსი, თავად ფიტნეს ტრენერი ვარ და კიდევ უფრო ღრმად მინდოდა ამ სფეროს შესწავლა და ახალი მიმართულებითაც განვითარება. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, სასიამოვნო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი. იმაზე მეტად ღრმა ცოდნა შევიძინე ანატომიაში, ვიდრე იქამდე მქონდა, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. გამოცდები იყო საკმაოდ რთული, რის გამოც, ცხადია, ბევრი ვიშრომეთ და ვიმეცადინეთ, ამიტომ ძალიან ვაფასებ აქ მოპოვებულ იოგას ინსტრუქტორის სერტიფიკატს. ძალიან მადლიეირ ვარ გიორგის და იოგას სახლის ყველა თანამშრომლის, ვუსურვებ წარმატებას და ამ კურსს ყველასთან გულწრფელად დიდი სიამოვნებით გავუწევს რეკომენდაციას ❤️ კურსზე განსაკუთრებით მომეწონა მეცნიერული მიდგომები. თანამედროვე სამყაროში იოგას ძალიან ბევრი სტერეოტიპი და არარეალური მისტიფიკაციური საბურველი ახლავს, იოგაზე ტყუილებით დაწყებული, ასტროლოგიითა და ეზოთერიკით დასრულებული, მიხარია, რომ ფსევდომეცნიერეზე მითები გავფანტეთ და რაც ვისწავლეთ, ყველაფერი რაციონალურობასთან ძალიან ახლოს და ისტორიულად სწორ ფაქტებზე იყო დაფუძნებული ❤️

ნათია დავითაშვილი
რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, 3 თვეში სრულყოფილად შეიმეცნო იოგა, მაგრამ გიორგი ბერძენიშვილს ნამდვილად შეუძლია ამ პერიოდში ცოდნის გასაღებების დასტა გადმოგცეს, იმიტომ, რომ ეს კურსი არის სრულფასოვანი, თანმიმდევრული და მოსწავლისთვის ძალიან გასაგებად შედგენილი. აქ გარდა იოგას ჰუმანიტარული (ისტორია, ეთიკა), ტექნიკური და პროფესიული უნარებისა ვსწავლობთ იოგა ანატომიას, რაც განაპირობებს იმას, რომ სწორად ვარჯიშს ვიწყებთ პირველ რიგში თავად და მერე შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ სხვასაც ვასწავლოთ. შრომა, მოთმინება და დიდი სიყვარული, რაც გიორგი მასწავლებელმა ჩადო ამ კურსში პირდაპირ აისახა მის დახვეწილ და ხარისხიან გაკვეთილებზე 🤍 ცალკე მინდა გამოვყო ნინა ორჯონიკიძე, რომელმაც ერთ დროს თავადაც ეს კურსი გაიარა და დღეს ის არის ისეთი ინსტრუქტორი, რომელსაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო ! გარდა იმისა, რომ აქვს ძლიერი საბაზისო ცოდნა, ეს არის პროფესიონალი, რომელიც არასდროს არ წყვეტს განვითარებას და აქვს დისციპლინის ისეთი ხარისხი, რომ აუცილებლად შთაგაგონებს. გარდა ინდივიდუალური გაკვეთილებისა, საშუალება მქონდა დავსწრებოდი მის ონლაინ ჯგუფურ გაკვეთილებს, რომლებიც ხარისხიანი, დინამიური და გააზრებული თანმიმდევრობითაა გამორჩეული. ნინას აქვს ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუდენტთან. კურსი ონლაინ გავიარე, მაგრამ იმდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ ამდენი შრომისთვის და მოთმინებისთვის მადლიერების გრძნობით ვარ სავსე. და ახლა იწყება უფრო საინტერესო ცხოვრება ...🧚🏽‍♀️
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
ONLINE CLASS
მარიამ ხელაძე
ნინა ორჯონიკიძე

თამთა კამლაძე
3 თვიანი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსის გავლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ძალიან დიდ თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებლასთან ერთად, მივიღე უზომოდ ბევრი დადებითი ემოცია, რომელიც თან გამყვება, მთელი ცხოვრება🫶🏻 მადლობა, იოგას სახლის დამფუძნებელს, გიორგი ბერძენიშვილს, ადამიანს, რომელმაც გვაზიარა ნამდვილ იოგას პრაქტიკას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეთიკასა და ანატომიას. ეს არის კურსი, რომელიც უნდა გაიაროს ყველამ, ვისაც სურს, საკუთარ თავსა და ცხოვრებაში დიდი, გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა🤍 მადლობა, რომ არსებობთ🤍
თამთა კამლაძე

ეკა გოგია
🧘‍♀️იოგას ინსტრუქტურთა კურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა, ყველასთვის ვისაც სურს, სამი თვის შემდეგ "შეხვდეს" საკუთარი თავის მრავალმხრივ გაუმჯობესებულ ვერსიას. თეორულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, იძენ სიმშვიდეს,თავდაჯერებულობას, ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს. ეს არის კურსი რომელიც ყველაზე მაღალ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს🥰. იოგას სახლში არაჩვეულებრივი გარემოა, პროფესიონალი და ძალიან მეგობრული ინსტრუქტორები და რა თქმა უნდა, კურსის ხელმძღვანელი- გიორგი ბერძენიშვილი, რომელთანაც ნებისმიერ კომუნიკაციას აქვს შემეცნებითი და თერაპიული ხასიათი. მუდამ მადლიერი ვიქნები ამ გამოცდილებისთვის 🧘‍♀️❤️

მარიამ გურაბანიძე
სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი გუნდი, ადგილი, სადაც იპოვი სიმშვიდეს, იზრუნებ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მადლობა საუკეთესო გამოცდილებისთვის❤️
ნინა ორჯონიკიძე
იოგას ფედერაცია
თამთა კამლაძე

ლანა გიორგაძე
კურსის სილაბუსს რომ გაეცნობი უკვე მის მრავალფეროვნებაზე წარმოდგენა გექმნება, თუმცა რეალურად როცა დაიწყებ ხვდები რომ იმაზე მეტის სწავლა და აღმოჩენა შეგიძლია ვიდრე წარმოგედგინა. როდესაც იოგა ანატომიას სწავლობ სწორი აქცენტებით და შედარებებით უფრო მარტივია მისი გაგება და არც ტერმინები დაგაბნევს, მითუმეტეს თუ მანამდე შეხება საერთოდ არ გქონია. თავიდან მაინტერესებდა, მხოლოდ, ასანის სწორად შესრულება და იმის გაგება თუ რომელი კუნთი როდის უნდა გამომეყენებინა. მაგრამ როცა ისტორიას, იოგა ეთიკას, გავეცანი რაღაც ინსაითი მქონდა, რომელიც თითქოს უფრო კარგად დამეხმარა იმის გააზრებაში თუ რას ვაკეთებდი. იოგას რომ ერთხელ ცდი, შემდეგ უეჭველად შენი ყოველდღიურობას ნაწილი ხდება, თავს კარგად გრძნობ, ძლიერდები, უკეთესად შეგიძლია კონცენტრირება და შენი ხმის მოსმენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც სწორი ინსტრუქტორის და ადამიანის შერჩევაა, რომელიც მიგნებებში დაგეხმარება და ინდივიდუალური განვითარების საშუალებას მოგცემს (მადლობა გიორგის!). მოკლედ, მთელი მოგზაურობაა იოგა თავისთავად, ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია companyს სწორად შერჩევა 🧡
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
კონცენტრირების უნარი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
კმაყოფილება

ნინო ქელდიშვილი
ძალიან სასიამოვნო გარემო. ვგრძნობ ნელნელა როგორ მეხმარება ვარჯიშები განწყობის ამაღლებასა და ფიზიკურ მხნეობაში. მადლობაა ❤️
გიორგი ბერძენიშვილი
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
მარიამ ხელაძე
კმაყოფილება

მაიკო ჟორჟოლიანი
star star star star star
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვხვდები და ვგრძნობ ნელნელა, მაგრამ მაინც, როგორ ვითარდება ჩემი სხეული და როგორ სწავლობს ბალანსის დაჭერას ჩემი გონება )) მარიამი არის კიდევ ყველაზე გულისხმიერი ტრენერი დედამიწის ზურგზე )) სულ ცოტა იმიტომ, რომ ბოლომდე ცდილობს ჩემს დროსა და ენერგიას მოარგოს ვარჯიშის ტემპი ))

მაია კახიძე
გამარჯობა,მიხარია რომ დავიწყე იოგაზე სიარული,დღის განწყობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად,ჩემი ინსტრუქტორი გადასარევი გოგოა,და რაც მთავარია მტკიოდა მუხლის სახსარი რომლესაც ორი წელია ვებრძვი,როფორც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამიარა სახსრის ყრუ ტკივილებმა,მადლობა თქვენ🌼💛
სახსრები
ხატია ნაჭყებია

მაკო კალანდაძე
დიდუბის ფილიალში დავდივარ და უსაყვარლესები ხართ♥️ მიყვარს თქვენთან ყოფნა ვგრძნობ როგორ ხდება ჩემი სხეული დღითი დღე უფრო ჯანსაღი 😍🙏🏼
დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური

თეონა ჯიშიაშვილი
იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
მარიამ ხელაძე

ნინო საბაშვილი
ძალიან მიყვარს იოგას სახლი🫶🏼 თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია🫶🏼 ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება🙏🫶🏼 სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს🫶🏼💫
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
კმაყოფილება

მაკა გორდელაძე
ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან👏💕დიდი მადლობა!💕
გარემო
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ეფექტი
მარიამ ხელაძე
კმაყოფილება

ნინო გადილია
თითქმის ერთი წელია, რაც იოგას სახლი ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ განსაკუთრებული და შეუცვლელი გარემოა. ვარჯიში მოიცავს აშთანგა იოგას თანმიმდევრულ, სისტემურ სწავლებას, რომელშიც ჩართულია ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშები, რაც უზრუნველყოფს სხეულის და გონების სიჯანსაღეს, დისციპლინას, თვითშეფასების ამაღლებას, სულიერ სიმშვიდეს და მუდმივ განვითარებას. ჩემი რეკომენდაცია იოგას სახლს, ჩემს უსაყვარლეს და საუკეთესო მწვრთნელს ნინო მეტრეველს და რათქმაუნდა გიორგი ბერძენიშვილს.

ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინდოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების,, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკური ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთ გაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაწყებინა ვარჯიში, როცა ჩემი პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა, არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წინასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!

ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკურუ ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელუც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთგაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაეყებინა ვარჯიში, როცა ჩემუ პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წუნასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვი პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველუ გაკვეთილუს შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
მარიამ ხელაძე

ირმა ხარებავა
წლები გადის, ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იზასთან ერთად იწყება იოგას სახლში. მერე უკვე ხანგრძლივი და სტრესული სამუშაო დღეც აღარ ჩანს ისე საშიში :) ბონუსად ოქროს გოგოები, სალონური საუბრები, ცოტაც ფიტნესი და პარასკევის ჩაი, მეტი რა შეიძლება ინატრო! Iza is kiling it <3

ალექსანდრა მაჭავარიანი
გამარჯობა. დიდუბის ფილიალში დავდივარ, ქ-ნ ვერასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორჯერ დავდიოდი, ახლა 1 კვირიანი აბონემენტი დავამატე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ კვირაში 3-ჯერ. იოგას თითოეულ ვარჯიშს მოაქვს მხნეობა, სულიერი სიმშვიდე, ფიზიკური გაჯანსაღება და ამას ყოველი მომდევნო დღის შემდეგ სულ უფრო ნათლად ვგრძნობ. დარბაზი ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის სუფთაა და არაჩვეულებრივი გარემოა, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეუცვლელ პროფესიონალ, ვერა სხირტლაძეს მიუძღვის.
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
კმაყოფილება

ირინა კაპანაძე
სუპერ ინსტრუქტორები(ნინო მეტრეველი, გიორგი ბერძენიშვილი) და საოცრად დადებითი გარემო🙏🏻

მაკა კიკალიშვილი
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იოგა ყოველ ჯერზე ძალიან კარგ განწყობას მიქმნის და მაბედნიერებს. თავს ვგრძნობ გაცილებით მსუბუქად, სხეული უფრო მოქნილი და ელასტიური გახდა. რამდენჯერმე საკუთარმა სხეულმა თვითონაც გამაკვირვა:დ და კიდევ, მადლობა ნინას(ინსტრუქტორს), ძალიან მომწონს მისი ჩატარებული გაკვეთილები. იმდენად, რომ 6 თვიანი აბონემენტი შევიძინე :დ

მარიამ სულხანიშვილი
ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰
იზა ვაშაკიძე
ორსულთა იოგა

ხატია მურადაშვილი
დიდუბის ფილიალი😍 ეს ის ადგილია სადაც ყიველთვის მსიამოვნებს მისვლა😇 გარემო და პროფესიონალთა გუნდი ძალიან კარგია. მიხარია რომ ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა სასიამოვნოდ და ჯანსაღად რაც მთავარია. ზუსტად ვიცი რომ არასდროს მომინდება ვიცხოვრო იოგას გარეშე <3

ნინია პაჭკორია
star star star star star
თუ რაიმე ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ თავს ვერ გაართმევთ, ვერ ისწავლით, არ იცით კარგად რა არის იოგა და ვერ არჩევთ რა გინდათ, მე გულწრფელად გირჩევთ დაიწყოთ ინდივიდუალური გაკვეთილები მარიამთან. დიდი მადლობა მარიამ ასე ძალიან რომ შემაყვარე იოგა. მოვედი ტანის დასავარჯიშებლად და ბონუსად დამხვდა სულიერი სიმშვიდეც. ჩემი აზრით ყველა ის თვისება გაქვს, რაც შეიძლება ტრენერს ჰქონდეს. მადლობა იმ ტემპის შერჩევისთვის, რაც ზუსტად ჩემი შესაბამისი იყო. წარმატებები!
მარიამ ხელაძე

რუსკა ელბაქიძე
თითქმის სამი თვეა იოგას ვაკეთებ და თვალსაჩინო ცვლილებები შესამჩნევია: სხეულის კორექცია, სულიერი სიმშვიდე, მეტად გაწონასწორებული გავხდი, უფრო მეტი კარგი განწყობა ჭარბობს... იოგა ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა და გულითადი მადლობა ამისათვის ჩემს ინსტრუქტორს - თამარ ათუაშვილს! 🩷

ნანა ტაბაშიძე
იოგამ Ჩემი ცხოვრება გაახალისა და სხვანაირად მაგრᲫნობინა ცხოვრების გემო.ყველას ურᲩევ იაროს.დიდი მადლობა ვერიკოს Ჩემ ინსტრუქტორს და გიორგის , ვინც Ჩამოაყალიბა ეს ცენტრი

მარიამ ნოზაძე
ჩემი და იოგას ურთიერთობა ასეთია, რომ პირველივე დღიდან, როცა იოგა ვივარჯიშე ხუთი წლის წინ ზამთრის ერთ ყინულიან დღეს, მივხვდი, რომ ამიერიდან იოგა იყო ის, რის კეთებასაც აღარასდროს შევწყვეტდი. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მოვდიოდი "იოგას სახლში" და ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილთან, ან "იოგას სახლის" ნებისმიერ სხვა ინსტრუქტორთან. წელს გადავწყვიტე, რომ გამევლო ინსტრუქტორთა კურსი გიორგი ბერძენიშვილთან და ჩემი გამოცდილებით, ეს არის, სრულფასოვანი, სრული დატვირთვის კურსი, სადაც გარდა იოგას ისტორიისა და ფილოსოგიისა, ვსწავლობთ უშუალოდ იოგა ანატომიას, სწორად ვარჯიშს და ინსტრუქტაჟს. ჩემთვის სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, გარდა თეორული ცოდნისა, შედეგი იყო ის, რომ თავად ვვარჯიშობ გაცილებით უკეთ, გაცილებით მობილიზებულად და გაცილებით ხარისხიანად, ვიდრე იქამდე. ცაკლე აღნიშვნის ღირსია ის გარემო და მეგუბრული ატმოსფერო, რაც ყოველი მეცადინეობისას ან "იოგას სახლის" ორგანიზებულ ივენთებზე დახვდება ნებისმიერ მოსულს. ძალიან დიდ რეკოენდაციას ვუწევ "იოგას სახლს" ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მონაცამების ადამიანისთვის. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაა გვიან იოგის ვარჯიშის დაწყება. <3

თინათინ უნგიაძე
star star star star star
იოგა არის მუდმივი სრაფვა განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ💛 თამარა მიდელაურს მადლობა რომ საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ეხლა უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით ვვარჯიშობ ყოველდფიურად💛
თამარ მიდელაური

თამარ ათუაშვილი
2012 წელს დავინტერესდი იოგას პრაქტიკით და თავდაპირველად, როგორც პრაქტიკოსმა დავიწყე სინქრონულ ჯგუფში პრაქტიკა. მას შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გარშემო და ცხოვრებაში, იოგამ უამრავი რთული მომენტი დამაძლევინა და საკუთარ თავში მაპოვნინა საყრდენი წერტილი. რაც შეეხება, ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 2020 წლიდან მქონდა სურვილი, საბოლოოდ კი 2023 წლის თებერვალში მივიღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება და დავრეგისტრირდი კურსზე, ეს სამი თვე იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი და მასწავლებელი, რომელიც სწორ მიმართულებას გაძლევს და ასევე გიტოვებს სივრცეს თვითგამოვლენის და განვითარებისათვის, ასევე გაძლევს რესურსს, რომელიც რეალურად, მეცნიერულად დასაბუთებულია და ილუზიებიდან გამოყავხარ. სწორედ ასეთი ინსტრუქტორია გიორგი ბერძენიშვილი, მისგან მივიღე უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა, კურსის მეორე თვეს უკვე შევძელი ქალაქ გორში გამეხსნა ჩემი სტუდია, "იოგა ომ" , რომელიც ჩემი წლების ოცნების განხორციელებაა. კურსის განმავლობაში შევიძინე ახალი მეგობრები და მხარდამჭერები, გვქონდა საინტერესო და მრავალფეროვანი გასვლა ბაკურიანში. რაც მთავარია იოგას აკადემიასთან და გიორგი ბერძენიშვილთან თანამშრომლობა არ სრულდება აქ, ეს ყველაფერი მხოლოდ საოცარი თავგადასავლის დასაწყისია. უღრმესი მადლობა გიორგის და იოგას აკადემიას.
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური
კმაყოფილება

თამარ იმერლიშვილი
დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი პირველად იოგათი.დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ვხედავდი როგორ მაძლიერებდა,უფრო და უფრო მიზიდავდა.არა მარტო ფიზიკური,სულიერი ჰარმონიით,სიმსუბუქითა და ამავ დროულად სიძლიერით მავსებდა.ერთი წლის მერე ბევრად მეტი და უფრო ღრმა ინტერესი გამიჩნდა ,ვიდრე მხოლოდ ვარჯიში იყო. და აი საჭირო დროს,საჭირო ადგილას-იოგას აკადემიაში ინსტრუქტორთა კურსზე აღმივჩნდი. ეს კურსი ჩემთვის იყო დიდი გამოცდილება.აკადემიამ მომცა ის სტიმული და მუხტი ,რომელიც მიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ. დიდი მადლიბა გიორგის მაღალპროფესიონალური და საინტერესო ლექციებისთვის.დიდი მადლობა აკადემიის ყველა ინსტრუქტორს თბილი და შინაურული გარემოს შექმნისთვის.ასევე მადლობა ჩემ ახალ შეძენილ მეგობრებს,ერთად გატარებული სასიამოვნო და საინტერესო წუთებისთვის.

ზაქრო შავერდაშვილი
ბოლო წლებში ვეძებდი სისტემას რომელიც საყრდენი იქნებოდა ჩემი ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის. ამან მომიყვანა იოგამდე. შემდე კი მძაფრმა სურვილმა უფრო ღრმად შემესწავლა იოგა, გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. პროგრამა რომელიც შექმნილია მეცნიერული და კრიტიკული ხასიათით სწორედ ის აღმოჩნდა რაც დამეხმარა, გამეცნობიერებინა ის გაურკვევლობები და ცრუ წარმოდგენები, რომლებიც იოგას გარშემო ტრიალებს. ამ ყველაფერმა კი ჩამომიყალიბა სწორი ძლიერი ხედვა თუ როგორ განვაგრძო ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. გიორგისთან ურთიერთობა კი იყო უაღრესად საინტერესო და მრავლის მომცველი, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ. მინდა წარმატება ვუსურვო იოგას სახლს და იოგას აკადემიას რომ მიზნები და შესაძლებლობები უფრო მეტად გაამდიდროს. - [ ]

ნინო კვირკველია
star star star star star
მოკლედ იოგაზე ჩემი მისვლის მიზეზი ხერხემლის პრობლემა იყო , ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ და რომ მივდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ დამეზარებოდა და აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მეორე თვეა დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის მოვა მომდევნო გაკვეთილი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს ქალბატონ თამარა მიდელაურს ძალიან მაგარ ქალბატონს რო ჩამომხსნა სიზარმაცის ზარები , გავხდი უფრო აქტიური, უფრო პოზიტიური კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იგის სახლს .
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი

ხათუნა ტოროტაძე
star star star star star
სამი თვეა ვვარჯიშობ თამარა მიდელაურთან და ესაა სრული ბედნიერება <3 ეს არის დადებითი ემოციების მომტანი, ფანტასტიკური განწყობის შემქმნელი ერთი საათი, დრო რომელიც გავსებს და გაბედნიერებს. მადლობა იოგას სახლს და პერსონალურად თამარა მიდელაურს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით <3

თინათინ ფრუიძე
star star star star star
საუკეთესო გარემო და ტრენერი, მეგობრული ჯგუფი, ხალისიანი ატმოსფერო. ვარჯიშის შემდეგ თავს ენერგიულად და მოტივირებულად გრძნობ, რაც ცალსახად ტრენერის - თამარა მიდელაურის დამსახურებაა ❤️ თამამად ვუწევ რეკომენდაციას 🙋‍♀️

თამუნა აბუაშვილი
1 თვეა რაც ონლაინ იოგას ვვარჯიშობ, მადლობა საუკეთესო ნინა ორჯონიკიძეს ❤️ აუცილებლად გავაგრძელებ ისევ ონლაინ ვარჯიშს მასთან ერთად ❤️
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი

ნინო მაღრაძე
ვერა სხირტლაძესთან ერთად პირველად დავიწყე იოგას ვარჯიში, და ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, თუმცა დიღმის მასივში ვცხოვრობ და წერეთლის რეაბილიტაციის გამოვე ვეღარ შევძლებ ფიზიკურად სიარულს. ჩემი იდიდ მადლიერება თქვენ გუნდს და განსაკუთრებით ვერას <3

ნატალია ჯმუხაძე
star star star star star
ეს არის სულის და სხეულის ჰარმონია💚 მადლობა ყველა ინსტრუქტორს , თამარა მიდელაური💚 მარიამ ხელაძე💚
გიორგი ბერძენიშვილი

თემური მიქავა
star star star star star
იოგამ შემიმცირა ზურგის ტკივილები, რომელიც ხშირი ჯდომისგან მქონდა. ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილის ჯგუფში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გიორგის პროფესიონალიზმი და მისი უზარმაზარი ცოდნა ადამიანის სხეულისა და სულიერების შესახებ. გარემო უაღრესად მეგობრულია. აქ არც ასაკს აქვს აზრი და არც სხვას.
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი

გურანდა ბერიშვილი
star star star star star
ერთი თვის წინ დავიწყე და აქამდე სად ვიყავი. თამარასთან ვარჯიში ბედნიერებაა.
დიდუბის ფილიალი

სოფო ლომინეიშვილი
იოგის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე რაც წელის ტკივილები ყოველდღიურ დისკომფორტს მიქმნიდა. საქართველოში არ ყოფნის გამო მე-3 თვეა ონლაინ ვვარჯიშობ. ონლაინ პროგრამა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მიხარია ყოველი სესია, ვარჯიშის პროცესი არ არის დამღლელი, საკმაოდ დინამიურია. მე უკვე ვგრძნობ პროგრესს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ინსტრუქტორი-ნინა ორჯონიკიძე- კარგი მცოდნეა, არამარტო იოგისპრაქტიკული, არამედ თეორიული ნაწილის, და ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ ცოდნას იოგის ასანების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში. მაგ. შიშის დაძლევის ასანა. გამოწვევები, რომელიც იოგის პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე დამაფიქრა ჩემი ცხოვრების ბევრ მომენტზე. ვფიქრობ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური პრაქტიკა. რჩევა იოგის სახლს: კარგი იქნებოდა ონლაინ გაკვეთილებზე დროის კუთხით მეტი არჩევანი რომ იყოს, მათთვის ვინც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დროის სხვაობის გამო, მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ვახერხებ ვარჯიშს. მადლობთ რომ არსებობთ! სოფო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ეფექტი
ONLINE CLASS

შორენა მოგელაძე
მადლობა თქვენ.ძალიან მომწონს,ხერხემლის პრობლემა მქონდა ზურგი ბეჭედბი სულ მტკიოდა და ეხლა სად მქვს ხერხემალი არც ვიცი,საოცრება ხართ და არასოდეს შევწყვიტავ ისე მომწონს.
ზურგის ტკივილები
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
სახსრები

გვანცა ბოჭორიშვილი
star star star star star
იოგას მიმართ ინტერესი დაახლოებით 1 წელია გამიჩნდა, მაგრამ ხან დროის დეფიციტის გამო ხან სხვა მიზეზებით ვერ ვახერხებდი, მათ შორის იყო ჩემი მოუქნრლობაც. მარიამ ხელაძე არის სასწაული გოგო ♥️ ინდივიდუალურ გაკვეთილზე დებს სულ და გულს რომ მიაღწიოთ იმ შედეგს რაზეც ოცნებობთ♥️ მოტივაციით, სწორი ტექნიკების ჩვენებით, ფიზიკური დახმარებით საბოლოოდ გაკვეთილიდან გამოდიხართ საოცრად ბედნიერი, მადლიერი და ენერგიით სავსე 🥰♥️♥️ დიდი მადლობა მარიამს ამ შეგრძნებებისთვის ♥️
გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
ეფექტი

თამარ ხოჯამიროვი
იოგას დაახლოებით წლინახევრის წინ დავუბრუნდი. კისრის ტრავმით გამოწვულ მუდმივ დისკომფორტთან სხვადახვა მეთოდებით ერთ წლიანი თითქმის უშედეგო ბრძოლის შემდეგ, რომელიც ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ძალიან მძიმედ აისახებოდა. იოგას სახლში თავიდან გიორგი ბერძენიშვილის ინდივიდუალურ გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, ძალიან მომეწონა მისი მიდგომა, ის რომ განვიხილავდით თუ რომელი ვარჯიში რაზე იყო მიმართული, ვაკვირდებოდით შეგრძნებებს ვარჯიშისას და შედეგებს. თანდათან დისკომფორტმა შემცირება დაიწყო და ამან ემოციურადაც შვება მომგვარა. როცა მნიშვნელოვანად უკეთ ვიყავი მაისორის ჯგუფში გავაგრძელე ვარჯიში იზასთან, სადაც ყველა ინდივიდუალური ტემპით ვარჯიშობს, ყურადღებიანი და პოზიტიური იზა კი ასევე ინდივიდუალურ მითითებებს იძლევა. ჯგუფში ვარჯი ჩემთვის დამატებითი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. ძალიან მინდა იოგა ჩემი ცხვორების განუყრელ ნაწილად დარჩეს, რადგან ვგრძნობ თუ რამდენად დადებითად აისახება ის ჩემს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე.
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ნანუ მაცაბერიძე
"იოგას სახლი" ყოველთვის არის ის ადგილი,სადაც ვისვენებ შინაგანად,ფიზიკურად.. აქ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ჰქმნიად "შინაურულ" გარემოს,რაც გეხმარება მოაღწიო გარე და შინაგან სრულყოფილებას,რამდენადაც ეს შესაძლებელია💚 ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის ახალი ემოციებით ვბრუნდები. ეს არის საუცხოო გარემო რომელიც სავსეა იმ შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით,რის მწვავე ნაკლებობასაც განვიხდით ყველა შექმნილი რუტინებითა და სამსახურეობრივი მოვალეობებით. გიორგი ბერძენიშვილი ერთადერთი ადამიანია,რომლის მიმართაც თვალდახუჭული გავცემ რეკომენდაციას. მადლობა,რომ შეჰქმენით ადგილი,სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ🙏
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ეფექტი

ნინო ჩიტოშვილი
დავდივარ დიდუბის ფილიალში უკვე 2 თვეა. ადრეც მივლია იოგაზე, მაგრამ იმის მერე წლები გავიდა და სხეულში ბევრი რამე შეიცვალა))) ჩემი ინსტრუქტორი არის ვერიკო სხირტლაძე, რომელიც ჩემის აზრით არის იდეალერი. გმადლობ ვერიკო!

მაგდა ჟორჟოლიანი
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო წერა, როცა ჩემი და იოგას ამბავზე მინდა მოვყვე. უკვე წელიწადზე მეტია აკადემია გარე სამყაროსგან პატარა თავშესაფრად იქცა ჩემთვის. პრაქტიკოსობა იქამდეც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიახლის შიშით გამოწვეული მღელვარება უფრო დიდი იყო, საბოლოოდ კი მეგობარმა მიბიძგა და ერთად უფრო იოლი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. თან ეს იყო პერიოდი, როცა პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებდა და ადამინები ვცდილობდით, ერთმანეთთან ფიზიკური იოზალაციის ფონზე, რამე სიახლე გვეპოვნა ისედაც რუტინად ქცეული ცხოვრების რიტმში. მოსვლისას მივხვდი. რომ აქ უკვე დიდი ხნის და გამოცდილი პრაქტიკოსებიც იყვნენ, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია არასწორ ადგილას მოვხვდი-მეთქი. ეს იმიტომ, რომ პრაქტიკული გაკვეთილების ერთი საათი არის დრო, როცა შეგიძლია იყო მარტო საკუთარ თავთან და, ამავე დროს, სინქრონში სხვა ადამიანებთან. სხვადასხვა ინტერესის, ასაკის ხალხი აქ ყველა ეთნი ვართ_იოგას პრაქტიკოსები და ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო გარემოში. ვარჯიში იქამდე სახლშიც მიცდია, თუმცა ინსტურქტორთა მითითებები ამოცანის ამოხსნისას მასწავლებლის მიერ მოცემული მინიშნებასავითაა და ყველა ასანის შესრულებაც უფრო მარტივდება. დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზეც ვიგრძენი დადებითი გავლენა: ყველა პრაქტიკიდან უფრო ენერგიული გამოვდივარ და, თუ რაიმე მიზეზის გამო, გაკვეთილების პერიოდებს შორის ჩავარდნა მაქვს, იმ დროს, სულ იმაზე ფიქრში ვატარებ, როდის შევძლებ დავუბრუნდე აკადემიის სივრცეს და საკუთარი სხეული/გონება ისეთი ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო, რომელთა გადალახვა ორმაგად სასაიმოვნო ხდება ინსტრუქტორთა ჩათულობითა და ჩემი მონდომებით. თუ ოდესმე თქვენც ჩემსავით იჭოჭმანებთ, სცადოთ თუ არა, დიდ ხანს არ იფიქროთ, დაიწყეთ და დამიჯერეთ არასდროს არ ინანებთ. :))

ნატალია ალთუნაშვილი
ეს შთაბეჭდილების გაზიარება არ არის, უფრო შეგრძნებებია, რომლის გადმოცემაც საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდები მოგიყვეთ ყველა იმ სიკეთის შესახებ რაც იოგა სახლში დაგხვდებათ. ორი წელი შესრულდება რაც ჯგუფს შევუერთდი, ჩემი ტრენერები თვალებ-ციმციმა უსაყვარლესი გოგო მარიამ ხელაძე და სიცოცხლის მოყვარული არაჩვეულებრივი ვერა სხირტლაძე. მათთან თუნდაც უბრალოდ ურთიერთობით დავეუფლე უნარ-ჩვევებს, რომლებიც ბევრი სიძნელის დაძლევაში დამეხმარა. ძლიერი სხეული, დაბალანსებული გონება და სულიერი სიმშვიდე, რეალობაში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დიდი ფუფუნებაა 🤷‍♀️ ამის მიღწევა ნამდვილად არ არის ადვილი, რაგინდ ძლიერ ადამიანად მოიზრებოდე, მე… ჩვენ… მივაგენი გზას და ვურჩევ ყველას განურჩევლად ემოციური მდგომარეობისა ❤️ მერწმუნეთ ყველა თავად დარწმუნდებით ამოუწურავ შესაძლებლობებში. იოგას სახლში გახდები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია 🫶🫶🫶

დოდი გაბეხაძე
იოგა ერთადერთი ვარჯიშია რომელიც ენერგიით მავსებს და არ მაცლის. ვარჯიშის პირველ დღეს ხარ მოუქნელი სელაპივით თუმცა ყოველი ვარჯიშის შემდეგ გრძნობ როგორ იხსნება სხეული და ეს პროცესი დაუსრულებელია რაც აზარტს და ხალის მატებს პროცეს. მადლობა იოგას სახლს და ყურადღებიან ინსტრუქტირებს.

თათული ალადაშვილი
მალე ორი წელი გახდება რაც იოგას სახლში დავდივარ და სიტყვები ზედმეტია იმ ემოციის და ბედნიერების გამოსახატავად რაც იოგამ მომცა და ამისთვის უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს 🙏🏽❤️
იოგას სახლი

სალომე ქობულაშვილი
star star star star star
დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ასეთი არაჩვეულებრივი კლუბის შექმნისთვის, საოცარი ტრენერების შერჩევისთვის. პროფესიონალიზმითა და ემპათიით გაჯღენთილი გარემოსთვის. პერსონალური მადლობა ნინო ბარბაქაძეს ჯადოსნური გაკვეთილებისათვის ❤️❤️❤️ 28 წლიანი სტომატოლოგიური პრაქტიკა ხერხემლისთვის სერიოზული სტრესია, არ მეგონა რომ იოგას ასე მსუბუქად შეეძლო ამ პრობლემასთან გამკლავება, მხრებში იშლები , ხერხემალი სწორდება, ხდება სხეულის სრული ტრანსფორმაცია, ტკივილი უკვალოდ ქრება... დიდი მადლობა🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ვატო უგულავა
თქვენ აკეთებთ ძალიან მაგარ საქმეს:)), შედეგსაც ვგრძნობ და აღფრთოვანებული ვარ ნინო მეტრეველის საოცარი პროფესიონალიზმით🙌❤️
პროფესიონალიზმი
ეფექტი

ხათუნა ჭანტურია
იოგა იყო უპირველესი რამ, რაც ჩემს გონებას ფაქიზად შეეხო, მაშინ, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ეს არის ის უხილავი ძაფი, რომელმაც ჩემი შინაგანი სიმები პოზიტივისკენ მომართა, სწორედ იმ დროს, როდესაც სტრესთან და შფოთვასთან გამკლავება მიჭირდა. იოგას სახლი არის გარემო, სადაც თავს გრძნობ მნიშვნელოვნად და ამ ოჯახური გარემოს ფერადი ატმოსფერო მთელი დღე მოგყვება. მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბერძენიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა თითოეული ჩვენთაგანისთვის. 🌸✨🙏

ნანა თურქაძე
ადამიანი თავისი არსით მაძიებელია. ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდა და უფრო ბედნიერი ის ადამიანი მგონია, რომელმაც იპოვა თავისი ნატვრისთვალი. ჩემთვის ეს ნატვრისთვალი სწორედ იოგაა. ერთი წლის წინ, საყოველთაო შინ გამოკეტვის პერიოდში, ონლაინ დავესწარი გიორგი ბერძენიშვილის მედიტაციისა და ფილოსოფიის ერთთვიან კურსს. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უფრო ღრმად შემესწავლა იოგას ფილოსოფია და ამ გადაწყვეტილებას ვუმადლი, რომ გავბედე და გავიარე იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი, პირადად გავიცანი იოგას საუკეთესო მასწავლებელი, გიორგი ბერძენიშვილი, და მისი გუნდი. ასევე მინდა დიდი სიყვარულით აღვნიშნო, რომ ამ კურსმა გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანები და ამ ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. P.S. თუ შენ დიდი ხანია ფიქრობ იოგის ფილოსოფიის სწავლას, მაშინ ეგ სურვილი აუცილებლად მიგიყვანს იოგას სახლში, სადაც დაგხვდებათ თქვენი მასწავლებელი.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
იოგას სახლი

თამარ ქათამაძე
იოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ 💞უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი🙏 თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნელდება ვერ აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შემდეგ მოდის ახალი ეტაპი,დაძაბულობა გეხსნება,ახალი ენერგიით ივსები,ვითარდები ყოველდღიურად, შენი თვითშეფასება იზრდება, მოტივაცია იმატებს,ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობთ. ნეგატივისგან, დეპრესიისგან ,შფოთვებისგან თავისუფლდებით😍 წარმატებები❤️
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ONLINE CLASS

სოფო ტაბატაძე
არ დავიწყებ ვარჯიშებზე ლაპარაკს, არც იმაზე, როგორ შეიცვალა ჩემი სხეული და ფიზიკური შესაძლებლობები და არც იმაზე რამდენად ბევრ სანდო ინფორმაციას იღებ აქ ისეთს, რაც რადიკალურად ცვლის შენს წარმოდგენებს ბევრ საკითხზე. მირჩევნია გამოვხატო, რა არის ის ჩემთვის ფუნდამენტური, რაც ამ ადგილმა მომცა. იოგას სახლი ჩემს ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როცა გაქრა ბევრი რაღაც, რაც მოიცავდა ჩემი ცხოვრების ყოველდღიუროიბას. თავიდან ეს ადგილია, სადაც მიდიხარ, ვარჯიშობ, ენდორფინებით ივსები, დაძაბულობებისგან თავისუფლდები, საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების მომსწრე ხდები ყოველდღიურად და ბრუნდები სახლში. მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ადგილი, რომელიც შენს თავში რაღაც ისეთ ძალას გაპოვნინებს, რაც აქამდე თითქოს არ გქონია. ეს არის ძალა ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის. თითქოს რაღაც იმდენად მყარი ჩნდება შენში, რომ არაფერს შეუძლია ჩაგაგდოს უიმედო მდგომარეობაში, თითქოს თავშესაფარიცაა ყველასთვის, იმედიც და ცხოვრების გაგრძელების მოტივაციის მომცემიც. სხვა ყველა სივრცისგან განსხვავებით, იქნება ეს აი, ნებისმიერი წრე, თუნდაც ოჯახი, თუნდაც სამეგობრო, თუნდაც სამსახური, ეს არის სივრცე, სადაც არ მოგეთხოვება იყო ვინმე კონკრეტული, არ მოგეთხოვება არავისთვის არაფრის დამტკიცება, ხარ მიღებული და თითქოს აუცილებელი ნაწილიც კი უკვე მარტო იმით, რომ "უბრალოდ ხარ" და ხარ ისეთი როგორიც ხარ. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები ერთად ვარჯიშით ისეთ კავშირს ამყარებთ, რომ თითქოს ძალიან ახლო, უფრო მეტიც ერთი მთლიანობა ხდებით, თუნდაც საერთოდ არც იკონტაქტოთ ამ სივრცის გარეთ. იოგას სახლში ხდები რაღაც შენზე ბევრად უფრო დიდის ნაწილი. მინდა, რომ აი ამისთვის რაც მე და მგონია, რომ კიდევ ძალინ ბევრმა ადამიანმა იპოვა აქ, მადლობა ვუთხრა გიორგის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აქაურობას და ყველა ინსტრუქტორს და პრაქტიკოსს, რომლებიც ამ გარემოს ქმნიან ყოველდღიურად და აძლევენ იმ სახეს რაც აქვს. არცერთი თქვენგანის გარეშე არ იქნებოდა ეს ადგილი ის რაც ეხლა არის. მადლობა თქვენ <3 ^_^
იოგას სახლი

ლარისა თეზელაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ იოგასთან “ურთიერთობა” რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გამიჩნდა სურვილი იოგა სახლში სასერთიფიკატო კურსი გამევლო. როდესაც კურსის ხანგრძლივობა გავიგე გამიკვირდა, თუ როგორ შეიძლებოდა 3 თვეში ამეთვისებინა ამდენი ინფორმაცია. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ეს 3 თვე იყო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე. პრაქტიკის ნაწილში განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ნინო მეტრეველს, რომლის დაუღალავი ენერგია და სითბო დღემდე გამომყვა :)) რაც შეეხება თეორიას, იოგა-ანატომიის დაწვრილებით შესწავლით გავათვიცნობიერე სხეულის მოძრაობის თავისებურებები და თითოეული წვრილმანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გიორგის და ნინოსნაირ პროფესიონალებთან გამეტარებინა 3 თვე, რომლებიც არ იშურებდნენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას❤️

ნათია მსხილაძე
რატომ იოგას სახლი? 1. მარტო იმიტომ ღირს აქ სიარული, რომ შეხვდეთ, გაიცნოთ ძალიან საინტერესო, მეგობრული, პროფესიონალი, კარგ მოსაუბრე, და ზე განათლებული თავად გიორგი ბერძენიშვილი. ლექციები, საუბრების ფართო სპექტრი, კინოჩვენებები, გადაღებები, პრაქტიკები, “ფეხბურთის თამაში” ( დიახ არ მოგესმათ) ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ და მიიღოთ არა მარტო იოგას, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება. 2. გარემო, რომელიც გიქმნის განწყობას მაქსიმალურად ისიამოვნო ვარჯიშით. დატკბე საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენით. გამოიმუშავო უნარები, და ერთ დღესაც ხელებზე სიარულსაც შეძლებ თუ მოგესურვება რა თქმა უნდა :)) ინსტრუქტორები, რომლებთანაც ვარჯიში არის ყოველ ჯერზე განსხვავებული, მრავალფეროვანი გიორგი, იზა , თამარა ❤️🫶🏻 დიდი სიყვარული ჩემგან თქვენ 3. კურსის გავლა მოგცემთ ისეთი მასალებთან წვდომის საშუალებას, თან ქართულ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დაგეხმარებათ სიღრმისეულად შეეხოთ იოგას ისტორიას სხვადასხა ჭრილიდან. საკუთარი თავის აღმოჩენის,შეხედულებების, მიზნების, სხეულის ფლობის ტექნიკების შესწავლის სამი დაუვიწყარი თვე. მადლობა ამ თავგადასავლისთვის 🙏

რუსუდან ლობჟანიძე
მინდა მარტივად და მოკლედ გადმოგცეთ ჩემი მდგომარეობა და შეგრძნება რაც კურსმა მომცა, ცოტა მერთულება, მაგრამ მაინც ვეცდები 😁 თითქოს რაღაც ღრმას და მნიდვნელოვანს შევეხე ( უბრალოდ შევეხე). წარმოუდგენელია 3 თვეში სრულყოფილად ეზიარო იოგას, თუმცა ის რაც ამ ვადაში არის შესაძლებელი, ვფიქრობ გიორგის არაჩვეულებრივად აქვს შექმნილი და გადმოცემული ყველაფერი, გაძლევს მარცვალს, რომელისგანაც შეგიძლია ულამაზესი ხე გამოზარდო. ულევი ინფორმაციის წყარო და დიდი ცოდა… ამის თანაზიარი ხდები იოგას სახლში, რაც ვფიქრობ ყველამ უნდა მოსინჯოს და სცადოს მაინც. გირჩევთ ყველას და წარმატებას გისურვებთ. გიორგის უდიდესი მადლობა ყველაფრისთის… არაჩვეულებრივი ადამიანია ❤️❤️❤️

ელენე ღვინერია
💫 ეს იყო სამი განსაკუთრებული და საინტერესო თვე ჩემს ცხოვრებაში,რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა შემეცნების სურვილი. 🔆იოგა-ანატომიის შესწავლა დამეხმარა, გამეაზრებინა სხეულის ყველა მოძრაობა ,რამაც უსაფრთხო და სასიამოვნო გახადა ასანების პრაქტიკა. ⚡მნიშვნელოვანია ასევე ის,რომ ინფორმაცია არის მეცნიერულად დაზუსტებული და არა გავრცელებული მითები. 🌙მიხარია,რომ გიორგისნაირ პროფესიონალ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება მომეცა.🌟

თამარი შიოშვილი
რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და სულიერი მდგომარეობა, რომელიც კურსის დაწყებისთანავე იგრძნობა, საოცარი ენერგეტიკა და უდიდესი სითბო გამოვიყოლე კურსიდან !! მადლობა გიორგი ბერძენიშვილს!! ყველას ვურჩევ კურსის გავლას, ეს უდიდესი და საინტერესო მოგზაურობაა იმ ეგზოტიკურ სამყაროში რომელსაც იოგას სამყარო ქვია <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

Liuba Kuncevich
I had an incredible experience from Yoga House at Didube! Practically everything is perfect: the beautiful and neat facility, the location, schedule, and of course the teachers. Tamar Midelauri is a star teacher, her classes quickly made me fit and I learned new asanas I never knew I was capable of! Also, special kudos for the kind support and speaking amazing english at the class while giving instruction, even though I do not speak Georgian, I could easily follow. I loved two other teachers I met too, they all are very attentive and supportive. I recommended Yoga House to my friend and she was impressed too. Thank you so much gals, you made my immigration so much easier.
გარემო
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

შოთა ბასილაძე
2 თვეა რაც იოგას სახლში დავდივარ, სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე რამდენად კარგი შედეგი მაქვს, რამდენად კარგი გარემოა. ინსტრუქტორები საუკეთესოები არიან თამარა ❤ მარიამ ❤
გარემო
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი

მარიკა გაბელია
ჩემი ისტორია 2009 წელს დაიწყო როდესაც ძლიერი ტრავმა მივიღე კისრის მალების და ორი თვე ფიქსატორით გავატარე, მეგონა რომ ამით დასრულდა ყველაფერი მაგრამ თურმე ყველაფერი იწყებოდა, რამდენიმე წელი ვერაფერს ვგრძნობდი კისრის მიდამოში ოდნავ შეზღუდული მოძრაობის გარდა, თანაც ფიტნესით და სირბილით ვიყავი აქტიურად დაკავებული და ეს მეტნაკლებად მეხმარებოდა, 2015 წლიდან კი დამეწყო ტკივილები ჯერ კისრის არეში შემდეგ წელის და ფაქტობრივად ორ წელიწადში მთელი ხერხემალი და სხეული მოიცვა... 2020 წელს მეგობარმა მირჩია იოგას აკადემია და იმისათვის რომ არა მხოლოდ მეშველა ჩემს თავზე მესწავლა სწორად როგორ მივდგომოდი ამ პრობლემას გადავწყვიტე ინსტრუქტორთა კურსი გამევლო, ( თანაც ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და ვგრძნობდი რომ ყოველთვის ჩემი იყო) ყველა ტკივილებს მალევე არ გაუვლია ზოგი ასანის შესრულება ჩემთვის მტკივნეული იყო და დღემდე მაქვს შეზღუდვა რამდენიმე მათგანზე,თუმცა იოგა ჩემთვის სულ სხვა რამედ იქცა გარდა იმისა რომ რამდენიმე თვეში ტკივილისგან გამათავისუფლა და ცხოვრების ხარისხი გამიუმჯობესა, ინსტრუქტორთა კურსის გავლის შემდეგ 40 წლის ასაკში წამოვედი სამსახურიდან სადაც 12 წელი ვმუშაობდი დღეს მაქვს ფოთში ჩემი სტუდია და ადამიანებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში დიდი სიხარულით ვეხმარები, როდესაც ისინი მეზიარებენ თავიანთ სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილებს ჩემი გამოცდილებით ზუსტად ვიცი რომ მათთვის იოგა შვება იქნება და ასეც არის, ჩემთვის იოგა გახდა არა რთული ასანების დევნა არამედ პირადი პრაქტიკა და ეს იმდენად ჩემია ჩემი პრაქტიკის სხვაზე გაზიარებაც მიჭირს, როდესაც მარტო ვდგები ხალიჩაზე მუსიკის მოსმენაც კი არ შემიძლია... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მასწავლებელს გიორგი ბერძენიშვილს და არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს მარიამ ხელაძეს და ნინო მეტრეველს რომ ამ გზაზე მეხმარებოდნენ ანატომიურად დახვეწილი ასანებით,სრულყოფილი თეორიით და პრაქტიკით, ზრუნვით სითბოთი და ყურადღებით. დღეს როდესაც სხვადასხვა ქალაქებზე მეკითხებიან თუ ვის შეიძლება მიმართონ იოგას სტუდიებში მე თამამად ვამისამართებ ჩვენი აკადემიის ნებისმიერ კურსდამთავრებულთან ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს ადამიანის გაჯანსაღებას მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს კომპეტენტურად ხდება! მიყვარხართ და მინდა უდიდესი წარმატება გისურვოთ! თამამად ვიტყვი რომ იოგას აკადემიას მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს 🙏

ნინო წულაია
მაწუხებდა ტკივილები წელის არეში, მჯდომარე სამსახურის გამო, რაც დავიწყე იოგაზე სიარული ტკივილები პრაქტიკულად აღარ მაწუხებს. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ჩვენი ინსტრუქტორის იზა ვაშაკიძის პროფესიონალიზმი და ყურადღება, რომელსაც ის იჩენს ვარჯიშის მსვლელობისას.
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
ეფექტი

თამარ წიგნაძე
მომწონს ინსტრუქტორი.მისი ლექციები. ვარჯიშებიც. მადლობა !💕
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი

ნინა ნამგალაური
დიდი მადლობა ინსტრუქტორებს გულისხმიერების და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათმა დამოკიდებულებებმა საშუალება მომცა დამეწყო იოგაზე სიარული. გარემო არის უსაზღვროდ მეგობრული და კომფორტული. იოგამ გამაზლიერა როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად.

ავთანდილ კირკიტაძე
❤️🙏

მარიამ მერებაშვილი
არ მომბეზრდება წერა თქვენზე, როგორც საუკეთესო დაწესებულებაზე, გუნდზე 🌟 და იმაზე რომ იოგა არის ბედნიერება, კომფორტი სულისა და სხეულის 🔮✨ და იზა სუპერგოგოა უბრალოდ 🫶🏼 მისი ინსტრუქტაჟით მეტი და მეტი ამბიცია და მოტივაცია მეძლევა, რაც დიდ ეფექტს იძევა მოკლე დროში 🧘🏻‍♀️🤸🏾‍♀️ მადლობა ხალხო არსებობისთვის 🫂💌
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

თამუნა უჯმაჯურიძე
იოგას საშუალებით, საკუთარ თავზე (სხეულზე) დაკვირვებით იმუშავებ ნებისყოფას, რაც საოცარი შეგრძნებაა. აქ ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. მადლობა ამისთვის მარიამს

მარი ლიპარტია
იოგას სახლში სიარულის შემდეგ, 12 გაკვეთილშიც კი, ვიგრძენი სიძლიერის მატება, და ასანებს რასაც იოგას სახლში მოსვლამდე ვერ ვაკეთევდი, ბევრად მიმარტივდება ახლა მათი გაკეთება. მიხარია ყოველი ვარჯიში, მადლობა იოგას სახლის კარგი ქომუნითის/გარემოს შექმნისთვის!
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი

სოფო ფოჩხუა
ემოციური ბალანსი, კონცენტრირების უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება ის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რომლის წინაშეც ვიდექი ბოლო თვეების განმავლობაში. ამ ყველაფრის შენარჩუნებაში კი იოგა ძალიან მეხმარება. იოგას სახლი არის ადგილი, სადაც ბევრ ღიმილიან სახეს ვხედავ.. იზა კი ცალკე მიზეზია, რის გამოც თქვენთან მოსვლა მიხარია <3 მადლობა

ანა კუხაშვილი
კიდევ კარგი ჩემი მეგობრის რჩევა გავითვალისწინე და მასთან ერთად იოგას სახლს მოვაკითხე. ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და აღმოჩენებით სავსე 2 თვე გავატარე აქ, ნინო მეტრეველის ჯგუფში. ძალიან დიდი მადლობა მას, იოგას სახლს და ჩემს მეგობარს ^^ ყველას ვურჩევ საკუთარ თავს ეს სიამოვნება არ დააკლოს. სხეული გამიჯანსაღდა, წონაშიც დავიკელი და მენტალური ჯანმრთელობაც ბევრად უკეთ მაქვს, შესაბამისად აუცილებლად ვგეგმავ გაგრძელებას.

თეონა მოხევიშვილი
star star star star star
სწორი არჩევანი გავაკეთე და ვურჩებ ყველას გინდაც კვირაში 1 საათი

ანა შონია
რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე იოგას სახლი და ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია პანდემიამ შემაფერხა, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე და იმედი მაქ აქტიურად გავყვები. მე ძალიან მეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის მიღწევაში. როგორც კი ვიწყებ ვარჯიშს მთლიამად იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ფანტასტიური ინსტრუქტორები არიან 💜 იოგა- თანამედროვე აბი გლუკოზაა.
გარემო
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

ანა უბილავა
star star star star star
“აბა, შევიდეთ ემბრიონში ორი წამით” ~ ნ. ორჯონიკიძე. ნინოსთან ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვიზრებ რომ შემძლებია იმაზე მეტი, ვიდრე ვარჯიშის დაწყებამდე წარმომედგინა. ვარჯიშები არის ენერგიული და მრავალფეროვანი, გადამდები ენთუზიაზმით და მოტივაციით ❤️
მოტივაცია
ინდივიდუალური მიდგომა
ONLINE CLASS

ვანო ღონღაძე
ყველაფერი, რაც გჭირდებათ, აქ არის. სხვაგვარად ამ გამოხმაურებას ვერ წაიკითხავდით, ანუ იმას, რასაც კითხულობთ ახლა, შემთხვევით არ კითხულობთ. რაც გჭირდებათ, სწორედ აქ არის და სხვაგან ჯერჯერობით არსად. უამრავი მიზეზის გამო. იოგას სახლს ჩემი ახალგაზრდული აქტივობის მოზრდილი ნაწილი პირველად ამ ხუთი წლის წინ დავუკავშირე. მართალია, თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა კიდეც მისი მიგნება, - დღისით, მზისით, ხელისცეცებით დავეძებდი მის შესასვლელს ჩემთვის პრაქტიკულად სრულიად უცნობ, შუაგულ ვაკეში, მაგრამ პირველივე გაკვეთილის შემდგომ დადებული შედეგი ამ ნახევარსაათიან "წვალებად" ნამდვილად ღირდა. რაც ყველაზე ცხადად მაგონდება, ის გახლდათ, რომ, სავარჯიშო დარბაზიდან გამოსულს, თავი სრულიად სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში მეგონა, ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნური ჩანდა და ეს წარმოდგენები თანდათან, პრაქტიკის პირველივე თვეებიდანვე, უმტკიცეს რეალობად მექცა. თვით უნივერსიტეტის სტუდენტობის წლებსაც არ მოუტანია მსგავსი რაოდენობის, ხარისხის, ინტენსივობისა და მრავალფეროვნების განცდები ჩემთვის. თქვენ აქ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, როგორც ინსტრუქტორებს, ისე მოწაფეებს შორის, მაგრამ საქმის არსი მხოლოდ პროფესიონალიზმში როდია. პროფესიონალები ბევრ სხვა ადგილასაც მოიძიებიან. საქმის ყველაზე არსებითი მომენტია ის, რომ აქ არავინ არავისზე "მეტი" {და არც "ნაკლები"} არ არის, რომ აქ, ვარჯიშების {იოგასა და მედიტაციის} მიმდინარეობის დროს, ყველა ყველას ეხმარება რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ისე სადად, ისე ბუნებრივად, ისე ლაღად და მიმზიდველად, ისე მომნუსხველად ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს კიდეც ყველა ჯანსაღ, შემდგარ და სანიმუშო ოჯახში, საზოგადოებაში, ხალხში, სახელმწიფოში. ეს, უპირატესად, რა თქმა უნდა, მასწავლებელთა დამსახურებაა, მაგრამ, ამავე დროს, მოწაფეებისაც, რომლებიც მზად აღმოჩნდნენ ამ ცოცხალი დაწესებულების "დაუწერელი" კანონმდებლობის დასაცავად, კანონმდებლობისა, რომელსაც, თავს უფლებას მივცემ და, "ცოცხალ სახარებას" ვუწოდებ. აქ ყველაფერი რეალობას ეფუძნება. არანაირი ტყუილი და ცრუ დაიმედება შესაძლო სამომავლო "დიადი" მიღწევებით, რომლებითაც არა ერთგან და ორგან გამასპინძლებიან და უმასპინძლდებიან და არც იმედგაცრუება, აქედან გამომდინარე. და რა შეიძლება, იყოს უფრო რეალური, ვიდრე თქვენი საწყისი მონაცემები პრაქტიკის დაწყების, პრაქტიკის პირველ დღეს? ვფიქრობ, არაფერი. აქ თქვენ გელოდებათ მშვიდი {როცა ამას საქმის ვითარება მოითხოვს} და დინამიური {როგორც ყოველთვის, ფიზიკური და გონებრივი გაანგარიშებით} გარემო. სასიამოვნო მუსიკალური გაფორმება პრაქტიკის საათებში {ბავშვობაში მოსმენილი და მარადიულად დამახსოვრებული კომპოზიციების ავტორები და დასახელებანი სწორედ აქ აღმოვაჩინე და ვიპოვე, სხვაგან ვერსად} და კიდევ უფრო სასიამოვნო განათება და გათბობა-გაგრილების სისტემა ბონუსია იმ ყველაფრისა, რაც ზემოთ აღვწერე. დიდ მადლობას ვუხდი სრულიად იოგას სახლის ხელმძღვანელობასა და ყველა წევრს იმისათვის, რაც მათთან შეხვედრამდე არ მესმოდა და არ ვიცოდი და ახლა სწორედ მათი დახმარებით მესმის და ვიცი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ბერძენიშვილს, იზას, მარიამს . . . არ ვიცი, ძალიან ბევრი ვწერე თუ ძალიან ცოტა, მაგრამ 5 წელი მცირედი დრო არ არის ყველაფრის თავმოსაყრელად. ასჯერ გაგონილს ერთხელ განცდილი ჯობს. ჩემი განცდილი უკვე ჩამოვწერე. განიცადეთ თქვენც. ეწვიეთ იოგას სახლს და ისიამოვნეთ პრაქტიკით!

მარიამ დევრისაშვილი
star star star star star
გამარჯობა ნინა ორჯონიკიძეს,ჩემს ინსტრუქტორს მინდა მოვუხადო მადლობა.ორი თვეა რაც დავიწყე ვარჯიშები და გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს,როგორც ფიზიკურად ( ენერგიული და მეტად მოქნილი),ასევე სულიერად.მადლობა ნინა,რომ ასეთი ყურადღებიანი ხართ ყოველი დეტალების მიმართ.
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა

ქეთევან ქადაგიძე
ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ურთიერთობით და მუშაობით. გავიარე 1 თვიანი ონლაინ კურსი თქვენს პრიფესიონალებთან ერთად, რამაც ბევრად წინ წამწია. ჩემი ვარჯიშები თქ ვენი გუნდის დახმარებით იყო ბე რად ეფექტური, სტიმულის და მოტივაციის მომცემი, გიგზავნით სიყვარულს და მადლიერებას. ნამასტე 🙏🙏🙏
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
სახსრები
ONLINE CLASS

ანა ქორიძე
ძალიან სასიამოვნო და ეფექტური ორსულთა იოგის კურსი უსაყვარლეს იზასთან ❤️
ორსულთა იოგა

თამრიკო ქავჟარაძე
მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს კოპწია და საყვარელ მასწავლებელს, ნინო მეტრეველს! (იოგას სახლი, დიდუბის ფილიალი) 3 თვეში მან თითქმის შეუძლებელი რამ შეძლო - დავიკელი 10 კგ; გამეხსნა ხერხემლის ყველა მალა, ამ კილოგრამებთან ერთად 10 წელიც მომაკლდა ნამდვილად. აუცილებლად ივარჯიშეთ იოგა. ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ნანა ტაბაშიძე
იოგის სახლი ᲩემᲗვის ჯადოსნურ სახლად იქცა. არაᲩვეულებრივი პროფესინალიზმიᲗ და ინდივიდუალური მიდგომიᲗ გამოირᲩევა დიდუბის ფილიალი და Ჩვენი მწრᲗვნელი ვერა სხირტლაᲫე. მე 2 Თვეა რაც დავდივარ.Კოვიდის ცენტრᲨი ვმუᲨაობდი .Ძალიან გადაᲦლილი და უᲫლური ვიყავი. საოცრება მოახდინა ქალბატონი ვერას მიდგომამ . Ძალები აᲦმიდგინა და ცხოვრების გემო დამიბრუნა.მადლობა ბატონ ლევან ბერᲫენიᲨვილს რომ ეს ფილიალი Ჩამოაყალიბა.

kristina
მოგესალმებით , დიდი ხანია რაც დავდივარ წელიწადზე მეტი და იცით რას ვფიქრობ აქამდე სად ვიყავი :) უბედნიერესი ვარ რომ არსებობთ , დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს რომ დაარსა ეს ცენტრი და უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს ჩემს ინსტრუქტორს ულამაზეს და უსაყვარლეს მიყვარხართ ❤
გარემო
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი

ეკა ჩიჩუა
იზა არი საოცრება. მაქვს სქოლიოზი, ამის გამო არათქნაბრად განვითარებული კუნთები მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ასევე ძალიან არა მოქნილი ვარ:) 1 თვეში გავიწელე შედარებით, მოვძლიერდი, თავის ტკივილები ფაქტიურად გამიქრა, მუხლი მტკიოდა( სავარაუდოდ ხელრხემლის გამო) და აღარ მტკივა… დიდი მადლობა 🙏🏽
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი
თავის ტკივილები

ლილი ბუქიაშვილი
გამარჯობა....მე თქვენი გუნდის წევრი მქვია....წლების განმავლობაში მტანჯავდა დეპრესია, ვიყავი ქრონიკულად დაღლილი,..ეს პრობლემები მოგვარდა, მას მერე, რაც იოგას სახლში დავიწყე სიარული...ბედნიერია ყოველი დღე, როცა გავაღებ კარს და უკან ვტოვებ ყველა პრობლემას...მადლობა ბატონო გიორგი ,წერეთლის იოგას სახლის გახსნისთვის...მადლობა ჩემს ძვირფას, ვერა სხირტლაძეს, მაღალი პროფესიონალიზმის და საუკეთესო ადამიანური თვისებებისთვის...მიყვარხართ..💕

მაია დათუნაშვილი
უკვე რამდენი წელია იოგას სახლის ბინადარი ვარ. რამდენი რამე მინდა ვთქვა და თან მარტო ჩემთვის დავიტოვო, როგორც პირადი. 💜 იშვიათი გარემოა, გადამდები და ნამდვილი. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი წელი ვიქნები ამ სიყვარულით და ზრუნვით სავსე სახლის სტუმარი. 🪷 მადლობა იოგას სახლო. მიყვარხარ. გენდობი. 🙏💜 ჩემთვის მზე ხარ მოკაშკაშე.🌻

Lika
ძალიან კმაყოფილი ვარ ცენტრის და ინსტრუქტორის, ნინო მეტრევწლის. შემიყვარდა იოგა ძალიან.

ლელა ბერუაშვილი
გამარჯობა მეგობრებო! 🌞<br> მინდა, გაგიზიაროთ ჩემი ყველა ის ემოცია და ფიზიკური მდგომარეობა, რაც 2021 წლის ნოემბრიდან გამიჩნდა იოგის მიმართ… <br><br>უკვე ნოემბრის მიწურულს გადავწყვიტე შევხებოდი იოგას. დავრეკე „იოგას სახლში“, სადაც ბ-მა გიორგიმ მირჩია დავსწრებოდი ერთ გაკვეთილს და გამეკეთებინა მოკლე ანალიზი იმისა: იყო თუ არა იოგა ჩემთვის…😊<br><br> „იოგას სახლში“ მივედი 2021 წლის 22 ნოემბერს და დღემდე ერთგულად დავდივარ ვერიკო სხირტლაძესთან. ვერიკო არის პროფესიონალი, პუნქტუალური, თავის საქმის მოყვარული, ჰუმანური, კეთილსინდისიერი ინსტრუქტორი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვარჯიშის საათის ყველა წამი არის პროდუქტიული…ვერიკო არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და დიდი სტიმულით, რწმენით და შთაგონებით გვაკეთებინებს ყველაფერ იმას, რომელზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით… ძალიან გამიმართლა, რომ ვერიკო ჩემი ინსტრუქტორია… 😇<br><br> ეს არის ადამიანი დაბადებული ამ საქმისთვის… ყველა ახალი გაკვეთილი წინა გაკვეთილისგან განსხვავდება სიახლით და მიღწევებით…. არცერთი გაკვეთილი წინას არ ჰგავს, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ მიმიხარია „იოგას სახლში“, ისეთი აურა აქვს ვერიკოს, რომ კარებს მიღმა რჩება ჩემი პირადი და იშლება არაჩვეულებრივი, ჯანსაღი, სიყვარულით და სიკეთით სავსე სამყარო… მადლობა მშვენიერ ვერიკოს ყოველივესთვის…🌷😍 <br><br> რაც შეეხება ჩემი 5 თვიანი ვარჯიშის შედეგს: <br><br> 1. გამიქრა წელის ტკივილი;<br> 2. ასევე, მხრის ტკივილი, რომელიც ღამე ძილის საშუალებას არ მაძლევდა… <br> 3. დამავიწყდა ყურის ნიჟარის ტკივილები, რომლის ტკივილსაც ყელ-ყურის ექიმი მიაწერდა ოსტეოქონდროზს… <br> 4. მომიწესრიგდა ძილი…<br> 5. იოგამდე დავიკელი 40 კგ და მოგეხსენებათ კანის მდგომარეობა როგორიც იქნებოდა… დღეს თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ზედმეტად მოშვებული კანი დგება ფორმაში, რაც სტიმულს მაძლევს იმისას, რომ კანის არაესთეტიური მდგომარეობა სულ მალე რიგ უხერხულობებს აღარ შემიქმნის;<br> 6. ვარჯიშიდან გამოსული ახალი და დადებითი ენერგიით ვარ სავსე და უკვე მოთხოვნილებად მექცა იოგას ყოველდღიური პრაქტიკა (და ალბათ ეს დღეც დადგება…)<br> 7. დარბაზს გარეთ, საყოფაცხოვრებო პირობებშიც კი მადგება ყველა ის მითითება, რასაც ვერიკო იძლევა ვარჯიშის დროს და ვხვდები რომ არა მარტო მაჯანსაღებს, არამედ ცხოვრებას მიმარტივებს იოგა…<br> 8. ჩემი ასაკია 49 წელი, სულ რაღაც 6 თვეში ნახევარ საუკუნეს მივაღწევ ბევრად გაჯანსაღებული და დადებითი ენერგიით სავსე, რაზეც უდიდეს მადლობას გიხდით ბ-ნო გიორგი თქვენ, რომ თქვენი მონდომებით მომეცა საშუალება ახალი და ლამაზი ცხოვრების… 😍
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ხერხემალი
იოგას სახლი
ეფექტი

თჰეა მამპორია
ქებათა ქება , რაც შეიძლება გაუზიარო ადამიანს, ყველაფერი მემეტება ნინა ორჯონიკიძესთვის. მისი პიროვნული და პროფესიული თვისებები ხდის მას უნიკალურს და ამით ძვირფასს და დასაფასებელს. მისი თვითკრიტიკა თვალში საცემია სიფრთხილესთან და პასუხისმგებლობასთან ერთად. ჰარმონია მასთან ვარჯიშის თანმდევია. ერთი სიამოვნებაა იოგას პრაქტიკა ინსტრუქტორთან, რომელიც ორიენტირებულია და გეხმარება აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.

ალექსანდრე ხუციშვილი
მაღალი პროფესიონალიზმი, თბილი ჯგუფი.

ანა ღვინჯილია
ორსულთა იოგის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მიიღოთ საკუთარი თავის და მომავალი შვილის კეთილდღეობისთვის. ორსულობის საწყისი ეტაპიდან 38 კვირის ჩათვლით, იოგა ჩემთვის იყო საუკეთესო ანტი-სტრესი, მუდმივი ცვლილებების მიუხედავად, საკუთარი სხეულის მართვის შესაძლებლობა, და მსუბუქი და უპრობლემო ორსულობის გარანტია. იოგაზე ნასწავლი სწორი სუნთქვა და ვარჯიშის შედეგები დამეხმარა მშობიარობაში და სწრაფ რეაბილიტაციაში. მეორე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ამ დროს მიიღოთ, არის იოგის დაწყება უშუალოდ ‘იოგას სახლში’, სადაც გარემო, განწყობა და მთელი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებით სასიამოვნოს გახდის მთელ ამ პროცესს. და ბოლოს, ჩემი და იოგას სიყვარული არ შედგებლდა, რომ არა საუკეთესო, პროფესიონალი და ხალისიანი იზა ინსტრუქტორი და მისი ინდივიდუალური მიდგომა, რომლის იოგის გაკვეთილებსაც აუცილებლად დავუბრუნდები ❤️
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

მაია ხეცურიანი
star star star star star
1 თვეა რაც დავიწყე იოგას სახლში სიარული. მანამდე არასდროს მქონია შეხება, პირველი რამდენიმე გაკვეთილი ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი ვერ შევძლებდი, თუმცა მარიამის პერსონალურმა გაკვეთილმა შემიცვალა აზრი, მომიხსნა კომპლექსი, მარიამი დამეხმარა ილეთების სწორად აღქმაში. პერსონალური გაკვეთილები ძალიან კარგია ჩემნაირი დამწყები ადამიანისთვის, როცა უამრავი კითხვა გაქვს და ვერ ახერხებ ჯგუფური მეცადინეობის დროს მიიღო პასუხი❤️
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
ეფექტი

ნინო ბაქრაძე
star star star star star
იოგა არის უკეთესი ცხოვრების გზა, მაგრამ თავიდან ამის მიხვედრას უნდა დრო და პრაქტიკა. დიდუბის ფილიალში მარიამ ხელაძესთან მაქვს ინდივიდუალური სესიები, რაც ძალიან მეხმარება, რომ კიდევ უკეთ გავიაზრო რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცხოვრების გზაზე კარგი მასწავლებელი. იოგას ასანების სწორად შესრულება, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა არის გარანტი, რომ სამყაროს ამ საჩუქარს ბოლომდე მიიღებ. მარიამი კი მეხმარება, რომ ყველაფერი სიზუსტით და უსაფრთხოდ გავაკეთო, შიშები დავძლიო და ახალი გზები ვცადო.

ივანე მეტრეველი
დიდი ხანი მინდოდა იოგას პრაქტიკა მეცადა მაგრამ, სულ რაღაც მიშლიდა ხელს, საბოლოდ როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი და შევუერთდი ონლაინ იოგას ჯფუგს, ეს ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილება არის რაც კი მიმიღა, რადგან რამდენიმე კვირიანი პრაკტიკის შემდეგ, გავხდი მეტად თავდაჯერებული, პოზიტიური, ვძლიე სიზარმაცეს და გავხდი ჩემი თავის უკეთესი ვერსია, გამიარა ზურგის ტკივილმაც რომელიც გამოწვეყლი იყო დიდი ხნის განმავლობაში მჯდომარე პოზაში მუშაობთ, ამ ყველაფერთან ერთად, ჩემი სხეული გახდა ბევრად მობილური ვიდრე მანამდე იყო ხოლო კუნთოვანი მასა გახდა მეტად მკვრივი და გამოკვეთილი, ამ ყველაფრის მიღწევაში დამეხმარა ონლაინ იოგას ინსტრუქტორები, ნინო, ნინა და მარიამი მინდა მათ მადლობა გადავუხადო რომ შემაყვარეს იოგა, ასანები მრავალფეროვანი და სახალისოა, მათგან უდიდესი პოზიტივი მოდის რაც კიდევ უფრო გეხმარება რთული ასანების შესრულებაში და მიზნის მიღწევაში, ერთი სიტყვით საუკეთესოები არიან <3
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
ეფექტი
ONLINE CLASS

ანა კეკუა
იმ საშუალებათაგან, რომლებიც თანამედროვეობის ქაოსისა და არეულობისგან თავის დაღწევაში გვეხმარებიან, გვიბიძგებენ საკუთარ თავში ძიებისკენ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იოგა საუკეთესოა. ბედნიერებაა, როდესაც ახალი ინტერესის სფერო გიჩნდება და ისეთ პროფესიონალებთან მოხვდები, როგორიც იოგას სახლია. ნინა ამ სამყაროში საუკეთესო გზამკვლევია. მთელი პრაქტიკის მანძილზე იგრძნობა მისი სულისკვეთება, ყოველი რთული ასანის ახსნისას თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, საკუთარი თავისადმი მტკიცე რწმენასაც გინერგავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და მუშაობა. ის ენერგიები, რომლებსაც უშურველად გვიზიარებს დიდი ხნის მანძილზე მიმყვება და მაძლევს სტიმულს. "ნინას იოგა" გამოწვევებით სავსე თავგადასავალია, რომელიც ამ სამყაროში აღმოჩენილმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს საკუთარ თავზე.
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ნინო შვანგირაძე
ბედნიერი ვარ, რომ კარგი ადამიანების რჩევით მოვედი თქვენთან. უამრავი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემით და ერთი თვის თავზე, (ჩემთვის წარმოუდგენელი) თავზე დგომის შესრულება შევძელი. გარდა ამისა, ერთ თვიანი ვარჯიშის შემდეგ, სრულად მოგვარდა რამდენიმე თვიანი უძილობა, კისრისა და ბეჭის არეში ტკივილი და გაუსაძლისი წელის ტკივილი (რომლებიც ხერხემლის მალების კომპრესიული დაჯდომითაა გამოწვეული) პრობლემა რათქმაუნდა მოგვარებული არაა, თუმცა უკვე იმხელა შვებაა და ისე ვარ მოტივირებულები, ყველაფერს გავუმკლავდები. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ნინო მეტრეველის ჩართულობა, პროფესიონალიზმი და ყურადღება. ჩვენი, თითოეულის შესაძლებლობა თუ პრობლემა იცის და გვეხმარება მათ დაძლევაში თუ გაუმჯობესებაში ✊🏻 ყოველი ვარჯიშის დღე ჩემთვის დღესასწაულივითაა და სწორედ ნინოს დამსახურებით ❤️ მთელ გუნდს გისურვებთ უდიდეს წარმატებას.

ანა გვალია
იზა საუკეთესოა, ვგიჟდები ისე მიყვარს 🥰🥰
იზა ვაშაკიძე

ინგა ბაკურაძე
იოგა ონლაინ განსაკუთრებით მათთვისაა მოსახერხრბელი, ვინც წუწუნებს რომ დრო არ აქვს 😊 მართალია  სტუდიაში პრაქტიკას აქვს გარკვეული დადებითი მხარეები, თუმცა ონლაინ ისეთი სუპერ ინსტრუქტორები არიან, რომ ყველა დანაკლისს გივსებენ, დროთა განმავლობაში ისე გამოგივათ სანატრელი და საოცნებო ასანები თქვენც ვერ გააცნობიერებთ როგორ და რანაირად მოხდა, ყველაზე სასიამოვნო არის შენივე პროგრესს რომ ხედავ და მერე თვითმოტივაცია ავტომატურად აქტიურდება, საოცრად სასიამოვნო პროცესია. მადლობა საუკეთესო გუნდს ამისთვის ❤️ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ დაიწყოთ თუ არა იოგა ონლაინ შეწყვიტეთ ფიქრი და უბრალოდ დაიწყეთ 😊
ONLINE CLASS

თინათინ ღვინიანიძე
ადამიანის მიზანი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. იოგა, თავისი სულიერ-ფიზიკური პრაქტიკების ერთობლიობით, პირდაპირი, და არა ტრანზიტული რეისია, მალხუთიდან კეტერამდე, ანუ მიწიერი ყოფიერებიდან - ცნობიერების გვირგვინამდე, უმაღლეს გონამდე... განსხივოსნებამდე. მადლიერი ვარ ბატონი გიორგის. იოგას სახლი ჭეშმარიტების მარცვლიდან აღმოცენებული ცხოვრების ხეა, გზა - შემეცნებიდან სრულყოფილების მანიფესტაციამდე.

ანა ვარდოსანიძე
იოგა შემაყვარეთ 😍❤️
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
კონცენტრირების უნარი

თამარა მიდელაური
წელიწადზე მეტია ონლაინ იოგა პრაქტიკას მივდევ იოგას სახლის ინსტრუქტორების მეთვალყურეობით. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვრწმუნდები და ვაცნობიერებ ჩემი სხეულის შესაძლებლობებში. პერსონალურად მინდა გამოვყო ჩემი ინსტრუქტორები: ნინო მეტრეველი, მარიამ ხელაძე და ნინა ორჯონიკიძე. რომ არა, ეს გოგონები, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი ონლაინ მივყოლოდი და განმეხორციელებინა იმ ასანების შესრულება, რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწიე. გარდა უფიდესი პროფესიონალიზმისა ამ გოგონებმა ერთ გუნდად შეკრა და დაგვამეგობრა მთელი ონლაინ იოგას მიმდევრები. მადლობა მათ და მადლობა იოგას სახლს ასეთი პროფესიონალი და ადამიანური გუნდისთვის.

ლელა ფოჩხუა
საოცრად მაგარი ჯგუფია. ბედნიერება იყო 6 თვე თქვენს გოგონებთან ონლაინ ვარჯიშიც კი. მადლობა მარიამ ხელაძეს, ნინა ორჯონიკუძეს და ნინი მეტრეველს იმ ენერგის, ყურადღების, სითბოს და რაც მთავარია პროფესიონალისათვის. რონელსაც იჩენდით ჩემს მიმართ. მიყვარხარ და ჩამოვალ ცოტა ხანში თქვენთან ვარ 😁 💋❤️💋❤️❤️❤️💋❤️💋

სალომე გოგუჩაშვილი
ძალიან დიდი მადლობა გიორგის ონლაინ იოგას ჯგუფის შექმნისთვის❤️ ვერც კი წარმომედგინა დისტანციურად ასეთი შედეგის მიღწევა თუ შეიძლებოდა. ინსტრუქტორი ისეთი სიზუსტით ხსნის თითოეულ ასანას , რომ დარბაზში გგონია თავი. 9 თვეა ონლაინ გესწრები და პირველივე თვიდან წარმოუდგენელი გახდა ჩემთვის თქვენს გარეშე ცხოვრება. იმედია მალე დარბაზშიც გეწვევით. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ😍

ნატალია ალთუნაშვილი
რეკომენდაციას ვუწევ იოგას სახლს. ჯერ სულ ერთი თვეა რაც დავდივარ, მაგრამ უკვე საოცარი შედეგი მაქვს ვისაც ვიზუალური მხარე აინტერესებს. ჩემთვის პირადად კი უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონია, იოგამ მომიტანა სიმშვიდე და ბედნიერება, ვერ ვხსნი სიტყვებით ეს რა განცდაა და რატომ ვაბრალებ იოგას, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ეს ასეა. ვერა სხირტლაძე უსაყვარლესი ინსტრუქტორი <3 <3 <3

ნინა სუბლატი
შესანიშნავია მედიტაციის და იოგას ფილოსოფიის კურსი. ინტერაქციული, სასიამოვნო 1 საათი საინტერესო ინფორმაციით და საჭირო პრაქტიკებით! 🙏🏻
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ნათია ხვადაგიანი
ონლაინ კურსის დროს შევისწავლე მედიტაციის და სუნთქვითი ვარჯიშების სხვადასხვა ტექნიკები, რა დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაცნობიერე, მათ შორის ისეთი დეტალები, რაზეც ცნობიერად შესაძლოა არც მიფიქრია მანამდე... კურსი იყო ძალიან ინფორმატიული, თეორიული ნაწილი მოიცავდა უსაზღვროდ დიდ ინფორმაციას, რისთვისაც გიორგის ვუხდი უდიდეს მადლობას, გამიჩნდა სურვილი უფრო სიღრმისეულად შევისწავლო იოგას ფილოსოფია. კურსი საშუალებას იძლეოდა სესიები ყოფილიყო ინტერაქციული, რაც მას უფრო საინტერესოს ხდიდა და ამომწურავ პასუხებს მაძლევდა შეკითხვებზე.. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, მედიტაცია დამეხმარა მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, "აქ და ახლა" მომენტის დაჭერაში და სიმშვიდის მოპოვებაში 🙏💙
გიორგი ბერძენიშვილი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება

დიანა დათუსანი
ვისაც გსურთ საკუთარი თავის პოვნა,ემოციების მართვა და სტრესის დაძლევა,სიმშვიდის მოპოვება და უბრალოდ საინტერესო ლექციების მოსმენა ფილოსოფიაზე-აქ თქვენი ადგილია!მადლობა გიორგის კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავლისთვის,მოუთმენლად ველოდები ახალ შემოთავაზებებს!

ნანიკო მგელაძე
მოგესალმებით …ამ მოკლე პერიოდში მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია,სუნთქვით ვარჯიშებს საოცარი შედეგი ჰქონდა ,გავხი უფრო ენერგიული ,პოზიტიური მშვიდი …არასოდეს მქონია შეხება იოგასთან და ახლა ვფიქრობ უფრო მეტი დრო დავუთმო,უფრო გავიღრმავო ცოდნა…მადლობა ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო ლექციებისთვის👏

ნუცა გოგუაძე
სულ სხვა რამ მეგონა იოგა და სრულიად მოხიბლული ვარ იმით, რაც აღმოვაჩინე. არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები, კეთილგანწყობილი გარემო და რაღაც უხილავი მოტივაცია, რომ არ დანებდე და მარტივი ვარიანტების შესრულებით არ სცადო "გამოძვრომა" :) ყველა ვარჯიში ერთდროულად ინტენსიურიც არის და გარელაქსებს კიდევ, რაც მთავარია, სრულიად შენს სხეულზე და შენს შეგრძნებებზე ხარ კონცენტრირებული და დიდი ფუფუნებაა ეს დღევანდელ დროში. არასრული ერთი თვის მანძილზე დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება. ამიტომ ულიმიტო აბონემენტი შევიძინე, რომ მაქსიმალურად ხშირად გავინებივრო თავი იოგას სახლში ვიზიტით. ყველას ვურჩევ, სცადოს იოგა და სწორედ იოგას სახლში სცადოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ვარჯიშით ხართ დაკავებული. ეს სულ სხვა გამოცდილება და განზომილებაა.

ანა
star star star star star
ინგასთან პირველივე ვარჯიშის შემდეგ ვიგრძენი საოცარი შვება და სიმსბუქე. მინდა დიდი რეკომენდაცია გავუწიო მას და მთლიანად იოგას სახლს და მის ინსტრუქტორებს, რომლებმაც თავიდან შემაყვარეს და მაზიარეს იოგას ფილოსოფიას! <3
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

სალომე ჩახუნაშვილი
მედიტაციის ეს კურსი, გარდა იმისა რომ მას აქვს საოცრად საინტერესო და შემეცნებითი თეორიული ნაწილი , არაჩვეულებრივი საშუალებაა ისწავლო სწორად მედიტირება, ჩაუღრმავდე საკუთარ თავს,მოიპოვო სიმშვიდე,სრულიად გაწმინდო და დაასვენო გონება რუტინული ფიქრებისგან და სტრესისგან ,აღმოაჩინო ახალი შეგრძნებები,რომელსაც თითქოს სხვა განზომილებაში გადაყავხარ და ყველანაირი სიმძიმისგან თავისუფლდები. ზუსტად ის არის რაც ცხოვრების ამ ეტაპზე აუცილებელი იყო ჩემთვის❤❤მადლობა🙏🙏❤❤
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
სულიერი სიმშვიდე
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
თავის ტკივილები

მარიამ გაბუნია
დიდი ხანია თქვენთან ვვარჯიშობ და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესოები ხართ. დარბაზში სიარულიც და ონლაინ გაკვეთილებიც არაჩვეულებრივად კარგია. ხალისიანი და ყურადღებიანი ინსტრუქტორები, სასიამოვნო გარემო და რაც მთავარია საოცარი შედეგი❤️

ზურა გოდერიძე
ბევრი რამე ვისწავლე კურსით, სუნთქვის ტექნიკები ძალიან კარგი იყო, პირველად ვცადე მედიტაცია და ალბათ ხშირად ვიმედიტირებ, ძალიან კარგი შედეგი იქონია ფსიქოლოგიურად, ასევე ბევრ საინტერესო თმებს შევეხეთ , ბევრი წასაკითხი მასალა დამიგროვდა კურსის მერე და ძალიან ბევრი ახალი საინტერესო საკითხები გაჩნდა.
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი

მარიტა გენებაშვილი
ეს კურსი მედიტაციის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, არის შემეცნებითი, საინტერესო და მრავალმხრივი. ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურს მედიტაციის დაწყება, ან უკვე მედიტირებს, მაგრამ პრანაიამის ტექნიკები აინტერესებს, ან უბრალოდ საინტერესო ფილოსოფიური საუბრების მოსმენა სურს😊
გიორგი ბერძენიშვილი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება

ვანო ღონღაძე
იოგას პრაქტიკის წარმოებით მიღებული შედეგები უბრალოდ განსაცვიფრებელია, რასაც მრავალი მაგალითი გვიჩვენებს და გვიდასტურებს, მაგრამ, მტკიცედ მწამს და თითქმის ვიცი კიდეც, რომ მისი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის დაუფლებითა და მისი ცნობიერი მართვით. იოგა საკუთარი "მე"-ს აუთენტური ბუნების ძიებაში, პოვნაში, შესწავლაში, განვითარებასა და, რაც მთავარია, გამოხატვაში გვეხმარება. კრიშნა, ბუდა, ქრისტე რასაც კი აზროვნებდნენ, მეტყველებდნენ, მოქმედებდნენ, ყველაფერი 100%-ით აუთენტური გახლდათ და გახლავთ. იოგა ყველანაირ წიგნზე უკეთესი მასწავლებელია, მეტიც, ლიტერატურაც, მუსიკაც, ფილოსოფიაც და ა. შ. ხდება უკეთესი მასწავლებელი იოგას თანხლებით, გაცილებით მარტივდება მათი წვდომა იოგას მეშვეობითა და წინწამძღვარებით, იოგას გზაზე შედგომით. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ დრო და სივრცე და ვითარება ყველგან მოიძევება იოგასათვის. დიდი, დიდი მადლობა ბატონ გიორგისა და ყველა ინსტრუქტორს, აგრეთვე თითოეულ ჩემ მიერ გაცნობილ პრაქტიკოსს ამ სამყაროში ინიციაციისათვის. აქ თქვენ დაგხვდებათ ნამდვილ პროფესიონალთა მთელი გუნდი, მაგრამ მისი ღირსებები არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით, ანუ იგი მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პროფესიონალთა კოლექტივი. იგი ერთიანი, მთლიანი ორგანიზმია მისი უნიფიცირებული სუნთქვითა და სასიცოცხლო ენერგიით. აქ მოსვლა გპირდებათ, რომ ცხოვრებას ახალი თვალით შეხედავთ, ბუნებასა და ხელოვნებას მეტად დააფასებთ სწორი და ადექვატური {თვით}შეფასების ფუნდამენტზე... გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი შეჰნატრის პიროვნებას, რომელსაც პირველად წაკითხვის ბედნიერება წინ აქვს, რადგან მას ჯერაც არ განუცდია იგი. მის მსგავსად, მეც შევნატრი ნებისმიერ მომავალ პრაქტიკოსს, რომელსაც წინ აქვს იოგას პირველი გაკვეთილით მოგვრილი სიხარული და ნეტარება.

მაცაცო ასათიანი
სამწუხაროდ ბოლო აბონიმენტის მგონი მხოლოდ ერთი გაკვეთილის გამოყენება შევძელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო,თუმცა თქვენ მაინც ძალიან კარგები ხართ <3

თიკო ოთარაშვილი
მადლობა ნინო მეტრეველს პროფესიონალიზმისთვის, რომელმაც შემაყვარა იოგა და გამხადა ვარჯიშზე დამოკიდებული

ნათია ლატარია
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ბევრის მომცემია იოგას პრაქტიკები. დიდი მადლობა ნინო მეტრეველს თავისი ძალისხმევისთვის და პოზიტიური განწყობისთვის. ძალიან მომწონს თითოეული გაკვეთილი. რასაც ვისურვებდი არის ის რომ იქნებ მედიტაციის მასტერკლასებიც ჩაგვიტარდეს, სადმე ბუნებაში. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან კარგი იქნებოდა, თუნდაც იშვიათად. მადლობა
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება

მარინე ჩანგიანი
გამარჯობათ! დავიწყებ იმით, რომ ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინეთ! დაახლოებით 7-8 წლის წინ მიხეილ ცაგარელმა (პირად ჰოროსკოპში) მირჩია იოგა და მხოლოდ ეხლა მივედი და უაღრესად კმაყოფილი ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ჩემთვის, მაგრამ მყავს საუკეთესო მენტორი ნინო მეტრეველი, დიდი მადლობა ნინო!!!! ეხლა იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჯერ 14 ვიზიტი მქონდა და ბევრად გამიუმჯობესდა როგორც სხეულის ფორმა, ასევე გამიქრა წელის ტკივილი და მენსტრუალური ტკივილები. ამავდროულად გადავედი ჯანსაღ საკვებზე. მადლობა, რომ არსებობს!

ნინო თურმანიძე-ბერიძე
ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი ჯანმრთელობაა,ამიტომაც ავირჩიე იოგა და უკვე წლებია ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.უამრავ პრობლემის,მათ შირის ხერხემლის მწვავე პრობლემებს იოგათი გავუმკავდი.ვიპოვე სულიერი სიმშვიდე და ფიზიკური ბალანსი.ასევე შევძელი ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო🧘🧘

ნინო ბაქრაძე
იოგის ინსტრუქტორთა აკადემიაში ვისწავლე ბევრი რამ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის მეტი დროის გამონახვა და ახალი შანსის მიცემაა. ეს სამი თვე სულაც არ იყო მარტივი, ბევრი გამოწვევა დავძლიე ამ კურსის მეშვეობით და მიხარია, რომ ეს დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. გიორგი ბერძენიშვილს მადლობა იმისთვის, რაც გვასწავლა. თეორიული საფუძვლების ცოდნა მეხმარება გაცნობიერებულად და გააზრებულად გავაკეთო ასანები, მეტად კონცენტრირებული ვიყო. თან ყველა აღნიშნავს, რომ ამ მოკლე დროში ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა. მოკლედ, კარგი და სასარგებლო თავგადასავალი გამოვიდა იოგას სახლში.
ჯანმრთელობა
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
იოგას სახლი

მაკა ხარაიშვილი
მიხარია რომ სწორ ადგილას მოვხვდი. თავიდან ბევრი რამე რთულად მეჩვენებოდა, საუკეთესო ინსტრუქტორის (იზას) დახმარებით (რომელმაც იოგას სიყვარულით მომწამლა), მალევე (ერთ თვეში) გადავლახე სირთულეები და ყოველ შემდგომ ვარჯიშზე ვამჩნევდი როგორ ვითარდებოდი. ის რაც რთულად მიმაჩნდა უკვე ახლოს იყო ჩემს შესაძლებლობებთან. შინაგან ბალანს ვაუმჯობესებდი, რაც თავდაჯერებულობას მმატებდა. შემდეგ იყო პაუზა (პანდემიის გამო), რამაც თავი საშინლად მაგრძნობინა (თითქოს ჟანგი მეკიდებოდა), ერთი თვის წინ დავბრუნდი და დავიბრუნე ჩემი უწინდელი შესაძლებლობები, უწყვეტი ვარჯიშით და მონდომებით პროგრესის იმედი მაქვს. მადლობა ბატონ გიორგის ასეთი კარგი გუნდისთვის და მადლობა ჩემს ინსტრუქტორებს იზას და ეთოს, იმისთვის რომ მაძლევენ სტიმულს გავხდე უკეთესი.

ნინო მეგრელიშვილი
ორი თვეა რაც იოგის სახლში მოვედი და მინდა რომ არასდროს წავიდე აქედან.რა ძალაა ეს ჯერ ვერ ამოვხსენი ასე რომ გიზიდავს და გაინტერესებს მაგრამ ფაქტია ჩემი სხეული და სული ერთნაირად მოდის ბალანსში. ყოველი გაკვეთილი საინტერესოა და არ ხდება რუტინა, ვგრძნობ თავდაჯერებულობას როცა რაიმე რთულს ვეჭიდები და გამომდის, ეს მე ძალიან მეხმარება ფიზიკურადაც და მენტალურადაც. საოცარი გუნდია მადლობა ყველას განსაკუთრებით ჩემს ინსტრუქტორს იზა ვაშაკიძეს ასეთი ყურადღებიანი და თბილი გარემოს შექმნისთვის ასევე მომიწია რამდენიმე გაკვეთილი ნინო მეტრეველთან და კმაყოფილი და ბედნიერი ვარ თქვენით🙏🏻❤️❤️❤️ყველას ვინც რაიმე ფიზიკურ ან მორალურ პრობლემაზე საუბრობს ჩემს გარშემო ვურჩევ იოგას, იმიტომ რომ აშკარაა ყველა სტრესთან თუ ფიზიკურ ჩივილთან გამკლავებაში საოცარი შედეგი აქვს. მადლობა რომ არსებობთ!!!

თეკლა აბულაძე
ყოველთვის მიყვარდა იოგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პედრო ალმოდოვარის The Skin I Live In-ს ვუყურე, მაგრამ მხოლოდ სილამაზის ფორმად აღვიქვამდი. რაც თქვენთან მოვედი მივხვდი, რომ სილამაზეზე გაცილებით მეტია ჩემთვის, სიმშვიდე, ჰარმონია, კარგად ყოფნის შეგრძნება და ხანდახან ტკივილისგან მოგვრილი კარგად ყოფნაც კი. ყოველთვის როცა დაღლილი ვარ მოვიდვარ, იმიტომ რომ დაღლისგან დასვენებული მივდივარ და თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ საკუთარ კანში. კიდევ ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ სანამ თქვენით არ გამოცდით ვერ გაიგებთ და ვინც უკვე გამოცადა იმან უკვე იცის. პ.ს.ინსტრუქტორები ყველა ერთმანეთზე უკეთესია, მე შეხება ძირითადად ქეთისთან და იზასთან მქონდა და ორივეს პროფესიონალიზმი, სტილი და მიდგომა ძალიან მიყვარს.

მარიამ სომხიშვილი
ერთი თვეა რაც იოგაზე დავიწყე სიარული. საკმაოდ მოუქნელი ვიყავი,თუმცა ყოველ ჯერზე პატარ-პატარა პროგრესს ვგრძნობ,რაც ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, სასიამოვნო ხასიათის ცვლილებაზეც კი მოახდინა გავლენა,რისთვისაც უზომოდ დიდ მადლიერებას გამოვხატავ ინსტრუქტორ,ეთო გელიშვილის მიმართ,რომელიც არის,უზომოდ დიდი პოზიტივი,მხიარული და ყურადღებოანი💙💚💜❤
გარემო
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
ეფექტი

ნინო მამულაშვილი
მაქვს სქოლიოზი და ბავშვობიდან დავდიოდი მასაჟებზე რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა როგორც კი შევწყვეტდი, გარკვეული დროის შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი ისევ იჩენდა თავს. 2 წლის წინ უძილობის, გადაღლილობისა და ზურგის ტკივილის გამო გადავწყვიტე მოვსულიყავი იოგაზე. ვიარე მხოლოდ 1 თვე (შემდეგ საზღვარგარეთ მომიწია წასვლა) და ეს ერთი თვე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა რომ დამენახა იოგას დადებითი მხარეები. ძილი მომიწესრიგდა, ტკივილები გამიქრა ხასიათი გამომიკეთდა და უფრო ენერგიული და თავდაჯერებული გავხდი. საზღვარგარეთ ყოფნისას ერთი სული მქონდა ჩამოვსულიყავი და გამეგრძელებინა იოგას სახლში სიარული. ერთი თვეა განვაახლე ვარჯიში და იმდენად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ აღარასდროს ვაპირებ შეწყვეტას. ძალიან დიდი მადლობა იოგას სახლის ინსტრუქტორებს რომ არიან ასეთი კარგები და გვიქმნიან საოცარ გარემოს.
გარემო
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
იოგას სახლი

ხატია ქვათაძე
star star star star star
იოგას 5 წლის წინ მივაგენი. მყავდა გადასარევი ინსტრუქტორი, რომელთან განშორების შემდეგ კიდევ დაახლოებით 5-6 ადამიანთან ურთიერთობა ვცადე და გამოვცადე. ზოგი არ მომიხდა, ზოგს- მე არ მოვუხდი :) ნინო ბარბაქაძემდე პანდემიისას მივედი. სხვათაშორის, სკეპტიციზმით შევუდექი შრომას და 4 თვიანი თანამშრომლობის თავზე შემიძლია ვთქვა რამდენიმე რამ: 1. საუკეთესო მიდგომით და პროფესიონალიზმით მან შეძლო და იოგას ჩემთვის უცხო მიმდინარეობას ამაყოლა :) 2. სირთულის მიუხედავად ნებისყოფა გამიუმჯობესა და არ ვნებდები 3. საგრძნობი და თვალშისაცემი შედეგი მაქვს- როგორც ვიზუალურად,ისე- შეგრძნებით 4. ძალიან კარგი სტრატეგია შეარჩია ინდივიდუალური წვრთნისთვის:) 5. არის მშვიდი, ოპტიმისტი, კარგი მასტიმულირებელი, მომთხოვნი, მაგრამ სწორად აღიქვამს შესაძლებლობებსაც და განწყობებსაც და ბოლოს,ჩემი ფიქრების და დარდების საუკეთესო გამზიარებლადაც იქცა მადლობა ნინოს (ბარბაქაძეს) 🙏 მადლობა თქვენ!
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი
ONLINE CLASS

მარიამ მერებაშვილი
„მიყვარს ეს ადგილი და მიყვარს ყველა ის შეგრძნება და ბენეფიტი რასაც აქ ვიღებ 🔆🤍 ორსულობის დროს განსაკუთრებით, ვთვლი, რომ იოგა საუკეთესო გადაწყვეტილებაა 🙌🏽 იმის გარდა რომ სტრესს მიხსნის და გუნება-განწყობას საოცრად მიმაღლებს ვარჯიში, ყველა იმ დისკომფორტსაც მიხსნის რაც ორსულობას ახლავს ხოლმე თან. რამდენიმე გაკვეთილმა ჩემ სუპერ ინსტრუქტორ იზასთან ხერხემლის და წელის ტკივილი გამიქრო 🙌🏽💗 ზუსტად იმ აქცენტებს აკეთებს რა საჭიროებებიც გამაჩნია და ეს დიდი კომფორტია ინსტრუქტორისგან 🌟 პლუს მთელი ორსულობის მანძილზე მოქნილობას არ ვკარგავ 🤸🏾‍♀️💚 და მშობიარობის პროცესიც და შემდგომ ფორმაში მალევე ჩადგომაც ბევრად მარტივდება იოგას პრაქტიკით 👌🏽 ამიტომ დიდ რეკომენდაციას ვუწევ ყველა ორსულს (და არაორსულსაც) „იოგას სახლის“ არჩევაში“. 🔆
იზა ვაშაკიძე
ორსულთა იოგა

ეკატერინე ხომასურიძე
იოგა ცხოვრების ცოტა რთულ პერიოდში დავიწყე, ჩემმა მეგობარმა მირჩია იოგას სახლი, სულ იმის აღნიშვნაში იყო , ამ სივრცეში ძალიან პროფესიონალი ადამიანები არიან, მეც ვენდე და შედეგმაც არ დააყოვნა, დიდიხანი არ არის რაც დავდივარ და საოცრად კარგი შედეგი მაქვს ჩემი შრომით და პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით , გაუმჯობესდა როგორც ჩემი მენტალური მდგომარეობა ასევე ფიზიკურიც , ძალიან შემიყვარდა იოგა არ ვაპირებ თავის დანებებას, მინდა ის ბედნიერება რაც ამ სივრცეში მაქვს თან მახლდეს ცხოვრებაში, მადლობა ბატონ გიორგის ასეთი კარგი გუნდისთვის და მადლობა ჩემს ინსტრუქტორს იზას რომელიც მეხმარება ჩემი შედეგის გაუმჯობესებაში.

თამუნა ქოთოლაშვილი
იოგას ცენტრი შემაყვარა იმ უთბილესმა გარემომ, რომელსაც ნინო მეტრეველისნაირი პროფესიონალი, ყურადღებიანი და თბილი ადამიანები ქმნიან <3 <3 <3 მიხარია, რომ ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ მისი გაკვეთილებიდან,რომლებიც ძალიან პროდუქტიული და ასევე ,პოზიტიურია <3 ძალიან გამიმართლა,რომ ასეთი ბეჯითი და პასუხისმგებლიანი ინსტრუქტორი გავიცანი <3

ეკატერინე სურგულაძე
მოგესალმებით, საქართველოს იოგას ფედერაციაში გავლილმა ერთ თვიანმა პრაქტიკამ დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა და უფრო მეტად დადებითი შედეგი აისახა ჯანმრთელობაზე. იოგა გახდა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, რადგან მეხმარება ემოციური ბალანსის მიღწევაში. მადლობა
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

სოფო ბაბუაძე
ძალიან მიხარია, როცა მიხსნიან, ვგებულობ და შემდეგ გამოდის, (არის პროგრესი) რა თქმა უნდა, ერთი ახსნით არაფერი გამოდის, რადგან თუ მზად არ არის სხეული, არ არის საკმარისად ძლიერი, რაც არ უნდა გაიგო და გაიაზრო, ჯერ ყურით და შემდეგ ტვინით, სხეული ვერ გააკეთებს. ჩემს შემთხვევაში, აი, უკვე 2 კვირაა, რაც ტვინმა სხეულამდე მიაღწია 😂😂 ერთ-ერთი მაგალითისთვის: ბევრჯერ გამეორებული სიტყვები („წინ ზნექის დროს და ასევე უკან ზნექის დროს წელი არ დატვირთო და მენჯით იმუშავე“-მ გამოანათა ჩემშიც 😂😂) უცებ ვიგრძენი იმ ადგილების მუშაობა, რომესლსაც ადრე ვერ ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა ჩამერთო პრაქტიკაში. (ადრე არც ვიცოდი, რომ საჭირო იყო) ხოდა დიდი მადლობა ამისთვის იზას განსაკუთრებით 💙 კარგი, მრავალჯერადი ახსნისა და სწორი ვარჯიშის დამსახურებაა ეს 💙 ძალიან მიხარია, ასეთ პროგრესს რომ ვგრძნობ და ვხედავ პრაქტიკაში 😁💕✨
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
ეფექტი

საბა ქარსელაძე
წლების წინ იოგით დავინტერესდი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. გარკვეული პერიოდი სახლში ვვარჯიშობდი ჩემით და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. სრულიად ახლებურად გავუგე და დავინტერესდი ჩემი სხეულით. ყოველთვის ვხვდებოდი რომ ბევრ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი მაგრამ ხასიათის თუ კომპლექსების გამო მაინც მარტო ვარჯიში მერჩივნა სადმე ჯგუფში გაწევრიანებას. გავიდა დრო და მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდება ვინმე ვინც საფუძვლიანად მასწავლის და მარტო მხოლოდ მოყვარულის დონეზე და საკმაოდ უხარისხოდ თუ მივაღწევ რამეს. ერთ მშვენიერ დღეს გადავაბიჯე ჩემს თავს და იოგას ჯგუფში გავწევრიანდი. ჯერ ერთი თვეც არ მივლია და უკვე ვგრძნობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც კი მიმიღია.

ნინო კიკნაველიძე
სუპერ გადაწყვეტილება იყო ორსულობის დროს იოგაზე სიარული ❤️ ძალიან დამეხმარა ბევრ საკითხში და ძალიან კმაყოფილი ვარ 🙏 უდიდესი მადლობა და რეკომენდაცია ნინო ბარბაქაძეს 🥰
ორსულთა იოგა

მარიკა გაბელია
. იოგას ინსტრუქტორთა აკადემია ის ადგილია სადაც ბევრი სხვადასხვა წყაროდან მიღებული მითი ინგრევა იოგას შესახებ და იოგას არსის ჭეშმარიტებას იგებ, გიორგის ლექციების დასრულების შემდეგ შეგრძნება მქონდა, რომ რამდენიმე წიგნი ერთდროულად წავიკითხე ვიმოგზაურე იმ დროში და თითქოს ხელით შევეხე იმ დროს და ადამიანებს საიდანაც იოგამ დაიდო სათავე, აკადემიამ მომცა ცოდნა და მუხტი რომელიც მიბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ, ჩემთვის ეს ცოდნა არის პასუხისმგებლობა როგორც მასწავლებლის ასევე მომავალი მოსწავლეების წინაშე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგის! ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ რადგან მომეცა საშუალება სწორედ თქვენთან მესწავლა. ასევე ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარიამ ხელაძეს და ნინო მეტრეველს საინტერესო და შთამაგონებელი პრაქტიკებისთვის, გამხნევებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. მათი ენერგეტიკა და დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გზაზე 💕🙏 წარმატებებს გისურვებთ 💕
იოგას ფედერაცია

ლანა ხავთასი
Ჩემთვის იოგა არის მიზანი, როგორ გავხდე უკეთესი, მივიღო ახალი გამოწვევები, შევეჭიდო ცხოვრებისულ პრობლემებს მშვიდად, არ დავკარგო ბალანსი, არ დავნებდე, გავიცნო ჩემი სხეულის კუნთი, უჯრედი, სახსარი (Რაც მარტივი ჩემთვის არ აღმოჩდა), ვეცადო მათი დაფასება, შეყვარება! Ეს არის კურსი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება, დარწმუნებული ვარ ყველაფერი საინტერესო წინ მაქვს! Თუ არასასურველს მოვიშორებთ, ოთახი სასურველისთვის განთავისუფლდება ❤ მადლობა იოგას სახლის მთელ გუნდს და განსაკუთრებული მადლობა გიორგი ბერძენიშვის ცოდნის გაზიარებისთვის!
გიორგი ბერძენიშვილი

ხათუნა კალანდარიშვილი
ისევ მადლობით მინდა დავიწყო ჩემი გამოხმაურება, ჩემთვის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსის გავლა ერთგვარი გამოწვევა იყო და რომ არ ყოფილიყო იოგა - სახლის ერთიანი გუნდი , თავისი კვალიფიციური ტრენერებითა და მასწავლებლებით , ალბათ თავს ვერ გავართმევდი, სწავლების პერიოდში გავეცანი საინტერესო, მრავალფეროვან მასალას, თეორიას ვუხამებდით პრაქტიკას, ამან მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, შევაბიჯე იოგას საოცარ სამყაროში, მეტი მონდომებით, სიყვარულით და გულმოდგინებით. მადლობა საოცარ გოგო- ბიჭებს ვისთანაც ურთიერთობა მომიწია ამ კურსის გავლისას, მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ჩვენს მენტორს, მისი ცოდნის გაზიარებისათვის, სიღრმისთვის, სილაღისთვის, რომლის დამოკიდებულება იოგისადმი, ადამიანებისადმი, განგაწყობს და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გმატებს, მადლობა ჩემს უშუალო ტრენერს, მარიამ ხელაძეს, რომელიც ბოლომდე სოლიდარული იყო, მისი ადამიანური დამოკიდებულებისთვის, სითბოსთვის და მოთმინებისთვის, ჩემზე მორგებული პროგრამისთვის, გმადლობთ ადამიანებო !

მაკა თავაძე
მახარებს ის ფაქტი,რომ სწორ ადგილას მოვხვდი და დიდი მადლობა ამისთვის! გავიარე იოგას ინსტრუქტორთა ძალიან საინტერესო კურსი.ხშირად ვიმეორემ ამას, რომ ეს დასასრულს არ ნიშნავს,სწორედ ეს პროცესი მომწონს იოგაში, უწყვეტი, მუდმივი განვითარება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მდგომარეობისა.იოგამ შემმატა თავდაჯერებულობა, დისციპლინა, ვიგრძენი და აღმოვაჩინე საკუთარი სხეული უფრო უკეთ, ვიდრე აქამდე ვიცნობდი მას.მთელი გულით მინდა წარმატება გისურვოთ.
იოგას ფედერაცია

ნინა ლეშჩენკო
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იოგას სახლს, გიორგი ბერძენიშვილსა და მშვენიერ და ძალიან მაგარ ინსტრუქტორებს ამ იოგას ინსტრუქტორთა კურსისთვის. ეს კურსი დამეხმარა უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი იოგას არსს როგორც ანატომიურ და ფილოსოფიურ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ძალიან მეგობრული და თბილი გარემოა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინსტრუქტორებისგან მუდმივად ვიღებდი მოტივაციას და ეს ძალიან მეხმარებოდა. წარმატებას ვუსურვებ ყველა კურსდამთავრებულს და ასევე მათ ვინც მომავალში გაივლის მას. იოგა საკუთარი თავისა და სხეულის გაცნობისა და გაცნობიერების კიდევ ერთი უმაგრესი გზაა.
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი
ეფექტი
თავის ტკივილები
ONLINE CLASS

მარიკა გაბელია
შედეგი რომელსაც ჩვენ ვიღებთ იოგას პრაქტიკიდან პირდაპირ არის დამოკიდებული იოგას ინსტრუქტორის ინტუიციასა და ცოდნაზე, ყოველი ასანა არ არის მხოლოდ ფიზიკური ფორმა ეს ასე რომ ყოფილიყო იოგა იმ დროსთან ერთად გაქრებოდა როდესაც წარმოიშვა, იოგას პრაქტიკის მეშვეობით ჩვენ ჩვენი სხეულის და სულის ისეთ სიღრმეებში ჩავდივართ რომელსაც მანამდე არ შევხებივართ და ამ გზაზე იოგას ინსტრუქტორი გვინათებს გზას, მე ნამდვილად გამიმართლა მარიამი შეუდარებელია თავისი ცოდნით, ინტუიციით, მეგობრული მიდგომით, ხალისით სავსე პრაქტიკებით ყველაზე ტკბილ მოგონებად დამრჩება ეს პერიოდი რომელიც მარიამთან ერთად ინდივიდუალურ პრაქტიკებში გავატარე! ☀️🌿 მარიამი არის სამაგალითო ჩემთვის თუ როგორი უნდა იყოს იოგას ინსტრუქტორი🥰 ❤️ მჯერა რომ შენი ცოდნით და გამოცდილებით უამრავ ადამიანს მისცემ სწორ მიმართულებას და დაუტოვებ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას როგორიც მე დამიტოვე ❤️☀️

ზაზა ასათიანი
star star star star star
ვერიკოს ინსტრუქტაჟით ძალიან კმაყოფილები ვართ. ვერიკო ვარჯშთან ერთად, ასევე ვგასწავლიდა იოგის კულტურულ, მედიცინურ და ფსიქოლგიურ მნიშვნელობას. ვერიკო, ყოველ სეანსზე, გვაძლევდა მოტივაციას ჩვენს ლიმიტებზე გვემუშავა და დღის ბოლოს მეტისთვის მიგვეღწია. ზაზა და თიკო
მოტივაცია
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი

ლიკა გურაბანიძე
პირველი სეანსის შემდეგ ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ მემგონი დამოკიდებული გავხდი იოგაზე. ასე სასიამოვნოდ დაღლილი დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ. მოვედი უმძიმესი წელის ტკივილით (მაქვს თიაქარი 3 ადგილზე) და კიდევ სხვა პრობლემებით... ერთი კურისის შემდეგ ტკივილს ვეღარ ვგრძნობ, უფრო მოტივირებული ვარ, ენერგიული. დარწმუნებული ვარ ყველა ტრენერი საუკეთესო იქნება, მაგრამ ვფიქრობ გამიმართლა ნინო მეტრეველთან რომ მოვხვდი <3

მაია დათუნაშვილი
რა მაწუხებდა? კაი, მოკლედ დავწერ☺️ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, როცა ძლიერ დარტყმას იღებ, მოულოდნელს, სულიერად რომ კვდები და თავსასც ვერ იკლავ. ხოდა, ერთ მშვენიერ ზაფხულს... 🙈 მოკლედ, ყველაფერი ნაცრისფერია, უგემო, უსუნო (კორონა, მემგონი, მაშინ მე მქონდა😁) არაფერი არ მიხარია დედამიწის ზურგზე, არც მაწუხებს არაფერი, შეგრძნებები აღარ მაქვს. მანამდე რასაც ვაკეთებდი, ყველა და ყველაფერი მძულს. მოკლედ სიკვდილი მინდა, მაგრამ სად არის რო? 😁 ხოდა, ზამთარია, თებერვალი გადის და მე, ტელევიზორთან მიკნავებილი ვწევარ, იმ ზაფხულის მერე ჩვევად მექცა უყველაფრობა. გადის გადაცემა - “რა?სად?როდის?“, გამოვიდა გიორგი, ჩვენი, ახსენა იოგას ფედერაცია და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა. 14 თებერვალი იყო, ეგეც მახსოვს. 15 -ში მივქროლდი „იოგას სახლში“ და დავიწყე იოგა. მაშინ ვფიქრობდი, ცოტა გულს გადავაყოლებ მეთქი. გავიდა თებერვალი, მაინც ცოტა მიჭირს სულიერად კონცეტრირება საქმეზე, რასაც ვაკეთებ. მარტის ბოლოა და დილით, სანამ სახლიდან გავალ ყავას ვსვამ ხოლმე ყოველთვის.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩიტების ჟღურტული მესმის, მსიამოვნებს და რაღაც მიხარია, მაგრამ რა — არვიცი. ცოტა მერე აღმოვაჩინე, რომ არც ფერებია სულ ნაცრისფერი, ქუჩაში რომ მივდივარ, უნებურად ვღიღინებ, ბალახის სუნი მცემს, აკაციის ყვავილის, — ფეხით რომ მივდიოდი ხოლმე იოგაზე იქვეა ბილიკზე. ისევ დავიწყე მუსიკის მოსმენა, მეგობრების ჭორაობის და წუწუნის, ისევ მომინდა სახლიდან გასვლის დროს რამოდენიმეჯერ გამომეცვალა და მომეხდინა კაბა, ტრადიციულად მაწუხებდა ეს თვისება. მოკლედ, ცხობრების სურვილი დამიბრუნდა. შემიყვარდა და გადამარჩინა ემოციურად. მანამდე სანამ იოგას დავიწყებდი, ვცადე ქარგვა, ხატვა, ცეკვა, ვერაფრს ვერ დავუდე გული.🎶🙏 კონკრეტულად, ახლაც არ ვიცი, რას შველის, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, ვფიქრობ თავიდან დაბადებაში დამეხმარა.. პ.ს. მეტად ვეღარ შევამოკლე .🙏😁💚 მე ❤️💙💚იოგა!
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
იოგას სახლი

შორენა ადეიშვილი
პირველად საცდელად დავესწარი იოგის ჯგუფურ გაკვეთილს ვერა სხირტლაძესთან, ძალიან მომეწონა, მადლობა მას!!!❤️ მაგრამ მივხვდი, რომ დასაწყისისთვის, თან ჩემი ასაკისა და წონის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ჯგუფთან ინტენსიური ვარჯიში, ამიტომაც გადავწყვიტე პერსონალური ვარჯიში მარიამ ხელაძესთან, რომელიც არის ძალიან კარგი და ნამდვილი პროფესიონალი, ძალიან მომწონს მისი მიდგომა, აქვს დადებითი აურა, გაკვირდება, გეხმარება, გაძლევს მიმართულებებს. ძალიან კმაყოფილი ვარ.ძალიან კარგი ინსტრუქტორია და გარემოც არაჩვეულებრივია❤️❤️❤️იმედი მაქვს შევძლებ ინტესიურად სიარულს......

მარიამ მამადაშვილი
star star star star star
🌸იზა არის ძალიან ყურადღებიანი და პროფესიონალი თავის საქმეში, აქვს არაჩვეულებრივი მიდგომა, ყოველთვის მოუთმენლად ველოდები შემდეგ გაკვეთილს, უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ მასთან ვარჯიშს🌸
იზა ვაშაკიძე

Ნინო Ტაბატაძე
🌈Მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი თვეა ვვარჯიშობ საგრძნობლად გამიძლიერდა როგორც ფიზიკური ისე სულიერი მდგომარეობა, რადგან ვფიქრობ დაღლილობისა და სტრესისგნან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. Ძალიან მიხარია რომ ულამაზესი და საოცრად პოზიტიური პროფესიონალი ინსტრუქტური(ვერას 🌸) დამსახურებით იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა . 💜💜💜

სალომე ჩხაიძე
ძალიან მიყვარს მთელი თქვენი გუნდი, და თქვენი ცენტრი, თანაც ეს ონლაინ გაკვეთილები ზუსტად ჩემთვისაა შექმნილი :)))) აუცილებლად დაგიბრუნდებით კვლავ <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
ONLINE CLASS

ენდი ჭელიძე
ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც დავდივარ, თუმცა, უკვე საგრძნობლად გამიუმჯობესდა ფიზიკური მონაცემები (ხელები გამიმაგრდა, მომეხსნა სხეულის დაძაბულობა, ვპოულობ ბალანსის წერტილებსა და ვხდები მეტად მოქნილი) 🥰 და არა მხოლოდ.. სამსახურიდან დაღლილი შევდივარ დარბაზში, მაგრამ იქედან პოზიტივით და ენერგიით დატვირთული გამოვდივარ. 😍😍 არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ( ეთო ❤️ ) არის ის მთავარი ფაქტორი რის გამოც იოგას სახლში მისვლა ყველაზე მეტად მიხარია 💜💜
გარემო
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
იოგას სახლი
სახსრები

ხათუნა კალანდარიშვილი
star star star star star
იოგას ასანებს ვეუფლები ალბათ წლებია, ჩემთვის ესაა ცხოვრების წესი, სულერი წონასწორობა, ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, პატარ- პატარა გამარჯვებები , რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს!, რაღაც მომენტში აღმოვაჩინე რომ, უფრო მეტი უნდა მცოდნოდა, უფრო სრულად უნდა ჩავწდომოდი იოგას ჰარმონიას და ვისთვის უნდა მიმემართა თუ არა "იოგა სახლისთვის" , გიორგი ბერძენიშვილისთვის და მისი პროფესიონალური გუნდისთვის ? გადაწყვეტილებაც მივიღე სპონტანურად, თან სწავლება მიმდინარეობდა ონლაინადაც და ეს ჩემთვის ფრიად მოსახერხებელი იყო , ვცხოვრობ ბათუმში და იოგას სახლში ვიზიტებზე ვერც კი ვიოცნებებდი :)შევიტანე ჩემთვის ამბიციური განაცხადი, იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე და დავიწყე ონლაინ თეორიული და პრაქტიკული კურსის შესწავლა, რომელშიც მართლაც სინთეზია ამ ორი ცოდნისა და გამოცდილების. შესასრულებელ ასანებს თან ახლავს დეტალური თეორიული სასწავლო მასალა -ახსნა, სუნთქვის პრაქტიკა და სხეულის მდგომარეობის, კონცენტრაციის წარმართვისა და მოშვება -მოდუნება, რელაქსაციის შესახებ, ერთთვიანი გამოცდილების შემდეგ, გუნდთან მუშაობითა და თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დაუფლებით , მოხდა უჩვეულო რამ, ქუჩაში წავიქეცი და დავიზიანე ტერფი, იოგას ასანების შესრულებას გარკვეული დროით ვერ შევძლებდი, მაგრამ ისევ გიორგის, ინსტრუქტორი- მარიამ ხელაძის დახმარებით , სწორად შერჩეული პოზებით, ადამიანური სითბოსა და თანადგომის გამოჩენით, ისევ შემიძლია "მზეს მივესალმო", " წერო" ვიყო, ზოგჯერ " მთა", " კატა" , " გუთანი" " მშვილდი" " ხიდი " , მადლობა ამისათვის, მადლობა მარიამს, დაუზარებელ ჩემს " პირად" ინსტრუქტორს, მოთმინებისთვის , ინდივიდუალური მიდგომისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, დროის ჩემთვის მორგებისთვის, ჩემი შესაძლებლობის გამოვლენისთვის, თავდაჯერებულობის მომატებისთვის და სიმსუბუქისთვის! წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ პოპულარიზაციას უწევთ იოგას საქართველოში, აგყავთ მაღალ ხარისხში, დებთ მასში ბევრ ადამიანურ შრომას, ფილოსოფიას, უნარებს, გამოცდილებას, საუკეთესო ტრადიციებს, ! პირველები ხართ !
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
ONLINE CLASS

თამარა მიდელაური
სამთვინი სტუდიაში დასწრების შემდეგ გადავედი ონლაინ გაკვეთილებზე, რაც ძალიან დროული და სასარგებლო იყო შექმნილი სიტუაციის გამო. გიორგი და მისი გუნდი მთლიანად აკონტროლებს სესიის სრულ პროცესს, დაწყებული ანატომიის საფუძვლებითა და ასანის სწორად შესრულების ტექნიკით. სწორად ჩართული კუნთოვანი სისტემის გამოყენებით სრულიად შეიცვალა ჩემი მიდგომა საკუთარი სხეულის ფლობის მიმართ არა მარტო სესიის განმავლობაში, არამედ მთელი დღის განმავლობაში. ეს გიორგის და მისი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა. მე მათ ვენდე, მივყევი და მიხარია რომ ეს ადამიანები არიან ჩემს გვერდით. იოგას სახლი არის ჩემი სახლი 🤗

Ნინო Ჭაბუკიშვილი
პანდემიამ უამრავი უარყოფითი მოვლენების გარდა, დადებითიც ბევრი მოიტანა. ერთ-ერთი სწორედ, ონლაინ იოგა გაკვეთილები აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით მოვხვდი და მალევე მივხვდი, რომ ზუსტად იქ აღმოვჩნდი, რაც წლებია მჭირდებოდა. ტკივილები წელისა და კისრის მიდამოში მოულოდნელად გაქრა. ასევე დაუჯერებელი იყო 1,5 თვეში 7 კგ. წონის კლება. ამ ყველაფერში ყველაზე გადამწყვეტი გიორგი და მისი მეუღლე ინგა არიან. მათი დიდი სიყვარული საქმის მიმართ და მუდმივი ინსტრუქტაჟი ფასდაუდებელია. ეს შესაძლებლობაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის! წარმატებების გისურვებთ და მეტ ჯანმრთელ ადამიანს!
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ხერხემალი

ელენე ჯიქია
Training with a personal yoga instructor has been by far the best experience and investment I've made for myself. I've been going to Yoga House for two months and have noticed significant improvements in my body flexibility and overall health. My trainer Mariam Dolidze has vastly exceeded all of my expectations from Day 1. She conducts herself with the utmost professionalism at all times and her enthusiasm for yoga is very contagious. The sessions are quite challenging, but Mary incorporates stretching and breathing in a way that make me feel up for the challenge! Her workout plans are highly customized and tailored to my needs. She is committed to ensuring sessions are engaging by introducing variety. Mary's attention to detail, and stern yet gentle approach to pushing the body’s abilities, has resulted in me being in the best mental and physical shape of my life in just 2 months.
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე

თამარ გაბედავა
სალამი, იოგაზე სიარული სულ მინდოდა მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს , ერთხელაც ჩემი ინსტრუქტორის მარი დოლიძის ფოტოებს წავაწყდი სოციალურ ქსელში და მოვიხიბლე , მივწერე და დავიწყე სიარული . ჩემმა ინსტრუქტორმა მომაწონა და ეხლა უკვე შემაყვარა , ბედნიერი ვარ გაკვეთილის წინ და ასევე სულ სურვილი მაქვს სახლში ვივარჯიშო. მადლობა მას და მთელ მის გუნდს <3
მოტივაცია

ნინო კერესელიძე
გამარჯობა, თქვენს ცენტრში არასდროს მოვსულვარ მაგრამ აუცილებლად ვაპირებ ვიარო როცა ამის შესაძლებლობა oქნება. ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს უკვე ორი თვეა და ძალიან კარგი შედეგი მაქვს. მადლობა დიდი რომ ასეთ მისაღებ ფასში ამ ხარისხის გაკვეთილებს ატარებთ. ნინო კერესელიძე
ONLINE CLASS

დეა კვარაცხელია
იოგას სახლი ჩემი მეორე სახლია,იზა მასწ.ყველაზე კარგი მთელს მსოფლიოში💜შეხვედრის დღიდან მოახერხეთ ჩემი გულის დაბყრობა,წარმატებები✨
ემოციური ბალანსი

eka gurgenashvili
დიდი მადლობა გიორგის, რომ ეს ონლაინ კურსი გააკეთა <3 ყოველ ჯერზე ყველაფერი უკეთესად გამომდის და ვხედავ საკუთარ პროგრესს, მოტივაცია და ენდორფინები თანდათან მემატება. განწყობაც გამიუმჯობესდა და ჯანმრთელობაც, უფრო თავისუფლად და მსუბუქად ვარ. გიორგის პროფესიონალიზმზე ზედმეტია ლაპარაკი, ყოველთვის ეფექტური და სასიამოვნოა მისი ინსტრუქტაჟის ქვეშ ვარჯიში <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ჯანმრთელობა
ეფექტი

ნათია ბანეთიშვილი
დაახლოებით სამი თვეა, რაც იოგას სახლის ონლაინ ვარჯიშებს მივყვები, მე პერიოდულად მაწუხებს ხერხემალი, ამიტომ მჭირდება ხოლმე ჯანმრთელობის შენარჩუნება ვარჯიშებით, თუმცა მხოლოდ ეს არაა )) იმდენად მეგობრული და სასიამოვნო გარემოა, იმდენად მხსნის სტრესს ეს ვარჯიშები და მახალისებს, აღარც მინდა თავი დავანებო )) ამის გარდა მინდა უწინდელი მოქნილობა დავიბრუნო, ან არსებული მაინც შევინარჩუნო, ასევე მსურველებს შესაძლებლობა გვაქვს დავესწროთ ფილოსოფიის თავისუფალ ლექციებსაც. მოტივაცია მიჩნდება უფრო და უფრო მეტის მიღწევისკენ, წონასწორობის დაცვისა და სულიერი სიმშვიდისთვის, დიდი მადლობა გოგოებს, და გიორგი ბერძენიშვილს, არ მინდა აღნიშვნის გარეშე დავტოვო მისი იუმორიც, რომლითაც დროდადრო გვახალისებს ვარჯიშის პროცესში დამწყებებს ))) იმედია მალე დარბაზში გაგიცნობთ :)

ია მღვდლიაშვილი
ძალიან, ძალიან, გულით და სულით არ მიყვარს აშტანგა :დ მაგრამ ძალიან კარგი და ინფორმატიული გაკვეთილი იყო და იგრძნობა ბევრი ყურადღება და ძალისხმევა ინსტრუქტორებისგან. ვისაც ეს მაზოხიზმი მოსწონს და უყვარს ან სწრაფი პროგრესი უნდა აუცილებლად ვურჩევ და მეც პერიოდულად შევეცდები დავაძალო თავს. გამიხარდებოდა ონლაინ ერთადერთი მიმართულების გარდა სხვა ვარიანტიც რომ იყოს. არაონლაინაც არ იკლავთ თავს, ადრე მინდოდა და 90% აშტანგა მაისორი იყო სულ. არადა ძალიან კარგი ხარისხი გაქვთ და გამიხარდებოდა უფრო ხშირად რომ დავსწრებოდი. აი ფიტნეს დარბაზში რომ მიხვალ და რუტინულად ერთსა და იმავეს აკეთებ სულ, ეგეთი წარმოდგენა მაქვს (ზოგადად აშტანგაზე, სხვადასხვა ინსტრუქტორები და სტუდიიდან)
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
ONLINE CLASS

ინა გაბრიჭიძე
მიხარია, რომ იოგას სახლს დავუკავშირდი. ეს ის ადგილია და აქ ისეთი საინტერესო ადამიანები არიან, ერთხელ თუ მოხვდები ვერასდროს დაივიწყებ და სულ მოგინდება დაბრუნდება.

ლელა მაისურაძე
თქვენთან ვარჯიში ონლაინ დავიწყე და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება დარბაზები რომ ახლოდან მქონდეს შეხება ამ ყველაფერთან. მართლაც საუკეთესოები ხართ. დამღლელი დღის შემდეგ მხოლოდ რომც გისმინოთ ესეც კი ამშვიდებს ადამიანს❤️

ასლან ცივაძე
star star star star star
ხერხემლის სერიოზული პრობლემის მიუხედავად სადაც 8 თიაქარი მაქვს და ამას დამატებული მძიმე ნერვოზი. მარიამ დოლიძის პერსონალური ვარჯიშებით ძაალიან გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძაალიან დიდი მადლობა მას.
ზურგის ტკივილები
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დეპრესია
მედიტაცია
სახსრები
თავის ტკივილები

ლია შენგელია
საუკეთესო გარემო და საუკეთესო ინსტრუქტორები ინგა ხავლედიანი და ვერ სხირტლაძე

თამუნა შენგელია
საუკეთესოები ხართ
პროფესიონალიზმი
დიდუბის ფილიალი

თიკო ოთარაშვილი
star star star star star
ძალიან მომწონს თქვენი ინსტრუქტორი - ნინო მეტრეველი. ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი. მიყვარს თქვენთან ვარჯიში
ზურგის ტკივილები
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა

ნინო უკლება
იოგას პრაქტიკა პირველად 2012 წელს დავიწყე იოგას სახლში. დაწყების დღიდან მოყოლებული ყველას იგივეს ვურჩევ :) ამ დროის განმავლობაში იმდენად დავინტერესდდი იოგით, რომ ცოდნის გაღრმავების და შემდეგ ამ გამოცდილების გაზიარების მიზნით გავიარე ინსტრუქტორთა კურსიც, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მიხარია, რომ არსებობს ასეთი ადგილი, სადაც პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით შესაძლებელია მუდმივად განვითარდე, მიიღო საინტერესო გამოცდილება, მიაღწიო სასურველ შედეგს და ეს ცოდნა შემდეგ სხვასაც გადასცე. ასე რომ: მადლობა სახლს იოგის, დიდი მადლობა გიორგის! <3

ნანკა ზურაბაშვილი
იოგით დაახლოებით სამი წლის წინ დავინტერესდი და ჩემმა ვარჯიშმა მიიღო სისტემატური სახე, თავიდანვე ვამჩნევდი რამდენად კარგი გავლენა ქონდა იოგას ჩემ ცხოვრებაზე, ამიტომ მინდოდა მეტი გამეგო იმ პრაქტიკის შესახებ რასაც ვეუფლებოდი. საქართელოში ერთადერთი კურსია, რომელიც ასე ამომწურავად მოიცავდა ყველა იმ საკითხს რომელიც მაინტერესებდა და მინდოდა შემესწავლა. ძალიან მიხარია, რომ ვიპოვე "იოგა ინსტრუქტორთა მომზადების კურსი" და გავიარე. მინდა ავღნიშნო, რომ მასალა იყო ძალიან კარგად მოწოდებული და დალაგებული. ეს თემები არ არის მხოლოდ ინსტრუქტორთათვის საჭირო მასალა, არამედ ვფიქრობ ნებისმიერმა პრაქტიკოსმა უნდა იცოდეს, შესაბამისად პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იყო ძალიან კარგი აღმოჩენა და გადაწყვეტილება. შემდეგ კი როგორც ინსტრუქტორი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ნამდვილად შემიძლია სხვას სწორი ცოდნა გადავცე. "იოგას სახლი" არის ძალიან კარგი ადგილი და დიდი მადლობა მის ყველა წევრს, რომ ეს ორი თვე იყო ასეთი საინტერესო, მრავალფეროვანი და პროდუქტიული.

გვანცა თოდაძე
იოგას მიმართ ინტერესი დაახლოებით 4 წლის წინ გამიჩნდა, ძალიან ბევრ ცენტრში დავდიოდი, თუმცა რაღაც სულ მაკლდა, რაც საშუალებას არ მაძლევდა ჩემი პრაქტიკა სისტემატიური სახის ყოფილოყო. იოგას სახლში მოსვლის შემდეგ ყოველ დღე უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა სურვილი,რომ ღმად ვყოფილიყავი იოგაში, ამის გამო გავიარე ინსტრუქტორთა კურსიც, რომელმაც წარმოუდგენდალ დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა. დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, რომელმაც ამხელა ძალისხმევა, შრომა,მოთბინება და რაც მთავარია სიყვარული ჩადო ამ კურსში. ზოგადად იოგას სახლს, რომელიც ჩემი მეორე სახლი გახდა დაასე იქნება სულ 🧚🏽‍♀️ თუ ფიქრობთ, ინსტრუქტორი გახდეთ ან უბრალოდ უფრო ღმად შეისწავლოთ ყველას გირჩევთ ამ კურსის გავლას☺️

მამუკა გაბაიძე
იოგათ პირველად ათი წლის წინ დავინტერესდი.დავიწყე წიგნებიდან სწავლა. დავდიოდი იოგას სხვადასხვა სექციაში სავარჯიშოდ,თუმცა მაინც მინდოდა მეტის გაგება. ერთ დღეს ვნახე „იოგას სახლის“ იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსი და ბევრი ფიქრის გარეშე დავრეგისტრირდი.. ახლახან დავასრულე ეს კურსი და შემიძლია ვთქვა, რომ მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.კურსი იყო მრავლის მთქმელი და ბევრის მომცემი,გავიარეთ იოგა ანატომია,იოგას ფილოსოფია და ისტორია,შევეხეთ იოგას ისტორიაში მნიშვნელოვან ფაქტებსა და ინფორმაციას იმისთვის რომ გაგვეაზრებინა რა არის იოგა და საიდან მოდის,რა ფილოსოფიის და სიბრძნის მატარებელია. იოგა ანატომიის ცოდნა აუცილებელია ყველა ინსტრუქტორისთვის. ყველა ინსტრუქტორს ვურჩევ ამ კურსის გავლას,ისეთებსაც,ვინც უკვე დიდი ხანია ასწავლის. ვფიქრობ მაინც აღმოაჩენენ სიახლეებს და ამით მათი უნარები უფრო გამდიდრდება . მოკლედ,მოხარული ვარ,რომ ეს კურსი გავიარე და მადლობას ვუხდი„იოგას სახლს“,კურსის ავტორს და ხელმძღვანელს გიორგი ბერძენიშვილს, რომელმაც იოგას ინსტრუქტორთა 200 საათიანი კურსი თავისი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით პროფესიონალურად და საინტერესოდ შეგვასწავლა. „იოგაშ ჩიტტა ვრიტტი ნიროდჰაჰ“-ეს ისე განწყობისთვის..

ნატო ჭაბუკიანი
"იოგას სახლი"ჩემთვის ასოცირდება ადგილთან, სადაც სუფევს სიმშვიდე და ჰარმონიული გარემო.აკადემიაში ჩადებული გიორგი ბერძენიშვილის შრომა იოგა თეორიასა და პრაქტიკაში აისახა როგორც ჩემზე,ასევე თითოეული მოსწავლის ცოდნასა და განვითარებაზე.მადლობა რომ არსებობთ😍😍

მარიამ მინაძე
რა მომცა იოგას სახლმა და იოგას ინსტრუქტორთა კურსის გავლამ? "იოგას სახლის" კარის შეღებით გავაღე კარი, რომელმაც მშვენიერების ახალი ბილიკი დამანახა. დავიწყე ჩემი შესაძლებლობების დაფასება,დავიწყე იმის გონივრულად გარჩევა რისი შეცვლა შემიძლია და რისი არა. შედეგად ენერგიებს ფუჭად აღარ ვხარჯავ იმაზე რისი შეცვლის მცდელობაც შედეგს არ გამოიღებს და ვიბრძვი იმის შესაცვლელად, რაც სურვილებიდან გამომდინარე, ხელმეწიფება. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე გრძნობ "მუშა ტკივილს" და ყოველ შემდგომ ვარჯიშზე ამჩნევ,რომ ის რაც შორს გეჩვენებოდა უკვე შენშია პოზის პროგრესული გამოვლინებით ან შინაგანი ბალანსის გაუმჯობესებით❤️. იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსი არის პროფესიონალურად ფორმირებული პროგრამა.დაწყებული ანატომიით,გაგრძელებული იოგას ისტორიით, ფილოსოფიით და ეთიკით. თითოეული განსახილველი საკითხი ერთმანეთზე ღრმა და საინტერესოა, რომლებიც ახალ-ახალ კითხვებს ბადებენ და მუდმივი ძიებისკენ გიბიძგებენ. ჩემი პატივისცემა და მადლიერება მთელ გუნდს❤️!

ვერონიკა სანამიანი
გავიარე ინსტრუქტორთა გადამზადების 200 საათიანი კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. დღეს საქართველოში დიდი რაოდენობაა ტრენერების, ცენტრების, თუმცა კომპეტენციის დონე ხშირ შემთხვევაში დაბალია. კურსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძინოს არა მხოლოდ ფიზიკური უნარ-ჩვევები, არამედ, ბაზისურ ანატომიურ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლოს სწორად და რაც მთავარია უსაფრთხოდ ავარჯიშოს სხვა ადამიანები, კონცეპტუალურ დონეზე იაზრებდეს რას გულისხმობს ეს აქტივობა მთელი თავისი შემადგენელი ელემენტებით, საიდან მოდის, როგორ მოვიდა აქამდე და აღმოაჩინოს საკუთარი, პერსონალური "იოგის" მნიშვნელობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მადლობა მთელ გუნდს და განსაკუთრებით გიორგი ბერძენიშვილს ამ შთამბეჭდავი მოგზაურობისთვის იოგის სამყაროში! ❤️ ნამასტე 🙏

ნი ესიტაშვილი
ძალიან კმაყოფილი ვარ, თავისუფალ დროს მოხარული ვიქნები კვლავ ვესტუმრე თქვენს ცენტრს.
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე

ნინა ორჯონიკიძე
star star star star star
მე მყავს მსოფლიოში ყვეეეეელაზე მაგარი,ყველაზე საყვარელი,ყველაზე იოგი,ყველაზე მხიარული მტანჯველი 😀 ინსტრუქტორი იზა💖💖💖 მიუხედავად იმისა რომ ონლაინ ხდება ჩვენი ურთიერთობა მინდა ვთქვა რომ ძალიან ფაქიზად და სწორად უდგება თითოეულ ვარჯიშის დეტალს და მეხმარება. ყველას ვურჩევ ვისაც დრო არ აქვს სტუდიაში მისასვლელად და ინსტრუქტორის გარეშე ვერ ვარჯიშობს 👌🙌 ასევე უდიდესი მადლობა გიორგი რომ ონლაინ პერსონალური დაამატე❤️💪
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ინდივიდუალური მიდგომა

ნათია კურტანიძე
საუკეთესო გარემო, ერთმანეთზე უკეთესი ტრენერები (ვისთანაც შეხება მქონია, ქეთი, ელენე და რა თქმა უნდა, არაამქვეყნიური გიორგი ბერძენიშვილი). ყოველ ჯერზე, საკუთარ თავში სულ უფრო მეტ ძალასა და შესაძლებლობებს ვხედავ, ვისვენებ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, (მიუხედავად წარმოუდგენელი დატვირთვისა). ყოველ მომდევნო სესიაზე აშკარაა პროგრესი სხეულის მოქნილობის მხრივ. "იოგას სახლი" თავისი მცენარეებით, ულამაზესი დეკორაციებით, გემოვნებიანი მელოდიით თავს მართლაც სახლში გაგრძნობინებთ, მიხარია ის დღე, როდესაც აქ მოვდივარ. P.S. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნის, საშხაპეების არ არსებობაა...
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
მენსტრუალური ციკლი
ეფექტი

თამთა ცინცაძე
იოგას სახლს 5 წლიანი შუალადის შემდეგ დავუბრუნდი. დაძაბული სამუშაო და სასწავლო გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო 2 წელი ინტენსიურ ვარჯიშს მოკლებული ვიყავი, რის გამოც დამეწყო ზურგის ტკივილი, კუნთებიც მოდუნდა, რომ აღარაფერი ვთქვა ემოციურ დაძაბულობასა და ყოველდღიურ სტრესზე. 1 თვეა დავბრუნდი და საოცრად დიდ სხვაობას ვგრძნობ უკვე. აღარც ზურგი და ხერხემალი მაწუხებს და ემოციურად ხომ საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია :) ნამდვილი შვებაა. სასიამოვნო გარემოც ხელს უწყობს ამ ყველაფერს. მოკლედ, ძალიან მიყვარს აქაურობა :) წარმატებები <3
გარემო
ზურგის ტკივილები
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი

თამარ გელიაშვილი
არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! ყოველ ჯერზე მეტად მომწონს!

davit merabishvili
ინსტრუქტორი ძალიან კარგი, შთაბეჭდილებები კარგი, შედეგი კარგი, გარემო კარგი.
იზა ვაშაკიძე

ირინა მარგიშვილი
იოგას სახლში მოსულს დამხვდა , ჰარმონიული და საოცრად თბილი გარემო. აქ მოვიწამლე იოგის სიყვარულით და ვფიქრობ ეს სამუდაომოა. ;) რაც იოგის პრაქტიკა დავიწყე ,ჩემი ცხოვრება გახდა ბევრად ჰარმონიული და მშვიდი. მეხმარება ემოციების კონტროლსა და სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.აღსანიშნავია ის, რომ იოგას სახლში პროფესიონალები მუშაობენ,გულმოდგინედ და გულისხმიერად უდგებიან თავიანთ საქმეს. მადლობა საინტერესო გარემოს შექმნისთვის @გიორგი ბერძენიშვილი .
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
გარემო
სხეულის კორექცია
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

მარიამ მერებაშვილი
star star star star star
პირადად ჩემთვის, ის, რასაც მაძლევს იოგა: ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეს, სტიმულს, ყოველი დღის დაწყების ხალისს, კომფორტს საკუთარ თავთან, ფიქრებთან, სხეულთან ... საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა (გამო)სცადოს. "იოგას სახლში" იდეალური გარემო შემიქმნეს ამ ყველაფრისთვის, მადლიერი ვარ ამ ადგილის და უმაგრესი ინსტრუქტორის_გიორგი ბერძენიშვილის, რომელმაც საერთოდ სხვა თვალით დამანახა იოგას კულტურა, მისი როგორც არსი და ასევე, როგორც პრაქტიკა 🙏🏽❤️
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

თინა რუხაძე
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გამევლო იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსი. თავდაპირველად იგი მოითხოვდა ბევრ დროს სამუშაო დღის შემდეგ, რაც არ იყო მარტივი. ბოლოს კი როლები შეიცვალა და სამსახური მოითხოვდა დროს იოგას გაკვეთილების წინ :) კურსის მასალები, ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში და ძიებები გადაიქცა მთვარ მამოძრავებელ ძალად და მე ყოველ დღე ველოდი რას გავიგებდი ახლს იოგაზე და პიროვნულ მე-ზე სხვათა გამოცდილებიდან. გიორგის შედგენილი პროგრამა იყო თანმიმდევრული და მრავლისმომცველი. ვისწავლეთ ასანების ანატომიურად განხილვა,პრინციპების პოვნა, რომ ყოველ ახალ ასანაში შევძლოთ სიმყარის და სიმსუბუქის მიღწევა. ძალიან სასიამოვნო იყო ჯგუფის სხვა წევრებთან ურთიერთობა, აზრების გაზიარება, ერთობლივი მსჯელობა და სიხარულის დანახვა მათ სახეზე, როცა რომელიმე ჩვენგანი დაძლევდა ახალ დაბრკოლებას ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების გზაზე. თითქოს უხილავად ხელს ვაშველებდით ერთმანეთს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მიყვარხართ ♡ დიდი მადლობა გიორგის და იოგას სახლს. საოცარი თავგადასავალი გელით მათ, ვინც მომავალში გაივლით ამ კურსს ♡

გოგა თაბუკაშვილი
იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსამდე არ მქონია შეხება იოგასთან, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა. როცა გავიგე, ამ კურსის შესახებ, იმ წამსვე მივწერე გიორგის და სულ რამდენიმე წუთში გადავწყვიტე რომ ეს ის კურსი იყო, რომელიც მე უნდა გამევლო. რამდენიმე დღის წინ დასრულდა კურსი და დაიწყო ახალი, ძალიან საინტერესო და საკმაოდ გამომწვევი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. მოტივაცია, ენერგია, სილაღე, ბალანსი, სიყვარული .... ეს არის რაც მიმაქვს ამ კურსიდან. დიდი მადლობა გიორგი , დღეს კიდევ უფრო მეტს ვეძებ ჩემ შიგნით თუ ჩემ გარეთ, და რაც მთავარი ამ ძიებაში ბედნიერებას ვგრძნობ ყოველ წამში. ❤️
გიორგი ბერძენიშვილი

მარიამ ხელაძე
200 საათი, 70 დღე, 12000 წუთი და უსასრულო ძიება ჩვენ ვეძებდით საყრდენებს საკუთარ სხეულში და გონებაში, ვეძებდით საკუთარ თავებს სხვადასხვა ასანებში და ერთმანეთის გამოცდილებებში, ვეძებდით სუნთქვას ჩვენში და ბგერებს ჩვენს გარშემო, ვეძებდით საერთო სივრცეს, ინდივიდუალურ ხმას, აზრს და შეფასებას, ვეძებდით ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, სივრცეებს მათ შორის :) ვეძებდით იდეებს, სასრულს და უსასრულოს, მცდარს და უფრო მცდარს, მაკრო და მიკრო ელემენტებს... :) და ამ უწყვეტ ტალღაში ყველამ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, და ეს რაღაც ყველასთვის განსხვავებული და მსგავსია თანადროულად ეს წინააღმდეგობებია, რომლებსაც მოვხსნით. ყველას წარმატებას გისურვებთ, არასდროს დამავიწყდებით! Giorgi Berdzenishvili ❤️
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

მედეა შუკაკიძე
იოგაზე შესვლა სულ რამდენიმე დღის წინ სპონტანურად გადავწყვიტე, ვიფიქრე უბრალოდ ვცდიდი და ჩემი აზრით, უზომოდ კარგი გადაწყვეტილება მივიღე😄❤️ ჯერ მხოლოდ ექვსი გაკვეთილია რაც დავდივარ და დავესწარი რამდენიმე მწვრთნელის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. უნდა აღვნიშნო, ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია, თუმცა ის, რომ მე იოგა უკვე ძალიან მომწონს და მხიბლავს, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მარიამ ხელაძის და ნინო ბარბაქაძის დამსახურებაა🙏💗

რუსუდან გოგალაძე
ზოგჯერ ცხოვრება ძალზედ ლამაზ სიურპრიზებს გვიმზადებს და ჩვენს ამქვეყნიურ ყოველდღიურობას, განსაკუთრებულ ელფერს და სტიმულს მატებს. 💚✨💚ასე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაშიც. 💫ოცნებად მქონდა ჩემს ქალაქში, კერძოდ ხაშურში, ყოფილიყო იოგას შემსწავლელი სტუდია. 🧘‍♀️ინსტრუქტორთა ერთიანი კურსის გავლის მეშვეობით, გიორგი ბერძენიშვილის ავტორობით, 🙏არათუ შევძელი დავუფლებოდი იოგას პრაქტიკას,არამედ თავად გავხდი იოგას ინსტრუქტორი და შესაძლებლობა მომეცა ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვებს და თავადაც ვიყო მუდმივ პროცესში. 💚🤸‍♀️🧘‍♀️🕉️✨

თამილა კულუმბეგოვი
ორი წელი ველოდი იოგას სასერთიფიკატო კურსის გახსნას... ასე ჰქვია კურსს,რომელიც გაძლევს სიცოცხლის,ხალისის,ტკბობის,შეცნობის სერთიფიკატს;🕉 გიორგი აღმოჩნდა მასწავლებელი,მთელი თავისი არსით! ბედნიერებაა მოგეცეს შესაძლებლობა იცნობდე ერთ-ერთ იმ ადამინათაგანს,რომელთა ხათრით ეს სამყარო აგრძელებს არსებობას... 💜💜💜 ი ო გ ა ცვლის საუკეთესო ვერსიამდე🌈

ელენე ნაჭყებია
იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი იყო ჩემთვის საოცარი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია იოგას სახლის აქტიური პრაქტიკოსი ვარ, უამრავი ახალი ვისწავლე და გაეცა პასუხი იმ კითხვებს, რასაც ველოდი და რასაც არ ველოდი. გიორგიმ დეტალურად გაგვაცნო თითოეული ასანა, მათ შიგნით ანატომია, იოგას ისტორია, ეთიკა და ფილოსოფია მის გარშემო. ამ პერიოდში მედიტირებით, სუნთქვითი ვარჯიშებით, მანტრებით, სრულებით სხვანაირად გავიაზრე და შევიგრძენი იოგას არსი. ამავდროულად საგრძნობლად დაიხვეწა ჩემი პრაქტიკული მხარეც. აღსანიშნავია კურსის ასეთი ინფორმატიული ხასიათის გარდა, რამდენად მრავალფეროვანი და სახალისო იყო უკლებლივ ყოველი დღე. საუცხოოდ თბილი და მეგობრული გარემო შეიქმნა, აქ გავიცანი ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანები. ეს კურსი იდეალურია ნებისმიერისთვის, ვისაც უბრალოდ აინტერესებს იოგა, დარწმუნებული ვარ თქვენც ისევე გაგიჭირდებათ ბოლოს დამშვიდობება, როგორც ჩვენი ჯგუფის თითოეულ წევრს !

ანა ნანუაშვილი
მეორე წელია რაც იოგას სახლი აღმოვაჩინე და სულ მინდოდა უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო და ჩემი ოცნებაც ახდა, დაიწყო ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებდი გაკვეთილებზე სიარულს, ყველა გაკვეთილი და ინფორმაცია იდებოდა ონლაინ რაც ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო. უამრავი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, რომელიც ადეკვატურად, საინტერესოდ და გასაგებად იყო გიორგის მიერ მოწოდებული. არაფერს ვამბობ ჩვენი გიორგის პროფესიონალიზზმე, ყველა მისი ლექცია და პრაქტიკა ძალიან ინფორმატიული და სახალისო იყო. ასევე მინდა გითხრათ ჯგუფის წევრების შესახებ, მიახრია რომ ამ კურსის დახმარებით გავიცანი თითოეული მათგანი <3 აქაც კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ტვინში მაქვს ორი რამ ჩაბეჭდილი😂 1. ვინც იოგას პრაქტიკას მისდევს ყველა კარგია. 2. ხინკლის ჭამა არ ასუქებს. <3 მადლობა ყველაფრისთვის
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
იოგას სახლი

ირაკლი კვარაცხელია
დღეს ბოლო დღეა იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსის. ისეთი განცდა მაქვს თითქოს ორთვიანი მოგზაურობიდან ვბრუნდები. ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვასრულებდით პრანაიამას, მედიტაციას, ასანებს. მე ჩემს თანამგზავრებთან ერთად ვიძრომიალე სულის, გონების ისეთ ადგილებში სადაც არცერთი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი წინამძღოლი, რომელმაც თანმიმდევრულად და ფრთხილად გვატარა მის მიერ გაკვალულ გზებზე. მადლობა, გიორგი, ეს მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ანა, ანასტასია, გოგა, ელენე, ვერა, ირა, მარი, მარიამ, მარიამ, ნინო, ნინო, რუსა ძალიან მიყვარხართ.

ირინა ქომეთიანი
იოგას სახლის კარი პირველად 6 წლის წინ შევაღე და მიხარია, რომ როგორც იტყვიან, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი. თავდაპირველად ჩემი მიზანი ფიზიკური მდგომარეობის (ხერხემლის ტკივილი) გაუმჯობესება იყო, თანდათანობით კი, არა მხოლოდ სხეულმა, შინაგანმა სამყარომაც განიცადა სრული ტრანსფორმაცია. იოგას გაკვეთილს საკუთარ თავთან და შესაბამისად, მთელ სამყაროსთან ჰარმონიულად მყოფი ვტოვებდი. იოგა ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ასანების შესრულება და სუნთქვითი ვარჯიშები. გადავწყვიტე, უფრო საფუძვლიანად შემესწავლა და დიდი მადლობა გიორგის, რომ მომცა ამის საშუალება❤️ გიორგის საავტორო კურსი არის ზუსტად ის, რასაც ვეძებდი - პროფესიონალის მიერ მეთოდოლოგიურად შედგენილი თეორიული და პრაქტიკული პროგრამა, წლების გამოცდილებით გაჯერებული. ბედნიერი ვარ, რომ თამამად შევძლებ გავუზიარო სხვებს აქ მიღებული ცოდნა. სწავლების პროცესი და გარემოც არაჩვეულებრივია, საინტერესოსთან ერთად ლაღი და ხალასი. “იოგას სახლი” - სახლი ხომ ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, სიმშვიდე, სიმყუდროვე, სითბო, ნავსაყუდელი. აი, სწორედ ასეთი სახლური გარემო სუფევს აქ ❤️

გუგა ბერაია
"იოგას-სახლი" არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში სადაც შეიძლება როგორც იოგას მაღალ დონეზე შესწავლა, ასევე განტვირთვა პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. პირადად მადლობელი ვარ ქალბატონი ინგასი, მასთან გავლილი პრაქტიკა და გარემო განუმეორებელია. ერთთვიანი სიარულის შემდეგ შედეგი სახეზეა, ვარ ბევრად უფრო მოქნილი და ჯანმრთელი. ყველა ვინც დაინტერესებულია იოგის შესწავლით ვურჩევ "იოგას-სახლს" ეფექტური და პროფესიული კურსებისთვის. გუგა ბერაია
გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

მარიამ გამყრელიძე
ცხოვრებაში არის რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი "წერტილები", რომელიც Შემდეგ სხივის სათავედ გადაიქცევა და თავისი მასშტაბურობით მთელს ცხოვრებას გასდევს.. მგონია ასეთი მნიშვნელოვანი "წერტილია" იოგას ინსტრუქტორთა კურსის დაწყება.. ეს კურსი ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უმეტესად იმის წყალობით, რომ ძალიან კომპლექსურია და თითქმის არ რჩება არც ერთი დეტალი, რომელსაც არ Შეეხება, ეს კომპლექსურობა კი სწორედ Შესაძლებლობების სრულქმნის საწინდარია.. ამ ადგილას, კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ის, რაც ისედაც მჯეროდა და ვიცოდი, მაგრამ ამ კურსის Შემდეგ უკვე მყარად დარწმუნებული ვარ💙 მიყვარს ყველა ადამიანი, რომელიც ამ კურსს ქმნის და თუ თავიდან Ჩემი მოტივაცია იოგის საფუძვლიანი ათვისება იყო პირადი მოტივებისთვის, ახლა სურვილიც კი გამიჩნდა ეს უზღვავი პოზიტივი სხვა ხალხსაც გავუზიარო😇 იოგას მთავარი წესია "არასოდეს გაჩერდე იქ, სადაც სუნთქვა არ Შეგიძლია", „იოგას სახლი“ კი ის ადგილია, სადაც სუნთქვაში მუდამ ხელს გიწყობენ, პირდაპირი და გადატანითი მნისვნელობით ❤🧡💛💚💙 თქვენს თავს უკეთეს საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებთ 💙
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ფილოსოფია
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ONLINE CLASS

ვერა სხირტლაძე
💫თითქმის ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა იოგა, როგორც ცხოვრების სტილი, ყველა ასპექტით... ვოცნებობდი რომ როდისმე მეც იოგი გავხდები. ამ ზაფხულს სრულიად მოულოდნელად მოვხვდი პირდაპირ ინტრუქტორების მომზადების კურსზე, გიორგი ბერძენიშვილთან, და ვარ ეხლა ძალიან ბედნიერი და მოხარული, რომ ასე მოხდა! 💖 თავიდან მეშინოდა, რომ გამოუცდელი ვარ და ჩემთვის იოგა უცხო სამყაროა, მაგრამ ეხლა კურსის შუაში ვართ და დავრწმუნდი, რომ სწორე არჩევანი გავაკეთე. ზუსტად დამწყებისთვის საუკეთესოა ეს კურსი, რადგან დაწვრილებით ვარჩევთ , როგორ სწორედ და ეფექტურად შევასრულოთ ასანები, რომ სასხრები არ დავაზიანოთ და მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ ვარჯიშის დროს. ძალიან საინტერესო სუნთქვის პრაქტიკა, იოგას ეტიკა და მედიტაციაც.მგონი ზუსტად ასე უნდა დაიწყოს ადამიანმა იოგას შესწავლა,, რადგან ასე უფრო გააზრებულად და სწორედ მიუდგება პრაქტიკასაც. 1 თვეში გავძლიერდი, ენერგია მომემატა და მგონი უფრო მშვიდი გავხდი🧘‍♂️. საოცარი ჯგუპელები მყავს💗🤸‍♀️ და საუკეთესო მასწავლებელი, მცოდნე, პროფესიონალი , კარგი იუმორით 😎🧘‍♂️ ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი იოგას სახლში, ნამდვილად თბილ , მეგობრულ და საოცარ გარემოში , აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია 💓🙏💓
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ხერხემალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

სალომე ხელაშვილი
კარგები ხართ, ნინო, გიორგი და იზასთან მივარჯიშია და ძალიან ძლიერები არიან. სქოლიოზი მაქვს და ძალიან მეხმარებ ვარჯიში. საზაფხულო არდადეგების მერე აუცილებლად დაგიბრუნდებით 😃
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
სქოლიოზი

რიტა ბაინდურაშვილი
მჯდომარე სამუშაო რეჟიმის გამო ხერხემლის პრობლემა შემექმნა და ექიმმა აქტიური, სტაბილური ვარჯიში მირჩია, მათ შორის ყოველდღიურად მეკეთებინა "კობრას", "თავაწეული ძაღლის" და მსგავსი ვარჯიშები, ჰოდა, მაშინ ვიფიქრე - მოდი, იყოს სულაც იოგა, რატომაც არა! თან გავიგე, რომ ჩემს სახლთნ ახლოს გახსნილიყო გლდანის ფილიალი. გიორგი ბერძენიშვილს შევჩივლე ჩემი პრობლემები და მითხრა, რომ იოგა ნამდვილად დამეხმარებოდა - აი, ასე დავიწყე... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა დავდივარ და ჩემი წონის გამო დიდად ზუსტი ვერ ვარ :))) თავს უკვე უკეთესად ვგრძნობ! იოგა ჩემი სიყვარული გახდა და იზა ვაშაკიძე (ტრენერი) ჩემი საიმედო დამხმარე, რომელსაც ვეუბნები ხოლმე: იზა, მოგყვები ბოლომდე-თქო :))) მგონი, მართლა მთელი ცხოვრება ვივლი :))) მიყვარხართ! გაიხარეთ! წარმატებები თქვენც და ჩემს თავსაც! <3

ნინო ბარბაქაძე
თითქმის 2 წელი ველოდებოდი იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებობას. ბედნიერი ვარ, რომ გავხდი პროგრამის მონაწილე. ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა იოგას სახლს და გიორგი ბერძენიშვილს.გიორგისგან და იოგასგან მხოლოდ საინტერესოს და სასარგებლოს ველოდები, მაგრამ კურსის შინაარსმა გადააჭარბა სასიამოვნო მოლოდინს. ეს არის ძალიან გონივრულად, თანმიმდევრულად, პროფესიონალურად და რაც მთავარია სტუდენტისთვის გასაგებად და საინტერესოდ შედგენილი პროგრამა.ყოველი ლექციის შემდეგ ხდება უკეთესი გააზრება იოგას არსის, თითოეული ასანის და საკუთარი თავის, მეტი ენერგია და სურვილი უფრო მეტის შესაცნობად, მეტი უნარი საკუთარი თავის და სხვების განვითარების ხელშეწყობისთვის. ,,იოგას სახლი" ნამდვილად მოიცავს თავის თავში სახლის და შინაურული გარემოს შინაარსს. არასტრესული გარემო, პროფესიონალი მენტორი და საინტერესო, ერუდირებული და მეგობრული კურსელების გარემოცვა

ნინო გიგუაშვილი
არ შეიძლება იოგაზე დადიოდე და ვერ ხედავდე განსხვავებას იოგამდელ და იოგას შემდეგ ცხოვრებას შორის. ჩემს შემთხვევაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა 1 წლის წინ "იოგას სახლის" შეღებული კარი... ესაა ადგილი განვითარებისთვის, ინსპირაციისთვის, დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შენს ფიზიკურ თუ სულიერ სამყაროში და უბრალოდ კარგად ყოფნისთვის. "იოგას სახლის"მიერ გამოცხადებული იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი გიორგი ბერძენიშვილის ავტორობით, უნიკალურია თავისი არსით კომპლექსურობით და მრავალმხრივობით არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ თამამად ვიტყვი რომ გლობალურადაც, რამდენადაც ფიზიკური დატვირტვასთან ერთად მოიცავს ფილოსოფიას, ეთიკას,ანატომიას, სუნთქვის ხელოვნებას, კვების საკითხებს, ყველაფერს რაც საბოლოოდ იოგას აქცევს ცნობიერების მართვის მეთოდად, პროცესად რომელიც თავადაა მიზანი. აქ შექმნილი მეგობრული და პროფესიონალური გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და ძალისხმევა თავის გზას პოულობს და გაორმაგებული ენერგიით უბრუნდება მაძიებელს, დიახ, იოგა პირველ რიგში მაძიებლებისთვისაა, იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ "თავად გახდნენ ცვლილება, რომლის დანახვაც სურთ სამყაროში"

ნინა ორჯონიკიძე
იოგას სახლის არსებობიდან თვალყურს ვადევნებდი თუმცა არასოდეს მომეცა საშუალება გიორგისთან იოგა მევარჯიშა.თუ ვინმე მკითხავს რა სიკეთე მოგიტანა კორონამ? ყველაზე დიდი სიკეთე ეს იყო რომ დისტანციურად გამოცხადდა ვარჯიში მაშინვე ჩავეწერე და ჩემი ოცნებაც ასრულდა💖 სულ მეგონა რომ კონკრეტულ ასანებს ვერ გავაკეთებდი ხერხემლის გამო თუმცა ჩემი ხერხემალი დღითი დღე კიდევ უფრო მოქნილი ხდება.გაუმჯობესდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა ვარ უფრო მეტად ენერგიული და ბედნიერი,რისთვისაც ძალიან დიიიდი მადლობა გიორგის რომ მომეცა საშუალება დისტანციურად მევარჯიშა პროფესიონალებთან ერთად🙏💖
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
სულიერი სიმშვიდე
კონცენტრირების უნარი
ONLINE CLASS

ანასტასია მჟავია
საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასანებს და დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს.ის მისტიკა და ამოუცნობი რამ,რაც იოგას თავს ახვევია ნათელი ხდება გიორგის კურსის თეორიული ნაწილით. დამოუკიდებელ პრაქტიკოსი ვარ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდები ასანის სიზუსტეს. იოგას სახლში ჩემს შეკითხვებს დაუსმელად გაეცა პასუხები. კომპეტენტური მასწავლებლის დახმარებით უფრო მარტივად შემიძლია მივაღწიო მიზანს. მეგობრული გარემო, რომელიც სტუდიაშია,ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. უნდა აღვნიშნო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტისადმი.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

თამარ დეკანაძე
6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ პროგრესს და უდიდესი სიამოვნებით ვაგრძელებ შრომას უკეთესი შედეგებისთვის. და ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა იზას გარეშე <3 მადლობა! მადლობა! <3
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
დიეტა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი

ირინა ჯაფარიძე
რამდენიმე წლის წინ დავიწყე აშთანგა იოგას ვარჯიში ნინოსთან და იზასთან ინდივიდუალურად. უმაღლესი კლასის ინსტრუქტორებმა შემაძლებინეს, რომ საკმაოდ მოკლე დროში საკმაოდ დიდი პროგრესისთვის მიმეღწია. ტექნიკის გარდა, მათ ძალიან კარგად იციან თითოეული პოზის ანატომიური თავისებურებები, რაც დადებითი შედეგისთვის არსებითია. უზომოდ მადლობელი ვარ. შემდეგ შევუერთდი მედიტაციის და ფილოსოფიის ონლაინ გაკვეთილებს გიორგისთან, რამაც გადამატანინა პანდემიით გამოწვეული იზოლაცია და სრულიად შემიცვალა საკუთარი თავისა და სამყაროს ურთიერთკავშირის აღქმა და ზოგადად, ძალიან დადებითი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში. უზარმაზარი მადლობა იოგას სახლს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმის და საქმეში ამდენი სიყვარულის ჩადებისთვის ❤️
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ONLINE CLASS

ეკო ჩუბინიძე
რამდენიმე წლის წინ ვცადე პირველად იოგათი დავკავებულიყავი, მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა "დამუღამება" და გულიც ამიცრუვდა:) ახლა რადგან ორსულობის პერიოდში ექიმმა მირჩია და თან სახლიდან გაუსვლელად შემეძლო მომესინჯა, კიდევ ერთი შანსი მივეცი ჩემს თავსაც და იოგასაც და ნამდვილად გაამართლა. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი ნინო და იზა არიან. მიუხედავად დისტანციისა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ახერხებენ ვარჯიშის მიმდინარეობისას სწორი რჩევები მოგვცენ ყველას. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვხვდები, რომ წინსვლა მაქვს, უფრო მეტად მოქნილი ვხდები, ვსწავლობ სწორად სუნთქვას და, თან რაც მთავარია, ვარჯიში ბევრ ისეთ პოზას მოიცავს, რომელიც სხეულისთვის ძალიან სასიამოვნოა.

ქეთი გოგიავა
ფანტასტიური მედიტაციის სესიები, რომელიც გაჯერებულია არამხოლოდ 1 კონკრეტული მიმართულებით. გიორგი ბერძენიშვილი გვიზიარებს სხვადასხვა ფილოსოფოსისა თუ მწერლის მოსაზრებებს, ე.წ. დებულებებს, ჩანახატებს და მრავალფეროვანს ხდის თითოეულ სესიას. რაც მთავარია ვსწავლობთ მედიტირებას, მე-ს შეგრძნებას, ყოველგვარი უარყოფითისგან დისტანცირებას. ჩვენ ვართ აქ და ახლა :) დიდი მადლობა!

სალომე
ჩაერთეთ ფილოსოფიის ონლაინ კურსში. ამ ჟამიანობის დროს კიდევ უფრო საინტერესოა ფილოსიურად მიუდგე ამ სამყაროს, გაიცნო საინტერესო ადამიანები ისაუბროთ საინტერესო თემებზე ერთად. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რასაც ყველას ვურჩევ. მადლობა ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის <3

ანა ჩაჩხიანი
ჩავერთე ფილოსოფიის ონლაინ კურსში <3 ვფიქრობ ეს საუკეთესო საშუალებაა ფილოსოფიის შემეცნებისთვის, რადგან კურსი ინტერაქტიურია, ყველა წევრი თანაბრადაა ჩართული და გამოხავს თავის შეხედულებას, ისმენ განსხვავებულ აზრს, რაც გეხმარება უკეთ შეიმეცნო ესა თუ ის საკითხი და ცნება, მიიღო ღირებული ცოდნა და არა მხოლოდ ინფორმაცია, გაეცნო საინტერესო ადამიანებს და მათთან ერთად იმსჯელო <3
გიორგი ბერძენიშვილი
ფილოსოფია

მარიამ ხელაძე
ვფიქრობ, ფილოსოფიის კურსი დამეხმარება ფილოსოფიურად მივუდგე ფილოსოფიას :) გავერკვე მის ძირითად ცნებებში, შემეცნების სრულ პროცესში, მივიღო ღირებული ცოდნა და არა უბრალოდ ინფორმაცია, რითიც ისედაც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა. ეს კურსი კარგია იმისთვის რომ მივუახლოვდეთ ადამიანურ, განზოგადებულ მიზნებს და დანიშნულებებს და შესაბამისად, ერთ დღესაც რუტინამ არ გვშთანთქოს.

ენრი სანაია
დღეიდან ჩავერთე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინტერაქციულ ლექციათა კურსში ფილოსოფიაზე ❤ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩართვა და საუბარი არის საუკეთესო საშუალება განიტვირთო ყოფითი პრობლემებისგან და დრო დაუთმო საკუთარი თავის განვითარებას... მადლობა გიორგის ამ პროექტისთვის ❤ ჩემ თავს და სხვა მონაწილეებს ვუსურვებ სასიამოვნო სეანსებს ❤

ტანია ტერტერიანი
ონლაინ კურსი ისეთივე ეფექტური და სასიამოვნო იყო, როგორც იოგას სახლში სტუმრობა - ისეთი შეგრძნება გეუფლება გაკვეთილის დროს, თითქოს მართლა სხვებთან ერთად ხარ დარბაზში და სინქრონულად ვარჯიშობთ. ინსტრუქტორი ყველას გვაკვირდებოდა, რომ ვარჯიში/პოზა სწორად გაგვეკეთებინა. ამასობაში, სხვა ინსტრუქტორები ლაივში აკეთებენ ვარჯიშებს და იმათაც ადევნებ თვალს. იოგას სახლში პირველად დაახლოებით 5 წლის წინ ვიყავი, ახლა პოლონეთში ვცხოვრობ და აქედან ვერთვები ონლაინ გაკვეთილებს - საუკეთესო საშუალებაა სახლიდან გაუსვლელად ივარჯიშო და შეინარჩუნო ფორმა. დიდი მადლობა! 💚
გიორგი ბერძენიშვილი
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი
ONLINE CLASS

მარიამ აბუსერიძე
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ლაივსა თუ ონლაინ, იოგას სახლი ყოველთვის გაძლევს მოტივაციას, რომ გახდე უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ. არსებული რეალობა არ უნდა გახდეს ფორმიდან ამოვარდნის მიზეზი. ონლაინ გაკვეთილები კი გვეხმარება ისევ ჩვეულ რეჟიმში უბრალოდ განსხვავებულ სივრცეში გავაგძელოთ ვარჯიში და საკუთარი თავის განვითარება ინსტრუქტორების დახმარებით. ყოველი ვარჯიშის შემდეგ განწყობა ისევ ისეთი ,,ამაღლებული“ მაქვს, როგორც ადრე. მოკლედ, ცადეთ, არ ინანებთ ❤
ONLINE CLASS

მარიამ აბუსერიძე
იოგას სახლი ერთი თვის წინ აღმოვაჩინე და მართლაც აღმოჩენა გახდა ჩემთვის.ეს არის ადგილი, საიდანაც ყოველთვის მშვიდი გამოვდივარ, მიუხედავად იმისა როგორი სტრესული დღეც არ უნდა მქონდეს. ბედნიერების ერთი საათი შემიძლია თამამად ვუწოდო იმ დროს, როდესაც ვარჯიშობ. მართალია ჯერ თითქმის არცერთი პოზა არ გამომდის სრულყოფილად, მაგრამ უკვე ვამჩნევ ცვლილებებს(უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა) ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყველა ინსტრუქტორთნ მქონდა შეხება, ყველა მათგანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და გეხმარება ყველა პოზის სწორად შესრულებაში <3 P.S შეიძლება თავდაპირველ ეტაპზე რთულად მოგეჩვენოთ ვარჯიში, მაგრამ გახსოვდეთ ,,no pain, no gain" .....

Megi Aslamazishvili
პირველი ონლაინ ვარჯიში შედგა! ის პერიოდი, როცა სტუდიას ვერ ვსტუმრობ, არ აისახება ჩემს მიერ მიღწეულ შედეგებზე!! გიორგი! მართლა ვერ ვიგრძენი დისტანცია!! Super!!! მაგარი იყო!

ქეთევან ისაკაძე
"იოგას სახლში" ვარჯიშის დაწყებას აუცილებლად შევიყვანდი ჩემი ცხოვრების ტოპ 3 საუკეთესო გადაწყვეტილებაში! ჩემი პირადი გამოცდილებით, იოგა არის პრაქტიკა, რომლის დროსაც, მთელი დღის ნაგროვებ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ ნაგავს გარდაქმნი ბრჭყვიალა, ბედნიერ ენერგიად. მერე, ეს ენერგია დამცავი სფეროსავით დაგყვება თან და ყველაფერ ნეგატიურს ისხლიტავს :) რაც უფრო პროგრესირებს შენი მოქნილობა და ძალა კუნთებში, მით უფრო იზრდება ამ ჯადოსნური დამცავი სფეროს კედლების სისქეც. 3 თვეა რაც დავდივარ და ვგრძნობ როგორ ვიბრუნებ ჩემს სხეულს ნელ-ნელა. აი, სხვა თუ არაფერი, სკამზე რომ ვზივარ ვხვდები რომ ზურგი მარტო ხერხემალს კი არა, კუნთბსაც უჭირავთ :) აქამდე, თითქოს რაღაც 3-4 ცალი კუნთი დაათრევდა მთელს სხეულს და ახლა ყველა წერტილი მობილიზებულია, ყველა კუნთს თავისი საქმე აქვს და ორგანიზმი შეთანხმებულად მუშობს. ზუსტად იგივე ხდება გონებაშიც. რაც მეტი დრო გადის, იმატებს სიმშვიდის, ბედნიერების, სილაღის და სიძლიერის შეგრძნება. ძალიან დიდი მადლობა ინსტრუქტორებს! <3 ყველაფერს ინდივიდუალურად გიხსნიან, იმხელაზე გხარჯავენ რამდენის ატანაც შეგიძლია, მაგრამ თან ბოლომდე გწურავენ და დანებების საშუალებას არ გაძლევენ. კიდევ, დიდი მადლოიბა, რომ ასე სწრაფად გადმოეწყვეთ ონლაინ რეჟიმში და ტემპის დაუგდებლად და დაუღალავად გვავარჯიშებთ. წარმატებებს გისურვებთ! <3
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
კონცენტრირების უნარი
ONLINE CLASS
გიორგი ბერძენიშვილი
თვითშემეცნება

თეონა ფარესიშვილი
განსაკუთრებული ადგილია იოგას სახლი. ყოველი ვარჯიშის მერე გრძნობ, წარმოუდგენელი რომ გეგონა რაღაც, თანდათან როგორ გამოგდის. გასწავლიან, როგორ შეინარჩუნო წონასწორობა სხვადასხვა ასანაში და აღმოაჩენ, რომ მერე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უკეთესად აბალანსებ ყველაფერს. თავდაყირა გაყენებენ და ყველა არეული ფიქრი ერთიანად გილაგდება. ითავისებ, რომ "ხანდახან წინ უფრო სწრაფად რომ წახვიდე, ჯობია ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო და შედარებით მარტივი ვარჯიში გააკეთო " , როგორც გიორგი ამბობს ხოლმე. სწავლობ, როგორ აკონტროლო საკუთარი სუნთქვა და სხეული. ჯანმრთელობის პრობლემებიც ნელ-ნელა გილაგდება. მოკლედ, ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერი მასშტაბის პრობლემას გავიწყებენ და როგორი მოწყენილი და დაღლილიც არ უნდა მიხვიდე, ენერგიული და უბედნიერესი გამოდიხარ. ერთი ნაკლი აქვთ მხოლოდ, იოგადამოკიდებული ხდები (თან ძალიან მალე) და რაც არ უნდა ხდებოდეს, არ გინდა გააცდინო. კარგი ისაა, რომ უკვე ვარჯიში დისტანციურადაც შეიძლება. თითქოს სახლში გადმოგაქვს იოგას სახლი, ისეთივე ატმოსფეროთი. მადლობა, რომ ყოველთვის გვერდით ხართ. და იოგადამოკიდებულებს კი გვხდით, მაგრამ მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სადაც არ უნდა ვიყო, შემეძლება დისტანციურად შემოგიერთდეთ და ჩემი წილი პოზიტივი წავიღო თქვენგან ☀️☀️☀️

მარიამ ხელაძე
დღეს პირველად ვივარჯიშე აშთანგა სინქრონი დისტანციურად, მოლოდინებს გადააჭარბა ❤️ ინსტრუქტორი გაძლევს ზუსტ და დეტალურ რეკომენდაციებს ყველა ასანაზე ☀️ არის ისეთივე თანამიმდევრული, როგორც დარბაზში ვარჯიში, ასევე, რადგან რამდენიმე პრაქტიკოსია ჩართული (ვიდეოთი) სინქრონის განცდაც არ იკარგება და საერთო ჯამში ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და სახალისო პროცესია. ✨ მათ, ვისაც არ გინდათ ფორმიდან ამოვარდნა, გინდათ იოგას პრაქტიკის დაწყება, ან უბრალოდ კორონავირუსით გამოწვეული დარდის გაქარვება გინდათ, არსებულ რეალობაში, ვფიქრობ, საუკეთესო გამოცდილება იქნება ❣️

მარიამ მალიძე
პირველად დავესწარი იოგის ონალინ გაკვეთილს და მოხარული ვარ, რომ გაამართლა. ძალიან კარგი გამოსავალია, როდესაც ვერ ახერხებ სტუდიაში სტუმრობას. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა, შესაძლებლობა გაქვს, რომ მოუსმინო ინტრუქტორს და თან დააკვირდე სწორ პოზებს. ამავდროულად, ინსტრუქტორიც გაკვირდება და გაძლევს მითითებებს. რაც მთავარია, იგივე ხალისი და დადებითი აურა იგრძნობა, რაც სტუდიაში ვარჯიშისას!

ნინი ოდიშვილი
პროფესიიდან გამომდინარე დღის განმავლობაში მიწევს სკამზე მოხრილი ჯდომა + ამას ვარ დაძაბული, ამიტომ მე და ზურგის ტკივილი დიდი ხნის მეგობრები ვართ...... რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე ვარჯიში და აღარც მახსოვს ბოლოს როდის დავიწუწუნე ზურგის ტკივილის გამო. იოგა არის ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება, იმის მიუხედავად რომ ბევრი მოძრაობის სწორად და ზუსტად შესრულწბა ჯერ კიდევ მიჭირს შედეგს ყოველ გაკვეთილზე ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ლანა შაუზ
მონდომება, განწყობა და ყველა სიტუაციას შეიძლება მოერგოს ადამიანი. დისტანციური ვარჯიშიც საოცარი გადაწყვეტილებაა. მივესალმები და მაქსიმალურად ჩავერთვები 💪😍
ONLINE CLASS

ანა ახმეტელაშვილი
მადლობა ნინოს, ინსტრუქტორს და ჯგუფს დადებითი ემოციების გაცვლისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორსულობის დროსაც გავაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას და ასეც არის. არაჩვეულებრივი საშუალებაა პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად და რათქმაუნდა ორსულობის დროს ფორმის შესანარჩუნებლად. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვგრძნობდი თავს ენერგიულად, ბედნიერად და ვინარჩუნებდი ჩემს სხეულთან კავშირს, რაც ვფიქრობ საკვანძო ფაქტორია ქალისთვის ამ განსხვავებული მდგომარეობის მისაღებად და ორსულობის პროცესის სასიამოვნოდ წარმართვისთვის. ყველას ვუწევ რეკომენდაციას ყოველთვის იზრუნონ საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში იოგას დახმარებით და ორსულობის დროსაც ❤️❤️
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ორსულთა იოგა

მაგდა ტაბეშაძე
როდესაც ვერ ვახერხებთ სტუდიას ვესტუმროთ, მაგრამ ამავე დროს არ გვსურს რეჟიმიდან ამოვარდნა და ვარჯიშის ჩაგდება, ონლაინ გაკვეთილები, ვფიქობ, მშვენიერი გამოსავალია. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ პროცესში აღმოჩნდა, რომ არც ტემპი დავარდა და ინსტრუქტორიც ჩვეულებისამებს გვაკივრდებოდა და მითითებებს გვაძლევდა.

ქეთი კომახიძე
სანამ იოგაზე დავიწყებდი სიარულს , დავდიოდი სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებში , რომლებიც მალევე მბეზრდებოდა. ბოლო ერთი წელია რაც იოგაზე დავიწყე სიარული და არასდროს მბეზრდება. იოგა მეხმარება სტრესთან ბრძოლაში. რაც არ უნდა რთული დღე მქონდეს , ვარჯიშის მერე სულ მხნედ და პოზიტიური განწყობით გამოვდივარ . იოგას სახლის დახმარებით ჩემი ცხოვრება უფრო ფერადი და ჯანსაღია <3
ემოციური ბალანსი
იოგას სახლი

ნაიკო
უკვე 1 თვეა რაც დავდივარ იოგაზე და რადიკალური ცვლილებები მაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით...იქიდან გამომდინარე რომ სამსახურში მიწევს მთელი დღე ჯდომა კომპიუტერთან, მქონდა ძლიერი ტკივილები თავის, კისრის, ბეჭების, წელის არეში..ეხლა ეს ყველაფერი გაქრა...ძალიან მომწონს იოგის სახლი...არის კარგი გარემო და ყურადღებიანი ინსტრუქტორები

Tatuli Jashiashvili
იოგამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი 7 წლიდან, ახლა უკვე თითქმის1 წელია რაც ვვარჯიშობ იოგას..ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ძალიან მაგარ ხასიათზე ვდგები და მგონია რო ყველაფერი შემიძლია რაღაც საოცარი გრძნობაა🤣❤️ჩემი აზრით იოგას სახლი არის საუკეთესო ვარიანტი დღესდღეობით საქართველოში;გიორგი თავის საქმის პროფესიონალია და საუკეთესო ინსტრუქტორი❤️დიდუბის ფილიალში გარემო არის უზომოდ თბილი თვითონ ინსტრუქტორებიც ძალიან მაგრები არიან🌟მე მაგალითად ძალიან მაგარი შედეგი მივიღე ამ ერთი წლის განმავლობაში და მგონია რომ უფრო და უფრო მეტს შევძლებ მომავალში 💛
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ლელა აბჟანდაძე
ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა იოგის სახლში მოსვლა. ❤️🏠 "სახლი"-ალბათ ამ სიტყვაში ერთიანდება ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მახსენდება იოგის სახლის გახსენებისას. ვარჯიში უკვე ბედნიერებაა, მადლობა გიორგი ამისთვის, მოსმენისთვის და კიდევ უამრავი ბედნიერი წუთისთვის 🙏
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

ნოკა ყიფიანი
მყუდრო, კომფორტული და სილაღით სავსე ადგილი, სადაც სხეულისა და გონების ეფექტურად გაერთიანებას შეძლებთ.🧘🏼‍♀️

ხატია ჩალაძე
ვფიქრობ რომ ჩემი ამ წლის აღმოჩენა არის იოგას სახლი . საუკეთესო მენტორთა გუნდი და სრული პროფესიონალიზმი უფრო მეტად მოტივირებულს მხდის სასურველი შედეგის მიღწევაში . ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც კონცენტრირებული ვარ მხოლოდ იმაზე რასაც ვაკეთებ .ჩემთვის იოგას სახლი დასაწყისი ან დასასრულია კიდევ ერთი ბედნიერი დღის ,ამიტომაც ეს სივრცე გახდა ჩემი ერთერთი სიმშვიდის მოპოვების მიზეზი. მადლობა თვითოეულ მენტორს იმ შრომისთვის, რომელიც თვითოეულ წევრს საკუთარი მიზნების მოღწევაში ეხმარება... Good Luck

ანა ლომთაძე
იოგა ისე კაია პ.ს . , ? : ...

სალომე კიკალიშვილი
იოგაზე შესვლა გადავწყვიტე სულ რაღაც 1 თვის წინ, ვინაიდან ჩემთვის პრიორიტეტული იყო ვარჯიშები ყოფილიყო დილის 8 საათზე, ამის მიხედვით ვეძებდი ადგილს და იოგას სახლი აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით. აღმოვაჩინე და რა აღმოვაჩინე! :)) პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე ცხოვრებაში, უთენია გაღვიძება მიხარია, ყოველ მომდენო ვარჯიშის დღეს ველოდები სიხარულით და ყოველი ვარჯიშიდან ნასიამოვნები და ბედნიერი გამოვდივარ, რადგან უფროდაუფრო უკეთესად გამომდის რაღაცეები. საუკეთესო გარემოა, უსაყვარლესი ნინო და ნუ პროფესიონალიზმზე ჩემი მხრიდან საუბარი ზედმეტია :))))

ანა კირვალიძე
იოგას სახლი არის ადგილი, სადაც არამარტო პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთან ვვარჯიშობ არამედ გარემო, რომელიც დამეხმარა ემოციური ბალანსის მოპოვებაში და გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას ხერხემლის ტკივილები ნელ-ნელა გამიქრა და ქუჩაში სიარულის დროს ზურგის ტკივილებიც გაქრა. გამიუმჯობესდა ხერხემლის მდგომარეობა რაც გულისხმობს იმას,რომ დაჯდომის დროს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვინარჩუნებ გამართულ მდგომარეობას და რა თქმა უნდა სხეულის ფორმებიც გამიუმჯობესდა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის 💓💓 თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად დაიწყოთ იოგას ვარჯიში Yoga House is highly recommended !! 🧘‍♀️🧘‍♂️🤸‍♂️
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
თავის ტკივილები

კარინე ვართანიანი
ადგილი, სადაც პოზიტიური ენერგიის გამომუშავებაში გეხმარებიან 🤗 საოცარი ატმოსფერო და ადამიანები. ცოტახნით წყდები ყველაფერს 🧘‍♀️ Highly Recommended

მაკა გოგოლაშვილი
მესამე თვეა, რაც დავიწყე იოგაზე სიარული, მიზეზი რის გამოც მივიღე ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილება იყო აუტანელი, ძლიერი ხასიათის ტკივილი ხერხემლის გასწვრივ, განსაკუთრებით გულმკერდისა და წელის არეში, ასევე ძვალ-სახსროვანი სისტემის ქრონიკული ტკივილი. პირველივე თვიდან ვიგრძენი წელის არეში შვება,თანდათან ტკივილი მომეხსნა და მიმავიწყდა კიდეც, შემდეგ ხერხემლის დანარჩენმა ნაწილმაც იგრძნო შვება. რაც შეეხება სახსრებს, ვერ მოგატყუებთ, ჯერ კიდევ მტკივა.(ბევრად მსუბუქად) მჯერა, სწორი ვარჯიშის შედეგად ესეც გაივლის, რადგან მოვხვდი გარემოში, სადაც თითოეული ინსტრუქტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მეგობრული განწყობითა და მოთმინების დიდი უნარით, რათა შენთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ იმ დასახულ მიზანს, რომელსაც ჯანმრთელობა ჰქვია. ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის თბილად გხვდებიან❣️
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე

ანა ჩაჩხიანი
დიდი ხანი ვფიქრობდი იოგაზე სიარულის დაწყებას, თუმცა ვერ შევარჩიე თუ სად.. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე იოგას სახლში წერეთელზე. გარემო ძალიან მეგობრული და სასიამოვნოა <3 მიხარია რომ ამ გუნდის წევრი გავხდი <3 მადლობა ბატონ გიორგის პროფესიონალიზმისა და არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის ^_^

თათია ტურაშვილი
ძალიან მიხარია, რომ იოგას ვარჯიში სწორედ იოგას სახლში დავიწყე! ჩემთვის ვარჯიშის ყოველი დღე არის ბედნიერება, რადგან ვიცი, საკუთარ თავს დავუმტკიცებ, რომ ყოველ ჯერზე შესაძლებელია უკეთესი ვიყო. იოგამ მასწავლა დისციპლინა, საკუთარი თავის მოვლა და განტვირთვა. დიდი მადლობა ამისთვის და ბევრი კარგი ახალი სიმღერისთვის, რომლებიც ვარჯიშის დროს აღმოვაჩინე! <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი

გვანცა კალანდაძე
სამსახურის გარე აქტივობებს შორის იოგა არის ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული. ყოველთვის როცა დრო და სხვა საშუალებები ხელს მაძლევს, მოვდივარ იოგაზე. მე აქ მავიწყდება , რომ მშია, რომ მწყურია, რომ დაღლილი ვარ. თავს მშვიდად და რეალიზებულად ვგრძნობ. უკვე წელიწადია თქვენთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ამ თვეში კიდევ უფრო მეტად ვიგრძენი, როგორი ძვირფასია თქვენთვის თითოეული ჩვენგანი. თქვენ ნამდვილად გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ და ჩვენც ნამდვილად გვიყვარხართ თქვენ. გიორგი ბერძენიშვილი კი ის ადამიანი, რომელის პოსტებსაც ყველაზე მეტი გადაზიარება აქვს ჩემს გვერდზე :) დროებით გემშვიდობებით, მალე დავბრუნდები უკეთესი სურვილებით, გვანცა

სოფიკო ცეცხლაძე
დავიწყებ იმით, რომ იოგა ასხივოსნებს და თქვენ ყველანი, იოგას სახლის წევრები, ამაში იღებთ მონაწილეობას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ამდენი თავდაუზოგავი შრომისთვის. პროგრესი ნამდვილად მაქვს, ახლა იმაზე მეტად მჯერა საკუთარი სხეულის შესაძლებლობების, ვიდრე რამდენიმე ოდესმე. იოგას ვარჯიშის შემდეგ საოცარ შინაგან მუხტს განვიცდი, ძალა ერთიანად მემატება და ყველაფრის კეთების სურვილი მიჩნდება. იმდენად მივეჯაჭვე და შემიყვარდა იოგა რომ არამგონია ოდესმე მივატოვო, რაც უფრო მეტ პროგრესს ვგრძნობ, მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება დანარჩენი სხვა მოძრაობების კეთებაც შემეძლოს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც სხეულის მოძრაობებით სულს ავითარებს და, რა თქმა უნდა, მას არასდროს დავივიწყებ. ეს ყველაფერი კი თქვენი და თქვენი სტუდიის წყალობითაა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ყველაფრისთვის ❤️

ელენე გრიგოლია
მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი

ნინო რევიშვილი
რამდენიმე თვეა რაც მივედი იოგას სახლში. მიზანი იყო ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სხეულის გაჯანსაღება. ვთვლი რომ სწორ არჩევანი გავაკეთე. დიდი მიღწევები ჯერ არ მაქვს მაგრამ პატარა შედეგებიც ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია. მადლობა გიორგი ბერძენიშვილს ყურადღებისა და პროფესიონალიზმისთვის.

მონიკა გუნია
გამარჯობა საყვარელო ადამიანები. ბედნიერი ვარ რომ მოვხვდი იოგას სახლში. მე მადლობელი ვარ რომ ეს სახლი არსებობს. იმის გარდა რომ მე გამოვუსწორე ჯამრთელობა აქ და ხვდა სითბო და ადამიანობა რაც ჩვენ დროში იშვიათია. მე მიყვარს აქ სიარული და რაც არუნდა მოხდეს მე მაინც დავბრუნდები. რაც შეეხება ჯანმრთელობას. მე მაქვს ხერხემლის თიაქარი რომელიც ფაქტიურად აღარ მაწუხებს. თავს ვგრძნობ ახალგაზრდულმა. ვარ 56 წლის. ჩემი ინსტრუქტორი არის ნამდვილად პროფესიონალი, ხლერი პიროვნება. ის გახდა ჩემი ახლობელი. ვუსურვებ ყველას აქ მოსვლას. აქ სულიერად დავეხმარებიან. დიდი მადლობა რომ არსებობით.

საბა ინასარიძე
მე ძლიან კმაყოფილი ვარ თქვენი ცენტრით <3

ხათუნა გოგუაძე
პირველად ჩემს ცხოვრებაში იოგაზე ორი თვის წინ დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ზოგადად ვარჯიში არ მიყვარს, თუმცა ჩემდა გასაკვირვად ძალიან მომეწონა. არ მოველოდი რომ ამდენი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი ყოველი “წარმატება” დიდ სიხარულს მანიჭებს. უკვე ორ თვეში ვატყობ რომ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა უკეთესობისკენ და უფრო ელასტიური გავხდი. თამამად შემიძლია ვქვა რომ იოგა მაბედნიერებს ^_^ მადლობა თქვენ ამისთვის! გისურვებთ წარმატებებს!
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები

სალომე მარკოზია
4 თვეა უკვე რაც დავდივარ და ძალიან მომწონს ჩემი შედეგი. იზა ძალიან ყურადღებიანი და პროფესიონალიზმით გამორჩეული ინსტრუქტორია. გარემოც ძალიან სასიამოვნოა. ვარჯიშზე მოსვლა მიხარია! მადლობა
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი

ანა შონია
სულ რაღაც 3 თვეა რაც დავიწყე იოგა და ცხოვრებაში ამაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიმიღია. მთავარი მიზეზი ალბათ მაინც ინსტრუქტორების მიდგომა და დამოკიდებულებაა. ყოველი დაძაბული დღის ბოლოს ჩემთვის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. მეორე ენერგიით ვივსები ხოლმე, არაფერი რომ ვთქვა ხერხემლის ტკივილებზე რომელიც მომეხსნა. ასევე მომიწესრიგდა ძილი :) ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი გარემოსთვის ❤

მაია ბუხნიკაშვილი
სულ რამოდენიმე თვეა რაც იოგას სახლის წევრი გავხდი, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს ზუსტად ის არის რაც ყველა ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის. იოგა მეხმარება ვიყო ფიზიკურად უფრო აქტიური, ფსიქოლოგიურად მშვიდი და განოწასწორებული. დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, თავისი პროფესიონალიზმისთვის, ინდივიდუალური მიდგომისთვის და იმ გარემოსთვის რომელიც გვხდება იოგას სახლში.

თამთა გოცაძე
სანამ იოგაზე სიარულს დავიწყებდი ჩემს მეგობართან ერთად , ეს იმდენად მიუწვდომელი რამ მეგონა , თურმცა შევცდი .. თავიდან ცოტა შიშის უფრო კომპლექსის არცოდნით გამოწვეული შეგრძნება გვკონდა, მაგრამ იოგის სახლში მისვლის პირველი დღიდან ეს შეგრძენბა გაგვიქრა. თან ქალბატონ ნინოსთან გვქონდა პირველი გაკვთილი და იმდენად აღფრთოვანებულები და ავსილები დავრჩით გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მივხვდით რომ ეს ის იყო რაც გვინდოდა ... მიზნები დავისახეთ, მთავარია მონდომება, ვარჯიში, შეგრძნება და რწმენა იმის, რომ შეუძლებელი არაფერია ... ყველაფერს იდეალურად ნამდვილად ვერ ვაკეთებთ მაგრამ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში მივფრინავთ დადებითად დამუხტულები, დამშვიდებულები ... ბატონ გიორგის და მის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი ჩემი გამძლეობისთვის და ესეთი კარგი განწყობის შექმნისთვის რაც იოგას სახლში მხვდება :)))

სესილი ცირეკიძე
ძალიან კარგი გარემო და ძალიან კარგი ინსტრუქტორი - ქეთა ❤️ ჩემი პირველი შეხება იყო იოგასთან. კმაყოფილი დავრჩი და პროგრესიც დავინახე, წონაც დავიკელი და უფრო გაწონასწორებული გავხდი ^^

თამრიკო ქავჟარაძე
ნამასტე! :)) არ დაგიმალავთ და 51 წლის ვარ. საკმაოდ ფერხორციანი (ანუ მსუქანი - ზედმეტი 30 კგ), აქედან გამომდინარე უამრავი პრობლემით. ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი კურსით და შესანიშნავი ინსტრუქტორებით (იზა და ნინო). უფრო მსუბუქად ვმოძრაობ, უკეთ ვუმკლავდები სხვადასხვა ფიზიკურ დატვირთვას (სახლის საქმეები, აგარაკზე მუშაობა), საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რომ ვარჯიშების შემდგომ დაღლას არ ვუშინდები და რეგულარულად დავდივარ. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. იმედი მაქვს, წონაშიც ნელ-ნელა დავიკლებ. წარმატებები მთელს თქვენს გუნდს! P.S. მე რომ ჯანმრთელობის ან განათლების მინისტრი ვყოფილიყავი, აუცილებლად შემოვიტანდი იოგას ერთ-ერთ სავალდებულო საგნად სასწავლებლებში.
იზა ვაშაკიძე
იოგას სახლი
ეფექტი
მოტივაცია
სხეულის კორექცია

ანა ნანუაშვილი
პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის ადგილი საიდანაც ყოველთვის მშვიდი,ენერგიული და გაძლიერებული გამოვდივარ. 6 თვის წინ დავიწყე სიარული,მანამდე პერიოდულად სახლში ვვარჯიშობდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად დროს ან ადგილს ვერ ვპოულობდი სავარჯიშოდ, მქონდა ხანმოკლე პაუზები. ამის გამო გადავწყვიტე შემერჩია შესაბამისი ადგილი სავარჯიშოდ. სიმართლე გითხრათ, სულ მეშინოდა ზოგადად რომელიმე ცენტრში სიარულის, ვფიქრობდი რომ არსად არ იქნებოდა პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც დამეხმარებოდა, სწორ მითითებებს მომცემდა და სიღრმისეულად ეცოდინებოდა ეს საქმე. ბევრი ძიების შემდეგ არჩევანი შევაჩერე იოგას სახლზე და არც შევმცდარვარ. აქ დამხვდა მეგობრული გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორები და ჩემთვის კომფორტული განრიგი. აქ ხშირად იმართება საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. ასე რომ, შეგიძლიათ ბევრი კარგი,სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის მიღება. დავდივარ თითქმის ყოველდღე სიხარულით და ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ უდიდეს შედეგს ვხედავ. გავხდი ბევრად უფრო მოქნილი, ფიზიკურად გავძლიერდი, სისტემატიური და სწორი ვარჯიშის დახმარებით შემეცვალა სხეულის ფორმა, ვინარჩუნებ წონას, გავბედნიერდი, უფრო მეტად მშვიდი ვარ. ინსტრუქტორებს რაც შეეხება, თითოეული მათგანი არის თავისი საქმის მცოდნე, მათთან ერთად ვარჯიში არის ძალიან საინტერესო, პირადად მე მაძლევენ დიდ მოტივაციას და ვფიქრობ ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმს. ასე რომ, თუ ვინმე ისეთი კითხულობ, რომელსაც ბოლომდე არ გაქვს გადაწყვეტილი იყიდო თუ არა აბონიმენტი, არც დაფიქრდე და აუცილებლად შემოუერთდი ამ საოცარ გუნდს. მათ კი ვინც ეხლა იწყებს ვარჯიშს, ვურჩევ რომ არ უყუროთ სხვებს და არ დაიწყვიტოთ გული თუ რომელიმე პოზა არ გამოგივათ, მთელი მონდომებით ივარჯიშეთ და რაღაც პერიოდში თქვენივე შედეგი გაგაკვირვებთ, გარდა ამისა გამოიმუშავებთ მოთმინების უნარს და ბევრ ისეთ თვისებას დახვეწთ/შეიძენთ ,რაც სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების დროს ხშირად გამოგადგებათ.
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო ჩორგოლიანი
იოგის სახლი არის ადგილი, სადაც ერთხელ თუ მოხვდი გილოცაავთ თქვენ ვეღარ დაანებებთ თავს ან სულ გექნებათ მოლოდინი ყოველი შემდეგი თვიდან გაგრძელების:)) სამი თვეა რაც ამ არაჩვეულებრივი გარემოს წევრი ვარ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ბერძენიშვილს პროფესიონალიზმისთვის, ყურადღებისთვის, და საერთოდ ამ გარემოს შექმნისთვის. ვისაც აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემა,ან უბრალოდ ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესება სურს,სხეულის კორექცია, ასევე სულიერი წონასწორობის მიღწევა, იოგის სახლი თქვენთვის არის. დღეს რომ მკითხონ სანამ ცოცხალია ადამიანი რისი გაკეთება უნდა მოასწროს ერთ-ერთი აუცილებლად იოგაზე სიარული იქნება :))) <3

ნატო ხახანაშვლი
იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა. აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
მედიტაცია
იოგას სახლი

ეკო ფანგანი
ეს არის საუკეთესო ადგილი ❤️ მე მოვდივარ აქ, ვვარჯიშობ, ვჯანმრთელდები, ვიკრებ ძალებს, ვისვენებ, ვიღებ მზრუნველობას, ვიღებ ცოდნას და ვგრძნობ, ნელ-ნელა როგორ ვიხვეწები გარეგნულადაც და შინაგანადაც. როდესაც რომელიმე სრთულად შესასრულებელი ასანა გამომდის, თავი ყოვლისშემძე მგონია :)) ჰარმონიისთვის მეტი რაღა უნდა გვინდოდეს? ბედნიერება კი, ალბათ, სწორედ ჰარმონიაა. ❤️ თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძაალიან ბევრია. მადლობა, რომ ხართ ❤️

ნანიკო ბერიშვილი
ერთი თვეც არაა რაც იოგას სახლს მივმართე და თანდათან ვხვდები რომ იოგა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ეს არის სიმშვიდის, ენერგიის, ემოციური ბალანსის და დადებითი განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება. მადლობა ჩემს ინსტრუქტორს გიორგი ბერძენიშვილს, პროფესიონალიზმისა და მოტივაციისთვის. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ვერც ვიფიქრებდი, რომ ვარჯიში შეიძლებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო და დიდი მადლობა თქვენ ამ შეგრძნებების და ემოციისთვის.

ანა ხუციშვილი
ძნელია, „დჰარმის მაწანწალები“ წაიკითხო და იოგათი არ დაინტერესდე. მეც გადავწყვიტე ახალი წელი ახალი ჰობით დამეწყო და უკვე ორი თვეა ჩემს მეგობრებს თავი მოვაბეზრე, თუ რატომ იოგა და რატომ იოგას სახლი. პირველ რიგში, ისეთი გარემოა შეგიძლია ყველა პრობლემა გარეთ დატოვო და ვარჯიშის დროს პრობლემები დაივიწყო. ყოფილა შემთხვევა რვა საათი ფეხზე დგომის შემდეგ საღამოს დაღლილი იოგას სახლში მივსულვარ მაგრამ იქიდან ახალი ენერგიით, ბედნიერი გამოვსულვარ. პირველ დღეებში ძალიან მეზარებოდა, გულში მეტირებოდა, ვინ მაძალებს-თქო ვფიქრობდი, მაგრამ ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებად გადაიქცა და ახლა არა მარტო იქ, არამედ სახლშიც ვვარჯიშობ. უკვე ორი თვეა რაც დავდივარ, კვირაში სამჯერ. აუცილებლად ვაპირებ გაგრძელებას, ახლა უფრო ხშირად ვივლი და სხვა ინსტრუქტორებსაც გავიცნობ. კარგი მოტივაცია მომცა აბონემენტზე ფასდაკლებამ, რითაც ხშირად ანებივრებს გიორგი ბერძენიშვილი იოგას სახლის წევრებს. ამ მშვიდ და მეგობრილ გარემოს ქმნის, როგორც გიორგი, ასევე ადამიანები, რომლთან ერთადაც მიწევს კვირაში რამდენიმე საათის გატარება. ინსტრუქტორი ინდივიდუალურად გვითითებს, თუ როგორ უნდა შევასრულოთ სწორად ასანები, რაც გამიჭირდებოდა მის გარეშე. შევამჩნიე, როგორ ვსწორდები უნებურად, როცა აქამდე ხშირად მოკუზული ვიჯექი ან დავდიოდი. სიარულის მანერაც შემეცვალა. ემოციურად უფრო მშვიდი გავხდი და რაღაცებს სხვანაირად შევხედე. ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, პირველ რიგში ჩემი მეგობარი, რომლის რჩევითაც მოვედი იოგას სახლში. მოკლედ, თუ გსურთ იხილოთ პროფესიონალიზმი, სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატაროთ დრო, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. მარტო ის რად ღირს, რომ U2-ს, Cigarettes After Sex-ის (და სხვ.) სიმღერების ფონზე ვვარჯიშობთ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ფილოსოფია
იოგას სახლი
ეფექტი

ეკა სანებლიძე
უმაგრესი ადგილი, სადაც ძალიან მიყვარს მისვლა, სიამოვნებას ვიღებ ვარჯიშით. ვთვლი, რომ თქვენ შეუძლებელი შემაძლებინეთ. საერთოდ აღარ ვიცი რა არის ხერხემლის და წელის ტკივილი. ეს ყველაფერი თქვენი, პროფესიონალი ინსტრუქტორების დამსახურებაა. დიდი მადლობა!!!
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ხერხემალი
სახსრები

დარისპანი მამრიკიშვილი
მიუხედავად იმისა რომ მედიტაციაში დიდხნიანი გამოცდილება არ მაქვს, ვხვდები რომ , რაც არ უნდა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს ასე ნამდვილად არ არის. არის უნარი რომელსაც პრაქტიკა, დასწავლა და ხშირი გამეორება სჭირდება. იოგას სახლში მედიტაციის სეანსზე დასწრების შემდეგ ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ აქ ყველაფერია ამ საოცარ მოგზაურობაში დასახმარებლად . დაწყებული ტრენერით, ბატონი გიორგით რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია ,ასევე გარემო, სხვა მედიტატორები და ზოგადად მზაობა რომ მოხდეს ინტერაქცია, აზრების, გამოცდილების ,ცოდნის გაცვლა, რაც როგორც ვხვდები ძალიან დადებითად აისახება მედიტაციის პროცესზე . ❤️

თინათინ მამულაშვილი
კიდევ ერთი დადებითი სიახლე იოგას სახლში - მედიტაციის შემსწავლელი გაკვეთილების დამატებაა. მათი საშუალებით ადამიანი სწავლობს საკუთარი ემოციებისა და აზრების კონტროლს, სიმშვიდის მოპოვებას, რაც დღევანდელი გადატვირთული, სტრესული რეჟიმის არსებობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში. იოგას სახლი, ზოგადად, არის არამხოლოდ ფიზიკური, არამედ შემეცნებითი და სულიერი განვითარების ადგილი, სადაც მშვიდი და მხარდამჭერი ატმოსფერო იგრძნობა მუდამ. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ :)

ლიკა თაკალანძე
ჩემი საყვარელი მძიანი თბილი და მყუდრო იოგას სახელი <3 ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა მედიტაცია თუმცა ჩემი დამოუკიდებელი თვითნებური მცდელობები უშედეგო იყო, ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ გიორგი ბერძენიშვილი ატარებდა მედიტაციას რათქმაუნდა მივიღე მონაწილეობა ,აზრის (ფიქრების)გათიშვა ცოტათი)))))))) გამიჭირდა მაგრამ ვიცი რომ პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით ყველაფერი გამოვა მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და გაგრძელებას ვაპირებ p&s მე მიყვარს ჩემი იოგას სახლი წერეთელე:) ლიკა

ვიქტორია ცხონდია
იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ინსტრუქტორმა გიორგი ბერძენიშვილმა მედიტაციის კლასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა არც ისე მარტივი იყო, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო,სასიამოვნო და მრავლისმომცველია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო მედიტაციის პრაქტიკა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის <3 <3 <3
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი

ეთო გელიშვილი
დღეს პირველად ვიყავი მედიტაციაზე, თავიდან მეგონა ყველაფერი ძალიან მარტივი იყო, თუმცა ფიქრის გათიშვა და ყურადღების შეგრძნებებზე გადატანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. აღფრთოვანებული ვარ გიორგის პროგესიონალოზმით. იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია💗💗

მარიამ გაბეშია
იოგას სახლში სულ რაღაც სამი თვეა დავდივარ , მაგრამ იგი ერთერთ საყვარელ ადგილად გადაიქცა ჩემთვის , პროფესიონალიზმის , ცოდნის , მეგობრობის ერთიანობაა , და ძნელად თუ იპოვი სადმე მსგავს . დღეს მედიტაციის პირველი გაკვეთილი ჩატარდა , აქამდე არასდროს მიმიმართავს მედიტაციისთვის , ბატონი გიორგის დახმარებით კი ნამდვილად ბევრი რამ ჩემთვის უფრო გასაგები , ადვილად გასაკეთებელი და გასარჩევი გახდა . დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა , და ნამდვილად ვიცი ყოველი მომდევნო კვირაც ასე იქნება .❤️

მარიამ ხელაძე
იოგა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა - უწყვეტი სწავლის პროცესია, რომელიც გხდის უკეთესს ფიზიკურად და მენტალურად. ეს არის გაძლიერების, გამოჯანმრთელებისა და გაბედნიერების გზა. იოგა ჩემთვის, საკუთარ თავთან თანაცხოვრების შემეცნებაა. იოგას სახლიც ყველაზე თბილი და სტუმარატმოყვარე სახლია :) დიდი მადლობა ყველა ინსტრუქტორს პროფესიონალიზმისა და ამ ყველაფრის გაზიარებისათვის ❤️

თამარ
იოგა გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი რომლის გარეშეც აქამდე ნეტავ როგორ ვცხოვრობდი. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობთ და ჩემს ყველაზე მაგარ ინსტრუქტორს ქეთა რიკაძეს
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ეფექტი

მარიამ მამულაშვილი
იმუნიტეტი საგრძნობლად გამიძლიერდა, იოგამ ხელი შემიწყო ფორმის შენარჩუნებასა და სულიერ სიმშვიდეში, დიდი მადლობა ასეთი თბილი გარემოსთვის და ასევე დიდ მადლობას ვუხდი საუკეთესო მასწავებელს- გიორგი ბერძენიშვილს.
ჯანმრთელობა

მიხეილ გიორგაძე
იოგისადმი ინტერესი, პირველ რიგში, ხერხემლის პრობლემებმა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზით მოვხვდი იოგის სახლში. ერთი თვეა რაც დავდივარ და შემიძლია არა მახოლოდ ხერხელმალთან დაკავშირებულ, არამედ, საკუთარი გამოცდილებით, სხვა უფრო კომპლექსურ სარგებელზეც ვისაუბრო. პირველი ხელშესახები შედეგი იყო, ძილის მოწესრიგება. აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე მშვიდად და დროულად როდის დავიძინე:) ვგრძნობ ხერხემლის კუნთების გამაგრებას. თან და თან უფრო გაცნობეირებული ხდება იოგის, როგორც საკუთარი სულისა და სხეულის შეცნობის ფილოსოფია. ჩემი სხეული თურმე რამდენ შეზღუდვას და რამდენ შესაძლებლობას მალავს:) ყოველი გაკვეთილი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა და ამ აღმოჩნეებისგან მიღებული ბედნიერების განცდის შესაძლებლობაა. ამ ყველაფერს უძღვებიან გამოცდილი და კომპეტენტური ინსტრუქტორები. არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო მომსახურების სერვისების გამართულობა და კლიენტზე ორიენტირებულობა. ძალიან კომფორტულია ჩემთვის გადახდების და ფინანსური ვალდებულებების ელექტრონული მომსახურება და ავტომატური შეტყობინებები, ასევე თეორიული მასალის გაზიარება. მიხარია რომ აღმოგაჩინეთ!
გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ირინე თოთრაშვილი
მიხარია, რომ აქ მოვხვდი, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბედნიერი გამოვდივარ, მადლობა თქვენ და განსაკუთრებით ნინოს 💜

ხვთისო არაბული
ძალიან კარგი გარემო,საუკეთესო ინსტრუქტორი, ერთ თვეში წონაშიც დავიკელი და ჯამრთელობის მხრივაც უკეთესი მდგომარეობა იგრძნობა. ოღონდ წყლის გადავლების საშვალება რომ არაა ეს გვიქმნის პატარა დისკომფორტს

თაკო მაზიაშვილი
ყველაფრისთვის დიდი მადლობა, იოგას სახლს და გიორგი ბერძენიშვილს. თქვენ ხართ საუკეთესოები! იოგას სახლი არის ადგილი, სადაც გადატვირთული დღის შემდეგ, დაღლილიც კი შემართებით მიდიხარ და შესვლისთანავე გავიწყდება ყველაფერი ნეგატიური. ხოლო იქიდან გამოსვლისას გრძნობ სიმშვიდეს, ენერგიას, დადებით ემოციას და პირდაპირი მნიშვნელობით სხვანაირად სუნთქავ. პირველ გაკვეთილზე თითქოს ყველაფერი შეუძლებლად გეჩვენება, მაგრამ ყოველ მომდევნო ვარჯიშზე გრძნობ პროგრესს და ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია.

ანა გოგილაშვილი
Dzalian miyvars yoga sxva ra vtqva ar vici

ელენე სეხნიაშვილი
ძალიან სასიხარულოა, რომ იოგას სახლი გვთავაზობს სპეციალურ ვარჯიშებს ორსულებისთვისაც. არსებობს გარკვეული ცრურწმენა, რომ ადამიანი ორსულობისას “ზედმეტად არ დაიტვირთოს”, რის გამოც ხშირად ორსულ ქალებს შეზღუდული შესაძლებლობის პირებივით ექცევიან. რაც უფრო უმოძრაოდაა სხეული განსაკუთრებით ორსულობისას, შეიძლება მართლაც უფრო მეტი ფიზიკური სირთულე იჩენს თავს. ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ იოგას სახლში ეს ვარჯიშები აღმოვაჩინე. პირადად მე ძალიან მეხმარება იოგა როგორც ფორმისა და წონის, ასევე შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში. გაწელვები, სუნთქვის ვარჯიშები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხერხემლის კუნთებს ამაგრებს და მენჯის ძვლების მოქნობას უწყობს ხელს. დაღლილიც მივსულვარ, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ძალები აშკარად მემატება. ძალიან სასიამოვნოა ვარჯიშის შემდეგ დასვენება და მედიტაცია. უსაყვარლესი, ყურადღებიანი და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით, მშვენიერ გარემოში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით ვარჯიში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ პერიოდში და ვაპირებ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელო. იქვე, მოსაცდელში ასევე ხელმისაწვდომია საინტერესო ლიტერატურაც იოგისა და ფილოსოფიის შესახებ. იოგის სახლი ძალიან კარგი ადგილია საკუთარი, მყუდრო, ალტერნატიული სამყაროს შესაქმნელად.
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

თინა რუხაძე
ჩემთვის იოგას ვარჯიში არის შეგუება ჩემსავე არასრულყოფილებასთან. ეს არის სწავლის ხანგრძლივი პროცესი, როცა ხედავ რა მარტივად გამოსდის სხვას ის, რაზეც შენ შეიძლება თვეობით მუშაობა დაგჭირდეს და არ ბრაზობ, არ ნებდები. იოგას სახლში ეს განსხვავებულობა მტკივნეულად აღსაქმელი არ არის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მარტივად არ მიიღწევა. მადლობა იოგას სახლის ყველა წევრს და სტუმარს ამ ჯანსაღი გარემოსთვის და პროფეიონალიზმისთვის.

მაია ნიუგზარიშვილი
მოგესალმებით, მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ხართ და გვაძლევთ საშუალებას ჩვენც ვიყოთ კარგად. პრობლემა, რომელმაც მომიყვანა იოგას სახლში, ნელნელა ლაგდება. ნამდვილად სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს.

ქეთა ჯაჭვაძე
რამდენიმე წელია უკვე იოგას სახლში ვვარჯიშობ აშთანგა იოგას. მართლაც როგორც სახლში ისე ვგრძნობ თავს :) არაჩვეულებრივი გარემოა პრაქტიკისთვის, მეგობრული და გამოცდილი ინსტრუქტორები მეხმარებიან ასანების სწორად შესრულებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იოგას ვარჯიში რომ ცხოვრების წესად მექცა სწორედ ამ სტუდიის დამსახურებაა <3 გირჩევთ ყველას შემოგვიერთდეთ, სცადოთ, დაიწყოთ იოგას ვარჯიში და დარწმუნებული ვარ საოცარ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ საკუთარ თავში..

ლიკა აბსანძე
მინდა გიორგი ბერძენიშვილსა და მის გუნდს პროფესიონალიზმისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. უკვე, 6 თვეზე მეტია დავდივარ იოგაზე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თურმე საერთოდ არ მცოდნია საკუთარი სხეული და მისი შესაძლებლობები. ინსტრუქტორები თითოეულ მისულს ინდივიდუალურად უდგებიან და ყოველ გაკვეთილზე, ისევ ისევ, გისწორებენ შეცდომებს, რათა ასანა სწორედ შესრულდეს. ასევე ძალიან მომწონს მოქნილი გრაფიკი, რაც საშუალებას გაძლევს ცხოვრების რიტმს აუწყო. დაწერის სურვილი გამიჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩემითვის წარმოუდგენელი რამ, თავზე დგომა დამოუკიდებლად შევძელი და ეს ემოცია მომინდა გამეზიარებინა :)

თათია ხუხია
ორსულთა იოგაზე მშობიარობის წინა დღემდე დავდიოდი :D ისე უმტკივნეულოდ მივედი სამშობიარო მდგომარეობამდე ეხოზე ექიმი გაოცებული იყო :)) + ადვილად ვიმშობიარე ^^ ორსულობის პერიოდიც დისკომფორტის გარეშე გავიარე, წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ. დიდი მადლობა უსაყვარლეს ინსტრუქტორს ნინოს <3
ორსულთა იოგა
იოგას სახლი

ეთუნა იორდანიშვილი
იოგას სახლი არის ადგილი, სადაც მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა, პრობლემები და ვივსები უდიდესი ენერგიით. ყოველ ვარჯიშზე მაქვს პატარ-პატარა მიღწევები, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ადგილი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები და ინსტრუქტორი გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაში გვამყოფებს. ეს მეგობრული გარემო მალევე გახდა ჩემთვის დიდი ოჯახი, სადაც ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ, ვიღებთ რჩევებს, ვვარჯოშობთ და ვამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
იოგას სახლი
ეფექტი

ანი თურმანიძე
გამარჯობა :) სულ მსურდა, რომ მეცხოვრა ჯანრმთელი ცხოვრებით და დამეძლია ყველა ის დაბრკოლება რაც მაწუხებდა!!სულ რაღა თვე-ნახევარში ძალიან გავძლიერდი, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც! რაც ყველაზე მთავარია მიყვარს თქვენთან მოსვლა, რადგან იოგას სახლი დაკომპლექტებულია(გიორგი,ნინო,იზა) ყველაზე გამოცდილი,ძლიერი და მეგობრული ინსტრუქტორებით! მიყვარს ეს ადგილი და რაც ფეხი შემოვდგი იმ დღიდან მივხვდი,რომ ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის ფიზიკურად დატვირთვა(იოგა)!!

მარიკა ზოიძე
ის რის გამოც თავიდანვე დავინტერესდი და მოვედი თქვენთან ტიპური, გავრცელებული ხერხემლის პრობლემა და გაჯანსაღება იყო. თუმცა ხერხემლის პრობლემის მიღმა საკუთარი თავთან კომფორტის განცდა აღმიდგინა. შემმატა დავდაჯერებულობა და მონდომება. გარდა ფიზიკურად სხეულის ფლობისა ემოციურად საკუთარი თავის მართვა მასწავლა რაც ცალსახად თქვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა, რისთვისაც მადლიერება მხოლოდ მადლობის თქმით შემიძლია გამოვხატო.

მაკრინე ქათამაძე
8 გაკვეთილში მივიღე შედეგი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს არის ადგილი, სადაც ბევრი წლის წინ უნდა მოვსულიყავი :) ისეთი თავდაჯერებული გავხდი როგორიც არ ვყოფილვარ არასოდეს, მგონია რომ ყველაფერი შემიდძლია, რასაც მოვისურვებ, გამიჩნდა ახალი გატაცებები და მიზნები, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად ვახორციელებ, საიდან მოდის ეს ენერგია მე თვითონაც ვერ ვხვდები. ჯანმრთელობის მხრივ ისე აღარ მაცუხებს ზურგი, როგორც მაწუხებდა, ეჭვი მაქვს რომ დავამარცხე ჩიყვი (ოქტომბრის ბოლოს მეცოდინება) მოკლედ, სად ვიყავი აქამდე :))
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
თვითშემეცნება
ეფექტი

ნია ჩინაშვილი
ძალიან კარგები ხართ. ყველაზე ყურადღებიანია გიორგი, ხოლო ყველაზე მეტად ცდილობს რომ სწორედ გაგაკეთებინოს ყველა ასანა - თაკო <3 მართალია 28 ჯერ კი არა, სულ რაღაც 9 - ჯერ შევძელი მოსვლა, მაგრამ თავი შემაყვარეთ. როგორც კი შევძლებ, დაგიბრუნდებით, რადგან მიზნად მაქვს რომ ყველა რთული ასანა ძალიან მარტივად შევასრულო. ასევე აკრო-იოგა მხიბლავს, შორიდან და ვფიქრობ, შევეჭიდო
გიორგი ბერძენიშვილი
დიდუბის ფილიალი

რევაზ დავითაშვილი
მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...
გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

მარიამი
პირველი გაკვეთილის შემდეგ ცოტა დაძაბული გამოვედი, ვიფიქრე, რომ ასეთი რთული ვარჯიშების გაკეთებას ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე გაკვეთილიდან უკვე ეს დაძაბულობა მოიხსნა. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვარჯიში გადავწყვიტე და ვფიქრობ, არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერე. ვარჯიშიდან ვარჯიშს შორის ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონ ხედავ შედეგს და ეს მოტივაციას გაძლევს. ეს, რა თქმა უნდა, იმ ინსტრუქტორების დამსახურებაა, რომლებთანაც მუშაობა მომიწია. ძალიან კამყოფილი ვარ და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დავუბრუნდები ვარჯიშს.
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ჯანმრთელობა
ეფექტი

დალი ბაჯიაშვილი
მოგესალმებით. იოგას სახლი წერეთელზე კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს. აქ დამხვდა მყუდრო და მშვიდი გარემო. მინდა ავღნიშნო გიორგი ბერძენიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. ვიმედოვნებ შევძლებ პრაქტიკის გაგრძელებას. და შედეგზე მერე მოგახსენებთ.

ვიქტორია ცხონდია
გამარჯობა,იოგას სახლში მოსვლით ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ბოლო პერიოდში მიმიღია. ძალიან კარგი, მშვიდი გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორებით, რომლებიც ყველას ინდივიდუალურად უდგებიან და ეხმარებიან. რაც მთავარია, ვარჯიშის შემდეგ მეხსნება სტრესი და თავს უფრო დამშვიდებულად და მოტივირებულად ვგრძნობ. მოკლედ, იოგას სახლი არის ადგილი, სადაც დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს გავაგრძელებ ვარჯიშს.
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი

რუსუდან კოპაძე
მოგესალმებით . ჯერ მხოლოდ ერთი თვეა დავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ , შედარეით მომეხსნა ზურგის ტკივილები და მოქნილობის მხრივაც მაქვს წინსვლა. მადლობა ინსტრუქტორს , გიორგი ბერძენიშვილს იმისთვის რომ არის ასეთი მშვიდი, თანმიმდევრული , თავისის საქმის პროფესიონალი.

თეა თეთრაშვილი
მოგესალმებით თქვენთანერთად ნამდვილად სასიამოვნო დრო გავატარე. მოვიხიბლე გარემოთი და ინსტრუქტორებით, თუმვა ძალიან დიდი დისკომფორტია პირადად ჩემთვის საშხაპეების არ არსებობა, რადგან ვარჯიშის შემდეგ სამსახურში წასვლა შეუძლებელია :( ამიტომ იძულებული გავხდი ისევ ძველ დარბაზში გავაგრძელო პრაქტიკა, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და წარმატებებს გისურვებთ :)

ნინო სოსელია
ერთი თვე ვიარე. სიმართლე გითხრათ შედეგს ვერ ვხედავ და შეიძლება მე ვერ ვხვდები. ვერც სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ :) მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ვარჯიშებით . ბევრად უკეთ ვაკეთებ იმას რაც თავიდან მიჭირდა. თაკო არის ძალიან მაგარი გოგო. მადლობა.
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი

ნელი რუსიეშვილი
ძალიან კმაყოფილი ვარ ინსტრუქტორით. ყველაფერს სწორად და დიდი პასუხისმგებლობით ხსნის <3 უფრო მშვიდი,გაწონასწორებული და მხიარული გავხდი.
იზა ვაშაკიძე

ana sesitashvili
დიდიხნის სურვილი ავიხდინე და მივიგე გადაწყვეტილბა, დავიწყე იოგაზე სიარული ვფიქრობ მაქვს შედეგი და წინსვლები რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, აღარ მაწუხებს თავის ტკივილები და კისრის მუდმივი დაძაბულობა აღარაფერს ვიძახი განწყობაზე. დიდი მადლობა თქვენ რომ ხართ და გაქვთ ესეთი გარემო სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
თავის ტკივილები

გვანცა კალანდაძე
იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. დაემთხვა ისე, რომ საკმაოდ რთული ცხოვრებისეული პერიოდი მქონდა ვარჯიშის დასაწყისში, მაგრამ იოგაზე მისვლას სიხარული თავიდან მოჰქონდა. მართალია, მოქნილობაც მაკლია და სრულყოფილებამდეც დიდი და შორი გზაა, მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალი ხდება და ეს მაძლიერებს, მაძლებინებს. ყველამ უნდა გაიგოს იოგას ძალის შესახებ

ბექა სუხიტაშვილი
ყოველთვის მსურდა იოგას სწავლა, თუმცა მიზეზების გამო ვერასოდეს ვახერხებდი. ერთი თვეა დავდივარ იოგას სახლში და ჩემი სხეულის მოქნილობაში უკვე ვამჩნევ პატარა ცვლილებებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წინასწარგანწყობები იმაზე უკეთესად გამართლდა, ვიდრე ველოდი: პროფესიონალი, ყურადღებიანი, დამხმარე ინსტრუქტორები (იზა და ქეთი) და მშვიდი გარემო. ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევად ეს ერთი საათი ჩემთვის უდიდესი შვებაა და მინდა იოგას პრაქტიკა მომავალშიც გავაგრძელო. ხშირად სრულიად ენერგიაგამოცლილი და დაღლილი მივდივარ გაკვეთილზე, სახლშიც ზოგჯერ ვერ ვახერხებ პრაქტიკას მუშაობის შემდეგ, მაგრამ აქ მოსული, ვიცი, რომ "სხვანაირი" ენერგიით ავივსები და დავბრუნდები სახლში და ეს ჩემი მთავარი მოტივაციაა.
გარემო
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
თვითშემეცნება
იოგას სახლი

მაია ბერბიჭაშვილი
<p>მოგესალმებით, მე ვარ მაია ბერბიჭაშვილი - სერთიფიცირებული იოგას ინსტრუქტორი  ჯივამუკტი იოგაში და ატმანანდა იოგაში. ვცხოვრობ და ვმუშაობ ამერიკაში. ნამდვილად არ ვიცი როგორ მოვახერხებდი სულიერი სიმშვიდის და დისციპლინის შენარჩუნებას ამ მოკლე ვიზიტის დროს საქართველოში,რომ არა ჩემი ქართველი გურუ/მასწავლებელი გიორგი ბერძენიშვილი. დიდი მადლობა გიორგი რომ დაარსე მრავალმხრივ გამაჯანსაღებელი ცენტრი იოგას სახლი. გმადლობთ იმ სიხარულისთვის და შემართებისთვის რომლითაც ვიღვიძებდი და მივემართებოდი თაბუკაშვილზე, მესამე სართულზე მდებარე განათებულ,კარგი ენერგიით დატვირთულ სტუდიაში, სადაც ვზეიმობთ საკუთარ თავს,ვიხსნით დაძაბულობას,ვეუფლებით ფიზიკურ მოქნილობას და სიძლიერეს, სულიერ სიღრმეს და გონებრივ სიმშვიდეს. სადაც გავიცანი ბევრი თანამოაზრე და კიდევ რამოდენიმე საკმაოდ გამოცდილი ინსტრუქტორი. ჩემი აზრით აქ ყველა პოულობს იმას, რასაც ეძებს:ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს თუ მეგობრებს არ ვიცი როგორ და სხვა რა სიტყვებით გამოვხატო მადლიერება ჩემი არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ მეგობრის,გიორგის მიმართ. ეს საქმიანობა რასაც გიორგი ემსახურება გვეხმარება ქართველებს გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება და გავიხსენოთ მივიწყებული შინაგანი სიბრძნე. მე დავბრუნდები.....</p>
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
მედიტაცია
იოგას სახლი

ნინი ხოსიტაშვილი
1 თვეა რაც ოცნება და ჩანაფიქრი განვახორციელე და იოგათი დავკავდი. მანამდე, შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი რომ იოგა იყო ცხოვრების ერთ-ერთი კომფორტი თავისი გამაჯანსაღებელი სარგებელით. ახლა კი ვხვდები, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა ისეთ გარემოში როგორიც იოგას სახლია. ძალიან მაგარი პროფესიონალის, გიორგი ბერძენიშვილის მშვიდი აურა და ყოველთვის დაუზარელი, ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება რთული ვარჯიშების შესრულებაში, რის შემდეგაც ხვდები რომ იოგა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ვარჯიში. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იოგას სახლში ჩემს ორ ძვირფას ადამიამთან-2 შვილთან ერთად დავდივარ))). P.S. "მასწ", მადლობა 7 წლის ბარბარეს უამრავ შეკითხვაზე პასუხებისთვის და მოთმინებისთვის)))
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო ღუდუშაური
სამი თვეა ვვარჯიშობ გიორგი ბერძენიშვილის ჯგუფში. ვარ 48 წლის, უზრავი სამუშაო განრიგით, რაც ჩემს ჯანმრთელობას ამძიმებს, ასაკის მატებასტან ერთად, იოგა ძალიან მიმსუბუქებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, სისიხლის მიმოქცევა დამირეგულირდა, აღარც წნევებს ვუჩივი, მითუმეტეს აცემზე შეიძლება ითქვას რომ ჯგუფში ყველაძე სუსტი ვარ, მაგრამ ჩემს სარგებელს ვიღებ და დიდი სიამოვნებით ვვარჯიშობ. პატივისცემით ნინო ღუდუშაური

ანანო გურჩიანი
ორსულობის მე-13 კვირიდან გადავწყვიტე მივსულიყავი ,,იოგას სახლში" და ვიარე 35 კვირის ჩათვლით. ვარჯიშთან ცუდი დამოკიდებულების გამო მეგონა, რომ ერთ თვეში მომბეზრდებოდა და თავს დავანებებდი, მაგრამ იოგა არ აღმოჩნდა უბრალოდ ვარჯიში! სამუშაო დღის მერე, რა დაღლილიც არ უნდა მივსულიყავი, იქედან დამშვენებული და დასვენებული გამოვდიოდი. იოგა არის სულიერი და ფიზიკური განტვირთვა! მშობიარობა იყო საოცრად ადვილი, ფაქტობრივად 3 წუთში მოხდა ყველაფერი (ყველანაირი გართულების გარეშე). ექიმმაც აღნიშნა, რომ ეს სწორად გაკეთებული იოგას დამსახურება იყო. ორსულთა ინსტრუქტორი - ნინო იაშვილი, არის საუკეთესო! ნინო ყველას გვიდგებოდა ინდივიდუალურად, იყო ძალიან ყურადღებიანი და არ გამორჩებოდა არასწორად გაკეთებული არც ერთი პოზა (მაშინვე მოვიდოდა და გაგვისწორებდა). მოკლედ, ყველა ორსული ვალდებულია იაროს იოგაზე ,,იოგას სახლში"!
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
იოგას სახლი

დალი კვინტრაძე
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მიუხედავად იმისა რონ, დიდი ხანი არ არის დავდივარ ძალიან კმაყოფილი ვარ. მაწუხებდა თავის ტკივილები რომელმაც გაიარა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!!!

ლელა სტურუა
უაღრესად მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო, მორგებული შენს ინდივიდუალურ შესაძლებლობაზე, მიუხედავად ჯგუფური ვარჯიშსა, ვერ გრძნობ ყურადღების ნაკლებიბას ინსტრუქტორისგან - ძალიან ვემადლიერები ამისთვის ნინო იაშვილს. ვარჯიში მშველის უარყოფითი ემოციებისგან დაცლაში, მიუხედავად ჩემი მწირი გამოცდილებისა, ნამდვილარ ვაღწევ შესამჩნევ რელაქსაციას და სულიერ სიმშვიდეს.

ქეთი დადიანი
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ იოგამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. აქ მხოლოდ ხერხემლის ტკივილზე არ არის საუბარი, რაც ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მომეხსნა, არამედ იმ დგომარეობაზე რაც მოაქვს იოგას ადამიანის სულისა და სხეულისათვის. პირველი და ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ სწავლობ პოზიტიურ აზროვნებას და მერე ყველაფერი კარგად გამოგდის ცხოვრებაში. იოგას სახლი ის ადგილია სადაც შესვლისთანავე გადადიხარ სხვა რეალობაში და ყველანაირი სტრესი გეხსნება. დიდი მადლობა გიორგის, იზას, ნინოს, ქეთის. ყველანი ძალიან მიყვარხართ. მადლობა თქვენ <3

მარი ხალიშვილი
იოგას სახლის დიდუბის ფილიალი არის ხელსაყრელი გარემო იმისთვის რომ განიტვირთო და საკუთარ თავს დაუხლოვდე იოგას მეშვეობით. ამისთვის დიდი მადლობა ბ-ნ გიორგის, თავისი პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი ყურადღებისთვის. იოგას დიეტასთან ერთად ერთი თვის მანძილზე დავიკელი 5 კგ. მომეხსნა კისრის და ზურგის ტკივილი. ეს უდავოდ აისახება მთელი დღის განწყობაზეც.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
ემოციური ბალანსი
დიდუბის ფილიალი
დიეტა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი

ხათუნა კაკიაშვილი
ერთი თვეა ვარჯიშობ იოგას და შედეგი ჩემთვის უკვე სახეზეა.მიკლო ტკივილმა ზურგის არეში. გავსწორდი,მოხრილი პოზა აღარ მაქვს,მეტნაკლებად კორეგირება განიცადა ხერხემალმა.გამიჩნდა მოტივაცია, თვითშეფასებამ მოიმატა. შედეგების მოლოდინის რეალური იმედი გაჩნდა.ვცდილობ ვიმუშაო ჩემ თავზე და ვარჯიშობ დამოუკიდებლად.მოხარული ვარ ზოგადად საქართველოში არსებულ იოგას ფედერაციის არსებობის და კონკრეტულად იოგას სახლის.განსაკუთრებულად მინდა მოვეფერო და წარმატებები ვუსურვო ტრენერ- ნინო იაშვილს,რომელიც უსაზღვრო მოთმინებასა და სითბოს იჩენს ჩემნაირი ადამიანებისადმი.მადლობა განსაკჯუთრებული დელიკატური დამოკიდებულებისა და პროფესიონალიზმისთვის.

ეკატერინე ბეგაშვილი
იოგათი დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რადგან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად დამიხასიათეს. სახლის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ე.წ. "დამწყები" დონის პოზებს ვაკეთებდი, მიუხედავად ამისა, მალე მოთხოვნილება გამიჩნდა, კვირაში ერთხელ მაინც მევარჯიშა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ახალი "ჩვევის" დამსახურებით თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც ბევრად უკეთ ვგრძნობდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ პროფესიონალებთან უშუალო ურთიერთობითა და ვარჯიშისთვის დროის სისტემატურად გამოყოფით სულ სხვა შედეგს მივაღწევდი. "იოგას სახლის" არსებობის შესახებ მალევე შევიტყვე და ნდობის განცდა შორიდანვე გამიჩნდა, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაშინვე დავიწყე სიარული და ახლა უკვე რთულად წარმომიდგენია, ის რამდენიმე საათი, რომელსაც აქ კვირის განმავლობაში ვატარებ, რამე სხვა საქმიანობით ჩავანაცვლო. თითოეული გაკვეთილი საკუთარ თავში დაუსრულებელი რესურსების არსებობაში გარწმუნებს, რადგან არცერთი ვარჯიში არ არის წინას იდენტური, პროგრესი ზედმეტი დაკვირვების გარეშეც იგრძნობა და ინსტრუქტორებიც შენს ამ წინსვლას მოსდევენ, ყოველ ჯერზე რაღაც შენთვის ახალს გთავაზობენ, რაც მუდმივი სწავლისა და განვითარების მდგომარეობაში გამყოფებს. დროსთან ერთად პოზები რთულდება, მაგრამ თანდათანობით საკუთარი თავისადმი სწორ მიდგომას პოულობ და უფრო მარტივად ჯაბნი ახალ დაბრკოლებებს. ბევრად შემსუბუქებული მდგომარეობა, რომელშიც ტოვებ დარბაზს, კიდევ დიდხანს ნარჩუნდება და მორიგ ვარჯიშზე მიმავალმა უკვე იცი, რომ იქიდან ბევრად მეტი ენერგიითა და გამოღვიძებული კონცენტრირების უნარით გამოხვალ. დისციპლინირებული გარემო და განწყობა, რომლის არსებობაც დარბაზში მყოფ ადამიანებში იგრძნობა, დამამშვიდებლად მოქმედებს და სურვილს გიჩენს, ბოლომდე მიუძღვნა თავი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესს. ყველა ინსტრუქტორი, რომელთანაც შეხება მქონია, თავისი საქმის პროფესიონალია და მაქსიმალურად გეხმარება, მიხვიდე ფიზიკური შესაძლებლობების იმ ლიმიტამდე, რომელიც აქ სიარულის დამსახურებით მუდმივი ზრდის მდგომარეობაშია.
გარემო
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი
ეფექტი

ლიკა კოსტავა
სულ სამი კვირაა რაც იოგას სახლში მოვედი. ეს ჩემი პირველი მცდელობაა იოგას "შევჭიდებოდი". მანამდე საკუთარი მოუქნელობის კომპლექსით ვერიდებოდი, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ ძან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ მოკლე დროში, პირველივე დღიდან ვგრძნობ რომ გონება და სხეული "სუფთავდება" თავისებურად და ის რასაც ყოველდღიურ სტრესს ახლავს თან, ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და ა.შ. უფრო მარტივად სამართავი ხდება. გამიუმჯობესდა ცირკულაცია, რისი პრობლემაც მაქვს ბოლო წლებია. იოგას სახლის უუდიდესი უპირატესობა ინსტრუქტორია, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ყველა ჩვენგანთან, გვეხმარება ტექნიკის სწორად ათვისებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამანების (პოზების) შესრულებისას. აქამდე მივლია სხვადასხვა სატრენაჟორო დარბაზებსა და ფიტნეს ცენტრებში, მაგრამ ვარჯიშის დროს უამრავ ენერგიას ვხარჯავდი და ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი უკან. შესაბამისად ყოველთვის მალე ვანებებდი თავს. იოგას შემთხვევაში პირიქითაა, მართალია "ვარჯიშის" დროს ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ თავისებურად საკუთარ თავთან მუშაობის ჰარმონიული პროცესია და ვარჯიშის შემდეგ უფრო მშვიდ ტალღაზე ვაგრძელებ ცხოვრებას.
ეფექტი
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
მოტივაცია
გიორგი ბერძენიშვილი

ნათია ჭანკვეტაძე
პრენატალ იოგაზე სიარული დავიწყე ორსულობის 17კვირაზე და დავდიოდი 39 კვირის ჩათვლით უშუალოდ მშობიარობამდე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ჩემთვის და ჩემი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიმეღო და მიხარია რომ მივაკითხე იოგის ფედერაციას. ყველანაირ ზურგის და წელის ტკივილს დაივიწყებთ ვარჯიშის დროს, ეს არის საუკეთესო რელაქსი ორსულთათვის, გარდა იმისა რომ მშობიარობის პროცესი უფრო გამიიოლა, მთელი კურსის მანძილზე თავს ვგრძნობდი საოცრად ენერგიულად. არ შემიძლია ჩვენს ინსტრუქტორ ნინოზეც არ ვთქვა ორო სიტყვა, გარდა იმისა რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მისი სიმშვიდე განსაკუთრებით სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდიდა ვარჯიშის პროცესს. წარმატებები იოგის ფედერაციას <3 მოკლე დროში აუცილებლად გავაგრძელებ სიარულს <3
ეფექტი
იოგას ფედერაცია
ორსულთა იოგა
ზურგის ტკივილები

ლიკა აბსანძე
იოგას სახლი გამოირჩევა პროფესიონალი გუნდით. ორი თვეა რაც დავდივარ და გული მწყდება რომ ადრე არ დავიწყე ვარჯიში. წარმატებები იოგას სახლს 💜
იოგას სახლი
პროფესიონალიზმი

მაია ჯოხაძე
მაია ჯოხაძე-ერთი თვეა რაც დავიწყე იოგას სახლში ვარჯიში და ძალიან კმაყოფილი ვარ. თავიდან ძალიან რთული მომეჩვენა და გამიჭირდა მოძრაობა, მაგრამ ნელ-ნელა გავიხსენი, რაშიც დამეხმარა ინსტრუქტორი.გიორგი ყველა მოძრაობას ხსნის და ყურადღებით გვაკვირდება რომ სწორად შევასრულოთ,რისთვისაც მადლობას ვუხდი.თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და მინდა გავაგრძელო ვარჯიში სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის.
მოტივაცია
გიორგი ბერძენიშვილი

ნარგიზა კაჭკაჭიშვილი
კმაყოფილი ვარ თქვენ დარბაში ვარჯიშით,ძალიან კარგი გარემოა. რაც შეეხება ჩემ ფიზიკურ მდგომარეობას საკმოდ კარგი შედეგი მაქვს,თუმცა სამუშაო ბევრია. ტრენერებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.. ძალიან მომეწონა გიორგი და ნინო ,მათი დამოკიდებლება საქმისადმი, როფორ გეხმარებაინ და ცდილობენ რომ მოძრაობები კარგად შეასრულო. საერთო ჯამში დიდი მადლობა თქვენ💚
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
გარემო

სალომე სულთანიშვილი
რატომ იოგას სახლი? ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი თავიდან იმან განაპირობა, რომ თბილისში არსებული იოგას სასწავლო ცენტრებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ იოგას სახლს ჰქონდა წარმოდგენილი ინსტრუქტორების პროფესიონალიზმი, საქმისადმი დამოკიდებულება და იოგას პრაქტიკის მნიშველობის გადმოცემა დაინტერესებულთათვის. ამან გადამაწყვეტინა იოგას პრაქტიკის იოგას სახლში დაწყება, რაც დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. მიზანს რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო სამუშაო საათების შემდეგ სტრესის შემცირება, ემოციური ბალანსის მიღწევა და სხეულის ტონუსში მოყვანა. რათქმაუნდა თავიდანვე მესმოდა, რომ შესაძლებელია ამისთვისაც ვერ მიმეღწია, ან პირიქით გაცილებით მეტი მიმეღო იოგას სისტემატიური პრაქტიკისგან... ერთი თვის პრაქტიკის შემდეგ მივხვდი რომ ჩემმა მოლოდინმა ცენტრის მიმართ გაამართლა და დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მომეხსნა წელის ტკივილები, ძალდატანების გარეშე გამისწორდა ხერხემალი, დგომა. მეორე და მესამე თვის განმავლობაში სპორტული აქტივობის დროს შევამჩნიე, რომ სხეულს მეტად ვფლობდი, უფრო მარტივად ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამომდიოდა ყველაფერი, გამიუმჯობესდა სუნთქვა, გაიზარდა ამტანობა, ნაკლებად ვიღლებოდი, შესამჩნევად გამომეკვეთა ქვედა კიდურების და ზედა კიდურების კუნთები, მუცლის პრესი, ვიგრძენი რომ სხეული ტონუსში იყო. შემეცვალა გარე ფაქტორების აღქმა (ამის გადმოცემა ცოტა მოცულობითი გამოვა xD). ამის მიზეზი იოგას სახლში არსებული ტრენერების სწორი ახსნაა, სწორი გადმოცემა ასანების შესრულების და ინდივიდუალური მიდგომა. რაც დრო გადის ვხვდები, რომ იოგას პრაქტიკით ორ დღეში არა, მაგრამ სისტემატიური და სწორი შესრულებით ბევრ შესაძლებლობას აღმოვაჩენ ჩემს თავში და საწყის მიზანს საგრძნობლად გავცდები, ეს კი იოგას სახლის ტრენერების დამსახურებაა. ამ ცენტრში ხდება უმნიშვნელოვანესი რამ ჩემთვის და ყველა დამწყებისთვის- იოგას მნიშვნელობის და პრაქტიკის სწორი ფორმით გადმოცემა !!!
იოგას სახლი
ჯანმრთელობა
სხეულის კორექცია
მოტივაცია
პროფესიონალიზმი
ეფექტი

გვანცა მირზიაშვილი
ძალიან მაგარი ნინო და ორსულების იოგას საუკეთესო კლასი საქართველოში.
ორსულთა იოგა

მარიამ ჩალაძე
ძალიან მიხარია, რომ იოგას სახლში მივედი, სადაც არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც საკმაოდ გავძლიერდი. ორთვიანი სიარულის შემდეგ თვითრწმენა მომემატა და მივხვდი, რომ სწორი მიდგომის და ნებისყოფიის შემთვევაში ყველანაირი ასანის შესრულება შეიძლება. იოგას სახლი მეხმარება ვიპოვო სიმშვიდე და სრულიად განვიტვირთო რთული და დამღლელი დღეების შემდგომაც კი. აქ ყოველთვის ძალიან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა და ძალიან კარგი ინსტრუქტორები არიან. განსაკუთრებული მადლობა საუკეთესო ინსტრუქტორს, გიორგის, რომელიც ყოველთვის დეტალურად გვიხსნის როგორ უნდა შესრულდეს თითოეული პოზა სწორად და გვაწვდის ლიტერატურას იოგას შესახებ. იოგას სახლი ძალიან შემიყვარდა და ვცდილობ ყველაფერი, რასაც აქ ვსწავლობ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოვიყენო.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი
ეფექტი

თამუნა გორდელაძე
ყოველთვის მინდოდა იოგაზე მევლო, როგორც იქნა გადავწყვიტე და აი უკვე მესამე თვეა კვირაში სამჯერ სიხარულით მივდივარ ვარჯიშზე, იმის მერე რაც დიდუბეში შეგვეცვალა ფართი ეს სიხარული გაორმაგდა. ძალიან დიდ შედეგს ვგრძნობ, ეს შედეგი ყველა მისვლაზე უფრო და უფრო იხვეწება, მაწუხებდა საშინელი თავის ტკივილები მაგრამ იოგის სახლმა დამავიწყა :) დიდი მადლობა თქვენ გუნდს !
მოტივაცია
ჯანმრთელობა
ეფექტი
თავის ტკივილები

lika barabadze
ორსულობის დროს იოგაზე სიარული იყო, ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ამ ბოლო დროს მიმიგია:)) პირველ რიგში თავს გრძნობ მსუბუქად, აგარ გაწუხებს არც წელის ტკივილი, არც თავის! ვარჯიშის მერე ხარ უფრო მეტად ენერგიული, პოზიტიური! ყველას ვურჩევ იაროს ნინოსთან, She is the Best:) P.s. ნინოს დამსახურებით ეხლა სუხიშვილის მოცეკვავეზე მეტად გამართული დავდივარ:))
ზურგის ტკივილები
ორსულთა იოგა
ხერხემალი

ნუცა ჯოხაძე
ერთი თვეა რაც ვარჯიში დავიწყე და ვგრძნობ საოცარ სიმსუბუქეს, განწყობა საკმაოდ ამაღლებული მაქვს , იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი რომ მოთხოვნილება გამიჩნდა რომ ყოველდღე ვივარჯიშო. რამოდენიმე წლის წინ ვარჯიშობდი საღამოს საათებში და ეხლა ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს როცა დილას იწყებ იოგას ვარჯიშით , ისეთ პროფესიონალებთან ერთად როგორიც თქვენ ხართ. მადლობა ამისთვის <3
პროფესიონალიზმი
ეფექტი

თათია პოლიკარპოვა
არ ვიცი მეტი წონა იოგისკენ იხრება თუ ტვინის მკვებავი წამლებისკენ, მაგრამ ალბათ ამ ორმა ერთმანეთს ხელი შეაშველა და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები საკუთარი დეპრესიის თავდასხმიდან თავდაცვის პოზიციისკენ უკუსვლას :დ ჩემი სუსტი, მტკივანი მუხლებიც უკვე მეტ დატვირთვას უძლებენ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტს. ვარჯიშის დაწყებიდან განზრახ არ ვიღებ ჰორმონალურ წამლებს. ჩვეულებრივ მსგავსი პაუზის შედეგს მალევე ვიღებდი სახეზე გამონაყარის სახით. მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მოწმენდილი, უღრუბლო სურათი გვაქვს. დასკვნების გაკეთებას არ ვჩქარობ, ჯერ ვაკვირდები. ისიც როგორი სასიამოვნოა, პოზებს რომ ხვეწ და მოქნილობა გემატება. მაგრამ კიდევ უკეთესია ინსტრუქტორის დახმარებით ყველა პოზას რომ იაზრებ, ყველა კუნთს და სახსარს აკვირდები, გონებასაც ამუშავებ და აზროვნების სტილსაც ცვლი. ფიქრი მიმართულია სწორად, ჩემთვის კეთებისკენ და არა "ის როგორც შვება, ისე მინდა"-კენ. სად არის ამდენი საშუალება, რამდენი რამის მოსწრება გვინდა, თორემ მე მგონია, თუ მეტ დროს დაუთმობ კაცი იოგას, შეიძლება ცვლილებები სამყაროს აღქმის დონეზე განიცადო. შედეგების ნახვა ძალიან კარგია მაგრამ იქამდე მისვლის პროცესი არის ყველაზე მძიმე ამბავი. ხოდა თურმე იოგა ამ პროცესს ამსუბუქებს. ეს ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, რომ არ მავიწყდება საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოვედი, რომ გადავდე საქმეები, გამოვნახე დრო, ცოტა ძილი მოვიკელი.. სულ ვამბობ - აი, ხომ ღირდა! ატმოსფეროშიც არის საქმე. უფროსწორად მართლა ძალიან მაგარ ინსტრუქტორებში, რომლებიც შესაფერის ატმოსფეროს ქმნიან. რომ შევაჯამოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა! თქვენი თავი არ მომიშალოს განგებამ <3
გარემო
პროფესიონალიზმი
დეპრესია
სახსრები

მაია ერისთავი
მოხარული ვარ რომ მოვხვდი თქვენს ცენტრში, მყუდრო, ჰარმონიული გარემო, კეთილგანწყობილი და თავისი საქმის მცოდნე ინსტრუქტორები რომლებიც ფლობენ ანატომიას ისე, რომ ახალბედასთვის ზიანის მიყენება გამორიცხულია, მშვიდად და მოთმინებით უხსნიან ყველა დეტალს იმისათვის, რომ სხეულს ფლობდე, ყოველ ჯერზე პროგრესს გრძნობ და თითქოს შეუძლებელს აკეთებ. მადლობა რომ არსებობთ და ხართ თქვენი საქმის პროფესიონალები!!!
გარემო
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
ეფექტი

ანა ლომთაძე
რატო იოგა? "დჰარმის მაწანწალებს" ვკითხულობდი და მე, ჯეფ რაიდერი, იოგას სახლის ფასდაკლება და 50 ლარი ერთმანეთს დავემთხვიეთ. ამ "დამთხვეულობის" გამო ახლა შთაბეჭდილებებს გიზიარებთ. ზოგჯერ რაღაცეებზე ინფორმაციას კი ფლობ, შეიძლება დაახლოებით წარმოგიდგენია კიდეც რა არის, თუმცა რატო უნდა წარმოიდგინო როცა შეგიძლია გააკეთო. იოგა საინტერესო, ჯანსაღი, სასიამოვნო ურთიერთობაა გარემოსთან და საკუთარ თავთან. ნამდვილი, "ჭეშმარიტი" მომენტების შეგრძნებაა და რა გასაკვირია თუ ძალიან მომწონს. ახლა "ძიებაში" ვარ... საყრდენებს ვეძებ ჩემ სხეულში და თავში. (მადლობა ინსტრუქტორებს, კარგები ხართ) :)
გარემო
იოგას სახლი

ნათია პაპაშვილი
ერთი თვეა რაც დავდივარ, უზომოდ კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი ვარ პირველ რიგში იმით, რომ მე ეს შევძელი :) ეს შეგრძნება საუცხოოა როცა ერთი გაკვეთილი მეორეზე უკეთესია და წინსვლას გრძნობ , საოცარი სტიმულია. წარმატებები მინდა გისურვოთ :)
მოტივაცია

მარიამ ხელაძე
მხოლოდ 1 თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ. თვის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო - სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარია! უბრალოდ ზუსტად ვერ ვამბობდი, რა იყო მაგარი, იმდენად ბევრი ცვლილება დაიწყო ჩემში (ორგანიზმშიც და განწყობაშიც) ეხლა უკვე ნელნელა ვხვდები, რომ სხეული თავისუფლდება დაძაბულობისგან, არაფერი აღარ მაწუხებს, ზოგადად ვარ უფრო მოტივირებული და აქტიური, თითქოს უფრო მშვიდიც გავხდი :) ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საკუთარ პროგრესზე დაკვირვებაა, როცა ტკივილის და სიხარულის შეძახილი ერთია - მემგონი გამომივიდა! და გამომივიდა ნიშნავს კიდევ ერთ ნაბიჯს ჯანმრთელობისკენ. მადლობა ჩემს ინსტრუქტორებს ქეთის, ნინოს და გიორგის :)
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ეფექტი

სოფიო კუტალაძე
მეორე თვეა დავდივარ. შედეგი იგრძნობა პირნათლად :) აღარც ხერხემალი ტკივა და აღარც კისერი. ძალიან კარგი ინსტრუქტორები <3 (გიორგის განსაკუთრებული მადლობა ჩემი პრობლემის მოგვარებისთვის :*). დიდუბის ფილიალი ცოტა დასახვეწია იმედია მალე გააუმჯობესებთ <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ათინა ბრეგვაძე
მე მედიტაციაზე ვიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი გარემოა, მშვიდი და წყნარი. სამომავლოდ იოგაზე სიარულსაც ვგეგმავ და აუცილებლად მოგაკითხავთ.
გარემო
მედიტაცია

სალომე მუჯირიშვილი
ძალიან კამყოფილი ვარ. სასიამოვნო გარემო და ინსტრუქტორები. აუცილებლად დაგიბრუნდებით :)))
გარემო
პროფესიონალიზმი

მარიამ თაყაიშვილი
სამი თვე უწყვეტად ვიარე აშთანგა ვინიასაზე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ფიზიკურად გავძლიერდი, ხერხემალი არ მტკივა, მჯდომარე მდგომარეობაში დიდი ხმოს ყოფნის მიუხედავად, სამსახურიდან გამომდინარე. მომიწესრიგდა მეტაბოლური პროცესები, მიუხედავად ამისა წონაზე ეს არ მოქმედებს, რადგან სამწუხაროდ ჯერ დიეტით ვერ ვუწყობ ხელს ვარჯიშის პროცესს. ამის მიუხედავად ვგრძნობ, რომ კუნთები ფორმაში მოვიდა. ზოგადად მაღალი ნებისყოფით არ გამოვირჩრვი ფიზიკური აქტივობის კუთხით, თუმცა ის რომ არასდროს მეზარება იოგაზე სიარული არის იოგას სახლში არსებული ძალიან მეგობრული და სასიამოვნო გარემოს დამსახურება. მინდა მანდლობა ვუთხრა ჩემს ტრენერებს, გიორგის, ნინოს და იზას ამ მეგობრობისთვის . ბედნიერი ახალი წელი იოგას სახლს! ❤️
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ხერხემალი
დიეტა
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო ჯორჯაძე
მიმაჩნია, რომ მოვხვდი სწორ ადგილას, იოგას სახლში. მშვიდი, გაწონასწორებული, თავისი საქმის მცოდნე ,ინსტრუქტორი; ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემო ადგილი სადაც სხეული და გონება იღვიძებს და ისვენებს.
გარემო
პროფესიონალიზმი

ელენე კრისთესიაშვილი
ძალიან ბედნიერი ვარ ,რომ მოვხვდი იოგას სახლში,ადგილი,სადაც თავს ვგრძნობ მშვიდად და ჰარმონიულად,არაჩვეულებრივი გარემო შესანიშნავი ინსტრუქტორები.ერთი თვეა, რაც იოგას სახლში დავდივარ და უკვე ვხედავ ბევრ ცვლილებას,ვხედავ როგორ იხვეწება ჩემი სხეული,უფრო ენერგიული გავხდი,მეტად კონცენტრირებული საკუთარ თავთან,ყოველი იოგას გაკვეთილის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად და მშვიდად ვგრძნობ,რაც ძალიან მახარებს.როგორც ჩვენი ინსტრუქტორი ბატონი გიორგი ამბობს ხოლმე, იოგა ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია სრულიად ვეთანხმები მას და მინდა რომ იოგა ჩემი ცხოვრების წესად იქცეს.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
სხეულის კორექცია
იოგას სახლი
ეფექტი

ნიკოლოზ წიქარიშვილი
იოგას სახლში დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყე პრაკტიკა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვალსაზრისით მოხდა უდიდესი გარდატეხა. იმისთვის რომ იოგას პრაკტიკამ ასე შთამბეჭდავი ეფექტი იქონიოს ადამიანზე (როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა) რა თქმა უნდა უმთავრესი ფაქტორი თავად პრაკტიკოსის მონდომებასთან ერთად მასთან იოგას სწავლების სწორად მიტანაა. ამისთვის იოგას სახლი იდეალური, სიმშვიდით, კეთილგანწყობით და პროფესიონალებით სასვე ადგილია.
გარემო
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
ეფექტი

ნინო როსთიაშვილი
გამარჯობა, მხოლოდ 1 გაკვეთილზე ვიყავი, ძალიან მომეწონა გარემოც, ტრენერიც, მაგრამ სამსახურის გრაფიკის გამო ვერ შევძელი გაგრძელება. როგორც კი გამომიჩნდება დრო აუცილებლად დაგიბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის.
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი

სოფიო სილაგაძე
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინსტრუქტორს ნინო იაშვილს, რომელმაც იმ პერიოდის განმავლობაში რაც დავდივარ შემაყვარა იოგა, ვაპირებ მუდმივ რეჟიმში ვიარო თქვენთან და შესამისად ჩემი ცხორების წესად ვაქციო/ 😊
ორსულთა იოგა

შორენა ზაქაშვილი
მოგესალმებით,მე ვარ ძალიან ბედნიერი და გახარებული,რომ მოვხვდი იოგას სახლში, ერთი თვეა რაც დავდივარ და თავს ვგრძნობ ძალიან მსუბუქად , დამეხმარა ჩემი პრობლემების დაღწევაში.მადლობა ყურადღებისთვის რასაც იჩენთ თითიოეული ადამიანის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გიორგის.
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი

ნინო მუმლაძე
იოგას სახლში მოსვლის დღიდან ბევრი რამ შეიცვლა იმ მხრივ, რომ თავს უფრო ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ,საგრძნობლად გამიმკვრივდა და გამიძლიერდა სხეულის რაღაც ნაწილები, ვხედავ ჩემს პროგრესს და ვცდილობ რაც შეიძლება რეგულარულად ჩავრთო ვარჯიში ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ეს ყოველთვის კარგად არ გამომდის, მაგრამ ამ გარემოში მოსვლამ დამარწმუნა იმაში, რომ შემიძლია ჩემს ჯანმრთელობას რაღაც დრო დავუთმო ისე, რომ თან სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატარო. იოგის ვარჯიში მეხმარება ზურგის და კისრის ტკვილიების მოხსნაში, ბევრად მიუმჯობესებს ხასიათს, მიზრდის ცხოვრების ხალისს და ენერგიულს და მოტივირებულს მხდის. გარდა ამისა იოგა მეხმარება მენსტრუალური ციკლის კრიტიკულ დღეებში ტკივლის მოხსნაში, გარკვეული ასანების შესრულება და მათში გაჩერება და სუნთქვა ზოგჯერ ერთადერთი რამაა რაც შვებას მაგრძნობინებს მაგ დროს. ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთ გარემოში აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ვარჯიშის ისეთი სახეობა, რომელიც მაინტერესებს და მომწონს და თან რაც მთავარია ეფექტურია და შველის ჩემს პრობლემებს.
ზურგის ტკივილები
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ჯანმრთელობა
ხერხემალი
ეფექტი
მენსტრუალური ციკლი

ნანა გამყრელიძე
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კომფორტული და მყუდრო გარემო დამეხმარა. იოგას სახლში არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო რომ რაღაც კარგად არ გამომდიოდა, პირიქით, დავინახე თუ რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შესაძლებლობა და შევაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იოგას სახლში ვისწავლე თუ როგორ შეიძლება დახარჯო უამრავი ენერგია და ამავდროულად დაისვენო და განიტვირთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც იმდენად დაკავებული ვართ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით რომ ხშირად საკუთარი თავს დღეში 10 წუთსაც ვერ ვუთმობთ. ასეთ დროს კარგია იცოდე რომ საღამოს მიხვალ ადგილას, სადაც დროებით დაივიწყებ ყოველდღიურ წვრილმანებსა და პრობლემებს და მთლიანად საკუთარ გონებასა და სხეულზე მოახდენ კონცენტრაციას. დიდი მადლობა გიორგის, იზას და ნინოს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის!
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
იოგას სახლი

ლევან ლაბაძე
კიდევ გეწვევით

თამარ ბენდელიანი
მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, იოგას დავუკავშირდი. ეს ცოტა დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უმოძრაობით დამძიმებულ სხეულში მეგრძნო რესურსი, რომელიც უფრო აქტიურ იოგას პრაქტიკაში და, ზოგადად, უკეთეს ცხოვრებაში დამეხმარება. იოგას სახლი თავად იოგას მეტაფორასავითაა - გადატვირთული ქალაქის ყველაზე ურბანულ ნაწილში შეგიძლია სიმწვანე და სიმყუდროვე აღმოაჩინო, ისევე, როგორც იოგა - აუცილებელ ელემენტად თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მოუსვენარ ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის! სიამოვნებით გავაახლებ კავშირს თბილისში დაბრუნების შემდეგ.
გარემო
იოგას სახლი

ნატალია ხურცილავა
კვალიფიცირებული და ყურადღებიანი ინსტრუქტორები, ინდივიადულური მიდგომა. ვისაც ზურგის ტკივილები აწუხებს და სამსახურში დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე ატარებს, იმათთვის პირდაპირ მისწრებაა. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი ბეჭებში და ტკივილებიც არაღ მაწუხებდა. მადლობა იოგას სახლს, განსაკუთრებით იზას
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ინდივიდუალური მიდგომა
იოგას სახლი

მონიკა ლეჟავა
„იოგას სახლში“ დამხვდა მყუდრო გარემო, ყოველი ვარჯიში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. „იოგას სახლი“ არის ადგილი, სადაც ისვენებ, ივიწყებ ყველაფერს და ხდები უფრო ბედნიერი :). თქვენი საშუალებით ბევრი ახალი გავიგე იოგას შესახებ. ერთი თვის ვარჯიშის შემდეგ მივხვდი რომ არ უნდა შევეშვა იოგას :). აუცილებლად დავბრუნდები. მადლობა „იოგას სახლს“ და ინსტრუქტორებს <3
იოგას სახლი

მარიამ ქლიბაძე
"იოგას სახლი" არის ადგილი, სადაც მისვლისაც ყველა პრობლემა გავიწყდება და სხვა სამყაროში ეშვები. მეგობრული გარემო და ყოველ მისვლაზე პოზების დახვეწა საოცარი მოტივაციით გავსებს. ავიმაღლე ტონუსი და როცა ადრე პატარა დატვირთვაზე გული მიმდიოდა ახლა დიდ დატვირთვსაც თავისუფლად ვუძლებ, რაც იოგას პრაქტიკის ჩემი და ნინო იაშვილის დამსახურებაა. გამომისწორდა წონასწორობის პრობლემაც. მადლობა იოგას სახლს, რადგან ცხოვრების ახალი პერსპექტივა დამანახა არა მარტო იოგას პრაქტიკის სფეროში, არამედ მაჩუქა ჩემი თავის რწმენა და სულიერადაც​ დამხვეწა.
სულიერი სიმშვიდე
იოგას სახლი

ლაშა გაგნიძე
იოგას სახლი, ძალიან საინტერესო, მყუდრო და სასიამოვნო ადგილი, სადაც მისვლა არასდროს მეზარება. დაახლოებით ერთ თვის შემდეგ რაც შემიძლია ვთქვა, მომეხსნა დაღლილობის შეგრძნება და განწყობა ბევრად გამომიკეთდა, 2 საათიანი სესიიდან გამოსული შვებას გრძნობ და ენერგიით სავსე ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯე. ალბათ საუკეთესო განტვირთვაა. მადლობა ძალიან კარგ ადამიანებს და ინსტრუქტორებს :)
გარემო
მოტივაცია
ეფექტი

სალომე ჩხაიძე
dzalian momewona tqventan siaruli. ertaderti diskopmorti rac shemeqmna am periodshi sashxapeebis ar qonaa. kargi iqneboda rom yopiliyo radgan sakmaod aqtiuri varjishi gviwevs :) gavagrdzeleb aucileblad tqventan urtiertobas. momavalshi :)
გიორგი ბერძენიშვილი

მარიამი
მოდი ჩვენთან, რომ დაიწყო სუნთქვა, იგრძნო საკუთარი სხეული, გაიგო საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი. მეც მოვედი.. მელანქოლიით მოცული.. ორშაბათი იყო.. საღამოს 9 საათი.. იოგა არარის გაწელვისთვის, მოდისთვის ან ლამაზი ფოტოებისთვის, ეს პროცესია რომელშიც იწყებ სუნთქვას, შენი სხეულის ბალასთან ერთად შენი გონებაც სწავლობს ბალანსს და ზუსტად იმ სიჩქარით იწყებს დედამიწა ბრუნვას რომელიც შენთვისაა კომფორტული. თუ არ გადაუვლი სერიებს და ფეხის მყარად დადგმას ისწავლი, ისე დადგმას რომ სპილოების გორგალში მოხვედრის შემთხვევაშიც არ ჩამოგექცევა სხეული, დედამიწის უცაბედ აჩქარებულ სიჩქარესაც გაიკომფორტულებ.
მოტივაცია
ეფექტი

ნინი კვასხვაძე
ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე პატარა ოაზისი- 'იოგას სახლი' სადაც მისვლისთანავე, შედიხარ სხვა სამყაროში, თითქოს ყველაფერს გარეთ ტოვებ და იმ დროის მანძილზე , იმ მყუდრო და უშუალო გარემოში შეუდგები ძიებას , შენი ფიზიკური შესაძლებლობების , შინაგანი სამყაროს წვრთნას . ყოველდღიურად ახერხებ მცირედით მაგრამ მაინც გაზარდო ამ შესაძლებლობების ზღვარი. ეს არის მართლაც 'სახლი' ამ სიტყვის ყველაზე თბილი და საყვარელი გაგებით. გარეთ გამოსულს, ისეთი ავსების გრძნობა გეუფლება რაც დიდი სიხარულის ტოლფასია! და მოლოდინი იმისა, ისევ მალე მოინახულო ეს 'სახლი'. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს და იოგას სახლს!
გარემო
იოგას ფედერაცია
ეფექტი

ნინო ბარბაქაძე
მოხარული ვარ, რომ თბილისში არსებობს იოგას ისეთი ცენტრი, სადაც დარწმუნებული ვარ ვარჯიშის მიმართ სწორად მიდგომის გამო, ანატომიური ნიუანსების კარგად შესწავლის და გათვალისწინების გამო შეუძლებელია ახალბედამ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღოს. რაც იოგას პრაქტიკა დავიწყე, სხეული განთავისუფლთა შებოჭილობისაგნ, ფიზიკური დაღლილობა გამიიშვიათდა, გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი, ადგილი აღარ მრჩება ყოველდღიური და გაშინაურებული სტრესებისთვის, რწმენა მომემატა საკუთარი ძალების მიმართ. მოკლედ, რომ ვთქვა იოგას პრაქტიკული მეცადენეობის 96-ე საათისთვის ჩემი ბედნიერების კოეფიციენტი გაორმაგებულია
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი
ეფექტი

ნატუკა ბერძენიშვილი
სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე რამდენად კმაყოფილი ვარ,ჯერ სულ ერთი თვეა დავიწყე და ვგრძნობ ძალიან დიდ შედეგს,როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ მდგომარეობაზე დიდი მადლობა ამისთვის თქვენს გუნდს.
ეფექტი

ნინო რამიშვილი
კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ივარჯიშო. ინსტრუქტორები თავის საქმეს კარგად ასრულებენ და ცდილობენ რომ ბოლომდე აითვისო ყველა ვარჯიში და სასურველ შედეგს მიაღწიო. მადლობა ამისთვის
გარემო
პროფესიონალიზმი

შოთა შავაძე
კარგი გუნდი, კარგი აურა... აუცილებლად დავბრუნდები.

მარიამ ლიკლიკაძე
რაც იოგაზე დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა! ბევრად უფრო მობილიზებული და მოტივირებული ვარ! დამეხმარა ვიყო წელში გამართული, მასწავლა სწორი სუნთქვა, მომცა შინაგანი სიმშვიდე, გავხდი უფრო ელასტიური, რაც დამეხმარა ცეკვაში და სასცენო მოძრაობაში, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ის გვეხმარება უკეთ შევიცნოთ და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.. იოგას სახლში, სადაც დავდივარ, არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები, ისინი გვანახებენ, გვეხმარებიან, გვასწავლიან როგორ უნდა გავაკეთოთ აბსოლიტური სიზუსტით ყოველი ვარჯიში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის ინსტრუქტორის, ირინა ბურჯიაშვილის ახსნით, ის ინდივიდუალურად უდგება და უხსნის თითოეულ ჩვენთაგანს ყოველივეს. უდიდეს მადლობას ვუხდი YOGA HOUSE_ს, ირინა ბურჯიაშვილს, და საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ბერძენიშვილს ასეთი ეფექტური შედეგისთვის!!!!!!
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
იოგას სახლი

ქეთი ყაველაშვილი
იოგას სახლში ერთი წელია დავდივარ, კმაყოფილების სრულად გამოთქმა გამიჭირდება, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები: იოგას სახლში თავს ვგრძნობ როგორც "სახლში". :)
გარემო
იოგას სახლი
ეფექტი

ირინე სიამაშვილი
ძალიან ბევრის დაწერა მინდა... აღმოვაჩინე უდიდესი განსხვავება ვიდრე იოგას ვარჯიშებს დავიწყებდი და დღევანდელ ჩემს ფიზიკურ მდგომარებას შორის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირედის მიღწევა შევძელი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველი გაკვეთილი ახალი რაიმეს აღმოჩენაა, ბატონი გიორგისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ძალიან დიდი მადლობა ყველას.
გიორგი ბერძენიშვილი
ეფექტი

მაია გამყრელიძე
ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა "იოგას სახლში". პროფესიონალი და ყურადღებიანი ინსტრუქტორების დახმარებით ძალიან კარგი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მიხარია, რომ "იოგას სახლში" მოვხვდი და შესაძლებობა მაქვს პროფესიონალი ადამიანებისგან შევისწავლო იოგა.
გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

თამარ ათუაშვილი
ძალიან შემიყვარდა იოგას სახლი, მალე გახდება ერთი წელი რაც დავიწყე სიარული თქვენთან. თუმცა მანამდე სულ ვადევნებდი თვალს საიტზე სიახლეებს და facebook გვერდზეც. ინსტრუქტორები თავისთავად ძალიან კარგები არიან. იოგას სახლის ატმოსფერო სულ სხვანაირად მოქმედებს და უფრო მოტივირებულს მხდის. გარკვეული მიზეზების გამო, პაუზა გამომივიდა, თუმცა მალე შემოვუერთდები ისევ და უფრო აქტიურად. რადგან მივხვდი ამ ერთ წელიწადში, რომ ყველაზე ბედნიერად, ლაღად და კარგად თავს ვგრძნობ მაშინ როცა იოგას ვაკეთებ. და მივაღწიე იმას, რომ დამოუკიდებლად სახლშიც შევძელი ვარჯიში, იმ პერიოდში როცა ვერ ვახერხებ სიარულს. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობს და მიყვარხართ ყველა <3
გარემო
პროფესიონალიზმი
ეფექტი

ნინო დოლიძე
მოხარული ვარ რომ ასეთ თბილ და ყურადღებიან გარემოში მოვხვდი, ჯერ რთულია ჩემთვის ბევრი ელემენტი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ გავაკეთო თითოეული მათგანი, ამაში ინსტრუქტორი მეხმარება.გაკვეთილის მსვლელობისას ყველა პრობლემა მავიწყდება და ვმშვიდდები ეს მდგომარეობა გაკვეთილის შემდეგაც მიმყვება რაც ,ვგრძნობ ნელ-ნელა დაძაბულობას მომიხსნის.მადლობა ყურადღებისთვის.
გარემო
სულიერი სიმშვიდე

ნინი ბერიძე
დიდი ხანია იოგათივარ დაინტერესებული. თავდაპირველად ვიდეოებს ვუყურებდი და საიტებს ვათვალერებდი იოგას შესახებ, რაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა. იოგას სახლსაც ამ საიტებიდან მივაკვლიე და ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხვდი!

ნატა ბაკურაძე
პირველ გაკვეთილზე არა, მაგრამ პირველივე კვირას მივხვდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. იოგაზე სიარულის დაწყების შემდეგ შევამჩნიე, რომ ბევრი ჩემთვის არაკომფორტული და უსიამოვნო სიტუაციებისა და მდგომარეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რაც ზოგად გუნება-განწობაზე დადებითად აისახა. დაკვირვებული ვარ, რომ იოგაზე აქტიურად სიარულის დროს, დეპრესიისა და უხასიათობის პერიოდები მიმცირდება. ეს საქმის კეთებაშიც აისახება. ისეთი დავალებების შესრულება რაც ადრე შესაძლოა უხალისოდ და ინტერესის გარეშე გამეკეთებინა, ახლა გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ვეკიდებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს იოგის ინსტრუქტორს, რომელთა გარეშეც ჩემი პრაქტიკა ნაკლებად ეფექტური და მეტად მოსაწყენი იქნებოდა . დიდი მადლიერების გრძნობით, სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით.

მერაბ ხუტაშვილი
არ მეგონა თუ იოგას ყველაზე მარტივი ელემენტიც კი ასეთი რთული გასაკეთებელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი ორგანიზმის დაძლევაა, ეხლა რასაც ვაკეთებ 3 თვის წინ ვერც წარმომედგინა. სამი თვე მივყვები იოგას პრაქტიკას. ნელ-ნელა ზურგის პრობლემები მეხსნება. ზედმეტი წონა ქრება. წელზე სანტიმეტრები ნელ ნელა იკლებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება, როგორც სიმსუბუქე და სიცოცლე უფრო ხალისიანი ხდება.

იზა მაკრახიძე
ფიზიკურად უფრო მოქნილი და ძლიერი გავხდი - კუნთები დამეტყო. შინაგანად - საკუთარი თავის რწმენა ვისწავლე, მივხვდი იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე მეგონა რომ შემეძლო. ისეთ ჯგუფში ვარ მოტივაცია მიმაღლდება მათთან სინქრონში ვარჯიშისას.

თეონა ქავთარაძე
თავიდან ექიმის რჩევით დავიწყე და პირველივე გაკვეთილიდან თავად გამიჩნდა უსაზღვრო ინტერესი.ჩემი აზრით იოგას პრაქტიკაში ინსტრუქტორს უდიდესი როლი აკისრია, რადგან იგი თანმიმდევრულად სწორედ გვიხსნის და გვაჩვენებს თითოეულ მოძრაობას, რაც მთავარი ფაქტორია იოგას სწორად ათვისებაში.

თიკო ასეიშვილი
<p>სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი &mdash; სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული <em>ასანა&nbsp;</em>ისეთია, როგორიც მე ვარ &mdash; ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.</p> <p>&nbsp;</p>
გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
ორსულთა იოგა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
იოგას სახლი
ეფექტი
სახსრები
თავის ტკივილები
ONLINE CLASS

ანა კირვალიძე
ფილოსოფიის კითხვა, დაფიქრება და სხვადასხვა თემის გაანალიზება ღრმა აზრივნებას აჩვევს ადამიანს და ჩემი აზრით, შესაბამისად ავითარებს. ფილოსოფიის ამ ონლაინ კურსმა ძალიან გამახარა, პირველმა ლექციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, იმედი მაქვს, ჩემი გონებისთვისაც ნაყოფიერი იქნება. მადლობა რომ ეს კურსი შექმენით <3
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ONLINE CLASS

თეა ცინცაძე
ნამასკარ 🙏 მე და იოგა უკვე მეორე ათწლეულია რაც ვმეგობრობთ და მთელი ამ დროის განმავლობაში რაც უფრო მეტად ვუღრმავდებოდი,მით მეტის გაგებისა და შეცნობის სურვილი მკლავდა - აი მიზეზი,რისთვისაც მივმართე იოგას ფედერაციას და დავრეგისტრირდი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ბ-ნ გ.ბერძენიშვილს,ვისი პროფესიონალიზმის გარეშე ჩემი ოცნება ოცნებადვე დარჩებოდა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო საოცრად ყურადღებიანი და გულისხმიერი - თამარა მიდელაური,მასაც უღრმესი მადლობა ჩემგან. სიყვარულ-სიხარული გისურვეთ ყველას 😍
გიორგი ბერძენიშვილი


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია