მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 134 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
ნათია ჭანკვეტაძე პრენატალ იოგაზე სიარული დავიწყე ორსულობის 17კვირაზე და დავდიოდი 39 კვირის ჩათვლით უშუალოდ მშობიარობამდე. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც შეიძლება ჩემთვის და ჩემი ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიმეღო და მიხარია რომ მივაკითხე იოგის ფედერაციას. ყველანაირ ზურგის და წელის ტკივილს დაივიწყებთ ვარჯიშის დროს, ეს არის საუკეთესო რელაქსი ორსულთათვის, გარდა იმისა რომ მშობიარობის პროცესი უფრო გამიიოლა, მთელი კურსის მანძილზე თავს ვგრძნობდი საოცრად ენერგიულად. არ შემიძლია ჩვენს ინსტრუქტორ ნინოზეც არ ვთქვა ორო სიტყვა, გარდა იმისა რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მისი სიმშვიდე განსაკუთრებით სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდიდა ვარჯიშის პროცესს. წარმატებები იოგის ფედერაციას <3 მოკლე დროში აუცილებლად გავაგრძელებ სიარულს <3
ნინი კვასხვაძე ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე პატარა ოაზისი- 'იოგას სახლი' სადაც მისვლისთანავე, შედიხარ სხვა სამყაროში, თითქოს ყველაფერს გარეთ ტოვებ და იმ დროის მანძილზე , იმ მყუდრო და უშუალო გარემოში შეუდგები ძიებას , შენი ფიზიკური შესაძლებლობების , შინაგანი სამყაროს წვრთნას . ყოველდღიურად ახერხებ მცირედით მაგრამ მაინც გაზარდო ამ შესაძლებლობების ზღვარი. ეს არის მართლაც 'სახლი' ამ სიტყვის ყველაზე თბილი და საყვარელი გაგებით. გარეთ გამოსულს, ისეთი ავსების გრძნობა გეუფლება რაც დიდი სიხარულის ტოლფასია! და მოლოდინი იმისა, ისევ მალე მოინახულო ეს 'სახლი'. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს და იოგას სახლს!
ვიქტორია ცხონდია იოგას სახლი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ ინსტრუქტორმა გიორგი ბერძენიშვილმა მედიტაციის კლასის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა არც ისე მარტივი იყო, თვითონ პროცესი იმდენად საინტერესო,სასიამოვნო და მრავლისმომცველია, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო მედიტაციის პრაქტიკა. მადლობა ბატონ გიორგის არაჩვეულებრივი გაკვეთილებისთვის <3 <3 <3
ლელა აბჟანდაძე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა იოგის სახლში მოსვლა. ❤️🏠 "სახლი"-ალბათ ამ სიტყვაში ერთიანდება ყველა ის დადებითი ემოცია, რომელიც მახსენდება იოგის სახლის გახსენებისას. ვარჯიში უკვე ბედნიერებაა, მადლობა გიორგი ამისთვის, მოსმენისთვის და კიდევ უამრავი ბედნიერი წუთისთვის 🙏
თიკო ასეიშვილისულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.
თამარ დეკანაძე 6 წლიანი წყვეტის შემდეგ იოგას სახლში დაბრუნება ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა რაც მიმიღია. პროფესიონალების გუნდი და საოცარი გარემო ქმნის ატმოსფეროს რომელიც სრულიად გავიწყებს ყოველდღიურ რუტინას, გავსებს ენერგიით და გაძლევს უდიდეს მოტივაციას. ამ გარემოში ჩემთვის წარმოუდგენელი რამ აბსოლუტურად შესაძლებელი გახდა. ვხედავ პროგრესს და უდიდესი სიამოვნებით ვაგრძელებ შრომას უკეთესი შედეგებისთვის. და ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა იზას გარეშე <3 მადლობა! მადლობა! <3
ანასტასია მჟავია საქართფველოს იოგას ფედერაციის შესახებ დიდი ხანია ვიცი. რამდენიმე წლის წინ ვნახე,რომ ინსტრუქორების მომზადების კურსი ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე,რომ ახალი კურსი შედგა და მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გადავწყვიტე გამევლო. ჩვენი ინსტრუქტორი და მასწავლებელი გიორგი უმაღლეს დონეზე გვაწვდის მასალას, გვიხსნის ასანებს და დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს.ის მისტიკა და ამოუცნობი რამ,რაც იოგას თავს ახვევია ნათელი ხდება გიორგის კურსის თეორიული ნაწილით. დამოუკიდებელ პრაქტიკოსი ვარ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვხვდები ასანის სიზუსტეს. იოგას სახლში ჩემს შეკითხვებს დაუსმელად გაეცა პასუხები. კომპეტენტური მასწავლებლის დახმარებით უფრო მარტივად შემიძლია მივაღწიო მიზანს. მეგობრული გარემო, რომელიც სტუდიაშია,ყოველთვის კარგ განწყობას ქმნის. უნდა აღვნიშნო ინდივიდუალური მიდგომა თითოეული სტუდენტისადმი.