„იოგას-სახლი“ იოგას პირველი ცენტრია თბილისში (2010) და ერთადერთია საქართველოში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო იოგას ფედერაციის და ალიანსის მიერ.


პროგრამის ავტორია  გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც 2006 წლიდან ასწავლის იოგას, რაც მსოფლიოში აღიარებული ოსტატებისგან შეისწავლა.


მეთოდი წამყვანი ქვეყნების ასობით ცენტრშია აპრობირებული და იგი მოიცავს იოგას ტრადიციული და თანამედროვე ვარჯიშების სინთეზს, რომელიც დამუშავებულია უახლესი სამედიცინო კვლევების თვალსაზრისით (ანატომია, ფიზიოლოგია, დიეტოლოგია).

ჩვენს ცენტრებში მუშაობენ სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებთ ორგანიზმის გაჯანსაღებას, სხეულის გამკვრივებას, ჭარბი წონის დაკლებას, რთული ილეთების დაუფლებას და სულიერი ძალების განვითარებას. 

ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია ქვეყანაში, რომელმაც გაიარა YTTC-100; -200; - 500 სტანდარტის (საერთაშორისო სტანდარტის იოგას ინსტრუქტორთა კურსი) სერტიფიკაცია და რეგისტრირებულია Yoga Alliance (იოგა ალიანსი), European Union of Yoga Association (ევრობული კავშირი იოგას ასოციაციების) და International Yoga Federation (საერთაშორისო იოგას ფედერაციაში), რაც იძლევა საშუალებას კურსის დამთავრების შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი გამოცდის გარეშე მიიღოთ მსოფლიოში ამ უდიდესი იოგა ორგანიზაციების დიპლომი. 

რას წერენ ჩვენ შესახებ:

125 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
ეფექტი
გარემო
იოგას სახლი
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
ნინო იაშვილი
სულიერი სიმშვიდე
ემოციური ბალანსი
ინდივიდუალური მიდგომა
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
ზურგის ტკივილები
ხერხემალი
ორსულთა იოგა
სხეულის კორექცია
თვითშემეცნება
კონცენტრირების უნარი
მედიტაცია
იოგას ფედერაცია
თავის ტკივილები
დეპრესია
სახსრები
თაკო შველიძე
სქოლიოზი
ფილოსოფია
დიეტა
მენსტრუალური ციკლი
ნინო სოსელია ერთი თვე ვიარე. სიმართლე გითხრათ შედეგს ვერ ვხედავ და შეიძლება მე ვერ ვხვდები. ვერც სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ :) მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ვარჯიშებით . ბევრად უკეთ ვაკეთებ იმას რაც თავიდან მიჭირდა. თაკო არის ძალიან მაგარი გოგო. მადლობა.

ინდივიდუალური მიდგომა
დიდუბის ფილიალი
თაკო შველიძე

რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...

გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
სხეულის კორექცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
თაკო შველიძე

ნია ჩინაშვილი ძალიან კარგები ხართ. ყველაზე ყურადღებიანია გიორგი, ხოლო ყველაზე მეტად ცდილობს რომ სწორედ გაგაკეთებინოს ყველა ასანა - თაკო <3 მართალია 28 ჯერ კი არა, სულ რაღაც 9 - ჯერ შევძელი მოსვლა, მაგრამ თავი შემაყვარეთ. როგორც კი შევძლებ, დაგიბრუნდებით, რადგან მიზნად მაქვს რომ ყველა რთული ასანა ძალიან მარტივად შევასრულო. ასევე აკრო-იოგა მხიბლავს, შორიდან და ვფიქრობ, შევეჭიდო

გიორგი ბერძენიშვილი
დიდუბის ფილიალი
თაკო შველიძე


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია