სიღრმისეული პროგრამა მათთვის, ვისაც სურს იოგას სწავლება, პირადი პრაქტიკის გაღრმავება და თანამედროვე ანატომიისა და ტრადიციული ცოდნის გაერთიანება.
'იოგას აკადემია' არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამზადებს იოგას ინსტრუქტორებს თანამედროვე იოგა-ანატომიის და ტრადიციული სწავლების საფუძვლების მიხედვით, შესაბამისი ლიტერატურით ქართულ ენაზე, თეორიული და პრაქტიკული განხორციელებისთვის.
ინფორმაციისთვის, საქართველოში მოქმედი ინსტრუქტორების დიდ უმრავლესობას გავლილი აქვს სწორედ ეს კურსი (TTC200) (თუმცა, არსებობს შემდეგი საფეხურებიც TTC300 და TTC500).
ჩვენ მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ვიდეო ისტორიები და ტექსტური გამოხმაურებები სტუდენტებისგან, რომლებმაც კურსი უკვე გაიარეს.
ჩემი და იოგას ურთიერთობა ასეთია, რომ პირველივე დღიდან, როცა იოგა ვივარჯიშე ხუთი წლის წინ ზამთრის ერთ ყინულიან დღეს, მივხვდი, რომ ამიერიდან იოგა იყო ის, რის კეთებასაც აღარასდროს შევწყვეტდი. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მოვდიოდი "იოგას სახლში" და ვვარჯიშობდი გ...
სრულად ნახვა2012 წელს დავინტერესდი იოგას პრაქტიკით და თავდაპირველად, როგორც პრაქტიკოსმა დავიწყე სინქრონულ ჯგუფში პრაქტიკა. მას შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გარშემო და ცხოვრებაში, იოგამ უამრავი რთული მომენტი დამაძლევინა და საკუთარ თავში მაპოვნინა საყრდენი წერტილი. რაც შეეხება, ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 2020 წლიდან მქონდა ს...
სრულად ნახვადაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი პირველად იოგათი.დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ვხედავდი როგორ მაძლიერებდა,უფრო და უფრო მიზიდავდა.არა მარტო ფიზიკური,სულიერი ჰარმონიით,სიმსუბუქითა და ამავ დროულად სიძლიერით მავსებდა.ერთი წლის მერე ბევრად მეტი და უფრო ღრმა ინტერესი გამიჩნდა ,ვიდრე მხოლოდ ვარჯიში იყო. და აი საჭირო დროს,...
სრულად ნახვაბოლო წლებში ვეძებდი სისტემას რომელიც საყრდენი იქნებოდა ჩემი ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის. ამან მომიყვანა იოგამდე. შემდე კი მძაფრმა სურვილმა უფრო ღრმად შემესწავლა იოგა, გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. პროგრამა რომელიც შექმნილია მეცნიერული და კრიტიკული ხასიათით სწორედ ის აღმოჩნდა რაც დამეხმარა, გამე...
სრულად ნახვაიოგა იყო უპირველესი რამ, რაც ჩემს გონებას ფაქიზად შეეხო, მაშინ, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ეს არის ის უხილავი ძაფი, რომელმაც ჩემი შინაგანი სიმები პოზიტივისკენ მომართა, სწორედ იმ დროს, როდესაც სტრესთან და შფოთვასთან გამკლავება მიჭირდა. იოგას სახლი არის გარემო, სადაც თავს გრძნობ მნიშვნელოვნად და ამ ოჯახური გარემოს ფერადი...
სრულად ნახვაადამიანი თავისი არსით მაძიებელია. ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდა და უფრო ბედნიერი ის ადამიანი მგონია, რომელმაც იპოვა თავისი ნატვრისთვალი. ჩემთვის ეს ნატვრისთვალი სწორედ იოგაა. ერთი წლის წინ, საყოველთაო შინ გამოკეტვის პერიოდში, ონლაინ დავესწარი გიორგი ბერძენიშვილის მედიტაციისა და ფილოსოფიის ერთთვიან კუ...
სრულად ნახვაიოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ ?უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი? თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნე...
სრულად ნახვამიუხედავად იმისა, რომ იოგასთან “ურთიერთობა” რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გამიჩნდა სურვილი იოგა სახლში სასერთიფიკატო კურსი გამევლო. როდესაც კურსის ხანგრძლივობა გავიგე გამიკვირდა, თუ როგორ შეიძლებოდა 3 თვეში ამეთვისებინა ამდენი ინფორმაცია. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ეს 3 თვე იყო ერთ-ერ...
სრულად ნახვარატომ იოგას სახლი? 1. მარტო იმიტომ ღირს აქ სიარული, რომ შეხვდეთ, გაიცნოთ ძალიან საინტერესო, მეგობრული, პროფესიონალი, კარგ მოსაუბრე, და ზე განათლებული თავად გიორგი ბერძენიშვილი. ლექციები, საუბრების ფართო სპექტრი, კინოჩვენებები, გადაღებები, პრაქტიკები, “ფეხბურთის თამაში” ( დიახ არ მოგესმათ) ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გ...
სრულად ნახვამინდა მარტივად და მოკლედ გადმოგცეთ ჩემი მდგომარეობა და შეგრძნება რაც კურსმა მომცა, ცოტა მერთულება, მაგრამ მაინც ვეცდები ? თითქოს რაღაც ღრმას და მნიდვნელოვანს შევეხე ( უბრალოდ შევეხე). წარმოუდგენელია 3 თვეში სრულყოფილად ეზიარო იოგას, თუმცა ის რაც ამ ვადაში არის შესაძლებელი, ვფიქრობ გიორგის არაჩვეულებრივად აქვს შექმნილი...
სრულად ნახვა? ეს იყო სამი განსაკუთრებული და საინტერესო თვე ჩემს ცხოვრებაში,რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა შემეცნების სურვილი. ?იოგა-ანატომიის შესწავლა დამეხმარა, გამეაზრებინა სხეულის ყველა მოძრაობა ,რამაც უსაფრთხო და სასიამოვნო გახადა ასანების პრაქტიკა. ⚡მნიშვნელოვანია ასევე ის,რომ ინფორმაცია არის მეცნიერულად დაზუსტებული და არა გავრც...
სრულად ნახვართულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და სულიერი მდგომარეობა, რომელიც კურსის დაწყებისთანავე იგრძნობა, საოცარი ენერგეტიკა და უდიდესი სითბო გამოვიყოლე კურსიდან !! მადლობა გიორგი ბერძენიშვილს!! ყველას ვურჩევ კურსის გავლას, ეს უდიდესი და საინტერესო მოგზაურობაა იმ ეგზოტიკურ სამყაროში რომელსაც იოგას სამყარო ქვია
სრულად ნახვა
პირველი ვიდეო
საწყისი YouTube ვიდეო, რომელიც ადრე გვერდის ზედა ნაწილში იყო.
TTC ვიდეო
კურსის ძველი ვიდეო ცალკე ვიდეო კომენტარების ბლოკში.
TTC გამოცდილება
ვიდეო კომენტარი კურსის შესახებ.
კურსდამთავრებულის შეფასება
სტუდენტის გამოცდილება და შთაბეჭდილება.
ვიდეო გამოხმაურება
Facebook ვიდეო კომენტარი.
ვიდეო გამოხმაურება
Facebook ვიდეო კომენტარი.
ვიდეო გამოხმაურება
Facebook ვიდეო კომენტარი.
ვიდეო გამოხმაურება
Facebook ვიდეო კომენტარი.
ვიდეო გამოხმაურება
Facebook ვიდეო კომენტარი.