აშთანგა-ვინიასას საფუძვლები და Sūrya Namaskāra
რას ვისწავლით
პირველი სემინარი ქმნის ტექნიკურ საფუძველს, რომელსაც შემდეგ მთელი პირველი სერია დაეყრდნობა. განვიხილავთ, როგორ არის აშთანგა-ვინიასაში ერთმანეთთან დაკავშირებული სუნთქვა, მოძრაობა, მზერა და სხეულის სტაბილიზაცია და რატომ არ არის vinyāsa უბრალოდ ერთი პოზიდან მეორეში გადასვლა.
Samasthiti-ს მაგალითზე ვისწავლით დგომის საბაზისო ორგანიზებას: ტერფებზე წონის განაწილებას, ფეხების აქტიურ მუშაობას, მენჯისა და ხერხემლის ნეიტრალურ ორგანიზებას, გულმკერდისა და მხრის სარტყლის პოზიციას. შემდეგ დეტალურად დავშლით Sūrya Namaskāra A და B-ს — თითოეული მოძრაობის კავშირს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვასთან, მოძრაობის მიმართულებას და პოზებს შორის გადასვლების ლოგიკას.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ Chaturanga Daṇḍāsana, Ūrdhva Mukha Śvānāsana და Adho Mukha Śvānāsana-ს, რადგან ეს სამი პოზა მთელი პრაქტიკის განმავლობაში მრავალჯერ მეორდება. განვიხილავთ ხელებისა და მხრების პოზიციას, ხერხემლის დაცვას, ფეხების მუშაობას, სხეულის წონის განაწილებას და დამწყებთათვის საჭირო ადაპტაციებს.
Sūrya Namaskāra B-ს ფარგლებში ასევე შევეხებით Utkatāsana-სა და Vīrabhadrāsana A-ს ტექნიკურ საფუძვლებს. სემინარის მიზანია, მონაწილემ მზის მისალმება აღარ აღიქვას მხოლოდ გასახურებელ თანმიმდევრობად და დაინახოს მასში ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც შემდგომ მთელ აშთანგა-ვინიასას პრაქტიკაში მეორდება.