10-კვირიანი კურსი

იოგას ისტორია

ვედური ეპოქიდან თანამედროვე გლობალურ იოგამდე

იოგას ისტორიული და ინტელექტუალური განვითარების 10-ლექციანი კურსი — უძველესი ინდური წყაროებიდან, შრამანული ტრადიციებიდან და უპანიშადებიდან პატანჯალის იოგამდე, ტანტრამდე, ჰათჰა-იოგამდე და თანამედროვე გლობალურ იოგამდე.

11 ოქტომბერი • 17:00

11 ოქტომბრიდან 17:00 10 ლექცია / 10 კვირა სწავლება სტუდიაში ლექციების ჩანაწერები
იოგას ისტორიის სამი ისტორიული ინდური მინიატურა
250 ₾კურსის სრული ღირებულება
კურსის შესახებ

იოგა — ერთი ტრადიცია თუ მრავალი ისტორია?

იოგა ხშირად წარმოგვიდგენია როგორც ერთიანი და უცვლელი სწავლება, რომელიც უძველესი დროიდან დღემდე თითქმის უცვლელად არსებობს. ისტორიული წყაროები გაცილებით უფრო მრავალფეროვან სურათს გვიჩვენებს.

სხვადასხვა ეპოქაში სიტყვა „იოგა“ განსხვავებულ პრაქტიკებს, მიზნებსა და მსოფლმხედველობებს აღნიშნავდა. მედიტაცია, ასკეტიზმი, გრძნობათა კონტროლი, სუნთქვის ტექნიკები, სამადჰი, ტანტრული სხეული, მუდრები და ასანები სხვადასხვა ისტორიულ გარემოში თანდათან ჩამოყალიბდა და ერთმანეთს დაუკავშირდა.

კურსის მიზანია იოგას ისტორიის გაცნობა პირველადი ტექსტების, ისტორიული კონტექსტისა და თანამედროვე აკადემიური კვლევის საფუძველზე — რათა მსმენელმა იოგას ისტორიული განვითარების უფრო ზუსტი და მრავალფეროვანი სურათი დაინახოს.

ვისთვის არის კურსი?

სიღრმისეული ცოდნა ყველასთვის

იოგას მასწავლებლებისთვის

იოგას ინსტრუქტორებისა და მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ უკეთ გაიგონ იმ ტრადიციების, ცნებებისა და პრაქტიკების ისტორიული წარმომავლობა, რომლებსაც დღეს სწავლობენ და ასწავლიან.

იოგას პრაქტიკოსებისთვის

მათთვის, ვისაც სურს იოგას პრაქტიკის მიღმა არსებული ისტორიული, კულტურული და ინტელექტუალური გარემოს გაცნობა.

ყველა დაინტერესებულისთვის

წინასწარი ცოდნა აუცილებელი არ არის. კურსის გავლა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს იოგა, ინდური კულტურა, რელიგიის ისტორია და ფილოსოფია.

კურსის ფორმატი

რას მოიცავს კურსი?

10 სტუდიური ლექცია

10 კვირის განმავლობაში იოგას ისტორიის ქრონოლოგიური და თემატური შესწავლა.

ვიდეოჩანაწერები

თითოეული ლექციის ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კურსის მონაწილეებისთვის.

დისკუსიები

სტუდიურ შეხვედრებზე ლექციასთან ერთად იქნება კითხვები, ისტორიული პრობლემებისა და პირველადი წყაროების განხილვა.

რიდერი

სპეციალურად კურსისთვის შერჩეული პირველადი წყაროები, თარგმანები და დამატებითი საკითხავი მასალა.

ონლაინ ქვიზები

მოკლე ონლაინ ტესტები ძირითადი ცნებების, ტექსტებისა და ქრონოლოგიის გასამყარებლად.

პროგრესი

სასწავლო პროფილში — გავლილი მასალა, შესრულებული ქვიზები და კურსის საერთო პროგრესი.

სწავლის პროცესი

როგორ მიმდინარეობს სწავლა?

01

დაესწარი ლექციას

სტუდიაში ჩატარებული პრეზენტაციული ლექცია კონკრეტულ ისტორიულ პერიოდს, ტექსტებსა და საკვანძო პრობლემებს შეეხება.

02

წაიკითხე წყაროები

რიდერში გაეცანი შესაბამის პირველად ტექსტებსა და დამატებით მასალას.

03

გაიარე ქვიზი

მოკლე ონლაინ ქვიზით შეამოწმე ძირითადი ტერმინების, ტექსტებისა და ქრონოლოგიის ცოდნა.

04

გადახედე ჩანაწერს

საჭიროების შემთხვევაში კვლავ ნახე სტუდიური შეხვედრის ვიდეოჩანაწერი და გაიმეორე მასალა.

სილაბუსი

იოგას ისტორია — 10 ლექცია

10 კვირა • 10 ისტორიული ეტაპი
11 ოქტომბრიდან

01 შესავალი — როგორ ვიკვლევთ იოგას ისტორიას
რა არის „იოგას ისტორია“ და რა წყაროებით შეგვიძლია მისი აღდგენა? ტექსტები, ხელნაწერები, არქეოლოგიური და ვიზუალური მასალა; ქრონოლოგიის, ისტორიული კონტექსტისა და მოგვიანებით შექმნილი ტრადიციული ნარატივების პრობლემა.
02 ვედური პერიოდი — იოგამდე
Ṛgveda, Atharvaveda და ვედური რელიგიური გარემო. Tapas, ასკეტიზმი, მანტრა და სუნთქვასთან დაკავშირებული ადრეული პრაქტიკები; რამდენად შეგვიძლია ამ პერიოდში უკვე სისტემურ „იოგაზე“ საუბარი.
03 შრამანები და ადრეული ასკეტური კულტურა
ბუდისტური, ჯაინური და სხვა შრამანული მოძრაობები. Karma, saṃsāra, mokṣa, nirvāṇa და dhyāna; განთავისუფლებისკენ მიმართული მედიტაციური და ასკეტური პრაქტიკების ჩამოყალიბება.
04 უპანიშადები და იოგის ადრეული კონცეფციები
ადრეული უპანიშადები და განსაკუთრებით Kaṭha Upaniṣad. სხეული, გრძნობები, გონება, ინტელექტი და ātman; ეტლის მეტაფორა, გრძნობათა შეკავება და იოგის ადრეული განსაზღვრებები.
05 მაჰაბჰარატა და ბჰაგავადგიტა
Mokṣadharma-ს იოგური სწავლებები და Bhagavadgītā. მოქმედება და განდგომა, ცოდნა და მედიტაცია; იოგის ინტეგრირება არა მხოლოდ განდეგილურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.
06 იოგაჩარა ბუდიზმი
ბუდისტური Yogācāra-ს ჩამოყალიბება და მედიტაციური პრაქტიკის სისტემატიზაცია. ცნობიერების, მედიტაციისა და იოგური პრაქტიკის ურთიერთობა და იოგაჩარას მნიშვნელობა კლასიკური იოგის ისტორიული გარემოს გასაგებად.
07 პატანჯალი და კლასიკური იოგა
Pātañjalayogaśāstra, მისი ისტორიული და ფილოსოფიური გარემო. Aṣṭāṅgayoga, გონების მდგომარეობები, samādhi და kaivalya; სანქჰიასთან და ბუდისტურ მედიტაციურ ტრადიციებთან ურთიერთობა.
08 ტანტრა და იოგური სხეული
ტანტრული ტრადიციების განვითარება და სხეულის ახალი მოდელები. Nāḍī, prāṇa, cakra, mantra და kuṇḍalinī; სხეული როგორც რიტუალური და იოგური ტრანსფორმაციის სივრცე.
09 ჰათჰა-იოგა — წარმოშობა და განვითარება
Amṛtasiddhi, Dattātreyayogaśāstra, Haṭhapradīpikā, Śivasaṃhitā და Gheraṇḍasaṃhitā. ჰათჰა-იოგას წარმოშობა, prāṇāyāma, mudrā, āsana და სხეულის ენერგიების მართვა; შუა საუკუნეებში პრაქტიკების სისტემატიზაცია და āsana-ების გაფართოება.
10 თანამედროვე და გლობალური იოგა
XIX–XX საუკუნეების მოდერნიზაცია და გლობალიზაცია. იოგის ურთიერთობა ფიზიკურ კულტურასთან, მედიცინასთან, ფსიქოლოგიასთან და სპორტთან; თანამედროვე პოზებზე ორიენტირებული იოგის ჩამოყალიბება.
პროფესიული განვითარება

Continuing Education

Yoga Alliance-ში რეგისტრირებულ იოგას მასწავლებლებს კურსის შესაბამისი სასწავლო საათების გამოყენება შეუძლიათ Continuing Education-ის ფარგლებში, შესაბამისი მოთხოვნების დაცვით.

კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს Yoga Humanities მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.
გიორგი ბერძენიშვილი
კურსის ავტორი

გიორგი ბერძენიშვილი

იოგას მასწავლებელი • ფილოსოფიის მაგისტრი • ინდური ფილოსოფიის მკვლევარი და მთარგმნელი

გიორგი ბერძენიშვილი არის იოგას და მედიტაციის მასწავლებელი, ფილოსოფიის მაგისტრი, Yoga Alliance E-RYT 500, იოგას ინსტრუქტორთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, ინდური ფილოსოფიის მკვლევარი და მთარგმნელი.

  • იოგას პრაქტიკული გამოცდილება
  • პირველადი ტექსტების კითხვა
  • ინდური ფილოსოფია
  • იოგას ისტორიის თანამედროვე აკადემიური კვლევა
ავტორის შესახებ →

იოგას ისტორია

10 ლექცია • 10 კვირა

სტუდიური სწავლება + ვიდეოჩანაწერები + რიდერი + ონლაინ ქვიზები

პირველი შეხვედრა
11 ოქტომბერი • 17:00

250 ₾
კურსზე რეგისტრაცია კურსი განკუთვნილია როგორც იოგას მასწავლებლებისა და პრაქტიკოსებისთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული მსმენელისთვის.
FAQ

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა იოგას წინასწარი ცოდნა?

არა. კურსი ისეა აგებული, რომ მისი გავლა შეუძლია როგორც იოგას მასწავლებელსა და პრაქტიკოსს, ისე ადამიანს, რომელიც იოგას ისტორიას პირველად სწავლობს.

აუცილებელია თუ არა სანსკრიტის ცოდნა?

არა. მნიშვნელოვანი სანსკრიტული ტერმინები ლექციებში განმარტებული იქნება ისტორიული და ტექსტუალური კონტექსტის მიხედვით.

სად ტარდება კურსი?

ძირითადი სწავლება მიმდინარეობს სტუდიაში. თითოეულ შეხვედრაზე ტარდება პრეზენტაციული ლექცია და დისკუსია.

იქნება თუ არა ლექციების ჩანაწერები?

დიახ. კურსის მონაწილეებს ექნებათ წვდომა ლექციების ვიდეოჩანაწერებზე.

რამდენ ხანს გრძელდება კურსი?

კურსი მოიცავს 10 ლექციას და გრძელდება 10 კვირა.

როდის იწყება კურსი?

პირველი შეხვედრა გაიმართება 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

რას მივიღებ სასწავლო მასალად?

კურსის მონაწილეებს ექნებათ ვიდეოჩანაწერები, სპეციალურად მომზადებული რიდერი, ონლაინ ქვიზები და სასწავლო პლატფორმაზე განთავსებული შესაბამისი მასალა.

შეიძლება თუ არა კურსის გამოყენება Continuing Education-ისთვის?

Yoga Alliance-ში რეგისტრირებულ მასწავლებლებს კურსის შესაბამისი სასწავლო საათების გამოყენება შეუძლიათ Continuing Education-ის ფარგლებში, მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.