სემინარი 4

მჯდომარე პოზები I: წინ დახრები, მენჯ-ბარძაყის როტაცია და გადასვლები

მეოთხე სემინარზე გადავდივართ პირველი სერიის მჯდომარე ნაწილზე. დეტალურად განვიხილავთ Dandāsana, Pashimottanāsana, Purvottanāsana, Ardha Baddha Padma Pashimottanāsana და Triang Mukha Ekapada Pashimottanāsana-ს ტექნიკას. ყურადღებას გავამახვილებთ წინ დახრის მექანიკაზე, მენჯისა და ხერხემლის ურთიერთობაზე, მენჯ-ბარძაყის როტაციაზე, ნახევარლოტოსის უსაფრთხო შესრულებაზე და მჯდომარე პოზებს შორის ვინიასას გადასვლებზე.

რას ვისწავლით

მეოთხე სემინარიდან იწყება პირველი სერიის მჯდომარე ნაწილი. თავდაპირველად განვიხილავთ Dandāsana-ს როგორც მჯდომარე პოზების საბაზისო ორგანიზებას და ვისწავლით, როგორ გადავიტანოთ Samasthiti-ში ათვისებული პრინციპები მჯდომარე მდგომარეობაში.

Pashimottanāsana-ს მაგალითზე დეტალურად შევისწავლით წინ დახრის მექანიკას: როგორ უნდა დაიწყოს მოძრაობა მენჯ-ბარძაყის სახსრებიდან, როგორ შევინარჩუნოთ წელის არე სტაბილური და როგორ მუშაობენ ფეხები, მუცლის კუნთები და ხერხემალი ერთიანად. განვიხილავთ სხვადასხვა მოქნილობის მქონე პრაქტიკოსისთვის საჭირო ადაპტაციებს და იმასაც, რატომ არ უნდა გახდეს პოზაში უფრო ღრმად შესვლა ხერხემლის პოზიციის დაკარგვის მიზეზი.

Purvottanāsana-ს განვიხილავთ როგორც წინ დახრების საპირწონე მოძრაობას. აქ ყურადღებას დავუთმობთ მხრის სარტყელს, გულმკერდის გახსნას, ფეხების აქტიურ მუშაობას და ხერხემლის გაშლის უსაფრთხო ორგანიზებას.

შემდეგ გადავდივართ იმ პოზებზე, რომლებშიც წინ დახრას მენჯ-ბარძაყის როტაციაც ემატება. Ardha Baddha Padma Pashimottanāsana-ში დეტალურად განვიხილავთ ნახევარლოტოსის უსაფრთხო ტექნიკას — როგორ უნდა მოხდეს როტაცია მენჯ-ბარძაყის სახსარში და არა მუხლში, რა ნიშნებით ვხვდებით, რომ სრული პოზისთვის სხეული ჯერ მზად არ არის და როგორ შეიძლება პოზის ეტაპობრივად მომზადება.

Triang Mukha Ekapada Pashimottanāsana-ში ყურადღებას გავამახვილებთ მენჯის თანაბარ საყრდენზე, ოთხთავა კუნთის მობილობაზე, მუხლის პოზიციასა და მუცლის კუნთების აქტიურ მუშაობაზე.

სემინარის ფარგლებში ასევე გავარჩევთ მჯდომარე პოზებში გადასვლებს — წინ გადმოსვლასა და უკან გადასვლას — და სუნთქვის, bandha-ებისა და სხეულის ცენტრის მუშაობის როლს ამ მოძრაობებში.

სემინარის მიზანია, მონაწილემ წინ დახრა აღარ აღიქვას როგორც უბრალოდ „ტანით ფეხებთან მიახლოება“ და გაიგოს, როგორ ერთიანდება მობილობა, აქტიური კუნთოვანი მუშაობა, ხერხემლის დაცვა და მენჯ-ბარძაყის მოძრაობა უსაფრთხო პრაქტიკაში.

📅 14.11.2026🕒 15:00–16:30⏳ 90 წუთი📍 სტუდია

მონაწილეობა

სემინარი 4 — მჯდომარე პოზები I: წინ დახრები, მენჯ-ბარძაყის როტაცია და გადასვლები
50 ₾
Primary Series — სრული კურსი
450 ₾