ყველას გვსურს, ლამაზად და ჯანმრთელად გამოვყურებოდეთ. ეს კი ძალისხმევისა და ცხოვრების წესისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
არც მე ვარ გამონაკლისი... ზედმეტი წონა, ეს არასწორი ცხოვრების წესის შედეგია.და ეს მხოლოდ ზედმეტი კილოგრამები როდია, ეს მართლა დიდი სევდა და ნაღველია...
ბევრს აღარ გავაგრძელებ,რადგან ეს ალაბთ თქვენც განგიცდიათ. ჰოდა, უცებ მოგითხრობთ იმის შესახებ თუ როგორ ”გავები”იოგის ასანების მახეში.
მაისისი ერთ წვიმიან დღეს, აღმოვჩნდი ”prime fitness“-ის გლადნის ფილიალში. იოგას დიდი ინტერესი მქონდა. ბევრ ვკითხულობდი მის შესახებ. და აი აი დროზე ადრე მისულს ჩემი მომავავი ინსტრუქტორი, გიორგი ბერძნიშვილი გამესაუბრა. პოზიტიური და თავის საქმის კარგი მცოდნე აღმოჩნდა და ამიტომაც რამოდენიმე წუთში სავარჯიშო დარბაზშიც შევედით. როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე, გავიფიქრე: ”მე როდის უნდა შევძლო ამ ასანების შესრულება ”თქო თუმცა, ჩემი თავი ერთადერთი მეგონა, ვისაც ეს ჭეშმარიტად სჭირდებოდა და თავს ძალა დავატანე, რომ ნებისყოფა მყოფნოდა. მეყო თუ არა? უკვე ნოემბრის თვეა... მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ... და მიკვირს უკვე 7 თვეც გასულა და მე იოგის გარეშე უკვე არ შემიძლია. შედეგი?-საგრძნობი კლება წონაში ( 15კგ.) და სიმშვიდე ხერხემალში. კვება? საათობრივი და არავითარი ნახშირწყლები!!! იოგები ამბობენ ,რომ ”მთელი საიდუმლოება დატვირთვის ზომიერებაშია”ან სულაც საერთოდ ზომიერებაშია (ინსტრუქტორი შესაბამისად გირჩევთ). მე ცხოვრების სტილი შევცვალე. არა, არა, თავისთავად შეიცავალა... მართლა დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გიორგის და ”იოგელ მეობრებს”.
მთავარი მონდომება და მიზანია. თქვენ აუცილებლად შეძლებთ სიზუსტისა და წესრიგის მიღწევას. ეს რეალობაა და თქვენ შეგიძლიათ ეს გამოსცადოთ.