გვამის პოზის დანიშნულება გვამის პოზაში ჩვენ სიმბოლურად “ვკვდებით” ჩვენი ძველი აზრებით და მოქმედებებით. სხეულის აღქმული საზღვრები იშლება და ჩვენ შევდივართ ნეტარებითის მდგომარეობაში. შეკითხვაზე თუ “რას წარმოადგენს გვამის პოზა? ჩემი ერთერთი მასწავლებელი ყოველთვის პასუხობდა “არაფერს”. სავასანას პოზისთვის, დაიწყეთ სხეულის გასწორება იატაკზე. დარწმუნდით რომ, ორივე მხარე თანაბრად ისვენებს იატაკზე და თქვენი ყურები თანაბრად არის დაშორებული თქვენი მხრებიდან. მოადუნეთ კუნთები და მყესები. წარმოიდგინეთ რომ, მთელი თქვენი სხეულის მასა იძირება იატაკში და შემდეგ იღვრება ირგვლივ როგორც ზეთის გუბე. შემდეგ მოადუნეთ გრძნობის ორგანოები. მოადუნეთ ენა, კანი ცხვირიდან საფეთქლებამდე. მოიხსენით ყველა ფსიქოლოგიური დაძაბულობა (რამდენადაც შესაძლებელია). დაიმახსოვრეთ დიდი აბჰინავაგუპტას სიტყვები: “უარი თქვი ყველაფერზე. მოიშორე ყველაფერი. დაისვენე, დარჩი შენს თავში, ისეთში როგორიც ხარ. “