ॐ კობრას პოზის სწორი შესრულების დროს, ამწევ ძალას ზურგის კუნთები წარმოადგენს და არა ხელებზე დაყრდნობა.
ბევრი ასრულებს ამ პოზას ხელებზე ძლიერი ზეწოლის ხარჯზე, რაც იწვევს წელის მალებზე ზეწოლას და მათ არასასურველ შეკუმშვას. მიზეზი ის გახლავთ, რომ გამოუცდელებს გჰონიათ, რომ ამ პოზაში მთავარია რაც შეიძლება მაღლა ავიწიოთ. სინამდვილეში კი, ამ პოზის მიზანია კუნთების სამი ჯგუფის გამკვრივება: ზურგის, საჯდომი და ფეხის უკანა კუნთები. თუ შესრულებისას , ამ სამიდან რომელიმეს შეკუმშვა არ იგრძნობა, პოზა არასწორად არის შესრულებული.
1. დაწექით მუცელზე. შუბლი ლეიბზე მოათავსეთ. ფეხები ერთად. ხელები მკერდის ირგვლივ დააწყვეთ, ხელის თითები ერთად.
2. შესუნთქვასთან ერთად დაძაბეთ ზურგის კუნთები, საჯდომი და ფეხის უკანა კუნთები. აიწიეთ რაც შეიძლება მაღლა, ოღონდ არ გამოიყენოთ ხელების ძალა. დაყოვნდით ამ პოზაში რამდენიმე სუნთქვა და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
გახსოვდეთ, რომ იოგას პოზების შესრულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც მათ ზედმიწევნით სწორად ვასრულებთ!
გიორგი ბერძენიშვილი