მარიჩიასანა — ბრძენ მარიჩისადმი მიძღვნილი პოზა (პოზათა სერია).
ეს პოზა გვხვდება აშთანგა იოგას პირველი სერიის პირველ ნახევარში, როგორც კულმინაცია. მანამდე შესრულებული პოზები, ამ პოზისთვის გვამზადებენ.
მარიჩიასანა (დ) ერთერთი პოზაა, რომელშიც დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მუხლის სახსრის სწორ როტაციას. მანამდე ამ საკითხს დამდგარი პოზების სერიის პოზაში არდჰა ბადდჰა ბადმოტტანასანაში ვაწყდებით.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მუხლის სახსარი მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით (მოხრა-გაშლა), მისი გვერდული როტაცია არ ხდება. თუმცა, დამწყებს შეილება მოეჩვენოს, რომ შებრუნება სწორედაც მუხლის სახსრიდან იწყება, რაც ვიზუალური ილუზიაა. მაგალითად, პადმასანას (ლოტოსის პოზის) შესრულებისას, ფეხებს ვხრით და გვერდზე ვაბრუნებთ, მაგრამ ეს შებრუნება მენჯ-ბარაყის სახსრის ხარჯზე ხდება და არა მუხლის. არასწორი მიმართულებით ზეწოლამ, შეიძლება დააზიანოს სახსარი. ძვალი მაინც არ "გაიწელება" და ზიანის მეტი არაფრის მომტანი არ იქნება.
ე.ი. მარიჩიასანას შესრულების დროს შებრუნება უნდა მოხდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის და ბარძაყის კუნთების გაჭიმვის ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში პოზა მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება.
მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს. მეორე სერიის მეორე ნაწილის პოზა — ვატაიანასანა (ცხენის პოზა). ამ პოზაშიც ისევე უნდა მოვეპყრათ მუხლის სახსარს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ. მაქსიმალურად გავჭიმოთ ბარძაყის კუნთები და შევაბრუნოთ მენჯ-ბარძაყის სახსრის ხარჯზე და ვაკონტროლოთ, რომ მუხლზე არ იყოს ზედმეტი დატვირთვა.

ვატაიანასანას შესრულების დროს, დამწყებმა შეიძლება ფეხი მუხლიდან მოშორებით დადოს. ამით თავიდან აცილებულ იქნება ზედმეტი დატვირთვა, ხოლო მათ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს აშთანგა იოგას მეორე სერიას, იცის, რომ მუხლი და ტერფი შეტყუპებულია და მზერა ცისკენ არის მიმართული. ეს შედარებით რთულია, მაგრამ ასეთი ფორმაა მიღებული აშთანგა იოგაში.
იმ პოზების ჩამონათვალი, რომლებშიც უნდა გავითვალისწინოთ მუხლის სახსრის დატვირთვა:
დამდგარი პოზები:
- არდჰა ბადდჰა ბადმოტტანასანა;
პირველი სერია:
- არდჰა ბადდჰა პადმა პასჩიმოტტანასანა;
- ჯანუ შირშასანა (გ);
- მარიჩიასანა (ბ);
- მარიჩიასანა (დ);
- გარბჰა პინდასანა;
- კუკკუტასანა;
მეორე სერია:
- ბჰეკასანა;
- სუპტა ვაჯრასანა;
- ვატაიანასანა;
დამასრულებელი პოზები:
- ურდჰვა პადმასანა;
- პინდასანა;
- მატსიასანა;
- ბადდჰა პადმასანა;
- პადმასანა;
- უტტპლუტჰი;
გიორგი ბერძენიშვილი