ჰათჰა იოგა (სანსკრ.: हठयोग), იგივე ჰათჰა ვიდია — იოგას სახეობაა. სიტყვა ჰათჰა (ლიტ. 'ძალა, ძალისხმევა') აღნიშნავს ფიზიკურ ტექნიკებს, რაც იოგას ძირითად კონცეფციას ერთვის.

ის ჰინდუ ტრადიციის ნაწილია და არსებობს რწმენა, რომ თვით შივაა მისი შემქმნელი.

ჰათჰა იოგა და ასანები (ფიზიკური პოზები) მე-20 საუკუნიდან მოყოლებული მთელს მსოფლიოში გახდა პოპულარული, როგორც სხეულის ვარჯიში და ხშირად მას მხოლოდ "იოგად" მოიხსენიებენ.