შემოთავაზებული პროგრამის ეფექტი:

  • უმჯობესდება მეტაბოლიზმი და იზრდება გლუკოზისა და ცხიმოვანი უჯრედების დაშლის სიჩქარე. ვარჯიშის დროს იზრდება პულსის სიხშირე, რაც ხელს უწყობს კალორიების წვას და წონაში კლებას;
  • გაჭიმვების შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა სხეულის სხვადასხვა არეებში, მასთან ერთად კი მთლიანად სისხლის მიმოქცევის სისტემა. გაუმჯობესების შედეგად მთელს ორგანიზმს ეფექტიანად მიეწოდება ჟანგბადი და სხვა საკვები ნივთიერებები.
  • აუმჯობესებს ლიმფური სისტემის ფუნქციონირებას;
  • ცვლის სხეულის ფორმებს: დაგრძელებით, გამკვრივებითა და კუნთების ტონიზირებით, რაც აგრეთვე იცავს ორგანიზმს სპორტული ტრამვების რისკებისაგან;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ინფექციების რისკს;
  • ამშვიდებს გონებას და აძლევს რელაქსაციის საშუალებას, რათა გათავისუფლდეს სტრესებისგან, შფოთისა და დაძაბულობისაგან;
  • აუმჯობესებს სახსრების, მყესებისა და შემაერთებელი ქსოვილების ელასტიურობასა და ჯანმრთელობას;
  • აუმჯობესებს კონცენტრაციას, ყურადღებასა და თვითდისციპლინის უნარს;
  • არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • ამკვრივებს კუნთებსა და ძვლებს;
  • ზრდის კუნთების მოქნილობას
  • ზრდის სხეულის ენერგეტიკულ რესურსებს;
  • აძლიერებს სხეულის ამტანუნარიანობას;
  • ზრდის ფილტვების მოცულობას, შედეგად კი ეხმარება ღრმა და სწორი სუნთქვის განვითარებაში;
  • აუმჯობესებს გულისა და ფილტვების მუშაობას;
  • ახდენს ნერვული და ენდოკრენული სისტემების სტიმულირებას;
  • აუმჯობესებს ძილს;
  • აუმჯობესებს სხეულის ბალანსსა და კოორდინაციას;
  • აძლიერებს ორგანიზმის თვითგანკურნების ძალებს;
  • აჯანსაღებს ხერხემალს და ამცირებს ზურგის ტკივილებს;