იოგა მალა
"ეს ავტორის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა იმ დიდი ინტერესის გამო, რაც კ. პატტაბჰი ჯოისმა თავად გამოიწვია მთელს მსოფლიოში. იოგას პოპულარიზაციაში მას ლომის წვლილი მიუძღვის. წიგნის პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ კ. პატტაბჰი ჯოისი გამგრძელებელია იოგას ტრადიციის იმ ხაზის, რომელსაც თავისი მასწავლებელი ტ. კრიშნამაჩარია (აღიარებულია თანამედროვე იოგას მამად) წარმოადგენდა.
კ. პატტაბჰი ჯოისმა იოგა მალა 1958 წელს დაწერა, თუმცა მოგვიანებით მასში გარკვეული შესწორებები და დამატებები შეიტანა. მე გთავაზობოთ წიგნის საბოლოო ვერსიის თარგმანს. სიტყვა “მალა” სანსკრიტული სიტყვაა და გვირგვინს, გირლანდას ნიშნავს. მართლაც რომ, ამ პრაქტიკაში უნიკალურად არის გაერთიანებული იოგას რვავე საფეხური (აშთანგა — რვა საფეხური), სულიერი და ფიზიკური, სხეულის პოზები, მოძრაობა, სუნთქვა, ჭვრეტა, მედიტაცია და სულიერი დისციპლინა, მას საბოლოო ჯამში გონების კონტროლის და თვითშემეცნებისკენ მივყავართ. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება ჯანმრთელობის და სამყაროსთან ჰარმონიის სახით.
ისიამოვნეთ პრაქტიკით!"
გიორგი ბერძენიშვილი.