ეკა ჰასტა ვრიკშასანა — ეკა = ერთი, ჰასტა = ხელი, ვრიკშა = ხე, ასანა = პოზა. ცალ ხელზე დგომა — აშთანგა იოგას მეხუთე სერიის მეხუთე პოზაა.
1. სამასტჰიტი;
2. მზის მისალმებას ვასრულებთ უტტანასანამდე (წინ დახრამდე);
3. შესუნთქვასთან ერთად ავწიოთ ფეხები მაღლა;
4. შევასრულოთ ამოსუნთქვა და შესუნთქვასთან ერთად ავწიოთ მარჯვენა ხელი;
5. ამ პოზაში 5 სუნთქვა დავყოვნდეთ. ნასაგრა დრიშტი (ვუყურებთ ცხვირის წვერს).
6. ამოსუნთქვასთან ერთად დავუშვათ მარჯვენა ხელი იატაკზე და შესუნთქვასთან ერთად ავწიოთ მარცხენა. კვლავ 5 სუნთქვა დავყოვნდეთ.
7. ამოსუნთქვასთან ერთად ხელი დავუშვათ იატაკზე, შესუნთქვასთან ერთად მოვახდინოთ პოზის სტაბილიზაცია და ამოსუნთქვასთან ერთად გადავიდეთ ჩატურანგა დანდასანას პოზიციაში და დავასრულოთ, როგორც მზის მისალმება.
8. სამასტჰიტი.
ეკა ჰასტა ვრიკშასანა — ცალ ხელზე დგომა
ეკა ჰასტა ვრიკშასანა — ეკა = ერთი, ჰასტა = ხელი, ვრიკშა = ხე, ასანა = პოზა. ცალ ხელზე დგომა — აშთანგა იოგას მეხუთე სერიის მეხუთე პოზაა.1. სამასტჰიტი