ინტერვიუ ტ.კ.ვ. დესიკაჩართან, ბ.კ.ს. აიანგართან და შრი კ. პტტაბჰი ჯოისთან.

ინტერვიუ ჩაწერა ალექსანდრე მედინმა.

იოგას ისტორია

რას ფიქრობთ იოგას წარმოშობის თეორიის შესახებ?

ტ.კ.ვ. დესიკაჩარი: იოგა ვედებიდან მოდის.

კ. პტტაბჰი ჯოისი: დარწმუნებით ვერ ვიტყვით საიდან მოდის იოგს ფესვები, მაგრამ ტრადიციულად, როგორც ცნობილია შივამ ასწავლა ის პარვატის, პარვატიმ შანმუკას ასწავლა, ხოლო შანმუკამ კი — ნარადას. და პირველი იოგას ფორმა შეიქმნა მანამდე, სანამ პატანჯალის იოგა სუტრა დაიწერებოდა, როდესაც  სამყაროში ადინათჰა ინკარნირდა და კაცობრიობას ტანჯვისაგან თავის დასაღწევად იოგა შესთავაზა. აგრეთვე იოგა გადმოცემულია შასტრებში (ძველ ტექსტებში), ბჰაგავად გიტაში და სხვადასხვა უპანიშადში.

როგორ ისახება ეს სულიერ და ყოფით ტრადიციებში?

ტ.კ.ვ. დესიკაჩარი:  ვედებში არსებობს ბევრი განმარტება, თუ რა არის იოგა. ის მოცემულია, როგორც არა მხოლოდ გრძნობების კონტროლი (პრატიაჰარა), არამედ, როგორც გონების კონტროლი და დისციპლინა. იოგა უპანიშადებში აღწერილია, როგორც გონების კონტროლი და პატანჯალიც ასევე გონებაზე აკეთებს აქცენტს, ისევე, როგორც ვედნტა ღმერთზე.
კ. პტტაბჰი ჯოისი: ინდოეთში ტრადიცია რწმენაზეა დაფუძნებული. რწმენის გარეშე მთელი ჩვენი ტრადიცია განადგურდებოდა. ეს არის ჩვენი წინაპართა სიდიადე და სიბრძნე, რაც ჩვენ სრულქმნილობის გზაზე გვაყენებს. ეს რომ გავიგოთ, ჩვენ თავზე უნდა გამოვცადოთ. ჩვენს დროში შეიძლება ეს რთული იყოს, მაგრამ რწმენის შესანარჩუნებლად ბეჯითად უნდა მივყვეთ მათ მეთოდებს. ეა ადვილი არ არის, მაგრამ ყოველი სულიერი მაძიებელისთვის (სადჰაკასთვის) ეს ღრმა სულიერი სიბრძნეა, რასაც ეძებენ ტრადიციებში. ინდოეთს აქვს დიდი ტრადიცია ადამიანის გონების გაგებასა და მოკშას (გათავისუფლების) მცდელობაში, რაც სხვა რელიგიების მიერ ხშირად იგნორირებულია. დღესდღეობით არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც მისდევენ ტრადიციებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ისე იქცევიან, როგორც მოეპრიანებათ და საკუთარი წესებითა და რეგულაციებით ცხოვრობენ. 

როგორი კავშირი აქვს პატანჯალის იოგას და ჰათჰა იოგას?

ტ.კ.ვ. დესიკაჩარი: ჰათჰა იოგა პატანჯალის იოგა სუტრაში არ არის. ტერმინი ჰათჰა იოგი სვატვარამას ჰათჰა იოგა პრადიპიკაშია მოხსენიებული. ის ასევე ნახსენებია გარკვეულ უპანიშადებში, მაგრამ იოგა-სუტრას თანახმად არის მხოლოდ ერთი სიტყვა. არ არის არც მანტრა იოგა, არც რაჯა იოგა, არც ლაია იოგა, არც ჯნანა იოგა არამედ უბრალოდ იოგა. ყველა დანარჩენი სიტყვა კრია იოგადან მომდინარეობს და მღელვარე გონების პატრონთათვის არის, რომელთაც იოგას პრაქტიკა არ შეუძლიათ. ამგვარი გონების პატრონებს არ შეუძლიათ იოგას აღქმა. ამიტომ, მათ სჭირდებათ მენტალური საყრდენი ან ფიზიკური სტიმულაცია, რაც ჰათჰა იოგას მიზანია და სხეულსა და გონებას ამზადებს შემდგომი ეტაპისთვის.

კ. პტტაბჰი ჯოისი: ჰათჰა იოგა სხეულის საპირისპირო ენერგიების გაერთიანებას და მათი ცენტრალური ენერგეტიკული არხისკენ მიმართვას გულისხმობს. ეს ხდება, როდესაც სურია ნადი (მარჯვენა ნესტო) და ჩანდრა ნადი (მარცხენა ნესტო) კონტროლდება და ამ ორი არხის სასიცოცხლო ენერგია ხერხემლის შუაგულ ხაზზე ერთიანდება. შესაბამისად, როდესაც პრანა შეჩერებულია და აღარ მოძრაობს გრძნობათა ორგანოების მეშვეობით, მაშინ შევიცნობთ ღმერთს შიგნით.

 

 ვინ იყო ჰათჰა იოგას ფუძემდებელი?

ტ.კ.ვ. დესიკაჩარი: ჩვენ არ ვიცით შივამ, თუ სხვა ვინმემ შექმნა ვედები. ინდოეთში ბევრმა ადამიანმა დაწერა ძველი წყაროების შესახებ, მაგრამ წყაროს შესახებ დანამდვილებით არავინ იცის. ინდოეთში არის ტენდენცია ძველი ტექსტების აუთენტიკურობისთვის მათ მითოლოგიურ წარმოშობას ან უძველეს ფუძემდებლებს მიაწერონ. მამაჩემაც კი, კრიშნამაჩარიამ ამ სისტემის ნაწილი თავად შექმნა. მე ვიცი, რომ ნაწილი იმისა, რაც მან ადრეულ წლებში დაწერა, მოგვიანებით თავადვე შეცვალა. ის თავად არის ავტორი ტექსტების, ისევე, როგორ უძველეს დროში იყვნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლებ აღარ იყოს ცნობილი ვინ არის ავტორი. არის ღვთაებრივი ჩარევა თუ არა (იცინის), სწავლულები ამტკიცებენ, რომ ტექსტები ზეადამიანურ კატეგორიას ეკუთვნის. ალბათ, იტყოდნენ, რომ ამ ტექსტების შემოქმედი შივა თავად არის და არა ვინმე ჩვეულებრივი ადამიანი. რა თქმა უნდა ისინი ამას ნატიფ და ზებუნებრივ ძალებს მიაკუთვნებენ, მაგრამ უცნობია როგორ დაადგინეს ეს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ძველ ტექსტებს გასდევს ეზოთერული შინაარსი. კითხვას ბადებს, საიდან იცოდნენ ნადების (ენერგეტიკული არხების) შესახებ, რაც უპანიშადებშია ნახსენები. მაგალითად შანკარაჩარიამ თქვა, რომ ეს ცოდნა გაუდაპადასგან მიიღო. მაგრამ გაუდაპადასგან  ვინ იყო? ამიტომ ნათქვამია "გურუბჰიო პარამ აპნოტი", რაც ნიშნავს მოსწავლის  სიწმიმდე მასწავლებსლის სახეა. ამიტომ, შეიძლება ვინმე არც გაამხილოს სად მიიღო მანტრა. ამის ნაცვლად მან საკუთარ გურუზე უნდა ისაუბროს და არა მანტრაზე. ეს უნივერსალური კანონია.

კ. პტტაბჰი ჯოისი: დანამდვილებით არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემმა გურუმ მასწავლა ეს. მაგრამ ბევრ ტექსტში ნახსენებია, რიშები (ბრძენები): მატსეინდრანათჰი, გორაკშანათჰა, ვამანა, მაგრამ მანამდე იყვნენ სხვა დიადი რიშები. იოგა სულ მცირე ორი-სამი ათასი წლის არის, თუ უფრო ძველი არა.