ბჰაგავად გიტაში კრიშნა ამბობს (3.35):

  შემზე დაწესებული მოვალეობები, თვით მცდარი გზით შესრულებული, გერჩიოს სხვის სრულყოფილად მიღწეულს. საკუთარი ვალის აღსრულების გზაზე სიკვდილი გერჩიოს სხვისი მოვალეობების შესრულებისას სიცოცხლეს. მარად სახიფათოა სხვის გზაზე დგომა.

 

მან კუს ტბაზე ვარჯიში გადაწყვიტა. ჯანსაღი ცხოვების წესს მიჰყო ხელი. კუს ტბის ლომი (სპორსმენი) წვრთნის. არც თუ ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ უცებ ხელი მხრის სახსრიდან უვარდება. ირგვლივ ისმის შეძახილები: ჩამოქაჩეთ, ჩამოქაჩეთ! ლომი ეუბნება ეგ არაფერი მოდი აგიმუშავებო და ამოვარდნილ ხელზე ათასგვარ ვარჯიშს და გაწელვას აკეთებინებს. ხელი გახურებულია ტკივილი არ იგრძნობა, მაგრამ არის შიშისგან მიღებული შოკი და იმედი, რომ ჩამოქაჩვა უშველის და მათ ხელის ჩასმა მხოლოდ მელ გიბსონის ფილმში "სასიკვდილო იარაღი" 2-ში არ აქვთ ნანახი. ჩამოქაჩვამ შესაბამისი შედეგი გამოიღო, ხელი უარეს დღეშია, მყესები გაიწელა, ისე, რომ, როდესაც ექიმმა ნახა თქვა: ხელი ისეთ დღეში გაქვს სიგარეტის ნამწვავის გადაგდებაზე კვლავ შეიძლება ამოგივარდესო. ხელი ჩამოქაჩვით კი არა, შესაბამისი მიმართულებით გაწევით ჩაუსვა, არა ისე, როგორც ეს ჩვენ საყვარელ ხალხს წარმოედგინა...

მას შემდეგ, მართლაც, კიდევ რამდენიმეჯერ ამოუვარდა ხელი და ყოველ ჯერზე კეთილისმსურველები, რომლებიც ამ ამბავს უბრალოდ შეესწრებიან და არაფერი აქვთ პროფესიულად საერთო ხელის ჩასმასთან, შესძახიან: ჩამოქაჩეთ, ჩამოქაჩეთ!

ჭარბ წონიანი გოგონა განხდარს (გამოკვეთილი მუცლის კუნთებით) პრესის დაყენებას ასწავლიდა.

გიტარაზე დაკვრის სწავლა 7 წლის წინ დავიწყე. როდესაც ახალბედას მეკიხებოდნენ, კარგად უკრავ? ისე რა — ვპასუხობდი მე. მას შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად დღეში 1 საათი ვმეცადინეობ მუსიკაში და როდესაც ახლა მეკითხებიან, როგორ ვუკრავ, თამამად ვპასუხობ — ცუდად! არის ასეთი გამოთქმა: ერთი და ნაღდიო. მე ვიტყოდი — ცუდად და ნაღდი! ყველაფერი ფარდობითია, მთავარია რამდენად შეესაბამება მოცემულობა ჩვენს გემოვნებას. ჩემს მაშინდელ მუსიკალურ გემოვნებას მაშინდელი დაკრული შეესაბამებოდა. რადგან განვითარება უსასრულოა, პრაქტიკამ და მოსმენამ გემოვნება დაამუშავა, ამიტომ ვამბობ, ცუდად ვუკრავ და ბედნიერი ვარ.

ჩემი ოჯახის კარგი ნაცნობის შვილს თირკმელი ჰქონდა გადასანერგი. ჩვენთან დარეკა და ამბობს — ერთი კაცი, გარანტიას მაძლევს, რომ 3 თვეში თირკმელს იოგას მეშვეობით აგიმუშავებო ამაში თვეში 500 ლარს მთხოვსო და შენ ხომ იოგას სფეროში ხარ და რას მეტყვიო. თირკმლის გადანერგვა მოგეხსენებათ რა ძვირი ჯდება და რატომაც არა. რომ მითხრა მივხვდი ვისზეც ამბობდა. არის კატეგორია პირების, რომლებიც აცხადებენ, რომ იოგას მეშვეობით ყველაფერს მკურნალობენ. გამახსენდა ჩემი აწ გარდაცვლილი მეზობელი, რომელაც სიმსივნის ბოლოს სტადია ჰქონდა და იმ პიროვნებასთან უშედეგოდ მკურნალობდა იოგას მეშვეობით, ასევე დედაჩემის მეგობრის მეუღლე, რომელაც ასევე ჰპირდებოდა მე გიშველიო...

რა უნდა მეპასუხა, მე უბრალო გაცივებასაც ვერ ვშველი-მეთქი. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. მე ვუთხარი, რომ მოქცეულიყო ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა. მან სწორად გამიგო, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ვეუბნები, როგორც გინდა ისე მოიქეცი, ესმით როგორც "ჯანდაბამდე გზა გქონიათ". ხშირ შემთხვევაში ეს მათ ემართებათ ვინც ზრდასრულ ასაკშიც მშობლების ან სხვის აზრზე არიან დამოკიდებული და პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, როგორც გმირებს ფილმისა "შემთხვევითი პაემნები".  

მათ არაყის დალევა უნდათ და მასპინძელი ჩაის სთავაზობს.

— ჩაი გვიშველის ჩვენ?

ან შეგვეძლო გვეთქვა:

— ჩამოქაჩვა გვიშველის ჩვენ?