ხმოვანი სუნთქვა  –  „თანამედროვე იოგას მამად“აღიარებული შრი ტირუმალაია კრიშნამაჩარიას მემკვიდრეობის ერთ–ერთი მთავარი პრინციპია. მისი მოსწავლე შრივატსა რამასვამი იხსენებს: „პირველი, რაც მან მასწავლა: ჩაისუნთქე, ხელები ასწიე. ხორხისმიერი ხმით და ყელში ხახუნის შეგრძნებით ისუთქე “. კრიშნამაჩარიას მეორე ცნობილი მოსწავლე შრი პჰატტაბი ჯოისი აშთანგა იოგას პრაქტიკაში თავისუფალ, ღრმა  სუნთქვას (ხმის გამოცემის თანხლებით) მუდმივად იყენებდა.

სუნთქვის ეს ფორმა თავისი არსით კლასიკურ ტექსტებში აღწერილი უჯჯაის ტექნიკაა, იმ განსხვავებით, რომ უჯჯაის შემთხვევაში ხდება სუნთქვის შეკავება (კუმბხაკა). „მოკუმე პირი, ჩაისუთქე ნესტოებით  – ყელიდან გულისაკენ მიმავალი ჰაერი ხმას გამოსცემს“ – ვკითხულობთ „ჰათჰა–იოგა პრადიპიკაში“. ამ დროს ხდება ყელის კუნთების ნაწილობრივი შეკუმშვა. შესუნთქვა–ამოსუნთქვისას გამოცემული ხმა რაღაცით ნიჟარაში შემონახულ ზღვის ტალღების ხმაურს წააგავს.

უჯჯაი – ძალიან სასარგებლო ტექნიკაა. იგი კომპლექსურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე:

  1. იოგას პრაქტიკას ააქტიურებს.

სუთქვის ხმაზე კონცენტრირებისას ყურადღება გარეგანი შეგრძნებებიდან შინაგან ხმაზე გადაერთვება. წიგნში „პრანაიამა“ ანდრე ვან ლისბეტი აღნიშნავს, რომ უჯჯაი მედიტაციის ერთ–ერთი საფეხურია, რადგან „შესუნთქვა–ამოსუნთქვაზე და ასევე ამ პროცესის დროს გამოცემულ ხმაზე ღრმა კონცენტრირება გონებას ათავისუფლებს  გარე ფაქტორებით გამოწვეული პრობლემებისგან. როდესაც გონება შინაგან ხმაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი არ ვკარგავთ ენერგიას, პირიქით, ვინარჩუნებთ და ვავითარებთ მას. აშთანგა–ვინიასა იოგას ტრადიციის გამგრძელებელმა შარატ რ. ჯოისმა 2012 წელს, ერთ–ერთ კონფერენციაზე თქვა: „ღრმა, ხმოვანი სუთქვისას ჰაერი თავისუფლად მოძრაობს ორგანიზმში, შესაბამისად, იგი იოგას პრაქტიკას ააქტიურებს“. 

  1. სუთქვას უფრო ღრმას ხდის, ნერვებს ამშვიდებს და სტრესს ხსნის.

ყელის შეკუმშვისას ხმის იოგები ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან როგორც ჩურჩულისას. ტვინი ამ პროცესს აღიქვამს, როგორც ხმის გამოცემას.

ნელი და ღრმა სუნთქვა გონებას და სხეულს ამშვიდებს, მას ასევე ბიოპლაზმური სხეული მოჰყავს ჰარმონიაში. სუნთქვისას გამოცემული ხმა ადამიანზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს. თუკი ადამიანი ამ სუნთქვას (ხმაზე კონცენტრირების თანხლებით) სისტემატიურად ასრულებს  და ამ პროცესში არასაჭირო აზრებს უკუაგდებს,  უჯჯაის სასარგებლო ზემოქმედებას მალევე იგრძნობს. „შეიძლება ითქვას, რომ უჯჯაი ყველა იმ დაავადებასთან ბრძოლაში გვეხმარება, რომელიც დაკავშირებულია ნერვიულობასთან და სტრესთან“ –  ვკითხულობთ ბიჰარის იოგის სკოლის კლასიკურ წიგნში „იოგასა და კრიას ძველი ტანტრული პრაქტიკები“.

  1. სხეულს ტოქსინებისგან ასუფთავებს.

თანაბარი, ღრმა სუნთქვა ხორხისმიერი ხმის გამოცემით სხეულის ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში გვეხმარება, აღნიშნავს შარატ რ. ჯოისი წიგნში „აშთანგა იოგა ანუსთჰანა“. ჯონ სკოტი, წიგნში „აშთანგა იოგა“ ხსნის, რომ უჯჯაით სუნთქვის პროცესში, კერძოდ შესუნთქვის დროს ხმის გამოცემისას ჰაერი ჯერ თბება და შემდეგ ფილტვებში აღწევს. შედეგად, პრაქტიკისას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ოფლდენა წარმოიქმნება, რასაც თან ახლავს სხეულიდან შლაკების გამოდევნა. შესაბამისად, ასანების შესრულება უჯჯაის თანხლებით სხეულს ძლიერი სიმხურვალით მუხტავს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გული ეკონომიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას   – ესეც უჯჯაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეფექტია.

  1. ფიზიკური დატვირთვის ატანას აადვილებს.

„უჯჯაი პულსაციას ანელებს   –  დაახლოებით 10–20 ერთეულით. ჩვენ შევამოწმეთ: აშთანგა იოგას სერია უჯჯაის გარეშე – პულსაცია 150 ერთეულს შეადგენს, მაშინ როცა, უჯჯაის თანხლებით იგი  130–ს არ აღემატება. ეს გვეხმარება ფიზიკური დატვირთვის ადვილად გადატანაში“ –  ამბობს  Agapkin Yoga Station–ის ხელმძღვანელი სერგეი აგაპკინი.

პულსაციის სტაბილიზაციიდან გამომდინარე, უჯჯაი ჟანგბადის ათვისების პროცესზეც დადებითად მოქმედებს: ფილტვებზე დაწოლის გაძლიერების შედეგად ჟანგბადი ალვეოლის კედლებიდან უფრო ადვილად აღწევს სისხლში.

  1. გულს ავარჯიშებს.

გული ვარჯიშდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უჯჯაი ფიზიკური დატვირთვის პარალელურად სრულდება. როდესაც ხმის გამოცემით ვსუნთქავთ, შესუნთქვისას სისხლის ვენური მიმოქცევა იზრდება და გული უფრო სწრაფად ცემს, ამოსუნთქვისას კი, პირიქით, გულისცემა ნელდება. ეს კი ერთგვარი ვარჯიშია, რადგან გულის კუნთების მუშაობის ამპლიტუდა იზრდება. „გარდა ამისა, უჯჯაით სუნთქვისას გულის სისხლით მომარაგების პროცესი ცვალებადია: ნელი ცემისას შედარებით მცირე ჟანგბადს იღებს, ხშირი ცემისას – ისევ ივსება ჟანგბადით. გულისთვის ეს სასარგებლოა“  –  ამბობს სერგეი აგაპკინი.

  1. სასუნთქ იოგებს ავარჯიშებს.

ხმოვანი სუნთქვისას ხმის იოგები იკუმშება და ჰაერს უწევს წინააღმდეგობის გადალახვა, რაც სუნთქვის ორგანოებს ავარჯიშებს და ამაგრებს , აღნიშნავს სანკტ–პეტერბურგის იოგა–თერაპიის საზოგადოების წარმომადგენელი არტიომ ფლოროვი. იგი ამბობს: „ხმის იოგების დაძაბვა ზრდის დატვირთვას სასუნთქ კუნთებზე, რომელბსაც უხდებათ შეკუმშულ სივრცეში ჰაერის ნაკადის ფილტვებისკენ გადაადგილება ძალის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, უჯჯაი  სასუნთქ მუსკულატურას კარგად ავარჯიშებს, რაც შემდგომში პრაქტიკოსისთვის სუნთქვის შეკავების ტექნიკის გამოყენებას აადვილებს.

  1. ბრონქების გამტარუნარიანობას აუმჯებესებს.

ხმოვანი სუნთქვის კიდე ერთი ეფექტი – იგი აუმჯობესებს ფლტვების მდგომარეობას, ათავისუფლებს მათ ლორწოსგან (ნახველისგან). „სუნთქვისას წარმოქმნილი წნევა აფართოვებს ბრონქებს, ხდის მათ უფრო გამტარუნარიანს“ – ამბობს სერგეი აგაპკინი. ამიტომაც, უჯჯაი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები (ხშირ შემთხვევაში ეს ეხება მწეველებს).

  1. ვენური სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.

უჯჯაი არის სუნთქვა, რომელიც ვენური სისხლის მიმოქცევას აძლიერებს  ე.წ. ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ვენური მიმოქცევის მნიშვნელოვანი მექანიზმი მდგომარეობს შესუნთქვის პროცესში გულმკერდის უჯრედების  შემწოვ უნარში (თუ შეიძლება ასე ითქვას).  უჯჯაის შემთხვევაში, შესუნთქვისას გულმკერდზე დაწოლა საგრძნობლად მცირდება (ჩვეულებრივ შესუნთქვასთან შედარებით), რაც აძლიერებს ვენურ მიმოქცევას, აღნიშნავს არტიომ ფროლოვი. „სისხლი ამ დროს მიემართება მაღალი წნევის არიდან დაბალი წნევის არეში, რის გამოც, შესუნთქვისას იზრდება ვენური მიმოქცევა. ყოველი შესუნთქვა ვენურ სისხლს გულისაკენ ექაჩება, რომელიც შეიწოვს ამ ნაკადს და ემზადება ხელახალი შეკუმშვისთვის“.

  1.  იოგას პრაქტიკის მსუბუქად შესრულებას ხელს უწყობს.

„თუკი სწორად სუნთქავთ, საათობით ვარჯიშს შეძლებთ“ – თქვა შარატ რ. ჯოისმა. წიგნში „აშთანგა იოგა“ პეტრი რაისიანენი უჯჯაის ეფექტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ღრმა, მშვიდი სუნთქვა გვეხმარება ასანების ადვილად შესრულებაში, ასევე კუნთებისა და სახსრების მოდუნებაში. მაშინ, როცა დაძაბული, გახშირებული, წყვეტილი სუნთქვა მიანიშნებს ენერგიის დაკარგვაზე და მღელვარე აზრებზე. მაისორში გამართულ ერთ კონფერენციაზე შარატმა თქვა: „ზედაპირული სუნთქვა იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ  ასანაში არ ვიმყოფებით, რომ ჩვენი გონება ჯერ კიდევ სადღაც ფორიაქობს. ასეთ დროს შესაძლებელია კუნთები აგვტკივდეს და ტრავმაც კი მივიღოთ“.

  1. სუნქთვის კონტროლს გვასწავლის.

უჯჯაით სუნთქვისას გამოიცემა ხმა, რაც ჩვენ სუნთვის კონტროლს  გვიადვილდებს“, –  წერენ ნიუ–იორკის ჯივამუკტი–იოგის ცენტრის დამაარსებლები  შერონ გენონი და დევიდ ლაიფი. როდესაც ჩვენ ვუსმენთ საკუთარ სუნთქვას, ყურადღება მიმართულია შესუნთქვა–ამოსუნთქვის პროცესის თანაბრობაზე (ბალანსზე), რაც გონებას ამყოფებს ფაქტიურად მედიტაციურ მდგომარეობაში. სუნთქვის კონტროლის მეშვეობით ჩვენ ვამშვიდებთ გონებას. ეს იოგას ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ეფექტია. „ნამდვილი ცოდნა ჩვენამდე მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც გონება მშვიდია“ – აღნიშნავს აშთანგა იოგის ტრადიციის გამგრძელებელი შარატი.

 

წყარო: http://yogajournal.ru/

სტატიის ავტორი:

ალექსანდრა ბელუზა  –  ჰათჰა–იოგას და აშთანგა–ვინიასა იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელი.

თარგმანი — გიორგი გულბანი