იოგა და მუსიკა ორი უძირო ზღვაა. მისკენ გადადგმული ნაბიჯი და გრძნობ, რომ იძირები. ტალღებთან თამაში იმდენად გიტაცებს სიღრმეებისკენ გინდა გაცურო .....

        ეს ორი ძალიან გავს ერთმანეთს, მათ ბევრი აქვთ საერთო და ერთი და იგივე უნარების ქონას მოითხოვს - კონცენტრაციას, მოთმინებას, ძალისხმევას.მოთმინებით უნდა ელოდო ამ ორი ძვირფასი ხის ნაყოფს. შემოქმედებითად მიუდგე, შრომაში ჩადო ძალიხმევა, აუჩქარებლად იარო, ისიამოვნო პროცესით და მოუსმინო. მოუსმინო იმ უძირო ზღვას , რომელიც ყველა ჩვენგანშია.

         ერთხელ მკითხეს შენ ბახი ხარ იოგაშიო? გამეცინა. მე არ ვარ ბახი, არც ბეთჰოვენი და არც მალერი. მე ვარ შემსრულებელი, მე ვარ შემსრულებელი ამ პროცესში.

        გადადგი ნაბიჯი მოგზაურობისკენ.  როგორც პირველ ბგერას - სამასთჰიტს მოუსმინე. ეს ბგერა გაგიტაცებს ბგერების სამყაროსკენ. მოთმინება და კონცენტრაცია ეს ორი "ნივთი" დაგჭირდება მხოლოდ, სხვა დანარჩენი უსარგებლოა და მხოლოდ დაგამძიმებს. როდესაც იოგა მატზე - შენს კუნძულზე დადგები, რშები შენ და  არაფერი სხვა. ამ კუნძულზე არ გჭირდება ვარცხნილობა, სამკაული, ფეხსაცმელი და სარკე. აქ არაა "მე",  დრო, საჭიროებები და მთავარი - მობილური, 21 საუკუნის ჰაერი. მობილურის წყალობით მუდმივ ლოდინის რეჟიმში ხარ, არადა შენთვის რამხელა საჩუქარია მშვიდი ერთი საათი. 

        პირველ ბგერას მოჰყვება სეკუნდა, ტერცია, მთავარი და დამხმარე მელოდიები, აკორდები......

         შავასანა ბოლო აკორდი - განახლებული სასიცოცხლო ენერგია.

         ესაა იოგა სიმფონია, რომელსაც შემცნობელი წერს.