იოგას სახლი, 10 ოქტომბერი, 18:00—20:00
გიორგი ბერძენიშვილის შესახებ.
სემინარის აღწერა
გვაქვს თუ არა კარგად გააზრებული რატომ ვაკეთებთ იოგას, კონკრეტულად რომელ ასპექტს რა ეფექტი აქვს ან უნდა ქონდეს, ან საერთოდ რა არის იოგა და ამ კონტექსტში იოგა ანატომია? რას ნიშნავს სწორი და არასწორი შესრულება, რაზეა დამოკიდებული სარგებლიანობა და ეფექტი? რა უნდა ვიცოდეთ მინიმუმ, რომ ჩვენი პრაქტიკა სასურველი ეფექტის მომტანი იყოს?
ამ და კიდევს სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე შევეცდები პასუხის გაცემას. ჩვენ უხსოვარი დროიდან დღემდე ვიცვლით ცხოვრების ნირს და ყაიდას. დღეს, განსხვავებით იმ დროისა, როდესაც არ არსებობდა სწორი სასიარულო ზედაპირი, ჩვენი ტერფის ღრმა კუნთები თითქმის აღარ მუშაობენ და გაზარმაცებული არიან ზედაპირის სიგლუვის გამო. სწორმა გზებმა, ზოგადად სწორმა სასიარულო ზედაპირმა და ნაკლებ მოძრავმა ცხოვრების წესმა ჩვენში ამ ღრმა კუნთების არ გამოყენება გამოიწვია და შედეგად ტერფის პრობლემები. აქედან გამომდინარეობს ბევრი სხვა პრობლემაც, მაგალითად ხერხემლის პრობლემებიც. აგვარებს თუ არა იოგა ანატომიის გარეშე ამ პრობლემას ავტომატურად? ნაწილობრივ ან ძალიან მცირედად ან შესაძლოა საერთოდ არა. იოგა ანატომიის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს მიერ დანახული პრობლემა სწორად მოვაგვაროთ.
ვიცით, რომ გაჭიმვების და დაჭიმვების შესრულებას კუნთები ტონუსში მოჰყავს. ვიცით კი სად არის ზღვარი და როგორ მოქმედებს ეს სახსრებზე. რა უნდა გავითვალისწინოთ, სახსრის არ დაზიანებისთვის და არ დასუსტებისთვის (ზედმეტი გაჭიმვებით). რომელ სახსარს რამდენ გრადუსიანი დახრის ამპლიტუდა აქვს. აღნაგობის ინდივიდუალურობა და შესაძლებლობების ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავარჩიოთ სად უნდა გავჩერდეთ და სად არა. ჩვენ ვხედავთ ვინმე მოქნილს და გვიჩნდება სურვილი მას მივბაძოთ. ის კი არ ვიცით, რომ მას შეიძლება სახსრის მოყვანილობა აქვს ასეთი და ეს გაჭიმვის საკითხი არ იყოს. ზოგიერთი ჰიპერ მობილური სახსრების მიზეზი შესაძლოა ძვლის ფორმა ან სახსრის თავის მოყვანილობა იყოს, ან კუნთების სისუსტე, რაც ხშირ შემთხვევაში სასურველი არ არის.
ან მეორე მხრივ, თუ ვინმე საკუთარ თავს არა მოქნილად მიიჩნევს ამბობს, რომ მას იოგა არ გამოუვა, რაც სრულიად არასწორია, ვინაიდან იოგა სწორი შესრულებაა და არა მოქნილობა და მოუქნელსაც ისეთივე სარგებელი აქვს მისგან როგორც მოქნილს.
გასაკუთრებული ყურადღება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული დაეთმობა ტერფის ანატომიას.
- რა არის იოგა ანატომია;
- რატომ არის აუცილებელი მისი გამოყენება;
- როგორ გავითვალისწინოთ პრაქტიკში;
- კუნთები და სახსრები;
- აღნაგობის თავისებურებანი;
- ტერფის იოგა ანატომია.
სემინარზე დასწრება შეუძლიათ როგორც დამწყებებს ისე ინსტრუქტორებს ან მათ, ვისაც ინსტრუქტორობის სურვილი აქვთ.*