1) - ვინ გირჩიათ იოგა?
- იოგას ვარჯიში გინეკოლოგის რჩევით დავიწყე. ქალბატონმა თამუნამ მითხრა, რომ იოგა დამეხმარებოდა და გამიადვილებდა მშობიარობას. 2) - აქამდე ვარჯიშობდით?
- იოგა ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ აქამდე არასოდეს მივარჯიშია. მხოლოდ ვცურავდი.
3) - რა მოგცათ იოგას ვარჯიშმა?
- იოგამ მართლაც საოცრად იმოქმედა ჩემზე. სანამ ვარჯიშს დავიწყებდი ფიზიკურად დამძიმებული ვიყავი, მიჭირდა მოძრაობა, სუნთქვა და რავიცი ყველაფერი. მეორე სართულზე ფეხით ასვლაც კი მიჭიდა
4) - პირველი გაკვეთილის შთაბეჭდილებები?
- მეგონა ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ახლა სიამოვნებით მოვდივარ ყველა გაკვეთილზე. ვარჯიში ჩემთვის სასიამოვნო გახდა, ენერგია მომემატა.
5) - რომელი ასანაა ყველაზე კომფორტული?
- წინ დახრა (პრასარიტა პადოტტანასანა და არდჰა ბადჰა პადმოტტანასანა (გამარტივებული))
6) - არდჰა ბადჰა პადმოტტანასანა საკმაოდ რთულია არ შეგეშინდათ ცალ ფეხზე დადგომა?
- არა, გამეხარდა, რომ შევძელი.თავიდან ცოტა გამიჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ თანდათან გავაუმჯობესე და შეიძლება მაგიტომაც მომწონს.
ფოტო + ინტერვიუ (თათა ბარამიძე)
1) - ვინ გირჩიათ იოგა? - იოგას ვარჯიში გინეკოლოგის რჩევით დავიწყე. ქალბატონმა თამუნამ მითხრა, რომ იოგა დამეხმარებოდა და გამიადვილებდა მშობიარობას. 2) - აქამდე ვ