1) პოზა, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ. - ჯერჯერობით მასეთი პოზა არ მაქვს, ალბათ მექნება გარკვეული პრაქტიკის შემდეგ. როდესაც პოზაში დგახარ და არანაირ დის კომფორტს არ განიცდი (არ იძაბები, არ გტკივა .. და ა.შ.) და მთელი ყურადღება მედიტაციისკენ არის მიმართული ალბათ მაშინ განიჭებს პოზების კეთება სიამოვნებას. ასე რომ პრაქტიკა. პრაქტიკა და ისევ პრაქტიკა... აი მერე უკვე სიამოვნება.

2) მაისორი თუ სინქრონული კლასი (რატომ?) - სინქრონული, რადგან ალბათ უფრო მონდომებული ხარ ჯგუფში, ჩემი აზრით მაისორი გაცილებით უფრო დიდ ოსტატობას მოითხოვს, როდესაც პოზების დროს სრულ მედიტაციაში იქნები ჩაფლული და შენს ირგვლივ ვერავის და ვერაფერს დაინახავ. ალბათ ეგ რამდენიმე წლის შემდეგ....

3) რაზე ფიქრობთ ვარჯიშის დროს? - ვცდილობ ვიფიქრო იოგას ასანების სწორად შესრულებაზე, სუნთქვაზე... იმდენად იძაბები, იღლები და გტკივა ყველაფერი სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობ.

4) რას ჭამთ იოგას ვარჯიშის მერე? - არაფერს.... ჩაის ვსვამ, ხანდახან სენდვიჩით.

5) რისი მიღწევა გინდათ იოგას ვარჯიშით? - ეს ყველაზე რთული შეკითხვაა... ეს ერთი კონკრეტული რამ არ არის. აქ მთელი კომპლექსია რისი მიღწევაც მინდა.
1.საკუთარი სხეულის დამორჩილება.
2.ნებისყოფის გამომუშავება.
3.საკუთარი აზრებისა და ემოციების კონტროლი.
4.O Sensei Ueshiba Morihei, Founder of Aikido. ეს ადამიანი დღემდე ამოუცნობ ენერგიას ფლობდა. და ესეთი საინტერესო რამ თქვა: "როდესაც ღამით ავდექი, ეზოში გამოვედი, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე და წყაროს წყალი დავლიე სხეულში უდიდესი ტკივილი ვიგრძენი მერე უდიდესი შვება.. და მივხვდი რომ სამყაროს ცენტრი გავხდი, რომ სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა რომ მთელი სამყარო ერთი დიდი ჩემი სხეულია და ის ვინც სამყაროსთან ბრძოლას დააპირებს ბრძოლის დაწებამდე უკვე დამარცხებულია."

ალბათ უდიდესი გრძნობა იქნება შეიგრძნო მთელი სამყარო მთელი შენი სხეულით და მიხვდე რომ შენც მისი ნაწილი ხარ და შენს გარეშე სამყარო სრულყოფილი არ იქნება.
ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხი ესაა — ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა.                                                                                                                                                                                                                                                                                  6)საიდან შეიტყვეთ იოგას სახლის შესახებ?
- საერთოდ ბავშვობიდან მიზიდავდა იოგა, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე მევარჯიშა, ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს, როდესაც გადავწყვიტე დამეწყო იოგას პრაქტიკა, ინტერნეტს ჩავუჯექი, წავიკითხე სხვადასხვა იოგას სახეობებზე და ყველაზე მეტად აშთანგა იოგამ დამაინტერესა, შემდეგ აღმოვაჩინე www.yoga.ge და შევიტყვე, რომ თბილისშიც ყოფილა აშთანგა იოგას პრაქტიკა, კერძოდ გიორგი ბერძენიშვილთან. ეხლა უკვე 7 თვეა პრაქტიკას გავდივარ და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.